შემქმნელი: Funcom
ჟანრი: Adventure
The Longest Journey არის ერთერთი საუკეთესო ედვენჩურა რაც ვიდეო თამაშების სამყაროს ახსოვს, თავისუფლად შეიძლება მისი ამ ჟანრის ისეთ შედევრების გვერდზე დაყენება როგორიც არის Grim Fandango, Syberia. სერიები გამოირჩევა ორიგინალური და საინტერესო ისტორიით, ქარიზმატული ღრმა პერსონაჟებით, ბევრი იუმორით და ორიგინალური, კარგად დაბალანსებული პაზლებით.
The Longest Journey
სერიების, თუ TLJ ასე შეიძლება ეწოდოს, პირველი ნაწილი არის The Longest Journey. 1999 წელს გამოსულმა Point and Click ედვენჩურამ გამოსვლისთანავე მოიგო გეიმერთა გულები. თამაში მოგვითრობს ახალგაზდა მხატვარი გოგონას, ეიპრილ რაიანის ისტორიას, რომელიც ფუტურისტული ქალაქის ნიუ–პორტის, უცნაურ და საინტერესოდ მოძველებულ პატარა ნაწილში, დაჟანგული მილებით და უცნაური თხევადი მასით სავსე კანალებით დამშვენებულ "ვენეციაში" ცდილობს გამოჩენილი მხატვრის კარიერის აწყობას. მისი გეგმები ცოტათი შეიცვლება როდესაც საკუთარ თავს, მაგიით სავსე პარალელურ სამყაროში აღმოაჩენს და გაიგებს რომ სამყაროებს შორის ბალანსის აღდგენა მოუწევს. თამაში სავსეა საინტერესო ლამაზი ლოკაციებით, უცნაური პერსონაჟებით, სასაცილო და ორიგინალური დიალოგებით და რაც მთავარია ატმოსფეროთი და სთორით, რომელიც ვიდეო თამაშების ამ ორი ნაწილის არცერთ დამფასებელს არ დატოვებს გულგრილს. არალოგიკური, ორიგინალური პაზლების და იმპროვიზაციის მოყვარული გეიმერებიც არ დარჩებიან იმედგაცრუებული.
მართალია პირველი ნაწილი ედვენჩურ ჟანრის მოყვარულების ერთერთ საყვარელ თამაშად იქცა, და ბევრი სთორის და ატმოსფეროს მოყვარული გეიმერი შემატა ამ ჟანრს, გაყიდვებით The longest Journey ბევრად ჩამორჩებოდა ძალადობით და უახლესი ტექნოლოგიებით სავსე ექშენ თამაშებს, ამან გარკვეულწილად შემდეგ თამაშზეც მოახდინა გავლენა.
Dreamfall: The Longest Journey
2006 წელს, 7 წლის დაგვიანებით გამოსულმა Dreamfall–მა, რომელიც არ არის პირდაპირი სიქველი პირველი თამაშის და ახალი ისტორიაა ამ სამყაროში, ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთის მხრივ სთორი,ატმოსფერო და გრაფიკა უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, მაგრამ სამწუხაროდ გეიმპლეიზე ამის თქმა შეუძლებელია.
TLJ გაყიდვებით შეშინებულმა Funcom–მა გადაწყვიტა ვიდეო თამაშების გაადვილებულ გლობალურ ტენდენციას აჰყოლოდა და თამაშის უფრო მიწვდომადი გაეხადა, მიკროსოფტის დიდი შრომის შედეგად ვიდეო თამაშების სამყაროს შემატებული მილიონობით ფსევდო–გეიმერებისთვის, მათი სათუთი გონება ზედმეტი დატვირთვისგან დაცული რომ ყოფილიყო.
ამის შედეგად Dreamfall–ის გეიმპლეი შედგება მარტივი Fed-ex ტიპის პაზლებისგან და ყოვლად უადგილო კომბატ სცენებისგან რომლებიც მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს – სამარცხვინო.
საბედნიეროდ თამაშის სხვა ასპექტებში ყველაფერი ხუთიანზეა შესრულებული, საინტერესო და დინამიური სიუჟეტი, ულამაზესი ლოკაციები, დახვეწილი და ემოციებით სავსე დიალოგები რომლებიც თამაშის ძრავზე დადგმული, მხატვრული ფილმების ხარისხის სინემატიკური სცენებით არის გადმოცემული და თემის ავტორის არასდროს მოკრძალებული აზრით ბევრად უკეთესად გადმოსცემს მხატვრული ფილმის ატმოსფეროს, ვიდრე იმავე წელს გამოსული გახმაურებული "ფარენგეიტი". თამაშის გრაფიკა თავისი დროისთვის ტექნოლოგიური და მხატვრული თვალსაზრისიტ საკმაოდ მაღალ დონეზე არის გაკეთებული.
Dreamfall–ის Cliffhanger დასასრულმა ბევრი დაბნეულობა და ზოგ შემთხვევაში ბევრი აგრესიული ემოციაც გამოიწვია, ალბათ ბევრ გეიმერს სისასტიკედ მოეჩვენა ისტორიის ასეთ დაძაბულ და საინტერესო ადგილას გაწყვეტა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ Dreamfall 7 წლის დაგვიანებით გამოვიდა.
Dreamfall Chapters
ცოტა ინფორმაცია არის ცნობილი სერიების შემდეგ თამაშზე, და კიდევ უფრო ცოტა მათი გამოსვლის შესაძლო თარიღზე. ჩაპტერსი იქნება ეპიზოდური ტიპის პატარა თამაშების კრებული იქნება, რომლის ყველა ნაწილი სხვადასხვა პერსონაჟების თვალით დაგვანახებს ჩაპტერებში მომხდარ ისტორიას.
ბოლო ინფორმაციით, რომელიც სერიების სცენარისტ და დიზაინერ Ragnar Tørnquist–ს პირად ბლოგზე დაწერილი არტიკლებით და მასთან აღებული ინტერვიებით არის მოპოვებული, ჩაპტერებზე მუშაობა ამჟამად გაჩერებულია, თამაშის კონცეპტიაზე და სთორიზე მუშაობა გრძელდება მაგრამ funcom ჯერჯერობით დაკავებული მათ ახალ MMO–პროექტზე მუშაობით. (Age of Conan)
ჩაპტერსები გამოსვლის შემთხვევაში გავრცელდება ციფრული დისტრიბუციის გზით და არ გამოვა DVD/BlueRay დისკებზე.
Dreamfall: The Longest Journey :Download Torrent
The Longest Journey: Downloat Torrent