Horrors, სია > ჟანრის საუკეთესო თამაშები

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

<List> Best Horror Games

Unread post#21 » 19 Jul 2013 23:54

ვთამაშობდი ცოტას, მონსტრების დიზაინმა მოიკოჭლა ნელნელა და გავანებე თავი
არადა თავიდან მაგრა დაიწყო, იმედიანად გამოიყურებოდა. ისე კი სიმართლე რო ითქვას დაძაბულობა კი აქვს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

<List> Best Horror Games

Unread post#22 » 20 Jul 2013 05:08

საერთოდ ჰორორები ჩემთვის პირადად ერთერთი ყველაზე ატმოსფერული ჟანრია)) ანუ გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს ამ მხრივ რა. კარგად არ ვიცნობ თან, მაგრამ რაცვიცი მინახავს და გამომიცდია, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
პირველ რიგში silent hill ების სერიები. 1,2,3. ეს ის არის რასაც ვაფასებ ჰორორებში. ატმოსფერო შეუდარებელი და მართლა რომ გაშინებს კაცს, თან გაშინებს არა მოულოდნელობის ეფექტით შეიარაღებული დეველოპერთა გუნდი თავის უკბილო ღიმილით, არამედ თავის იდუმალებით. თამაში კი არა შენთვითონ აშინებ შენს თავს ისეა გაკეთებული, ის უბრალოდ გზას გიჩვენებს)). მეოთხეც იგივე ნაირია უბრალოდ თვითონ თამაში არაა საილენთ ჰილის გაგრძელება. ეს რათქმაუნდა ჩემთვის
ანუ თვითონ ატმოსფერო ვერ დავიჭირე ძველი სერიების, უფრო იაპონური ფილმის შთაბეჭდილება დამიტოვა ))) კი ისინიც იგივე პონტია პროსტა ის საილენთ ჰილია )) ეს კი... იტოგში ;დ ჩემთვის ასეა. პირადად მე ვთვლი რომ ეს სერიები ჟანრის ეტალონია))

შემდეგ call of cthulhu იმისდამიუხედავად რომ ბოლომდე არ მითამაშია. ძალიან მაგარი თამაშია)) ეგ კი არა მიტყდება იმენა თამაშს რომ ვუწოდებ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

BoromiR
Posts: 638

<List> Best Horror Games

Unread post#23 » 18 Nov 2013 00:39

აი ეს იცის ვინმემ? ტრეილერიდან რთულია მიხვედრა მარა ვისაც ევასება დამოუკიდებელი ჰორრორ თამაშები მათ შეიძლება მოეწონოთ. გადმოსაწერი link აქვეა, უფასოა.
>>>

Riddick
Posts: 11696

<List> Best Horror Games

Unread post#24 » 22 Nov 2013 13:49

Horror-ებზე უნდათ რაღაც დოკუმენტური ფილმის გადაღება და კიკსტარტერზე იწყებენ ეხა კომპანიას (მამენტ კიარ იწყებენ, ნახევარი უკვე შეგროვებულიაქვთ).
რაღაც ტრეილერის მსგავსიც დევს.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

<List> Best Horror Games

Unread post#25 » 23 Nov 2013 20:34

კაი ხანია მოკვდა ეს ჟანრი
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

<List> Best Horror Games

Unread post#26 » 24 Nov 2013 02:19

ვერ დაგეთანხმები გრიგოლ. ამნეზია საერთოდ სხვა მიმართულება გააჩინა ჰორორების. და კი ისევ ის აღარაა, მარა ეხა ინდი სექტირში ძალიან პოპულარული გახდა და მართლა არი რამდენიმე ახალი კარგი ჰორორი.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

<List> Best Horror Games

Unread post#27 » 24 Nov 2013 02:29

ამნეზია კაია მარა ძველებთან შედარებით ნაგავია იმენა, ახლები რომლები იცი კაი ? ვეძებ კაი ხანია მარა საშუალო დონის თამაშიც ვერ ვერ ვიპოვე მაგ ჟანრში
smothered in the crib

User avatar
Ripster
Posts: 1854

<List> Best Horror Games

Unread post#28 » 24 Nov 2013 02:43

ეს ამნეზია კი კარგია, კარგია კი არა ნუ მაგარია
განსხვავებული გამოცდილება მოაქვს მაინც რისი ფესვები კტულხუშიც კი იგრძნობა, მაგრამ რეალურად ჟანრის გაცოცხლებისთვის ძალიან პატარა რაღაცაა ჩემი აზრით
ანუ აი გამოვიდა მეორე ამნეზიაც და შემდეგი პროექტიც რომელსაც ამნეზიის სგავლენა ეტყობოდა თავიდანვე (ფსიქიატრიულში რომ მიდის მოქქმედება დამავიწყდა რა ქვია )
მაგრამ იტოგში მივიღეთ უბრალოდ გავლენიანი დამოუკიდებელი თამაში კი არა, არამედ კლონი
დარწმუნებული ვარ კიდევ ბეეევრი კლონი გამოვა იგივე ფორმულით
ანუ ვფირობ რომ ცოტა მეტი ჭირდება რა ჟანრის გაცოცხლებას
ნუ ჩაიკეტებიან მხოლოდ გაქცევა/შიშზე
აი კტულხუს გაგრძელება რომ გამოვიდეს იგივე გეიმფლეით ოღონდ დღევანდელ ტექნოლოგიებზე ადაპტირებული
მგონი ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქქნება )))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 844

<List> Best Horror Games

Unread post#29 » 24 Nov 2013 04:06

აი კტულხუს გაგრძელება რომ გამოვიდეს იგივე გეიმფლეით

აპირებდენ ადრე მარა ჩაიშალა სამწუხაროდ, ეხა გამახსენდა pathologic მომეწონა შედარებით ახლებიდან, საბედნიეროდ 30 წუთზე მეტი არ მითამაშია და ჩავუჯდები ამ დღეებში, იმედია ცოტ-ცოტა საშინელებებიც გაიჩითება გასვლის პროცესში თორე ატმოსფერო იმენა მაგარი ქონდა როგორც მახსოვს
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

<List> Best Horror Games

Unread post#30 » 24 Nov 2013 20:46

მიწერია რამდენიმე ახალი ჰორორის სახელი ამ ტოპიკშიც და გადაავლე თვალი.
ნუ რავი მე პირველად 27 წლის განმავლობაში, რეალურად მართლა ამნეზიაზე შემეშინდა და ვერ ვიტყვი რო არაფერს არ ნიშნავს. ძველი მისტიკური ქვესთ/ექშენ ჟანრის წარმომადგენლები მართლა გადაშენდნენ, მარა ჰორორი როგორც ესეთი რამდენიმე ხნის წინს საერთოდ აღარავის აღარ ახსოვდა. ეხა რიფტის გამოსვლა კიდე ახალ ტალღას წამოიღებს და არამგონია რო მთლათ ისე ცუდათ იყოს საქმე როგორც თქვენ წერთ

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

<List> Best Horror Games

Unread post#31 » 24 Nov 2013 21:00

სადღაც წავიკითხე
RE4-მა მოკლა horror-იო
Darkness Within-მა გააცოცხლაო
არ შემიძლია არ დავეთანხმმო )) უბრალოდ პოტენციალს კარგი გამოყენება უნდა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

<List> Best Horror Games

Unread post#32 » 04 Apr 2014 20:51

ჰმ კაი ხანია არ დამიპოსტავს აქ:

Corpse Party: Blood Covered - იაპონური ჰორორი განსხვავებული ენდინგებით. სასწაული ატმოსფერო იქმნება, ცარიელ დერეფანში სიარულიც კი მძაბავდა.
Lone Survivor: The Director's Cut - ინდი პროექტია და შეიძლება ითქვას რო 2D Silent Hill-ია
The Cat Lady - horror adventure თამაშია, სადაც 7th Guest წერია imho უნდა ეწეროს ესაც და Lost Crown-ს ვერ ვხედავ კიდე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

<List> Best Horror Games

Unread post#33 » 05 Apr 2014 00:24

Corpse Party: Book of Shadows
ნოველაა ეეს? სად გააძრე ვაფშე

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

<List> Best Horror Games

Unread post#34 » 05 Apr 2014 00:28

Corpse Party darklab-ში გააძრო და ანიმეც არის და თამაშიც :D
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

<List> Best Horror Games

Unread post#35 » 05 Apr 2014 00:46

შემეშალა, Book of Shadows არის მეორე ნაწილი, ანუ ნოველა ცუდი გეიმფლეით. Corpse Party: Blood Covered ესაა რაც ვთქვი, ჩავასწორე. თამაშია და ძალიან სერიოზული.
ჯანოსგან გავიგე ადრე, მერე ანიმე ოვები ვნახეთ რაც არ მომეწონა, მერე ვითამაშე და სულში წაიღო რეტრო jrpg ვიზუალზე დგას მარა ისეთი სეთინგი და ატმოსფეროა Fatal Frame-ს რო გავუტოლებ.
ანიმე ოვები მეოთხედიც არაა თამაშის, კომერციული ზახოდია პროსტა როგორებიც ხშირად ხდება ზოგადად
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

<List> Best Horror Games

Unread post#36 » 10 Apr 2014 12:35

Deadly Premonition - Twin Peaks-ის მიხედვით შექმნილი ფსიქოლოგიური ჰორორი და ამასთან ერთად ძალიან უცნაური და საინტერესო თამაში მთელი თავისი არსით.

The Last Door - ლაფკრაფტისგან და პოსგან შთაგონებული adventure-ია რომელიც ვიქტორიანულ ინგლისში ხდება. გამოირჩევა ძალიან ჩამთრევი სიუჟეტით, ძლიერი ატმოსფეროთი და კლასიკურ სტილში შესრულებული მუსიკით რაც ხარისხს ერთიორად მატებს. ხარისხიანი პროექტია და მალე გაყიდვაშიც გამოჩნდება.

Home - სთორითელინგზე დაფუძნებული ჰორორია და ამავდოუროულად სთორის და პერსონაჟის ბედს მოთამაშე წერს თითონ, მის არჩევანზეა დამოკიდებული რა მოუვა. ბოლოს კი შეიძლება ხელში შერჩეს განადგურებული ადამიანი მთავარი გმირის სახით.

Fibrillation - საინტერესო პროექტია რომლზეც წლინახევრის წინ გავიგე სადღაც, ახალი გმაოსული იყო თუ არ ვცდები. თამაშს აქვს განსხვავებული სტილი, არ გავს სხვა first person ჰორორებს, გამოირჩევა ძალიან კარგი ატმოსფეროთი და აშკარად ეტყობა გარკვეული ხალხის ხელი და იმედია არ გაჩერდებიან ამ პროექტზე.

Demonophibia - სამწუხაროდ თამაშს არანაირი აუდიო არ აქვს და ხალხი სხვადასხვა თამაშების თუ ფიმების საუნდტრეკების ქვეშ თამაშობს. ამის მიუხედავად დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰორორის მოყვარულებში. გადმოსაწერი ბმული
Xenophobia - ეს არის გაგრძელება რომელიც წინა ნაწილისგან განსხვავებით გახმოვანებულია და ატმოსფეროც მოაქვს, მთლიანობაში აღებული აქვს უფრო ტრადიციული ჰორორის კურსი, თუმცა ბოლომდე ჯერ არ თარგმნილა. გამოსაწერი ბმული
სერიები გამოირჩევა სისხლიანობით, აქვთ სასიკვდილო სცენების 60-ზე მეტი რაოდენობა, დაძაბული გეიმფლეი და საინტერესო სთორი. პოპულარობა ალბათ გასაგებია ))

P.S.
ამის დამატებას აზრი არ აქვს, ატმოსფეროს გადმოცემის დემონსტრაციაა ფაქტიურად
SCP-087 - ექსპერიმენტული უფასო პროექტია, სადაც მოთამაშე ჩადის დაუსრულებელ კიბეებზე, ხოლო ქვემოთ რა დახვდება უცნობია. გადმოსაწერი ბმული

P.P.S.
ამნეზიას კლონებია ბევრი ძალიან ზოგი უფასო და ზოგიც ფასიანი, ინდი ჰორორების ძებნაში ძალიან ბევრი მსგავსი პროექტი ვარდება, ამიტომ მაგათ არც მოვიყვან მაგალითად. უკვე ტენდენციად იქცა მსგავსი first person adventure horror და თუ რამე გამორჩეული არ დაიდო, მკაცრი კონტროლის ქვეშ არის და აღიარება უნდა მოიპოვონ ჟანრის მოყვარულთა წინაშე ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

<List> Best Horror Games

Unread post#37 » 10 Apr 2014 18:46

რაღაც საეჭვო პროექტები დადე ეხა შენ საუკეთესო ჰორორების ლისტისთვის, მარა სიტყვაზე გენდობი და ამათ დავამატებ

Deadly Premonition
The Last Door
Home
Fibrillation

მარა
Demonophibia, Xenophobia ...
Silent Hill
Fatal Frame
Forbidden Siren
Clock Tower გვერდზე ესეთი თამაშის დადება ღიირს რო ვაფშე?
პირადათ რომლებიგაქ ნათამაშები და რომელბიგაქ დახურული?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

<List> Best Horror Games

Unread post#38 » 10 Apr 2014 22:36

ყველა ნათამაშები მაქ, Home და The Last Door დახურული. არ შეიძლება გმაოტოვება ))) survival horror-ები არაა ატმოსფერული ჰორორებია და სიუჟეტი უქაჩავს. ლისტშიც არის მასეთები. Fibrillation survival horror-ია, Deadly Premonition სუფთა ფსიქოლოგიური.
Demonophobia და Xenophobia Clock Tower-ის მუღამშია ორივეში trap-ები, ვილეინის გმაოკიდება, აქ პახოდუ დემონური ატმოსფეროა. Demonophobia უფრო იდეის დონე იყო და მეორეში უკვე ბოლომდე ჰორორს მიაწვნენ. ამ ორზე თუ გინდა შეიკავე ჯერ თავი, ითარგმნოს ის მეორე და მერე გეტყვი კდიე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

<List> Best Horror Games

Unread post#39 » 16 May 2014 03:53

გამოვიდა ინდონეზიური ჰორორი Dreadout
სერიოზული რამე ჩანს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

<List> Best Horror Games

Unread post#40 » 16 May 2014 15:07

ხო გუშინ უყურე ვოლქსრუს )) რავი თავიდან საინტერესო იყო, მარა მერე დიდი მუღამი ვეღარ დაუჭირე )) უფრო კრივოი შესრულების გამო იყო სტრაშნი ვიდრე სხვა რამის. თან ეს მობილურით ტიპების "ხოცვა" რაღაც ძაან ძიშოვათ გამოიყურება - მე მაპატიოს ფატალფრეიმის ნათელმა სულმა

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 90 guests