ვიფიქრე გრძელ სრულ მიმოხილვას დავწერ თქო მარა მერე გადავიფიქრე, უბრალოთ რამოდენიმე წინადადებაში გამოვხატავ ჩემ აზრს. მაინც არა მგონია რომ ვინმემ დედამიწაზე რაც არ უნდა დაწეროს მოგანდომებთ სპლინტერ სელლის თამაშს... ამიტომ yeah... ჩემი 50 ცენტი.
დავიწყებ იმით რომ ხშირ შემთხვევაში ნეიტრალური თუ არა უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა წარსულში სპლინტერ სელლ ფრანჩაიზის მიერ. ამას ბევრი მიზეზი ქონდა საფუძველში. მაგალითად ისეთი მიზეზები როგორიცაა ტომ კლენსის პერსონაჟი ზოგადად. ვერ ვცემ ვერც მის ნამუშევრებს პატივს და ვერც მის ტიპაჟს ზოგადად. მის ნამუშევრების და მოთხრობების სიაში უამრავი ნონსენსი იყო, და რაც მთავარია რიპ ოფფები... მარა ეს სულ სხვა თემაა.
დავიწყებ იმით რო პირველად როცა დავინახე სემ ფიშერი რაღაც თავის ვითომ 'nano suit'-ში მეთქი დაფაქ რა არის ეს სოლიდ სნეიქის რიპ ოფფი ტქო? მასე და მასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა სემ ფიშერთან. და მართალი რომ ვთქვა, გამართლებულიც იყო, ჩემი მაგდაგვარი დამოკიდულება როგორც იმ დროს ასევე ეხლაც... მახსოვს ვიღაცა ერთი 10 წლის წინ მიმტკიდებდა რო სემ ფიშერი ყველაზე მაგარი კაცია დედამიწაზე ( whisper whisper heeey hitman! ) და რომ კოჭლებში გადატეხს სემ ფიშერი სოლიდ სნეიქს... =D anyways.
ბევრჯერ მქონდა მცდელობა როგორმე ჩავუმჯდარიყავი ამ სერიას, რადგან საბოლოო ჯამში მე მაინც დიდ პატივს ვცემ "სტელს" თამაშებს. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე უსაყვარლესი სტელს თამაში არის Syphon Filter & MGS1. ყველაფერს რაც კი შპიონაჟთან, დაზვერვასთან ან ზოგადად ასეთ თემებთან არის ახლოს, ჩემ ცხოვრებაში ვადარებდი ზუსტად იმ გამოცდილებებთან და ემოციებთან რომლებიც მივიღე ზემოთ ხსენებ ფრანჩაიზებში.
მილიონებისთვის სიტყვა შპიონი ან ინტერპოლი ან CIA ან FBI ავტომატურად ასსოცირდება ჯეიმს ბონდთან, ან ედგარ გუვერთან და ა.შ. მარა ჩემთვის იყვნენ მხოლოდ გებრიელ ლოგანი და მყარი გველი. +D
მახსოვს პირველად რომ ვუყურე 24-ს, მაგრა გამისწორდა, ზუსტად ისეთი იყო როგორიც მინდოდა syphon filter ყოფილიყო, მის მიხედვით კინო რომ გადაეღოთ... აგენტი, ყველაზე საიდუმლო სახელმწიფო ორგანიზაციაში... ყველაზე აპასნი სახელმწიფოს საიდუმლო იარაღი და მკვლელი რომელიც თავს გაწირავს არა მხოლოდ ამერიკისთვის არამედ ადამიანობისთვის ეტკ.
დიდი ხანია მე სტელსისგან მართალი რომ ვთქვა სიამოვნება არ მიმიღია. ყველაფერი რაღაც პსეუდო ვითომ სტელსი იყო. ბოლოს ერთად ერთი რაც იყო DE HR იყო. ეს ყველაფერი რაც გამოდის dishonored, far cry 3 ( stealth კუთხით ) ყველაფერი კარგია და მოსაწონი, მარა საბოლოო ჯამში აი იმ გრძნობას ვერ აღვიძებს ჩემში რომელიც ბავშობაში მქონდა როცა 9mm silencer-ით დავრბოდი gabriel logan-ით new york-ის ქუჩებში. სხვათა შორის, შეიძება გაგიკვირდეთ და/ან არ იცოდეთ, მაგრამ far cry 3-ს ძალიან ძლიერი სტელს ელემენტი აქვს. უბრალოთ მაქ არჩევანი თქვენზეა როგორ ითამაშებთ, გამოიყენებთ მაგ სტელს მიდგომას თუ არა. მარა ეს "სტელს მიდგომა" - ძალიან აპასნი რაღაცაა ზოგადად ინდუსტრიისთვის. თავიდან ხო ჯერ ყველა სტელსი გააშუტერეს და დედა მოუ*ყნეს, ეხლა კიდო ტრენდი წამოვიდა ისეთი რო გინდა არ გინდა action თამასში აუცილებლად იყოს stealth-ით გასვლის საშუალება. აი მაგალიტად მასეთი თამაშია მაგალითისთვის crysis 3, სადაც ვითომ გაქრები და სტელსში ხარ მარა ვაი მაგნაერ სტელს ისე ცუდად არის შესრულებული. ( თექნიკური კუთხით ) მაგას არც დეტალური ლეველ დიზაინი შველის (რომელიც სხვათაშორის კარგი აქვს კრიზის) ანუ დამალული გზები რომ სტელსით იარო და გაიპარო და რამე - მარა საქმეზე ძალიან ცუდად მუშაობს, იმიტომ რომ მაინც კრიზისია რა, მორჩა. არანაირი "სტაბილურობა"ზე საუბარი არ მიდის, დაიჭირე ავტომატი ჩაირთე არმორი და ირბინე ხოცე უცხოპლანეტელები.
ისევ სპლინტერ სელლს დავუბრუნდები. ისე ზოგადად რომ ვახსენებ სპლინტერ სელლს ჩემ თავშიც ძალიან უარყოფითი ემოციები მატულობს, ამიტომ ჯობია უბრალოთ Blacklist-ს ვახსენებ მომავალში.
ტიპიური ტომ კლანსი ნონსენს სტორი, სემ ფიშერი დასდევს ცუდ კაცებს yippi kaaa yeeei madafaka. მარა თვითონ თამაშია.... აი როგორა ვთქვა, აი პროსტა ისეთი რო შემოვედი და დავწერე ეს პოსტი? მეტი რაღა დასაბუთება უნდა? ასევე სახსენებელია controls-ები, რომლებიც კია ვითომ კარგად კლავიატურაზე მარა რატომღაც გამიჭირდა და ეგრევე გავიფიქრე რო ჯოისტიკზე არის გათვლილი თქო და უცბად შევაერთე ჩემი ps3 dualshock3 და არექა, გაქრა ყველანაირი პრობლემა, გემრიელად დავჯეკი ვისიამოვნე.
ეხლა ცოტა დეტალურად.
თამაში მოყვა ჩემ ვიდეო კარტას და მხოლოდ მაგიტომ ჩავწერე uplay-ზე, თორემ დარწმუნებული ვარ არც კი ჩავიწერდი და გავატარებდი გვერძე, რადგან წინა ნაწილების ჩაწერვისას ძალიან ვინანე დახარჯულ დრონზე და მოვიგონიე რომ მომავალში აღარასოდეს ვითამაშებ სპლინტერ სელლს თქო.
მარა აი და მივიდა საქმეზე საქმე, და ჩავწერე მეთქი გავტესტავ გრაფიკას ქე მაინც და რამე, მარა ო ბოჯე, ეგრევე ჩაიკუზა თუ არა ფიშერი feeeelsss feeeelssss ეგრევე გაქრა ფიშერი ვაბშე ჩემი წარმოსახვიდან და ეგრევე გებრიელ ლოგანი და სოლიდ სნეიქი გაჩნდა. არაფერი იქ აღარ იყო იმ სპლინტერ სელლის რომელსაც აქამდე პატივსაც კი არ კი არა და ვერ ვსცემდი, არამედ სულ სხვა კალიბრის სტელსი, აი ისეთი სტელსი რომ სიძნელე ავწიე მაქსიმალურზე ეგრევე და წავიდაა ტვინის ბურღვა.
გახსოვთ ძველი prince of persia-ები? რაღაც ტურში რომ გაიჭედებოდი და ზედი ზედ ერთი 100ჯერ აილეწებოდი და მხოლოდ მაგ ტურზე დახარჯავდი მთელ ღამეს იმისთვის რომ დაიზეპირო მოწინააღმდეგე პატრულის ტაიმინგები და სად და როდის ჩაივლიან და რა სისწრაფით და მაგდაგვარი დეტალები? ანდა რაღა შორს წავიდე აგერ Dark Soul-ის იგივეა მიდგომის თამაშია, ვიღაც ბოსს რო ვერ აგდებ მიდიხარ და მიდიხარ ისევ მაგ ბოსსთან სანამ არ დაიზეპირებ მის სუნთქვის სტილს, როდის გააკუებს და როდის დააბლოყინებს და როდის ტუალეტში გავა საქმეზე. ზუსტად იგივე დამემართა ბლეკლისტის ერთ-ერთ ტურში. ( და არა ერთხელ ! ეს უბრალოთ ერთ მაგალითს დავწერ ამჯერად )
მისია იყო ამდაგვარი, ჩუმად დავაყენო სათვალთვალო აღჭურვილობა მილიარდერის იახტაზე, რომელიც ავსტრალიის ნაპირებთან შუა ოკეანეაშია. არცერთხელ არ უნდა დაგინახონ თორემ მისია დამთავრდება.
ვაიმე ო ბოჟე! რამდენი ვიწვალე წარმოდგენა არა გაქვთ! დარკ სულსში არ მომსვლია ესეთი რეიჯები რაც აქ ამ სიძნელეზე. ორჯერ გამოვედი ალტ ფ4-ით თამაშიდან !!! ორჯერ!!!
მეთქი დავჯდები 1 ღამეში დავხურავ თამაშს თქო და ჩემი ხუი ჩაიდევი ჩემი ხუი, 1 ღამე მარტო 1 ტურს დავახარჯე. იმდენი ხანი მოვუნდი მაგ ტურს სანამ აბსოლუტურად ყველაფერი არ დავიზეპირე მაგ იახტაზე. ესეტი რეალისტიკური მიდგომა ლეველ დიზაინში მე ჯერ არ მინახავს. ანუ კი რათქმაუნდა არსებობდა და ალბათ სავარაუდოთ მინახავს კიდევაც, უბრალოთ ამ მომენტში ბლეკლისტმა დაჩრდილა ეგ ყველაფერი წარსულიდან.
იახტის სამივე სართული ეხაც კი მახსოვს ზეპირად იმდენჯერ მომიწია გადათამაშება. აი იახტა კი თვითონ ისეთი იყო რო მართლა, ვიგრძენირ ასაც ქვია რო მილიონერის იახტა იყო. აი 5 ვარსკლავიანი სასტუმროების ტიპის იახტა იყო, ერთ ოთახში ჯაკუზი, ჩართული ტელევიზორით, რომელშიც NTV+ ისავითაა არხების რეჟიმი, მეორე ოთახში დისკოტეკაა, მესამე ოთახში საბილიარდოა და იმენა ...
თან გრაფიკა ისეთი აქვს სულ ultra high dx11-ზე რო ყველაფერი ისეთი გემრიელია და დამაჯერებელი რომ ეჭვი გეპარება მომენტებში რომ თამასში ხარ.
როგორც უკვე ზემოთ ვახსენე მე აქ აკცენტს კი არა უბრალოთ არც ვახსენებ სტორის იმდენად არამნიშვნელოვანია ჩემთვის. მე ისევ და ისევ ყურადღებას ვამახვილებ იმაზე თუ რამდენად კარგი - არა მხოლოდ სტელს მექანიკა - არამედ ზოგადად თამაშის მექანიკა აქვს. ყველაფერი გემრიელად არის შესრულებული, ყველა მიდგომა რაც კი შეიძლება თამაშს ქონდეს, გინდ action მიდგომა და გინდ stealth მიდგომა. ეს ის შემთხვევაა როდესაც სტელსი თამასში არა მხოლოდ "для галочки"-ია, როგორც ზემოთ ხსენებული pseudo stealth მიდგომა რომელიც crysis 3- ჰქონდა მაგალითად, არამედ იმიტომ არის რომ სტელსია უპირველეს რიგში, და ეს იგრძნობა ყველაფერში.
ასევე აქ მინდა პარალელები გავავლო კიდე რამოდენიმე თამაშთან რომლებსაც ჩემზე ერთი პერიოდი დიდი გავლენა ჰქონდა, შეიძლება ბევრისთვის გასაგები ეს არ იყო, რადგან ზოგადად საქართველოში გავრცელებული არაა ესეთი კულტურა.
ამ კულტურაში კი ვგულისხმობ hardcore sci-fi nerd-ულ კულტურას.
როდესაც პირველად დაწერა ლეგენდარულ ჯინ როდდენბერიმ სტარ ტრეკი, იმავე დღიდან მილიონების ოცნება გახდა გამხდარიყვნენ კოსმოსური ხომალდის კაპიტნები. ყოლოდათ თავისი ხომალდი, დამხმარეები, XO ( executive officer/კატიტანის მერე ვინცაა კრეისერებზე ), communication ოფიცრები, weapon & artillery ოფიცრები, მედიკოსები და მეცნიერები, ქონოდათ თავიანთი ტელეპორტერები რითიც ხომალდიდან დანიშნულების ადგილამდე გადატელეპორტებოდნენ და ა.შ. ეს იყო ახალი ეპოქის დაწყება. ეს იყო ეპოქა როდესაც შეიქმნა სრულიად ახალი იქამდე უცნობი სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართულება. მიმართულება სადაც ხშირად ადამიანობა კოსმოსში აღარაა ერთად ერთი წარმომადგენელი არამედ კოჰაბიტაციაში არსებობს მრავალ სხვა რასებთან და ცივილიზაციებთან.
>>> >>>ეს ყველაფერი ვახსენე იმისთვის რომ ზოგადად შეგექმნათ სად, როდის და როგორ იყებენ სათავეს ისეთი საკულტო თამაშები როგორებიცაა Mass Effect, HOMEWorld, Nexus series, EVE series, Xcom; in television: Battlestar Galactica, Farscape, Stargate etc.
საერთო კი როგორც უკვე ზემოთ ვახსენე ამ ყველაფერს აქვს ის რომ შენ ხარ Commander ან Captain და შენ გაქვს შენი ხომალდი, ან შენი ბაზა და მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული რას გააკეთებ, რას ააშენებ, რას გააძლიერებ, რას გამოიკვლევ, და ვისთან იომებ და ვისთან იმეგობრებ.
Blacklist- არის ზუსტად ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო Mass Effect 3.
( მეტწილად, Blacklist გაქვს Mass Effect 2-ს, და ალბათ მაგიტომ ავტომატურად ვავლებ პარალელს რო Mass Effect 3 უნდა ყოფილლიყო, ანუ აქედან გამომდინარე იმის თქმა მინდა რომ Mass Effect 3 უნდა ყოფილიყო როგორიც Mass Effect 2. - MASSEFFEKTOCEPTIOn )სემ ფიშერს ამჯერად ჰყავს თავისი დიდი თვითფრინავი, მიახლოებით ისეთი როგორიც სოლიდას და ოტაკონს ჰყავდა mgs4-ში. ეს არის მათი მობილური ბაზა, რომელსაც ააპგრეიდებ და აუმჯობესებ. აქ ყიდულობ უკეტეს ინვენტარს, ეკვიპმენტს და გადჯეტებს. აქ გავს ეგრეთ წოდებული SMI (Strategic Mission Interface) მარტივად რომ თქვათ, დიდი ინტერფეისი - ეკრანი, საიდანაც ირჩევთ ტურებს, რეჟიმებს, მულტიპლეირში გიდანთ თამაში ( spy vs merc ) კო-ოპში თუ სინგლეში, აქედან შეგიძლიათ ნახოთ აჩივმენტები რომლების გაკეთებაზე ფინანსები გეძლევათ, რომლებიც შეგიძლიათ დახარჯოთ სხვა და სხვა ნაირ ჯაუმჯობესებებზე, როგორც თვითონ ფიშერის ასევე თქვენი მობილური ბაზის.
ერთ ორ სიტყვასაც ვიტყვი ონლაინზე. ნუ ცხადია რომ უბისოფტის თამაშები ყოველთვის კო ოპით არი და იქნება მომავალშიც, მულტიპლერიც ყოველთვის ექნებათ, ანუ თამაშის ისეთ ფუნდამენტალურ დონეზე არის ინტეგრირებული ესეთი მექანიკა რომ იქ ამოღებაზეც აღარაა საუბარი. ანუ ნახევარი სიამოვნება უკვე მაგეებიდან მოდის. ზოგი მისია მაგალითად კო-ოპშია შესასრულებელი. ან spy vs merc-იც თუ მოგინდათ. სხვათაშორის spy vs merc ძალიან პოპულალური იყო splinter cell 3 chaos theory-ს დროს. მარა მაგის მერე რაღაც მოაშორესავით და აღარც იყო პოპულარული იმდენად. ეხლა კიდე გადატენილია სერვერები, თამაშები მიდის 4 vs 4-ზე. საკმაოდ საინტერესოა, დროის გატარების კუთხით... ანუ აქაც მოვიხსენიებ ისევ ძველ syphon filter-ს, ყოველთვის მაინტერესებდა აი მე რომ ლოგანი ვარ და ჩუმად რომ ვიპარები და მისიას ვაკეთებ რაღაც ობჯეკტივს, ადამიანი რომ ყოფილიყვნენ ჩემი მოწინააღმდეგეები რას იზამდნენ, აი მიახლოებით ეს არის განხორციელებული spy vs merc-ში. ეს არ არის უბრალოთ ბათქა ბუთქი, აქ არის რაღაც უცნაური ბლენდი სტელსის და აკშენის. ჯაშუში თუ ხარ სულ night vision გუგლებით უნდა ირბინო სიბნელეებში არბალეთით და ტაზერით რომ საჭირო ტერმინალებამდე მიაღწიო რომ გატეხო ( ან რაიმე მაგდაგვარი ) და მერსენერი თუ ხარ უნდა დაიცვა ეს ტერმინალები. საინტერესო ეს იმით არის რომ შეიძლება ჯაშუში ჩუმად მოგეპაროს ჩრდილებიან და ისე გაგთიშოს რომ ვერაფერი გაიგო.
ნუ რა თქმაუნდა, ისევ და ისევ აქ ზებუნებრივი გამონაგონი არაფერი არაა, ეს ყველაფერი წლების უკან იყო უკვე განხორციელებული, გინდ იგივე mgs 4-ში ან ass creed brotherhood-ში.
ჩემი საბოლოო ვერდიკტი: 8/10~8.5/10
god damn good stealth game.