Alien: Isolation, ანონსი | PC, Xone, PS4, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#1 » 22 Jan 2014 20:22

Total War-ის სერიით ცნობილი, სტუდია Creative Assembly-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ახალი, საკმაოდ მოულოდნელი პროექტი, სახელად Alien: Isolation წარმოადგინეს. სტუდიას Survival-Horror ჟანრში აქამდე არასდროს უცდია ბედი, მაგრამ დღეისთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად Colonial Marines-ზე გაცილებით საინტერესო თამაში გველის. გამომცემლის როლში კვლავ Sega იქნება.

>>>

"შეიცანი შიშის ნამდვილი სახე, მუდმივი კოშმარული ატმოსფერო და მოულოდნელი სიკვდილის საშიშროება. მხატვრული ფილმ Alien-ში განვითარებული მოვლენებიდან 15 წელია გასული, ელენ რიპლის ქალიშვილს, ამანდას დედამისის გარდაცვალების საიდუმლოს გასაგებად თავგანწირულ ბრძოლაში უწევს ჩაბმა. მოთამაშე პანიკით მოცულ და სასოწარკვეთილ მოსახლეობას დაუპირისპირდება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ხომალდზე ქსენომორფიც იმყოფება, რომლის წინააღმდეგაც ამანდა სრულიად უძლურია. რესურსების მოგროვება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ყველანაირი დამატებითი დახმარების გარეშე მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ აქ დასახული მიზნის მიხწევაზე მნიშვნელოვანი უბრალოდ ცოცხლად გადარჩენაა."

>>>

თამაში თავის ორიგინალურ ძრავზე იქმნება და კონსოლებზე 1080p - 60fps იმუშავებს. პროექტში ნაჩვენები განათების შესრულების დონე ცალკე თემაა და თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო პროექტს რეალურად ღრმა ატმოსფეროს შეუქმნის. გეიმფლეი მექანიკაზე ესე დეტალურად არაფერია ცნობილი, მაგრამ ნაჩვენები ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ საქმე Amnesia-ს მსგავს გეიმფლეისთან გვაქვს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Alien: Isolation

Unread post#2 » 22 Jan 2014 22:02

ძალიან მაინტერესებს. რაღაც slender-ის მსგავსად იქნებაო და კაკრაზ ეგ მოუხდება ასეთ sci fi horror-ს და არა გულისრევამდე სროლა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#3 » 22 Jan 2014 23:23

Alien რაიმე მსგავსს მართლა არ ველოდებოდი. თავიდან სქრინები გაეპარათ ქსელში და რო ვნახე ჩვეულებრივი "ბაევიკი" მეგონა ))) და ნუ სასიამოვნო სუპრიზი იყო, მარა მაინც საეჭვოა წარმატება. ამნეზიის მერე ძაან მასიურად დაიწყო ამ "თავდაცვის გარეშე" მექანიკების გამოყენება და რაც ვითამაშე არცერთი ჰოროი აღარ მომეწონა. ძაან უნიჭოდ იპარავენ იდეას და ახალს არაფერს არ ამატებენ. გააჩნია ესენი როგორ გამოიყენებენ, თუ რამე ახალი სიღრმე არ მისცეს და პროსტა მოგდევს გარბიხარ იქნება ისევ და ისევ ამნეზიასავით ეგ უკვე აღარ იმუშავებს.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Alien: Isolation

Unread post#4 » 02 Feb 2014 22:04

ბიჭო ისე სთორის ასეჩკაა, მეორე ელიენში ნახულობს რიპლი შვილს რომ მოკვდა უბრალო ცხოვრების მერე. (50 წელი სტაზისში იყო რიპლი)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#5 » 02 Feb 2014 22:37

იქნებ სტაზისში როა მაგ დროს ეძებს?
აქ იარაღი არ გაქ და შეილება ეგ მოეჩვენა უბრალო ცხოვრებად რიპლის
არვიცი )) ალბათ ახსნიან შესავალში.

ახალი სქრინები: 1,2,3,4,5

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#6 » 09 Feb 2014 16:49

საინტერესო თემაა, ანუ უბრალო (ამნეზიის მექანია, სადაც ვერაფრით ვერ მანიპულირებ მოწინააღმდეგეს) დამალვის და გაქცევის გეიმფლეი სხვა ეტაპზე გადაყავთ. იქნება სპეციალური კრაფტინგის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ეწყობა სხვადასხვა ტიპის დაცვის მექანიზმები მაგ. თრეფები და სხვა მსგავსი. მარა თავდასხმის იარაღებს მაინც არ დაელოდოთო. დეტალურად (RUS) - >>>

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#7 » 25 Mar 2014 06:25

ამნეზია კოსმოსში - >>>
ესე აღწერენ თამაშს ჟურნალისტები.

ინტერვიუ დეველოპერთან რუსულ ენაზე - >>>

Astronaut
Posts: 27

Alien: Isolation

Unread post#8 » 25 Mar 2014 22:05

ვა ვა ძალიან საინტერესო ჩანს! როგორც Outlast-სში ჩატენეს ყველაფერი კარგი რაც ბოლო დროს ჰორრორ თამაშებში იყო aka Amnesia. იმედია ეგრეთივე კარგი და ბევრად უკეთესი გამოუვათ. მითუმეტეს მე როგორც Alien სერიების და საერთოდ Sci-Fi ფანს ძალიან გამიხარდება.

ეხლაც კი მახსოვს როგორ მეშინოდა როცა ადამიანით დავიწყე Aliens versus Predator 2: Primal Hunt-ის თამაში. :დ სრულ სიბნელეში რომ ხარ მარტო და მხოლოდ რადარის ხმა რომ გესმის.

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#9 » 06 Apr 2014 01:32


Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#10 » 03 Oct 2014 19:00

UPD - პირველი შეფასებები:
The Guardian – 10
PC Gamer – 9.3
The Escapist – 9
Videogamer – 9
TheSixthAxis – 9
GamesTM – 9
GamesRadar – 9
Destructoid – 8.5
Eurogamer – 8
CVG – 8
Joystiq – 8
Game Informer – 7.8
Gametrailers – 7.4
Metro – 7
Polgyon – 6.5
Gamespot – 6
IGN – 5.9
Kotaku – Yes

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Alien: Isolation

Unread post#11 » 07 Oct 2014 12:17

გამოვიდა. რაღაც ვიდეოებს ვუყურე კაი დაძაბული რამე ჩანს, ატმოსფეროც კარგად უჭირავს პირველი ფილმის. ჯერ არ მაქ ამის ნერვები მარა მაინც შეიძლება ვსინჯო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Alien: Isolation

Unread post#12 » 07 Oct 2014 14:12

ვიწერ, მიუხედავათ იმისა რომ ჰორორები და მე მაინდამაინც არ ვმეგობრობთ დამაინტერესა. ის შემთხვევა ჩანს შიშის ფაქტორს ბოლომდე რო მოაძრობ მაინც რო საინტერესო სათამაშოა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#13 » 07 Oct 2014 14:15

გამოსვლის ინფო:
Release Date: Oct 6, 2014
Developer: Creative Assembly
Genre(s): Survival Horror
Metascore 80 out of 100
User Score 7.9 out of 10

მეც მაქ ამის მუღამი, უნდა ვნახო.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Alien: Isolation

Unread post#14 » 08 Oct 2014 16:31

დავიწყე, ატმოსფერო საკაიფოდ მოაქ გემს, შუქები როგორ ინთება ცარიელ ხომალდში, სიცარიელის შეგრძნება. აი სინემატიკები ცოტა არ მომეწონა, ნუ პრადაქშენ ღირებულება მშვენიალური აქ და გახმოვანებაც მარა თითონ დადგმა არაა ძაან კარგი.

პროსტა როგორც ყოველთვის ჩემი გეიმპლეის სტილი არ ეწყობა ჰორორის ატმოსფეროს. სირბილით რომ გავიქროლებ საშიშ კორიდორებში და მერე პროფესორი ტურისტივით ვათვალიერებ კედლებზე სისხლიან წარწერებს ვგრძნობ როგორ იპუტავენ თმებს დეველოპერები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#15 » 08 Oct 2014 23:46

დღეს ვითამაშეთ ერთი ორი საათი, "უცხო" არ გვინახია, მარა გრაფიკააქ სასწაული.
ხვალ გავაგრძელებ და შთაბეჭდილებებსაც უფრო დეტალურად დავწერ.

Riddick
Posts: 11696

Alien: Isolation

Unread post#16 » 10 Oct 2014 00:18

ძალიან მაღალი დონის პროექტია. პირველ რიგში ფილმის მოყვარულებზეა გათვლილი და დეველოპერს ძალიან კარგად გამოსდის მისი სწორი ატმოსფეროს გადმოტანა. მე უფრო ამნეზიის მსგავსი თამაში მეგონა და გადავწყვიტე რო კომპანიაში მეთამაშა, მარა ისეთი წყობააქ რო ერთად არ გამოდის.
მარტომ უნდა ითამაშო, უნდა ჩაუღრმავდე და შეიგრძნო კოსმოსის და ხომალდის სიცარიელე. შეიგრძნო როგორია ნეკრომორფთან ერთად მარტო დარჩენა )))

User avatar
Ripster
Posts: 1854

Alien: Isolation

Unread post#17 » 10 Oct 2014 02:07

უნდა ვითამაშო!!!
ძალიან მესიმპათიურება და მიხარია კარგი გამოხმაურებები რომ აქვს თქვენი მხრიდანაც
ისე ვფიქრობ "ლასტ ფლეის ხელოვნებას" ხო არ მივმართო ))))))) იუთუბზე დავდებ მილიონებს ვიშოვი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Alien: Isolation

Unread post#18 » 01 Nov 2014 13:55

მაგარი მოსაწყენი თამაშია, ალიენმა ვაბშე არ მოიტანა. დატასაობს შუა ოთახში სინათლეში, პახოდუ ბაგები აქ ძორგები ანიმაციის, დადის რაღაც რანდომ ტრაექტორიაზე თუ შეგეჩეხა მკვდარი ხარ. რაც ნიშნავს რომ ერთი 3 წუთის უკან სეივზე ბრუნდები და ყველაფერი თავიდან გაქ საჩალიჩო, რაც მაგარი ტასკაა რადგან ოთახები გაქ თავიდან გასაწმენდი რომლებში რაღაც პატარ პატარა ნივთებია.

ვინმე პერსი რო გაეძრობა ასიანი იცი მოკვდება 5 წუთში, ტერმინალებში და კომპიუტერებზე მესიჯებიც მაგარი მოსაწყენია.

მისიებიც ერთფეროვანია ძალიან.

მოკლედ ნიდაძელანი სისტემ შოკის შეგრძნება დამიტოვა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Alien: Isolation

Unread post#19 » 06 Dec 2014 21:23

აუ ელიენი იმენა ჩემი ძაღლია ))))))) ტიპი დატასაობს თავისთვის ვაბშე იმენა სახლში გრძნობს თავს
სადაც არ უნდა დაიმალო მაინც გიპოვის ტიპი კუდის ქიცინით ;დდდდდდ
გუშინ ვითამაშეთ ღამე და კაროჩე შერეული პონტი იყო რა ;დ

ყველაზე მეტად ვიზუალურად მომეწონა
ძალიან მაგრად გამოიყურება აი მართლა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Alien: Isolation

Unread post#20 » 24 Jun 2018 16:53

სადღაც 3 საათი ვითამაშეთ თავიდან მე და სპაუნამ, მარა რო მივხვდით რო არ იყო ერთად ჩასაჯდომი ჩაჯმის სიმულატორი, დავანებეთ თავი. რაღაც პერიოდის მერე გამახსენდა და დავამატე სტიმზე ისევ.

გუშინ დავხურე და ერთ-ერთი საუკეთესო ექსფერიანსი იყო რაც ფილმის სამყაროზე დაფუძვნებული თამაშიდან მიმიღია. მარა თუ რიტმი ვერ დაუჭირე, ვერ დაინახავ რა მუღამია ჩადებული. ესე ცალსახად არაფერს არ გავს.

მომენტებში ცოტა გაწელილი და ერთფეროვანია, მაგრამ ისეა გაკეთებული რო საბოლოოჯამში ყველაფერი მაინც გასაგებ მიზანს ემსახურება და დადებით შთაბეჭდილებას ახდენს. ნუ რავი ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ეგრე იყო.
აქვს რეჟისორულად დამუშავებული წყობა, რომელიც გაძლევს შეგრძნებას, რომ თამაშის მიუხედავათ მაინც ფილმს უყურებ. ოღონ ამ შედარების კარგი გაგებით. აქცენტი გაკეთებულია ფილმების მიერ დანერგილი ელემენტების ინტერაქტიულ სივრცეში ჰარმონიულად გადატანაზე და სიუჟეტის დინამიურად განვითარებაზე. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო, უჩვეულო და კარგი თამაშია, მითუმეტეს იმათთვის ვისაც უყვარს Alien კლასიკური სერიები.
ვფიქრობ რო იგივე სიუჟეტით ფილმი რო გაეკეთებინათ, კაკრას პირველი ორი ნაწილის შესაბამისი დონე გამოვიდოდა. ისეთი შეგრძნება გრჩება რო პროსტა დააგვიანეს და უკვე კომპიუტერული თამაშის სახით გამოუშვეს :)

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 106 guests