Metro: Last Light, შთაბეჭდილებები

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11705

Metro: Last Light

Unread post#1 » 11 Feb 2014 02:49

>>>

რამდენიმე დიდი იმედგაცრუების შემდეგ, ბევრად გამიძლიერდა რაიმე ნორმალურის თამაშის მუღამი (თან რეალურად დიდი პერიოდი გავიდა რაც ჩემებურად არ ჩავჯდომილვარ არაფერს), ნახ გაუშვი პლეი ლისტში მყოფი ყველა სენდბოქსი და ყველაზე დასკრიპტული, მაგრამ მეტნაკლებად კარგი რეპუტაციის მქონე თამაშის ძებნა დავიწყე (თუ ნაგავი ქნება ჩქარა მაინც დამთავრდებას სიბრძნით). სხვათაშორის არწიომას პირველი თავგადასავალი, თავის დროზე ძალიან მომეწონა, მაგრამ ენდინგმა რაღაც პრეზერვატივით სექსის მსგავსი შეგრძნება დამიტოვა:
"გუშინ ღამე ოსტანკინოს სახურავზე გაწყდა ჩემი თავგადასავალი... და მოვიდა ის გრძნობა, ვიღაც შემქმნელს თავი რო მოატყუებინე, რეალობა შეაცვლევინე, გულით შეხვედი ატმოსფეროში და მორჩა კინო, ეხა იცადე 5 წელი..."
ჩქარა გავიდა ხუთი წელი )) ჩემი დამოკიდებულება კი კვლავ იგივე რჩებოდა - რო გახსოვს თამაში, რომელიც მოგეწონა, მაგრამ ვერ აღიარებ ბოლომდე, რადგან ჭირდება მეორე ნაწილი, რომელიც უკვე მთლიანად იტყვის სათქმელს და უკვე რეალურად დაგანახებს მისი ავტორების შესაძლებლობებს. ხოდა მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ გამიმართლა, თამაში მართლაც მშვენიერი გამოდგა. და ეს გამართლება არ იქნებოდა ესეთი შთამბეჭდავი, რომ არა ერთი პატარა დეტალი.

>>>

მთავარ მენიუში მოხვედრილი, უცებ სიძნელეების გვერდზე გავიჭედე, დისქრიფშენებს გაუყევი და წინ დასახული გამოცდილების, შემოთავაზებულ რეჟიმებში განჭვრეტა ვცადე - ნორმალი? არამგონია. ძნელი? არვიცი... რაღაც ძაან ნავაროჩენი ახსნააქ ამ ძნელს. ცოტა ვიყოყმანე და ეხაც კარგად მახსოვს როგორ ჩამოვწიე მაღალ სირთულეზე ღილაკი და შეუდექი გზას. საბოლოთ კი დავრწმუნდი, რომ მოცემული არჩევანი, იმ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებების მწირე სიაში მოხვდებოდა რაც ცხოვრების განმავლობაში მიმიღია, რადგან ისედაც კარგი თამაშიდან მოსული სიამოვნება, ერთი ღილაკის ჩამოწევით, ფაქტიურად რამდენჯერმე გავზარდე. არადა მესმის 4A Games, მხოლოდ ერთი სიძნელის დატოვება ნამდვილად რისკია, მითუმეტეს ყველაზე მაღალის, მაგრამ დამიჯერეთ, ამ თამაშის ნორმალზე გასვლა მართლა ცოდვაა (და არა რაიმე ისეთი, რომელზეც მერე მამაოსთან შენდობის თხოვნა მოგიწევთ, არა, უბრალოდ ცოდვაა თვითონ თამაში, რადგან ბოლოს, თქვენივე უკან დახეული ნაბიჯის გამო დაიწყებთ მის კრიტიკას). მე კიდე, ტიპმა, რომელმაც თამაშის ბოლომდე არ იცოდა რამდენი ტყვია ედო იარაღში და საერთოდ არცერთი ლიმონკა არ უსროლია, რადგან ვერ გაიგო ეს რანაირად ხდებოდა, ან რომელსაც ზუსტად ორი, ერთ წამის მეასედში გასროლილი ტყვიით კლავდნენ, შემილია, რომ უფრო მეტი ვთქვა იმ ყველაფერზე რასაც Metro: Last Light ქვია.

>>>

ჯერ მარტო იმიტომ, რომ მომენტებში კინაღამ ჩავიჯვი (ცენზურის გარეშე) და როგორ წარმომიდგენია ეხა ზოგიერთის ირონიული სახე (წითელ ბენდენა წაკრული რო გარბოდა წინ), მარა დამიჯერე, შენც ჩაიჯვავდი, რომ გცოდნოდა რო შუა ტურში შეილება იარაღის ტყვიები გაგთავებოდა, რის გამოც, მთავარი მენიუდან წინა ჩაფტერის ჩართვა მოგიწევდა, პარალელურად კი იმაზე იფიქრებდი თუ რა წაგეღო, რომელი იარაღის ტყვიებისთვის მიგეცა შენი ნებით უკანალი გამყიდველისთვის, რო შემდგომში, რომელიღაც გარყვნილი დეველოპერის გონებაში დაბადებულ კატაკომბებში, დაუკითხავად არ მოეტ....ი რაიმე სიბნელიდან უეცრად გამომხტარ პიდარასტს. და რა სასიამოვნოა როდესაც უკუნეთ სიბნელეში უცებ ფანარი აღარ ირთვება და ვერ ხვდები რატომ, ამ დროს კი გვერდიდან, ნიტო ზევიდან რაღაც უბედურება ისე ღრიალებს რო შეილება სწორი ნაწლავის გადახლართვა დაგმართოს, სუნთქვა გეკვრება, არ გინდა ჩექფოინთზე დაბრუნება და ბრახ გამოხტა, მოხვდა საფანტი სიფათში, დავარდა ღორივით, მარა მოიცა, უკან გამოხედვა, კიდევ ორი, ბრახ ერთს, დაიწყო გადატენვა, დაგარტყა, გაწითლდი, ბრახ მეორე იარაღიდან და ცივი ოფლი... სიჩუმე... ვის აინტერესებს რო გადარჩი, ისინი ხომ კიდე მოვლენ, გადატენა ორივე იარაღი, აამუშავა ფანარი და იქვე კუთხეში მისვრილმა წინ გაიხედა, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ ხედავს, რადგან ორი მეტრის წინ კვლავ წყვდიადშია ყველაფერი გახვეული, იქიდან კი რაღაც ახალი ცხოველის ეროტიული ხმები გაისმის.

>>>

ბოლოს, თუნდაც მტრულად განწყობილი ადამიანების დანახვაზე ისეთი სიხარულის გრძნობა მიტაცებდა, რო ახლოს მივდიოდი და დანას შიგ პირში ურტყავდი, ზოგს კეფაში, ან მძინარეს თვალში ვესროდი პატარა დაგერს. ხო ეს ისეთი თემაა, რომ კარგი ენდინგის მისაღებად სტელს მისიების გავლის დროს არავინ არ უნდა მოკლა ))) და ეხა წარმოიდგინეთ 2 ტყვიით რო ხვდები 20 კაცში (გამობრდღვნილი რო გაქ შარვალი), რომლებსაც ყველას სხვადასხვა ტიპის იარაღი და ტყვიები კიდიათ ტანზე, არ მოვკლა? არ მოვკლა კიარა 5 წუთში დანით ვაცლიდი სკალპებს, კბილებით ვღრღნიდი არტერიებს და ბიოშოკის ლუტივით გამქონდა მთელი ლოკაცია, რადგან ვიცოდი, რომ სადღაც ელექტრო დეპოს მიტოვებულ ბუნკერში დიდი სიხარულით მელოდებოდნენ მუტირებული ვირიშვილები, რომლებთან ბრძოლაშიც არაერთხელ გამსენებია Dark Souls.

>>>

არ შემილია არ ავღნიშნო თვითონ სტელს ლოკაციების დიზაინი, რომელიც უზომოდ ატმოსფერული იყო, და ზევით ნახსენები ლუტი, რომელიც რეალურად გაძლევდა ამ პაწაწუნა ხელოვნების ნიმუშების კიდევ უფრო დეტალურად დათვალიერების მუღამს. თვითონ სტელსს რაც შეეხება ალბათ სამაგალითოთა სიაში ვერ მოხვდება, მაგრამ თამაშში მოცემულ გეიმფლეი სიტუაციების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ და მის საერთო ხარისხზე დავიწყებთ მსჯელობას, ცუდს ნამვილად ვერ ვიტყვი. საერთოდ ყოველთვის მაღიზიანებდა დასკრიფტული FPS პროექტები, მაგრამ საყვარელი თამაშების სიას თუ გადავავლებ თვალს, შემიძლია გითხრათ, რომ იყვნენ გამონაკლისებიც, მაგალითად BioShock პირველი ორი სერია, რომლებიც ალბათ ცხოვრების ბოლომდე მეყვარება. Metro: Last Light კი რაცარუნდა გასაკვირი იყოს ზუსტად ამ სტილის სტრუქტურას იყენებს (არის უამრავი პატარა მინიატურა რასაც NPC-ები ათამაშებენ, რომლებიც რაღაც ცალკეულ სურათებს გავს სამყაროს ცხოვრებიდან, მაგრამ Infinite-ის განსხვავებით, სამყაროს კარიკატურულს არ ხდიან) და იყენებდეს, რომ არა ამ გამოყენების ძალიან მაღალი დონე. თან რომ დავფიქრდეთ, თვითონ თამაშების სეთინგებიც ძალიან გავს ერთმანეთს, რის გამოც მომენტებში ატმოსფეროც იგივენაირად იგრძნობა. ეს არის ერთგვარი პასუხი ამერიკულ არტ დეკოს, რუსული კომუნიზმისგან, რომელიც ნამდვილად იდეალურად მოერგო თამაშის ბიოშოკისეულ გადაწყვეტას.

>>>

ეს ყველაფერი კი საკმარის დონეზე თვითონ სტალკერის სულითაც საკმარისად არის გაჟღენთილი, რაც თამაშს რეალურად არაფერს აკლებს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის დაკვირვებული თვალისთვის. საბოლოოდ კი ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა, თავიდან ბოლომდე დასკრიფტული თამაში, რომელიც მისი სიძნელის და დამუშავების დონის გამო აღიქმება როგორც უნიკალური გამოცდილება. ნამდვილად რაღაც მსგავსი იყო ბიოშოკის სერიებში და ამის გამეორება, დარწმუნებულივარ, რომ ძალიან ბევრი შრომის, ტალანტის და სიყვარულის ფასად დაუჯდათ, რისთვისაც დიდ მადლობას უხდი 4A Games და ველოდები გაგრძელებას.

User avatar
Ripster
Posts: 1857

Metro: Last Light

Unread post#2 » 11 Feb 2014 03:58

წავიკითხე და სიგარეტს ავუკიდე გულდაწყვეტილი სახით ))))
ვნანობ უკვე ნელნელა ნორმალზე რომ ვითამაშე იმისდამიუხედავად რომ ჰარდქორ გეიმინგის მოყვარული დიდად არ ვარ. თვითონ სეთინგი და ატმოსფერო ძალიან მომწონს. სტალკერს მახსენებს და იტოგში როგორც გინდა ატრიალე გავს რა. ამეებში მაგარი რამეა მართლა უბრალოდ ნორმალზე ზედმეტად ადვილი იყო ყველაფერი ორ წუთს უნდებოდი ერთ ლოკაციას და როგორც მახსოვს ენდინგმა გამიტეხა. იმედი მაქვს კიდევ ერთი გამოვა )). მოკლედ როგორც გუშინ ვთქვი მომიწევს გადათამაშება ამის და ბარემ სპაუნასაც დავუჯერებ და წიგნებსაც ჩავუჯდები
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Metro: Last Light

Unread post#3 » 11 Feb 2014 04:08

კარგად იკითხება :D მუღამი გამიჩინა თამაშის
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11705

Metro: Last Light

Unread post#4 » 11 Feb 2014 20:24

საერთოდ ეხა დავფიქრდი და მივხვდი, რომ აქამდე ჩემით სტატია არ დამიწერია, ამის გარდა ))) ამდენიხანია ვთარგმნი და ეს არი პირველი გარისკვა, ამიტო მკაცრად განსჯას არ ვიყოთ ))
RipsteR ცადე თავიდან თუ გექნება დრო, თან რაღაც DLC-ებიც არი, ჯერ არ მინახავს, მარა მოტივაციათ გამოდგება.

გადაღებულ სქრინებს რო ვამატებდი, ერთი შემოვინახე სპეციალურად, ნაკლებად მიმზიდველია, მარა მთელი ამბავი უკავშირდება - ერთი სიტყვით ამოვდივართ ჭაობთან და მცირე ინსტრუქტაჟის შემდეგ, ჩემი თანმხლები ისევ უკან, მეტროში ბრუნდება, მე კიდე ვრჩები ამ გაუბედურებულ ადგილას, ხოლდა ნუ მიწევს რო წავიდე და ვიპოვო ეს ბენზინი, რომელიც რატომღაც ვერ გავიგე რაში მჭირდება ))) გადის სადღაც ნახევარი საათი, ბენზინი ვიპოვე, მარა ვერ ვპოულობ გზას და იჩითება ესეთი სიტუაცია:

>>>

მოვრბივარ უკან, არმაქ არცერთი ტყვია, გამითავდა სუნთქვის ფილტრები, თან ვიხრჩობი და პარალელურად ვხტები წყალში, რაგდან თამაშის კოდში არი პატარა ცდომილება, წყლიდან ამოსულს კიდე რამდენიმე წამი შეგილია სუნთქვა, მომსდევს ვისაც არ ეზარება და უცებ რო მიუახლოვდი საწყის წერტილს, იმის იმედით, რომ ეს ბიდონი უკან მაქ მისატანი, გამეჩითა ეს ორი სიმპატიაგა და გაწყდა კადრი ))) კარგად იგრძნობა სურათში მომენტის სული, სრული ქაოსი იყო ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Metro: Last Light

Unread post#5 » 11 Feb 2014 20:30

გაასწორა კაი თემაა, ინტერესი გამიმძაფრა : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11705

Metro: Last Light

Unread post#6 » 28 Mar 2014 06:22

რაც ეს თემა გავხსენი და მეტრო დავხურე იმის მერე DLC თამაშს ვაპირებ... მარა არ მაქ ამ DLC თამაშის კულტურა რა, უბრალოდ ეს თამაში ისე მომეწონა რო არ მინდოდა გამაზვა. პლიუს DLC რაოდენობაც რაღაც ძაან ბევრია, რაც კიდე უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა. ნუ ერთი სიტყვით დავიწყე, ჯერ სუ ორის გავლა მოვასწარი და რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღე. პირველისთვის ნაღდად დასაჭერები არიან, მარა მეორესთვის გამოსაშვებები, პლიუს ბოდიში, მოფერება, პატივისცემა. ამნუ ეს "ტიჟოლაია პეხოტა" ფაქტიურად ტირია, არაფერი საინტერესო არ ხდება, შედიხარ, მართლა დედას იგინები ისეთი ძნელია და რო გადიხარ კიდე იგინები, რო ამაში დაგახარჯინეს დრო + ნერვები. მარა აი "კშატრიი" მაგარი დიდი სურპრიზი იყო. ფაქტიურად დამოუკიდებელი მინი კომპანიაა, რათქმაუნდა ბევრად პატარა ვიდრე ორიგინალი, მარა ძალიან ეპიკი და ძალიან სტრაშნი (აი ეს უნდა ნახოთ ორივე მაქსიმალურ სიძნელეზე რა პრიხოდში ჩაგაგდებთ) . თან ლოკაცია ძაან მაგრადაა გაკეთებული, არი ერთგვარი მთავარი ჰაბი, ტერიტორია და დაკეტილი კარებები რომლებიც ეტაპობრივად იღება, მეორე მხირდან (ბაზაში მოკლე გზით დასაბრუნებლად). ბოლოს ფაქტიურად ერთი დიდი ლოკაცია იჩითება. თან შინაარსობრივი მუღამიც საკმაოდ კარგი აქ, დასპოილერებას არ დავიწყებ, პროსტა ვიტყვი რო ერთი ძველი, საკმაოდ შთაბეჭდავი ნაცნობის ნახვა მოგიწევთ. და ამ ყველაფერთან ერთად, ამუშავებულია საერთოდ უცხო გეიმფლეი მექანიკა, ნივთების შეგროვების სახით, სტიმზე ძაან დასტოინი ეჩივმენტით (თუ ყველას მოძებნი გეხსნება, ანუ ამ ლოკაციის კარგად შესწავლის მუღამი). რავი ძაან გაასწორა, ძაან შემაშინა და იმედია ამაზე ნაკლები დონის არცერთი არ იქნება (გასვლის პარალელურად მოგაწვდით ინფოს).

Astronaut
Posts: 27

Metro: Last Light

Unread post#7 » 29 Mar 2014 00:12

საინტერესოა. კაი სტატიაა მართლაც რომ. შენი ბოლო პოსტის გამო გადავწერ ხვალ და დავაყენებ DLC-ებთან ერთად. პირველი ნაწილი როდესაც ვითამაშე ისე ძალიან მომეწონა რომ წიგნის კითხვა დავიწყე. წიგნიც საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. ყველას გირჩევთ გადახედოთ წიგნის კითხვა ვისაც გიყვართ. თან პირველის soundtrack-ები ძალიან მომწონდა და ჩავრთავდი და ვკითხულობდი მათ ფონზე. ძალიან ძლიერ ატმოსფეროს ქმნის პირველი და მეორე ნაწილიც მთელი სხეულით გგონია რომ იქ ხარ პოსტ აპოკალიპტიკურ სამყაროში და საათების განმავლობაში თამაშობ. რათქმაუნდა ბოლო სიძნელეზე. თუმცა ბოლო სიძნელეზეც არ იყო ძალიან რთული. ერთი ორ მონსტრთან გამიჭირდა უბრალოდ ტყვიების არქონის გამო და დანით ვჩეხავდი :დ ისეთი Save-იც მქონდა როდესაც თავში ტყვია მხვდება ლოადიდან 2 წამში. მაგრამ მაქედანაც გამოვძრომილვარ. მთლიანობაში მეორე ნაწილს 9/10-ს დავუწერდი და პირველს თამაშის დასრულების შემდეგ 10/10ს.

Riddick
Posts: 11705

Metro: Last Light

Unread post#8 » 01 Apr 2014 04:51

რავი თუ დამიჯერებთ ერთ საბოლოო რჩევას მოგცემთ. ძაან სხვადასხვა დონის და ხარისხის DLC-ებია შესული და შთაბეჭდილების შენარჩუნებისთვის მხოლოდ რამდენიმე მათგანის თამაში ღირს.

1. "ქშატრი" - ზემოთ რომელზეც დავწერე
2. "სნაიპერები" - მშვენიერი რამეა ესეც. გამოყოფილია მთავარ სიუჟეტურ ხაზს და ცალკეულ, მინიატურულ, მარა სრულფასოვან ეპიზოდს წარმოადგეს.
3. "ობობების ბუდე" - ამაზეც იგივეს თქმა შემიძლია. საკმაოდ ატმოსფერული საიდ ისტორიაა სრულიად უცხო პერსონაჟზე (მასთ ფლეი).
4. "პაველ" - ერთადერთია სამიდან (სადაც თამაშის მთავარი კომპანიის პერსონაჟებით თამაშობ) რომელიც მომეწონა, საკმაოდ მოზრდილი და საინტერესო გამოდის ბოლო სიძნელეზე.

დანარჩენი სამწუხაროდ სრულიად თითიდან გამოწოვილი რაღაცეებია და არამგონია მოგეწონოთ, ყოველშემთხვევაში ზევით ჩამოთვლილებს ნამვილად ვერ ჯობია და უმეტეს წილად რაღაც უაზრო ტირით, ან რაიმე არაფრის მომცემი ისტორიით შემოიფარგლება. ანუ DLC რომლების თამაშიც არ ღირს:

1. "ტიჟოლაია პეხოტა" - ზევით დავწერე - უაზრო ტირი.
2. "ბაშნია" - ესეც ტირის მსგავსი ვეშია, რაღაც ოკულუს რიფტის მსგავს გაცმევენ თავზე და ვითო ვარჯიშობ...
3. "დეველოპერების კომპლექტი" - ამას შედარებით არაუშავს. მუზეუმია თამაშის NPC-ების და რაღაც არენა (მოწინააღმდეგეებს აჩხუბებ ერთმანეთში).
4. "ხან" - ერთერთი პერსონაჟის დამატებითი ისტორია, დიდი არაფერი, ძალიან მოკლე და "პრახადნოი"
5. "სნაიპერი ქალი" (სახელი აღარ მახსოვს) - ესეც ზუსტად იგივე, თავიდან რო ქალაქის ნანგრევებში მიძვრები არტიომით იქ რო გიცავს შორიდან ეგ ამბავია იმ ქალის როლში.

ამათი თამაშის ერთადერთი რეალური მოტივაცია ალბათ მაინც მარტო სტიმის აჩივმენტები იქნება, დანარჩენ შემთხვევაში მარტო ზედები გაიარეთ და ჩათვალეთ, რომ არაფერი კარგი არ გამოგიტოვებიათ.

P.S. ზოგადად DLC თემა მაინც გახსნილი რჩება ჩემთვის, ვერ შევეჩვიე. ამათზე დახარჯული ენერგია რო თვითონ თამაშზე დაეხარჯათ ბევრად კარგ საქმეს იზავდნენ, მარა დამატებითი ფულის სურვილმა აჯობათ ალბათ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 253 guests


cron