Wolf Among Us
სასიამოვნო სიურპრიზი TellTale Games-ისგან, ნიუორკის ერთ-ერთი "წყნარი" უბანი საინტერესო ბინადრების თავშესაფარი ხდება, ბოროტი ენიგმატური მტრის მიერ სხვადასხვა სამყაროებიდან განდევნილი ზღაპრის გმირები ჩვეულებრი და მოსაწყენ სამყაროში იმალებიან უკვე რამდენიმე ასწლეულია. ვისაც გაუმართლა და ადამიანის იერზეა ან ძვირადღირებული ფორმის შემცვლელი ჯადოს ყიდვა შეუძლია ქალაქის მაგიურად შენიღბულ უბნებში ცხოვრობს, გოჭებს, ბაყაყებს, გაიძვერა მელიებს ქალაქგარეთ ფერმაზე უწევთ თანაცხოვრება შერ ჰანთან, დრაკონებთან და ტროლებთან.
თამაშში დიდი ბოროტი მგლის როლს მოვირგებთ, ოდესღაც წითლებში ჩაცმული პატარა გოგოების და სახლიანი გოჭების მადევარი ეხლა ადამიანის ფორმაშია დამწყვდეული და ზღაპრის გმირების უბანში "Fable Town" შერიფის როლი აქ ჩაბარებული, რაც არც ისე მარტივი პროფესიაა როცა ყველას ეზიზღები რადგან წარსულში ყველასი ვიღაც შეჭმული გყავს.
ზღაპრების დისნეის გლამური ძალიან შორს არის ამ საინტერესო კომიქსის ადაპტაციაში, არც Grim Fairy Tale-სავით უაზრო უშინაარსო სექსუალური ფანტაზიების კრებულია, აქ ზღაპრის გმირები საინტერესო კომპლექსური პერსონაჟები არიან უბრალო მოკვდავებივით დატვირთულნი ყოველდღიური პრობლემებით, ურჩხული და მზეთუნახავი ათას წლოვანი მეუღლეობის მერე ცოტა საინტერესოს ხედავენ ერთმანეთში და მუდმივად ჩხუბობენ წვრილმანებზე, ფიფქია მექალთანე მშვენიერ პრინცს დიდი ხნის წინ დაშორდა და ეხლა ფაბლების ქალაქის ადმინისტრაციაში მუშაობს, სამი გოჭის პერსონაჟი კოლემი უკმაყოფილოა ფერმაზე ცხოვრებით და პერიოდულად შერიფ ბიგბის სტუმრომბს და სიგარეტის და სასმელის გამოძალვას ცდილობს მანამ აღრენილი შერიფი მეორე დღეს მის უკან ფერმაზე გასაგზავნად გეგმებს აწყობს.
თამაშში ისტორია, პერსონაჟების ხასიათები, დიალოგები და გადმოცემა მოწოდების დონეზეა, ყველაფერი საუკეთესო Walking Dead-იდან შერწყმულია ამ ქარიზმატულ, ბნელ სეტინგში და საინტერესო ჩამთრევ სიუჟეტის ლამაზ სცენად იქცევა, პირველი ნაწილი უკვე გამოსულია და წარმოუდგენელ ლომკაში დატოვა თემის ავტორი, ამიტომ ალბათ ღირს ლოდინი დანარჩენი 4 ნაწილის გამოსვლის თუ სიუჟეტის ერთი ჩაჯდომით ნახვა გიყვართ.