Unread post#26 » 05 Apr 2016 13:28
ეს ორი დღეა ჩავუჯექი და დავხურე. მაგრა გამისწორდა, სერიოზული გასართობია, ბოლომდე შედიხარ ამ გუნდის დაკომპლექტების ამბავში და ხელმძღვანელობ ბაზას.
ნორმალზე ვითამაშე და საკმაოდ ჩელენჯიანი იყო. თავიდან აზრზე არ ვიყავი ისე დავიწყე, სატელიტების ამბავი სადღაც 30%-ის გავლის შემდეგ დავამუღამე და იქამდე ორი ქვეყანა გავიდა საბჭოდან - გერმანია და ბრიტანეთი, დამუღამების მერე ინდოეთიც გამომეთიშა, მარა მერე ავიკრიფე და გავედი ბოლომდე.
თავიდან ლათინოსი ქვედანაყოფი მინდოდა მყოლოდა, შემოვკრიბე მექსიკელი და არგენტინელი სასტავი და მოვიყვანე კაცურ ვიდზე, ერთი ქალიც ჩავუსვი მედიკოსად, მერე ერთი იაპონელი შემომეტენა მალე და ცოტა მოგვიანებით ნიგერიელი შავკანიანი სნაიპერი, პარალელურად დამხმარე ძალად ორი ირლანდიელი თავზეხელაღებული ნაბიჭვარიც მყავდა, ბოლოს მთავარ შემადგენლობაში ერთი კანადელიც დავიმატე. მაგარი მუღამი დავუჭირე ამ პერსონაჟების ტიტულებს, ვინც აიწევდა იმას ვხდიდი მთავარ პერსონაჟად როულფლეის მხრივ და კაი გმირულ ბრძოლებს ვდგავდი. არ დავუშვი არცერთის სიკვდილი, ეგრევე load-ს ვაკეთებდი )) ფინალში ერთადერთი ფსაიონიკი მყავდა, რატომღაც მხოლოდ იაპონელს აღმოაჩნდა მაგის ნიჭი ამდენი კაციდან და სერიოზული როლი შეიძინა როულფლეიში.
თითონ თამაშს მეტი სთორის მიცემა და ოდნავ ბრძოლების დაკლება ბევრად მაგარს გახდიდა, მარა რაც არის ძალიან კარგია ესაც, ერთი წამი არ გეძლევა მოდუნების საშუალება და ეს მასიური საფრთხის შეგრძნება საუკეთესოდ არის მოტანილი მოთამაშემდე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.