Steamworld Dig, 3DS, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Steamworld Dig

Unread post#1 » 08 Dec 2013 17:34

Steamworld Dig
>>>

Steamworld Dig-ში სტიმპანკი პოსტაპოკალიფსს ერწყმის, რაც უკვე თავისთავად საინტერესო განაცხადია. იგი თავს არ იტვირთავს ღრმა და დამაფირებელი სიუჟეტით, აქ ყველაფერი საკმაოდ ლაკონურად არის გადმოცემული. სრულიად განადგურებულ ველურ დასავლეთში, ალბათ უკვე გასაგებია რატომაც, მხოლოდ რობოტებიღა შემორჩნენ, რომლებსაც მათი ძველი წინაპრების, ადამიანების მსგავსი ჩაცმის მანერა და ლაპარაკის უნარიაქვთ გამოყოლილი. ზედაპირზე ხეტიალის მაგივრად, ერთერთი მათგანი სიცოცხლის ძიებას მიწის ქვეშ გადაწყვეტს და გდაწყვეტილების სისწორეში მალევე დარწმუნდება: იქაურობა მართაც სავსეა სიცოცხლით.

>>>

საჭირო ხელსაწყოებით შეიარაღებულს, მიწის ქვეშ არამხოლოდ წყლის და სასარგებლო წიაღისეულის, არამედ ადამიანების შექმნილი, ძველი ტექნოლოგიების პოვნაც არის შესაძლებელი - რომლებიც რათქმაუნდა მხოლოდ ორთქლზე მუშაობენ. ქალაქი რომლიდანაც მიწაში ვეშვებით, თავიდან ძალიან პატარაა, მაგრამ ჩვენს მიერ აღმოჩენილი სხვადასხვა ტიპის სასარგებლო მინერალების მეშვეობით, იგი ნელნელა იზრდება და მოსახლეობაც იმატებს. სანამ ჩვენი როპოტი კუბამეტრობით ქვას ამუშავებს, ზევით იმფრასტრუქტურა იმართება და სხვა რობოტები ახალახალ მაღაზიებს ხსნიან.

>>>

მიწისქვეშა სამყაროს რუკა მთლიანობაში უცვლელია, მაგრამ სასარგებლო მინერალების ადგილმდებარეობა და გარკვეული მარშუტები ავტო რეგენირებად რეჟიმში წარმოიქმნება. უცებ გამდიდრება დიდ სიძნელეს არ წამოადგენს და კილომეტრობით მიწის ქვეშ დაშვება არ ჭირდება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების აღმოჩენის სურვილი და უბრალო ცნობის მოყვარეობა მაინც დაგაძალებთ დაშვებას. რაც უფრო ქვევით ხართ მით უფრო საფრთხიანი ხდება მოგზაურობა. მიწის ქვეშ ბევრი სახიფათო მონსტრი ბინადრობს და რაც უფრო ღრმაა მაღარო მით უფრო საშიშია მათთან შეხვედრა, მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა: ზოგ შემთხვევაში დაშვება ძალიან მარტივია, მაგრამ უკან დაბრუნება შესაძლოა საგრძნობლად გაგიჭირდეთ. ზუსტად მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად თამაშში ბევრი სასარგებლო ხელსაწყოა წარმოდგენილი, მაგალითად კიბეები და ფანრები, რომლებიც ხანდახან თანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად გამოსადეგია.

Riddick
Posts: 11701

Steamworld Dig

Unread post#2 » 05 Apr 2014 20:53

ჩუაჯექი )) მაგრად მომეწონა, რაღაც ედიქთივ გეიმფლეიაქ ყველა მსგავს თამაშს, გინდა რო რაცშეილება მეტი ამოთხარო, მეტი რესურსი იპოვო და მალე დაითრიო გაჯეტები. ვიზუალურად ძაან სწორი სტილიაქ შერჩეული, არ გაღიზიანებს, არ გღლის და საკმაოდ ბევრ დროს გართმევს ისე რო ვერ ხვდები
ემჩნევა რო რაღაც საინტერესო ფიჩებს გააძრობენ გასვლის პარალელურად...
მაგარი ღადაობაა 200 მეგაბაიტინი თამაში რო 20 გიგაბაიტიანზე ჩამთრევია ხოლმე ხანდახან

Riddick
Posts: 11701

Steamworld Dig

Unread post#3 » 15 Jun 2014 04:44

არ მეგონა თუ დაუბრუნდებოდი, მარა დაუბრუნდი და დავხურე პახოდუ )) 7:10 დამჭირდა მთლიანობაში და რო მორჩა ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ამოვხსენი ))) ინდი, მინიმალისტური თამაშის მშვენიერი მაგალითია. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არაა, თხრი ამ მაღაროს და ამოგაქ ნადავლი, მარა ისე ვითარდება მოქმედება რო არ მოგწყინდება, სუ რაღაც პატარა, მაგრამ საგრძნობი სიახლე შემოდის, პერსონაჟი ვითარდება, იხვეწება გეიმფლეი, ბოლოსთვის ისეთ საკაიფო შესაძლებლობებს ხსნი, რო საერთოდ სხვანაირი, უფრო ჩქარი და ღრმა ხდება სათამაშო პროცესი, რაც მაგრად გსიამოვნებს. ერთი სიტყვით ძალიან კარდაგაა შეკრული სამყარო და გეიმფლეი მექანიკა.
რავი მე უწევ რეკომენდაციას, აი რამე სერიოზულის დაწყების მუღამი თუ არ გაქვთ ესეთი რამე მაგრად ასწორებს მაგ დროს, იმდენად ჩამთრევია რო შეილება ერთ ჩაჯდომაში დახუროთ.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Steamworld Dig

Unread post#4 » 15 Jun 2014 15:04

დავატორენტე, დავტესტავ, ბოლო დროს მსგავსმა ინდი პროექტებმა გამიტაცა (ისე როგორც მათ გაიტაცეს ვიდეო თამაშების ბაზარი ;ს)

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 114 guests