Batman: Arkham Knight, PC, Xone, PS4

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#1 » 06 Mar 2014 23:57

>>>
Batman: Arkham Knight - Unreal Engine 3.5 მოდიფიცირებულ ძრავზე მუშაობს.

Warner Bros. და DC Entertainment თავიანთი ახალი პროექტი სახელად Batman: Arkham Knight დაანონსეს. თამაშზე ორიგინალი Batman: Arkham სერიების ავტორი Rocksteady Studios მუშაობს. ანონსი რამდენიმე დღის წინ, ცნობილ გეიმერულ ჟურნალში Game Informer-ში Arkham Knight-ის შესახებ მოთავსებული საკმაოდ მოზრდილი სტატიის მეშვეობით განხორციელდა. გამომცემლების თქმით, "არკჰემის რაინდი" იქნება ისტორიის დასასრული, რომლის მეშვეობითაც მოთამაშეები ბევრ მათთვის საინტერესო კითხვას გასცემენ პასუხს. გულშემატკივარს არკჰემის დამცველის ერთერთ ყველაზე სახიფათო მტერთან, საბრთხობელასთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მოუწევს. გამოჩნდებიან სხვა ცნობილი სახეებიც, მაგ. პინგვინი, ორ სახიანი, რიდლერი და ჰარლი ქვვინი. ჭორების თანახმად, დეველოპერები თამაშში სრულიად ახალი, მათი ძალებით შექმნილი გმირის დამატებასაც გეგმავენ.

>>>
ბეტმენი თავის მოგზაურობას ისევ ძველი კოსტუმით დაიწყებს, მაგრამ მოვლენების განვითარებასთან ერთად ჩვენ მის სრულიად ახალ ფორმას ვიხილავთ.

Arkham City-თან შედარებით გოტემის ტერიტორია ხუთჯერ უფრო დიდი და სრულიად გახსნილი იქნება - Rocksteady მტკიცებით, მოთამაშეს შეუძლია საერთოდ დაივიწყოს ჩატვირთვის ეკრანი. მანძილების გადალახვა გმირს არამხოლოდ ფეხით, არამედ ბეტმობილითაც მოუწევს - მისი გამოჩენა გეიმფლეის ერთერთ ყველაზე მთავარ შემადგენელად პოზიცირდება. "არკჰემის რაინდის" უმეტესი მისია ზუსტად ბეტმობილის გამოყენებაზე იქნება დაფუძვნებული. რაკეტებით და ტყვიამფრქვევით აღჭირვილი ბეტმობილის გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. და თუ მოწინააღმდეგეებმა ეს მაინც მოახერხეს, გმირს მანქანაში ჩამონტაჟებული კატაპულტი უშველის. თამაშს სავარაუდოთ არ ექნება მულტიფლეიერ რეჟიმი - Rocksteady მთავარ დაწოლას სოლო კომპანიის დამუშავებაზე და სამყაროს ხარისხზე აკეთებს.

>>>
Rocksteady თიმის აზრით, სამყაროს ქმედითუნარიანობა მის მაშტაბზე გაცილებით მნიშვნელოვანია. დეველოპერების მიზანი უზომოდ დიდი ქალაქის შექმნაში ნამდვილად არ მდგომარეობს, პირიქით ისინი უფრო კომპაქტური, საინტერესო და სხვადასხვა დასამახსოვრებელი ელემენტებით სავსე სამყაროს აგებას ცდილობენ.

"Rocksteady თანამშრომლებმა ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეს Batman: Arkham ტრილოგიის ბოლო ნაწილზე, მოცემული კი იმისთვის გაკეთდა, რომ გულშემატკივარმა ბოლომდე იგრძნოს თუ რა არის იყო - ბეტმენი, - აღნიშნავს Rocksteady Studios ხელმძღვანელი სეფტონ ჰილი. - ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ ახალი თაობის კონსოლების ბეტმენზე მუშაობა, მათი საშუალებით ჩვენ იმ იდეების ხორცშესხმას შევძლებთ რომლებიც დასაწყისშივე გვქონდა, მაგალითად სრულფასოვანი ოფენ ვორლდი, ბეტმობილი ყველა იმ თავბრუდამხვევი შესაძლებლობებით რასაც იგი ბეტმენს აძლევს და სხვა...".

>>>
Rocksteady წარმომადგენლების მტკიცებით, ბეტმობილი თამაშის ერთერთი ყველაზე დეტალიზირებული ობიექტი იქნება. იგი 160 მეგაბაიტ სისტემურ მეხსიერებას იკავებს. მასში რამდენიმე ასობით ათასი პოლიგონი, უამრავი ტექსტურა და შეიდერია გამოყენებული.

"Batman: Arkham Knight - ჩვენი უზომოდ წარმატებული სერიის დამსახურებაა. მოთამაშეებს ყველაზე მაშტაბურ და შთამბეჭდავ ნაწილს ვაჩუქებთ, - ამტკიცებს Warner Bros პრეზიდენტი მარტინ ტრემბლი. - Rocksteady Studios გუნდი დეტალებამდე გამოყვანილ გეიმფლეის ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევს და ოსტატურად უთავსებს მას ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ელემენტებს, რომელთა საშუალებითაც თამაშის ყველა მოყვარული აღფრთოვანებული დარჩება".

>>>
პროექტი თავისუფალია ქროს-გენ შეზღუდვებისგან, რის გამოც სტუდია პირობას დებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ახალი კონსოლების შესაძლებლობებს. დეველოპერების თქმით Arkham Knight პირველი რეალურად მომდევნო თაობის თამაში იქნება.

Batman: Arkham Knight РС, PlayStation 4 და Xbox One-ისთვის იქმნება. თამაშის გამოსვლა 2014 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სავაჭრო ქსელი GameStop ინფორმაციით რელიზი 14 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Batman: Arkham Knight

Unread post#2 » 07 Mar 2014 17:30

ველოდები, თუმცა მორიგი ბეტმენი არ მინდა უბრალო.
ბეტმობილი ძაან მახარებს.
სიუჯეტის პონტში და ვიზ. მხარე (პერსონაჯების მოდელები იყო შეცვლილი და რატო ტუ გაგრძელებაა :ს) მაეჭვებს ;(

Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#3 » 07 Mar 2014 21:44

გა-next-gen-ებაა მჭედლო )) უკვე სამი ნაწილია გამოსული თამაშის რომლებიც ასეთუისე გავს ერთმანეთს, თან საკმაოდ მოკლე ინტერვალებით გამოვიდა და ეტყობა ანახლებენ, ცოტა სხვა რაკურსს აძლევენ (იმედია კამერასაც გამოიღებენ ბნელი რაინდის ... )
თან კომბატს კი აქებდა ყველა, მარა მესამე ნაწილისთვის უკვე მომაბეზრებელი გახდა ბევრისთვის, ჭირდებათ რაღაც ახალი იდეები აშკარათ, მარტო ბეტმობილით ვერ დადებენ მეორენაირ ეპიკს.
P.S. ეს თავიანთი გმირის დამატების ამბავი ძაან საინტერესო რამეა.

User avatar
Slacker
Posts: 358

Batman: Arkham Knight

Unread post#4 » 08 Mar 2014 05:07

ეს გმირი როგორც მივხვდი თვითონ მოიგონეს ხო?
თუ ასეა მაშინ ყველა ვარიანტში დიდი სისულელის წინაშე ვდგავართ ჩემი აზრით ))
ბეტმენს იმდენი მტრები ყავს რომ იქიდან 5 ნორმალურის ამორჩევა შეიძლება, ისეთის თუნდაც რომელიც წინა ნაწილებში რამდენადაც მე ვიცი არ იყო )))
ეავიც
არ ვარ ესეთი სიახლეების მომხრე.
რაც შეეხება კომბატს, ასასინივით თუ ვითომ შეცვლიან მაგით უარესს იზამენ, ჯობია ან ახალი მოიფიქრონ რამე ან არადა სულ იგივე დატოვონ.
მე პირველი ორი მაქვს დახურული და კომიქსის მიხედვით ესეთი შედევრი ნამდვილად არ მახსენდება არცერთი თამაში. ამის გამო იმაზე მეტს ვითხოვ ვიდრე პროსტა იგრა რომელიც 2 დღე მაკაიფებს და მერე წავშლი ))))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Batman: Arkham Knight

Unread post#5 » 08 Mar 2014 09:49

მე პირველი ორი მაქვს დახურული და კომიქსის მიხედვით ესეთი შედევრი ნამდვილად არ მახსენდება არცერთი თამაში. ამის გამო იმაზე მეტს ვითხოვ ვიდრე პროსტა იგრა რომელიც 2 დღე მაკაიფებს და მერე წავშლი ))))

+1

გა-next-gen-ებაა მჭედლო )) უკვე სამი ნაწილია გამოსული თამაშის რომლებიც ასეთუისე გავს ერთმანეთს

ხო ეგ თავისთავად, უმცაღა აქვე უნდა ითქვას რო პირველმაც და მეორემაც საკამოდ დიდი ინოვაცია შემოიტანეს (არა ჯანრში უბრალოდ თვითონ აი კომიქს-იგრებში რა, ხარისხის პლანკა, კომბატი, მერე ღია სამყარო და ა.შ.)
და ამიტო გეთანხმები რო შეიძლება ჩააფლავონ, თუმცაღა ამას როკსტედი აკეთებს და მაინც მაქ იმედები.

Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#6 » 08 Mar 2014 23:41

»SlaCk€r..
ხო ვხვდები მაგ მომენტს მეც, ბევრს არ მოეწონებოდა ეგ ამბავი, მითუმეტეს ნამდვილ ფანს (სლეიერას ექნება სერიოზული ნეგატიური გამოძახილი ამ თემაზე)). მარა მე რაღაც მაინტერესებს, ალბათ იმიტო რო უკვე მჯერა Rocksteady შესაძლებლობების. როგორც მჭედლო ამბობს ახალი სტანდარტები დააწესეს ტიპებმა და არამგონია ზედაპირული ჩარაქტერი დასვან. პლიუს სიუჟეტურადაც თითქმის ყველა ცნობილი გმირი გამოიყენეს და რაღაც ახალი ჭირდებათ ჩამთრევი სიუჟეტისთვის (ჯოკერი აღარ ყავთ ბოლობოლო).

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Batman: Arkham Knight

Unread post#7 » 09 Mar 2014 01:46

ბიჭო არა, სხვათაშორის მაინტერესებს მეც ძალიან, ჯერ ერთი როკსტედიმ რაც გააკეთა ორივე ძალიან ამგარი იყო, ის ორიჯინსი არ გაუკეტებიათ და სავარაუდოდ თუ რამე პრობლემა იყო ისაც იმიტო რო როკსტედის ინოვაციები არ ჩანდა, და აქ უკვე გამოიჩენს სტუდია ისევ თავს, აი ეჭვიც არ მეპარება რო ძალიან აკრგი იქნება, თან რეაქციაც ხო იციან ორიჯინსს რაც მოყვა. ამას გარდა სთორის მუღამიც მაქ, ბოლოს ისეთი ტენდენციები წავიდა კომიქსებშიც როო ახალ ახალი ვილეინები გაჩითეს რა, 2006 წლიდან ჯერ მორისონი რასაც წერდა და იმის მერე სნაიდერმაც. შეიძლება კოლორიტულები არ არიან მარა მომენტის შესაბამისად კარგად სვავენ, ხოდა აქაც მომენტის შესაბამისი ვილეინი არ უნდა იყოს ცუდი, გააჩნია ხარისხს ისევ და ისევ, თან წინა ნაწილში კარგი ჰინთები იყო გაგრძელებაზე და ვნახოთ რას იზავენ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

Batman: Arkham Knight

Unread post#8 » 10 Mar 2014 01:55

ჩემთვის როგორი ღრმა პერსონაჟიც არ უნდა იყოს შეიძლება ცუდი შედარებაა მაგრამ იგივე იქნება როგორც კრატოსი და ფრედი MK9ში ))))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#9 » 18 Mar 2014 06:47

არკჰემი (ალბათ დაკარგავს ზომის გამო ატმოსფერულობას)
ნექსთჯენ პინგვინი

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Batman: Arkham Knight

Unread post#10 » 24 Mar 2014 08:46

რიდლერი
და
ორსიფათა

ნიგმა განსაკუთრებით მომეწონა

Astronaut
Posts: 27

Batman: Arkham Knight

Unread post#11 » 25 Mar 2014 21:49

იმედია ძველ ნაწილებს აჯობებს. და რამეს შეცვლიან.

Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#12 » 27 Mar 2014 20:40

გამოჩდა ახალი პერსონაჟი: 1,2,3
ბედეს ვიდზეა, მარა როგორც პერსონაჟი არაფრით არ გამოირჩევა.
სახე არ უჩანს, ვერანაირი ორიგინალური დეტალი ვერ შევამჩნიე.
შეილება ვიღაც ძველ, ნაცნობ პერსონაჟს მალავდნენ მასკის უკან და ნუ მაგ შემთხვევაში საინტერესო იქნება.

დამატებით: 1,2,3,4

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Batman: Arkham Knight

Unread post#13 » 27 Mar 2014 22:54

ვილეინის საჭიროებას ვერ მივხვდი მარა გრანტ მორისონის კომიქსებშია დაახლოებით ასეთი რამე რო ვიღაც სამი ტიპია რომელიც ბეტმენის ფორმას იცვმავს და საზარელ მკვლელობები იწყება, ორს ანეიტრალებს როგორც მახსოვს მარა წინასწარმეტყველებასავით არის რო მესამე ყველაზე საშიში იქნება, ვითომ რაღაც ანტიქრისტეს პარალელივით არის. აქ წინა ნაწილში აზრაელი ლაპარაკობდა რაღაც წინასწარმეტყველებაზე და შეიძლება აქედან მოუვიდათ იდეა მსგავსი არმორით შეექმნათ ვინმე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#14 » 29 Mar 2014 00:29

საინტერესო თეორია დადე, მარა არვიცი ამას რამდენად ემთხვევა - >>> (RUS)
ანუ საუბარია სრულიად ახალ პერსონაჟზე. ტიპზე რომლის გამოც ქვია რეალურად თამაშს Arkham Knight (და არა ბეტმენის). დადებითი პერსონაჟია თუ უარყოფითი ბოლომდე ეგეც არ არი გარკვეული ჯერ (ანუ ბეტმენის მხარეს არ არი, მარა ეგ მაინც არაფერს არ ამბობს ბოლომდე). რაღაც ძაან სტრანნი რაღაც ხდება (ინტრიგაა )

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Batman: Arkham Knight

Unread post#15 » 29 Mar 2014 00:38

არა ეს სხვა იქნება საერთოდ, პროსტა მიდგომა შეიძლება ქონდეს მსგავსი იმ აზრაელის პონტში, რაღაც secret-ივით იყო თან და შეიძლება მინიშნება ყოფილიყო, Scarecrrow-ზე იყო მსგავსი მინიშნება ეგაც secret-ით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#16 » 08 Apr 2014 06:17

  • ქალაქში გადაუღებლად იწვიმებს.
  • გოტემის რაიონები არქიტექტურულად ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ მაინც საერთო ქალაქის შთაბეჭდილებას შექმნის (დეველოპერების თქმით ეს საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა) .
  • ჰარვი დენტის (two face) როლში იქნება, რამდენიმე ძალიან ცნობილი პერსონაჟის გამხმოვანებელი, ტროი ბეიკერი - >>> (ჯოკერი, ჯეიმს სანდერლანდი, ჯოელი და სხვები...)

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Batman: Arkham Knight

Unread post#17 » 08 Apr 2014 06:24

წვიმა ამგარი ატმოსფერული უდნა გამოვიდეს წესით, რავი გოთემს ალბათ თოვლი უფრო უხდება მარა წვიმით აადეპრესიულებენ ალბათ
ეს არქიტექტურული განსხვავებები მაინტერესებს, როგორ დააგეგმარეს ნეტა ქალაქი
ჰარვი წინაშიც ტროი ბეიკერი იყო, მერე გახდა ჯოკერი ^_^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.


User avatar
Mchedlo
Posts: 873

Batman: Arkham Knight

Unread post#19 » 21 May 2014 18:58


Riddick
Posts: 11696

Batman: Arkham Knight

Unread post#20 » 22 May 2014 03:09

ძაან ეპიკურია, მეც მაგის დასადებად შემოვედი
და მაშინ მაღალი გაფართოვების სქრინებს დავტოვებ: 1 2 3

ესეთი ვიზუალის თამაშები რო ყოველდღიურობა გახდება ნეტა მერე სად ჯანდაბაში წავალთ )))

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron