Brütal Legend, Review

თემების ფორმატები # საერთო შთაბეჭდილება # მიმოხილვა # ანალიზი # სერიის რეტროსპექტივა # სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 4928
Contact:

Brütal Legend

Unread post#1 » 13 Jun 2011 06:19

Brütal Legend

>>>

Brütal Legend - არის ტიმ შაფერის საჩუქარი მუსიკის ლეგენდარული და ბრუტალი ჟარნის “Heavy Metal”-ის თაყვანისმცემლებისთვის მთელს მსოფლიოში. (ყოველშემთხვაში ორი წამყავანი კონსოლის მფლობელი თაყვანისმცემლებისთვის.) თამაში აერთიანებს ცივი იარაღებით ხელჩართულ ბრძოლაზე დაფუძვნებულ ექშენის და რეალური დროის სტრატეგიის (შემდგომში სლეშერი და RTS) ელემენტებს მძიმე მეტალით შთაგონებულ ღია სამყაროში.

Brütal Legend-ის უცნაურ და საინტერესო სამყაროს თქვენ გამოიკვლევთ ედი რიგსთან ერთად, ცნობილი კომიკოსი Jack Black-ის მიერ გახმოვანებული თამაშის მთავარი გმირი არის Roadie, ტექნიკური ექსპერტი რომელიც მეტალ კონცერტების ცეცხლოვან ეფექტებს და ეპიკურ გაფორმებას უზრუნველყოფს. ადრეული 70’იანები უკვე წარსულს ჩაბარდა მეტალის ოქროს ხანასთან ერთად. ედი თანამედროვე მეტალ ჯგუფს ეხმარება კონცერტის გამართვაში


კონცერტზე მომხდარი ინციდენტის დროს ედის მამისგან დარჩენილ ქამრის დეკორაციაზე მოხვედრილი სისხლი უძველეს მეტალის მონსტრის, ორმაგოდენის სულს გააცოცხლებს რომელიც ედის წარსულში გადაიყვანს. ედი “Heavy Metal” სამოთხეში აღმოჩნდება, რომლის ყოველ დეტალში დეველოპერების უცნაური ორიგინალური ფანტაზია და მეტალისადმი სიყვარული ვლინდება, ტიმ შაფერის და ჯეკ ბლეკის შავი იუმორის ეპიკურ კომბინაციასთან ერთად Brütal Legend-ში თქვენ წინ გელით ჭეშმარიტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ექსპერიენსი.

ღია სამყაროში გადაადგილებისას შეუცლელი გახდება ედის მანქანა, “Deuce”, რომელსაც RockBand და Guitar Hero’s სტილის მინითამაშით, გიტარის სოლოთი იძახებთ. თამაშში შესაძლებელია სხვა გიტარის სოლოების გახსნაც, რომლის ნაწილს სიუჟეტურად ვპოულობთ, დანარჩენს კი სამყაროს ექსპლორაციისას და ედის სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობებს უხსნის, მტრების სახის დადნობიდან დაწყებული ზეციდან ცეცხლოვანი ზეპელინის გამოძახებით დამთავრებული. თუ “Deuce”-ით გადაადგილება მოგბეზრდათ ყოველთვის შეიძლება სპექტრული ცხენის ან მოსიარულე გილიოტინას ელეკტროშოკით გათიშვა და მათზე გასეირნება.

საინტერესო ადგილების გარდა დეველოპერებმა სხვა მოტივაციაც შეიტანეს თამაშში ექსპლორაციისადმი ინტერესის შესანარჩუნებლად, დაბმული დრაკონების განთავისუფლება სიცოცხლეს და რეგენერაციას გვიმატებს, მიწაშული ჩაფლული არტეფაქტები ახალ მუსიკას გვიხსნის, მეტალის ლეგენდებით გახსნილი სტილიზებულ როლიკებით სამყაროს წარსულს ვიგებთ, რამდენიმე ტიპის საიდ მისიები. ყველაფერი ეს სწრაფად ხდება რუტინული, მაგრამ Brütal Legend-ის ეპიკური შთამბეჭდავი საუნდტრეკი და საინტერესო გარემო საკმარის ხიბლს მატებს თამაშს რომ ეს ყველაფერი არ გახდეს მოსაბეზრებლი თამაშის ბოლომდე.

გეიმპლეი როგორც უკვე ავღნიშნეთ სლეშერის და რტს-ის საინტერესო და ჯოისტიკით მართვისთვის იდეალური კომბინაციაა. ედის არსენალში შედის საბრძოლო ნაჯახი “Separator”, რაც თარგმანში “განმცალკევებლს” ნიშნავს და მას მტრების თავების მათი სხეულებიდან განსაცალკევებლად გამოიყენებთ, და ერთგული ელექტროგიტარა “კლემენტინა” რომელიც ედის სამყაროში უბრალოდ ხმებს გამოცემდა, წარსულში კი ელვით და ცეცლხით ანადგურებს მტრებს. Devil May Cry-სეული სტანდარტული ხმლის და დამხმარე იარაღის კომბინაცია. კომბატი ჩამოუვარდება სლეშერის ჟანრის საუკეთესო წარმომადგენლებს მაგრამ საკმარისად fun არის რომ რტს ელემენტებთან ერთად სასიამოვნო გეიმინგ ექსპერიენსი შექმნას.

Tim Schafer
>>>

RTS-ს ნაწილი თამაშის უფრო ორიგინალური და თავისებურია. ოთხი მარტივი ბრძანებით (Defend, Attack, Follow, Move To Position) ვაკონტროლებთ ინდვიდუალურ უნიტებს ან მათ ჯგუფებს, დანარჩენ კონტროლს ხელოვნური ინტელექტი საკუთარ თავზე იღებს საკმაოდ წარმატებულად. ყოველი ახალი უნიტის გახსნა ერთი სიამოვნებაა. კოშკიდან მოხსნილი მანქანაზე დამაგრებული თავის ქალა რომელიც უზარმაზარ სარებს ისვრის, სექსუალური ფანგოგოები, რომლებიც მოტოციკლეტ-ტახის შიგნეულობისგან გაკეთებული იარაღით შორიდან ანადგურებენ მტერს. ედის თავისუფლად შეუძლია ბრძოლის ველზე გადაადგილება და ზოგჯერ ფრენაც კი სპეციალურ სცენურ ბრძოლებში, სადაც ედის და მტერს საკუთარი საკონცერტო სცენები აქვთ, რომლებიც “ბაზის” და უნიტების გამომყვანი სტრუქტურის როლს ასრულებენ. ბრძოლის ველზე ედი ბრძანებებს აძლევს უნიტებს და შეუძლია თავადაც ჩაერთოს ხელჩართულ ბრძოლაში. თამაშში ერთადერთი რესურსია “ფანები”, ერთგვარი ფანების გეიზერის გარშემო კოშკისებური “ფანების მაღაზია” შენდება და დროთა განმავლობაში დაგროვილ ფანებს უნიტების გამოყვანისთვის და მათი და სცენის აფგრეიდში ვიყენებთ. ედის ასევე შეუძლია შეუერთდეს ცალკეულ უნიტებს, და სპეციალური ერთობლივი მანევრები ჩაატაროს.

სცენური ბრძოლებისგან ბოლომდე სიამოვნების მიღების საშუალება Single Player კამპანიაში არ გექნებათ, მთელს თამაშში სულ 3~4-ბრძოლაა, დანარჩენ დროს ბრძოლის ლოკაციებს შორის გუნდის ავტობუსის გადაყვანაში და სამყაროს ექსპლორაციაში გაატარებთ. გუნდის ტრანსპორტაციისას თქვენ ავტობუსი “Deuce” -ის მეშვეობით უნდა დაიცვათ. “Deuce”-ზე სხვადასხვა ტიპის იარაღის დაყენება შეგიძლიათ მეტალის მცველთან, რომლის როლს თვით ოზი ოზბორნი თამაშობს. ლეგენდარული მეტალისტი მხოლოდ პატარა ნაწილია ფარული თუ ღია ცნობილი მეტალისტების კამეო გამოჩენების თამაშში. “Deuce”-ის იარაღების გარდა ოზისთან მისი ძრავის და ვიზუალის შეცვლა შეგეძლებათ, ასევე გიტარის, საბრძოლო ნაჯახის და სხვა აფგრეიდების შეძენა. ვალუტად “მეტალის ღმერთების წყალობის” ქულები მუშაობს, მათი დაგროვება მთავარ და საიდ მისიებში, ასევე გარემოში დამალული ობიექტების პოვნით ხდება.

სიუჟეტი და პერსონაჟები თამაშის კიდევ ერთი ქარიზმატული ნაწილია, ედი რიგსი ბევრ საინტერესო და სახასიათო პერსონაჟს შეხვდება, სიუჟეტში კი ბევრი ქვეტექსტია რომელიც ახლო იქნება ჟანრის თაყვანისმცელებისთვის.


ტიმ შაფერი კვლავ იჩენს თავის იშვიათ ნიჭს, იუმორ ნარევი ანიმაციური სტილის მიუხედავად მოთამაშეში გამოიწვიოს პერსონაჟების და ისტორიის მიმართ ინტერესი და ნებისმიერ ფოტორეალისტურ სერიოზულ დრამაზე მეტად განაცდევინოს მათ სიუჟეტში მომხდარი მოვლენები. რომლებიც საკმაოდ მარტივია, ედიმ უნდა გაართიანოს ხალხი ბოროტი დემონი იმპერატორის Doviculus-ის წინააღმდეგ და დაუბრუნოს ხალხს ჭეშმარიტი კომერციულ რყვნისგან თავისუფალი მეტალი, მაგრამ სიმარტივის მიუხედავათ თავისებური ხიბლი აქვს ისტორიას და იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ.

თამაშს აქ ონლაინ მულტიპლეირ რეჟიმიც. სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ სცენურ ბრძოლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ასარჩევად რამდენიმე რუკა და სამი ფრაქციაა: IronheadE ადამიანების ფრაქცია ედის მეთაურობით, გოთი/ემო სტილის Drowning Doom და დემონების Tainted Coil, ბოლო ორი Single Player კამპანიის დროს მხოლოდ მტრის როლს ასრულებენ, Multiplayer-ში კი განსხვავებულ და თავისებურ სტილის უნიტებს თავაზობენ მოთამაშეს.

საერთო ჯამში, Brütal Legend საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური თამაშია, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ “Metal” მუსიკის მსმენელებს. სამწუხაროა რომ პროექტმა საკმარისი კომერციული წარმატება ვერ მოიტანა, რომ მეორე ნაწილის თამაშის შესაძლებლობაც მოგვცემოდა. (Fuck Electronic Arts)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4928
Contact:

Brütal Legend

Unread post#2 » 13 Jun 2011 09:37

ჩემი რჩევა იქნება ვიდეოებსაც უყუროთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Gabriel
Posts: 138
Contact:

Brütal Legend

Unread post#3 » 13 Jun 2011 15:35

Hell +1 რათქმაუნდა კარგად გაქ დაწერილი
ხოლო თამაშს რაც შეეხება რავიცი მე პირადად გავერთე ძალიან და მოვიხიბლე რათქმაუნდა ყველაფერი აქ რაც გინდა ამ თამაშს ნუ ყოველშემთხვევაში მე ესე ვფიქრობ
კიდე იმით მოვიხიბლე რო ozzy იჩითება თამაშში

Riddick
Posts: 9454
Contact:

Brütal Legend

Unread post#4 » 16 Jun 2011 00:08

ბევრი რამ ვიცი ამ თამაშის შესახებ მარა სამწუხაროდ ნათამაშები არ მაქვს =)
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Ripster
Posts: 1466
Contact:

Brütal Legend

Unread post#5 » 22 Jun 2011 02:05

დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი!!!
წავიკIთხე ახლა ეს და მაგრა მომინდა თამაში :D
ოზი რომ გამეძრობა რა ასწორებს :(
You'd better do something about that cough

Ozzy
Posts: 157
Contact:

Brütal Legend

Unread post#6 » 23 Jun 2011 17:32

დაეხმარეთ ოზის ნახოს თავისი თავი თამაშში...

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Brütal Legend

Unread post#7 » 26 Jun 2011 19:36

ძალიან კარგი სტატიაა respect
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

jackson
Posts: 26
Contact:

Brütal Legend

Unread post#8 » 26 Jun 2011 19:52

თანამედროვე მუსიკის მოყვარული არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვარ, განსაკუთრებით როკის, ამიტომ თამაშის სეფასება, რომელიც აქცენტირებულია როკზე ჩემთვის ძნელია.
რაც სტატიას შეეხება, ძალიან კარგია :)

ბოლო სიტყვებს რაც შეეხება, როგორც უკვე ავღნიშნე, ნუ გვავიწყდება, რომ სამწუხაროდ ტამაშები პირველ რიგში ბიზნესია.

ჩემი აზრით შეფერმა ერტადერთი შეცდომა დაუშვა. არ გამოუშვა თამაში PC-ზე. რომ გაეკეთებინა ეს, პროექტს დამატებითი რეკლამა ექნებოდა, ამიტომ კონსოლებზეც უკეთესად გაიყიდებოდა. მკვეთრად შეიძლება არ შეცვლილიყო სიტუაცია, მაგრამ შანსი მაინც მიეცემოდა.

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Brütal Legend

Unread post#9 » 26 Jun 2011 22:59

Psychonauts 2 ზეც იგივეს თუ არ გააკეთებს კარგი იქნება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 4928
Contact:

Brütal Legend

Unread post#10 » 14 Feb 2013 02:33

სტიმზე დაიდო 9$ პრე-ორდერი
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1466
Contact:

Brütal Legend

Unread post#11 » 14 Feb 2013 04:31

მაგრად გამიხარდა პისიზე რომ გამოდის
ლემი ძიას ვნახავ.
და რეალურად როგორი თამაშია? ანუ რას ვაკეთებ. დავხტივარ, დავრბივარ და მონსტრებს ვეხმალავები? :D
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 9454
Contact:

Brütal Legend

Unread post#12 » 14 Feb 2013 04:57

თამაშის სტატიის თემაში მაინც არ გეკითხა ეგ )))
ოუფენვორლდ ედვენჩერია RPG ელემენტებით, გემოვნებიანი საუნდტრეკით, სტილისტიკით და პერსონაჟებით.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
Mchedlo
Posts: 877
Contact:

Brütal Legend

Unread post#13 » 19 Feb 2013 21:32

დამაინტერესა თან სტიმზე გაიჩითა და იქაც ვანხე...
პრე-ორდერს ხო არ აპირებთ ვინმე ბტწ ? ;პ

User avatar
hellwalker
Posts: 4928
Contact:

Brütal Legend

Unread post#14 » 19 Feb 2013 21:50

სამ ფორუმელს მინ აქ უკვე, მულტიპლეიერის თამაშიც შეიძლება უკვე. 24ში მგონი სინგლიც გაიხსნება
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1536
Contact:

Brütal Legend

Unread post#15 » 26 Feb 2013 20:49

ok, this game is so much win!

Riddick
Posts: 9454
Contact:

Brütal Legend

Unread post#16 » 14 Apr 2014 01:00

გაცნობითი შეთამაშება მქონდა )) მივედი გახსნილ სამყარომდე, დავათვალიერე მეფი, რუკა გავხსენი და აწი ჩაუჯდები სერიოზულად. ჯოისტიკით დავიწყე, მარა მაუსი და კლავიატურა რო ვნახე ბევრად მომეწონა, არაა რა სენდბოქსები ჯოისტიკით სათამაში (IMHO).
https://coub.com/view/24rzbh

Riddick
Posts: 9454
Contact:

Brütal Legend

Unread post#17 » 18 Apr 2014 23:12

არადა საერთოდ არ მაინტერესებს ეს მუსიკალური მიმართულება... პროსტა ტიპს ისეთი სიყვარულით და იუმორითააქ მოცემული კულტურა გადმოცემული რო შანსი არაა სიმპატია არ გაგიჩნდეს მეტალის სამყაროს შექმნა თავისთავადაც ძალიან მაგარი იდეაა, ჯერ მარტო ალბომების ყდები რო დაათვარიელო უკვე მოგინდება მსგავსი სამყაროს ხორცშესხმული ვარიანტის ნახვა (მაქედან მოდის თამაშის იდეაც ალბათ). ძაან უხდება ვიზუალური სტილიც (ანიმაციური), რაღაც ბევრად ადვილად აღსაქმელს და გემრიელს ხდის ყველაფერს

ხარვეზებს რაც შეეხება Double Fine-ის მსგავს პროექტებს ყოველთვის ტექნიკურ მხარეში უჭირთ ხოლმე და აქაც ეგრეა. ტექნიკური შესრულება ბევრად უკეთესი შეილებოდა (კომბატი, სტრატეგიული შემადგენელი...), მარა სეთინგის უნიკალურობის გამო ყველაფერს ვპატიობ. ლოკაცია სუფთა MMO სტრუქტურაზე დგას, მარა ნამდვილად არ გაუღიზიანებივარ ამ მომენტს, პირიქით, პროგრესთან ერთად გამოცოცხლება რო დაიწყო ძალიან მოიტანა ატმოსფერომ (თან არ მეზარება ამ დამატებითი მისიების კეთება, უცებ ვაყომარებ, ჯერჯერობით ).

ერთი სიტყვით, ჰევიმეტალის ტიმ შეფერისეული ინტერპრეტაციების ნახვა ცარიელი სიამოვნება აღმოჩნდა )) ჯერ ალბათ 30-40 პროცენტზევარ და გასვლასთან ერთად კიდე მოვაყოლებ ინფოს.

რამდენიმე კარგი გამომივიდა: 1 2 3
https://coub.com/view/24rzbh

Riddick
Posts: 9454
Contact:

Brütal Legend

Unread post#18 » 20 Apr 2014 05:10

Ozzy Osbourne - Believer რო შეაგდებ (კასეტის ჩადების ხმა) და ნიტროს რო მიადგავ ბებრულ მანქანაში ))
უბედური მეტალისტი მგონია თავი ))) დავდივარ პროსტა ვორდში, მუსიკას უსმენ )))
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
SLaYeR
Posts: 4850
Contact:

Brütal Legend

Unread post#19 » 20 Apr 2014 07:51

მეც მასე ვიყავი, თან მერე ლოკაციები რო იხსნება მაგრად მისწორდებოდა, დავდიოდი მასე მუსიკას ვუსმენდი მეტს არაფერს ვაკეთებდი. sidequest-ები დავიკიდე დამეზარა, ხანდახან გავაკეთებდი ხოლმე და ეგ იყო, მუღამი აღარ მქონდა ისე ვიყავი სამყაროში შეთრეული, თან ზოგჯერ ამინდი რო იცვლება მაგარი ატმოსფერო მოქონდა, მარტო ქანდაკებებს და ლეგენდების ქვებს რო დავინახავდი მაშინ გადმოვდიოდი მანქანიდან, ვებერებოდი ჩემი ბებერი ჯართით ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9454
Contact:

Brütal Legend

Unread post#20 » 20 Apr 2014 22:55

ჰანთერის ყველა ქვესთი გავაკეთე და ძალიან დერსკი ნაჯახი დავირტყი )))
კიდევ ერთი Technical Difficulties - Racer X
მგონი ცოტა დამაკლდა სმენა...
https://coub.com/view/24rzbh

Return to “Game Reviews”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests

cron