Dead Space 3, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
jackson
Posts: 26

Dead Space 3

Unread post#1 » 13 Feb 2013 02:21

>>>

ნათქვამია: ,,რამდენიც ადამიანია, იმდენი აზრია''. ამ ფრაზაში ჩადებულია ჰომო-საპიენსების ერთი თვისება - იყვნენ განსხვავებულები. მიუხედავად ბიოლოგიურ დონეზე დიდი მსგავსებისა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ თითოეული ინდივიდი უნიკალურია, ჩვენს ოთხგანზომილებიან სივრცეში ის განუმეორებელია, სხვადასხვაგვარად აღიქვამს გარემოს. ამიტომაც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამყაროს ინტერპრეტაციის ექვს მილიარდამდე ვარიანტი არსებობს.
საერთოდ, როდის იწყებს ადამიანი გარშემომცველი მოვლენებისა და ობიექტების სწორ შეფასებას? ფსიქოლოგები, სხვადასხვა ნეორომეცნიერები, გარკვეულ ასაკს ათარიღებენ, განსხვავებულ კულტურებში ის სხვადასხვანაირიაო, თუმცა შეიძლება რაღაც ტექნიკურ შუალედზე დავიყვანოთო. წლების მანძილზე მეც ასე ვფიქრებდი, მაგრამ ერთ დღეს ჩემამდე მიგნება მოვიდა.
ბავშობიდანვე, როგორც პატარების უმეტესობას, სიბნელის მეშინოდა. ძნელია თქვა რითაა გამოწვეული ეს ფენომენი, არა მარტო ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში. საერთოდ საკითხის უფრო ღრმად გაგებისათვის, განვმარტოთ სიბნელის ცნება. გლეხურად რომ ვთქვათ, ეს არის სინათლის გარეშე დარჩენილი სივრცის ნაწილი. სიშავით დაპყრობილი ეთერის კვეთი. სპექტრი სწორედ შავი ფერით იწყება, ხოლო ბოლოს, ამ ჭრელი ხის კენწეროში, არის თეთრი, რომელიც ყველა ფერის გაერთიანებაა. მიღებულია, რომ ბუნებრივად შავი შეღებილობა, ფერის არ ყოფნაზე მიუთითებს, ანუ პრინციპში სიცარიელეზე. ამიტომ, როდესაც ვინმე სიბნელის შიშზე გპასუხობთ ,,საშიში არაფერია'', პრინციპში ის მართალია. მაშ რა გამოდის, თითქმის ყველა პატარას და მილიონობით ნიქტოფობიით მცხოვრებ ზრდასრულ ადამიანს - სიცარიელის ეშინია?
ზემოთ ვახსენე, რომ სიბნელის ძალიან მეშინოდა. ყოველთვის მეგონა რომ იქ ვიღაც, ან რაღაც იმალებოდა და აუცილებლად ჩემს წინააღმდეგ იყო განწყობილი, მიახლოვებისას დამიჭრს, შემჭამს და ჩემ სათამაშო ავტომატს გატეხავს (ბოლო პუნქტი ყველაზე მეტად მაღელვებდა). ერთ მშვენიერ დღეს, მანიაკალურმა შიშმა დამიპყრო, ისე გამოვიდა რომ სახლში მარტო დავრჩი, სინათლის სხივები ისე განლაგდნენ რომ ოთახის კუთხე სრულ სიბნელეში დარჩა. ვიცოდი მის შესახებ, მეგონა იქ ვიღაც იმალება, იდეალური მომენტი იყო თავდასხმისათვის. ვიფიქრე, სანამ თვითნ მოვა ჩემამდე, ჯობია მე ვეახლო, იქნებ დაფრთხობა შევძლო. ჩემი სათამაშო ავტომატი ავიღე. არა იმიტომ რომ მეგონა მისი დახმარებით ურჩხულს გავანადგურებდი, უკვე ვხდებოდი რომ ის სინამდვილეში ტყვიებს არ ისვრის, ისეთი არაა როგორც იმ დაკუნთულ მამაკაცს ეჭირა ტელევიზორში და ზუგსუკან შენობები უფეთქდებოდა. ოთახში შევედი, ბნელ კუთხეს შევხედე, ჩავისუნთქე და მთელი ძალით გავიქეცი. წარმოიდგიდგენიათ რა მოხდა მერე? რა და ჩემმა ავტომატმა კედელთან დაჯახებას ვერ გაუძლო, გატყდა, ისე ცხარედ კიდევ მხოლოდ მაშინ ვიტირე როდესაც ჯონ ტერის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. ცრემლები როდესაც გამომელია, გონება ისევ დამიბრუნდა, კუთხევს მიუახლოვდი და სიბნელეში ხელი შევყევი, არაფერი, შიგნით შევედი. დამხვდა არაფერი გარდა სიცარიელისა.

>>>

ცარიელი კოსმოსი, როგორც ჩანს, არც ისეთი ცარიელი აღმოჩნდა. ასეთი მომენტები, გახსნილ სივრცეში - ფანტასტიკურად გამოიყურება, გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობითაც. როგორც გარემო, ასევე Dead Space როგორც ბრენდი ნამდვილად არაა ცარიელი, მასში შედის: სამი ძირითადი თამაში, კომიქსების სერია, ერთი, ოცდაცამეტ გვერდიანი სრულ კომიქსი Extraction, გრაფიკული ნოველა Salvage, ანიმაციური ფილმები Downfall და Aftermath, ასევე წიგნი Martyr, ცნობილი ამერიკელი ფანტასტის - ბრაიან ევანსონის ავტორობით.

იმ დღეს საბოლაოდ გამიქრა სიბნელის შიში, ასაკის მომატებასთან ერთად კი პირიქით, წყვდიადის გამოყენებაც ვისწავლე. იცოდე მკითხველო, როდესაც შენ ამ შავ ასოებს კითხულობ, ისინი სრულ სიბნელეშია დაწერილი. ჩემი აზრით, ადამიანის ფანტაზია, მისი შემოქმედებითი ხედვა, ბოლომდე მაშინაა გახსნილი, როდესაც ტვინს თვალების მიერ მიღებული გამოსახულების დამუშავება არ უწევს. პირიქით რომ იყოს, რატომ იარსებებდა ფრაზა: თვალები დახუჭე და წარმოიდგინე? სიბნელე ჩვენი ტვინის მაქსიმალური გამომშავებისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
რას მოვაყოლე ამდენი წინადადებები, ჩემი ბავშობის ისტორია? მეცნიერები ცდილობენ დაამტიცონ როდის იწყებს ადამიანი სამყაროს სწორედ აღქმას, ჩვენ უკვე ამაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით ჩემი ჰიპოთეზა მაქს, ხოლო პირადად უკვე აქსიომად მექცა: ,,ადამიანი, სამყაროს სწორედ აღქმას მაშინ იწყებს, როდესაც ხვდება, რომ იმ ბნელ კუთხეში ურჩხული არ იმალება.'' აი ასე მარტივად, როგორც ყველაფერი გენიალური, ოკამას ბრიტვის გამოყენების მეთოდით ამ მიგნებამდე მივედი. მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც კედლების მართობულ გადაკვეთას უყურებენ და იქ, მართლაც ურჩხული იმალება?
ასეთი ადამიანების სიას მიეკუთვნება აიზეკ კლარკი (ქართულ ვარიანტში უფრო მიღებული იქნებოდა ისააკ კლარკი, მაგრამ ვთვლი რომ ჯობია ისე ვუწოდოთ, როგორც ორიგინალურად ჟღერს მისი სახელი). ჩვენ ის გაგვაცნეს 2008 წლის მიწურულს. იქამდე როგორც გავიგეთ, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა მის ცხოვრებაში. პროფესიით ინჟინერია, ჩემი კოლეგა. სადაც მე გზაზე და ავტოტრანსპორტზე ვსპეციალიზირდები, აიზეკს გაცილებით უფრო მაშტაბური მოქმედების პროფილი აქვს, ის კოსმოსური ჰომალდების ინჟინერია, ხოლო დრომ მისგან ურჩხულების განადგურების ექსპერტიც დააყენა. რას არ გვიშვება ეს ცხოვრება?
Dead Space პირველი ნაწილიდანვე შესამჩნევი პროექტი იყო. ჰორორი, მთელი ინდუსტრიის მაშტაბში, ნამდვილად არ გაზაფხულობს, ჟანრი ახლა კრიზისში იმყოფება, მომხმარებელი უკვე მიეჩვია ჰიპერძალადობას, ამიტომ ძალიან ძნელია ის რაღაცით შეაშინო. პირველ თამაშს ეს უმეტეს შემთხვევაში გამოსდიოდა: ნახევრადწვდიადში ჩავარდნილი სივრცეები, ხმები, გარემო, ყველაფერი ეს საკმაოდ არაკომფორტულ ატმოსფეროს ქმნიდა, რომელიც ძლიერად აწვებოდა ნერვებზე, მაგრამ, როგორც ნებისმიერ მასობრივ პროდუქტს, მასაც ჰქონდა ნაკლოვანებები, თანაც კატასტროფული. პირველი საათების განმავლობაში თამაში აკვირებდა ადამიანს, შემდეგ კი... შემდეგ კი არაფერი. მოსაწყენი პროცესის გამო, ძალიან დიდი იყო იმ მოთამაშეების რაოდენობა ვინც ფინალი Youtube-ში ნახა.
დეველოპერმა, Visceral Games, მეორე ნაწილს მარტივი ლოგიკით შეუდგა, გაეკეთებინათ უფრო მხიარული გეიმფლეი. მივულოცოთ, ამას მიაღწიეს, მეორე რაუნდი წარმატებული აღმოჩნდა, ტიტრებამდეც ბევრმა მიაღწია, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს, ახლა უკვე ხალხს პირველის ატმოსფერო აკლდა, მოქმედების მომატებასთან ერთად, პროპორციულად იკლო ნერვების გამწეწავმა მომენტებმა.
მესამე ნაწილის ანონსს და პირველი გეიმფლეის ვიდეოს ჩვენებას, საზოგადოების ცხარე უკმაყოფილება მოჰვა. სერიაში კოოპერატივი გაჩნდა. მახსოვს ის კომენტარები, რომლებსაც ამბების ქვემოთ ვკითხულობდი, როგორც ჩანს ყველა შეთანხმდა, რომ თამაშსს არავინ იყიდდა. მიუხედავად ყველაფრისა, დეველოპერმა მაინც თავისსას მიაწვა, PR კომპანიის მანძილზე ბევრ რამეს დაგვპირდნენ, რაღაც ჩვენითაც ვნახეთ და აი როდესაც ცნობილი ტრილოგიის ბოლო კადრები ვნახე, მზად ვარ მკითხველო გაგიზიარო ყველაფერი, რაც სათქმელი დამიგროვდა.
პირველად აიზეკი მუტირებულ ორგანიზმებს, ნეკრომორფებს, პლანეტური გამანდგურებლის კლასის კოსმოსურ ჰომალდზე Isimura-ზე შეხვდა. შემდეგ მან კოლონიურ ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყო თავი, იქვე ქალაქში იბრძოლა, ახლა აიზეკს თოვლის საბნით დაფარულ პლანეტაზე გზავნიან, რომელსაც ძალიან ლამაზი სახელი აქ - ტაუ-ვოლანტის. თუმცა, მოცდა მოგიწევთ, პირველი რამოდენიმე საათი კლასიკური, ოთახური გეიმფლეი გელოდებათ.
გაგიკვირდებათ მაგრამ თამაშში ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეულწილად გახსნილია სასიყვარულო სამკუთხედის თემა. ჩვენ ისევ შევხდებით ლამაზმან ელის მეორე ნაწილიდან, რომელმაც თვალი დაიბრუნა (რატომღაც სხვა ფერის), სწორ ადგილზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სპეცსასმსახურის ხელმძღვანელი ოპერატორი, რობერტ ნორტონი შეიყვარა, იქამდე კი აიზეკთან ჰქონია რომანი. ვითომ არაფერი, მაგრამ სასიამოვნო ბონუსია.

>>>

ჭაღარაშეპარებული აიზეკი და ელი. მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ნეკრომორფული კოშმარის ერთად გადატანა. აიზეკს, სხვათა შორის, ტყუილად არ ჰქვია ასეთი სახელი, ის ცნობილი ფანტასტი მწერლების საპატივცემულოთაა შერქმეული ამგვარად. კერძოდ, ამერიკელი აიზეკ აზიმოვი და ინგლისელი სერ არტურ კლარკი.

შეიძლება დიდი კონტროვერსიის, ანდაც თავდაპირველი ჩანაფიქრის გამო, ზუსტად დადგენა რთულია, მაგრამ თქვენ არჩევანი გაქვთ, ითამაშოთ მარტო, სადაც პროცესში მონაწილეობას მხოლოდ აიზეკი მიიღობს, ანდაც კოოპერატივში, სადაც უკვე ორი ადამიანია დაკავებული ნეკრომორფების განადგურებით. აიზეკის მეგობარი, თუმცა ეს გაზვიადებული ნათქვამია, არის სპეცსამსახურის ოპერატორი ჯეკ კარვერი. თუ თქვენ კოოპს აპირებთ, გირჩევთ სწორედ კარვერის როლში გამოხვიდეთ, რადგან მისი ისტორია შედარებით უფრო საინტერესო გამოდგა. ის მხოლოდ ახლა იწყებს ნებისყოფურ ბრძოლას საიდუმლო მარკერთან.
დიახ, აქაც ყველაფერი ცუდის მიზეზი არა რუსეთია, არამედ დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ობელისკი, რომელსაც გმირები მარკერს ეძახიან. მისი ზემოქმედება ხალხში მუტაციას იწვევს, მაგრამ გამოჩნდნენ ისინი ვინც მას ეთაყვანნენ, ჩამოყალიბდა ახალი რელიგია - უნიტოლოგია. და სანამ იფიქრებთ რომ ეს სანტექნიკოსთა გაერთიანებაა, გეტყვით, ისინი ფანატიკოსები არიან, რომლებსაც სჯერა, მარკერი კაცობრიობას განწმენდისკენ მიიყვანს და ახალ, უკეთეს ერას გაუხსნის კარებს. ალბათ მართლები არიან, მაგრამ იპოვა ხალხი რომლებიც მასობრივი განადგურების წინააღმდეგი არიან, მათ შორის, ჩვენი გმირიც, აიზეკ კლარკი.
ცარიელი კოსმოსის (სწორედ ცარიელი და არა მკვდარი, სიტყვა Dead ინგლისურ მეტყველებაში პირდაპირი მნშვნელობის გარდა, გამოიყენება როგორც სიცარიელის ხატოვანი ფორმა), სიუჟეტის მხრივ არ შეიძლება ითქვამს რომ ძლიერია, თუმცა გადმოცემული ისტორია მეტ-ნაკლებად ჩამთრევია და რაღაც მომენტში ინტერესის გაღვივებაც შეუძლია, მაგრამ თამაშის ქრონომეტრაჟი მარხავს შემქმნელების მცდელობას თაბროდამხვევი თავგადასავლის შექმნაზე, რადგან სათამაშო პროცესი ძალიან გრძელია, თანაც ბევრ ადგილში ის ხელოვნურათაა გაწელილი. საერთოდ ინდუსტრიაში ახლა ისეთი მომენტია, სადაც სუფევენ პროექტები, რომლებშიც ინტროდან - ფინალამდე იმდენივე საათია, რამდენიც ერთი ხელით დაითვლება, ზოგჯერ ეს კარგია, თამაში მოწყენას არ ასწრებს, მაგრამ Dead Space 3-ს შემთხევაში, სამწუხაროდ ასე არ გამოვდა, ის შეიძლებოდა სადღაც 30 % -ით მცირე ყოფილიყო და შთაბეჭდილებები გაცილებუთ უფრო დადებითი იქნებოდა, რადგან ბოლოსკენ უკვე იგრძნობა დაღლილობა. ფინალისკენ დიდ ოთახს როდესაც ვხედავდი მეშინოდა, არა იმიტომ შემქნელებმა დაძაბვის ახალი ხერხი იპოვესო, არამედ იმისა რომ ისევ უსასრულოდ გრძელი ბრძოლა მელოდა, უსასრულად სულელ ურჩხულებთან.
ბრძოლებს რაც შეეხება, ახლა უკვე მეტოქეები ადამაიენბიც გახდნენ, თუმცა თამაშში ისინი არც ისე ხშირად გამოდიან. თავიდან ვეწინააღმდეგებოდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თამაშისას მივხდი რომ ეს სწორი მიგნება იყო, ძმები გონებით გეიმფლეიში მრავალფეროვნების შემოტანის ფუნქციას კარგად ასრულებენ, თანაც, საკამოდ საინტერესოა ბრძოლები სადაც კონფლიქტის სამივე მხარე ერთ არენაზე გამოდის, ერთგვარი free-for-all.
ნეკრომორფებმა ევოლუცია არ განიცადეს, ახალ ჯიშებს პრაქტიკულად არ შეხვდებით, რამოდენიმე დიდი ბოსი არ ითვლება. თუმცა არის ერთი ობობისმაგვარი რომელიც მთელი თამაში თქვენი ნერვების შლით იქნება დაკავებული.
Dead Space-ში ყველაზე მეტად მომწონდა არა ატმოსფერო და ასეთი რაღაცეები, არამედ კამერა, როგორ იქცევა ის ეკშენ მომენტების დროს, როდესაც რაკურსი დაბალი რჩება და გმირს არ სციდლდება, ქაოტურად ტრიალებს, ამისგან სცენები უფრო მაშტაბურად გამოიყენება, თანაც ჩათრევის ეფექტის კოორდინატები მაქსიმუმის წერტილის იდენტურია.
სპეციფიკურმა ლოკაციამ თავისი ცვლილებები შეიტანა გეიმფლეიში, დათოვლილი პლანეტა გახვეულია მუდმივ თოვლის ქარბუქებში, ზოგჯერ ხედვის არეალი მხოლოდ რამოდენიმე მეტრია, ძლიერი ჰაერის ნაკადი გადაადგილებას აფერხებს. თოვლის დიდი საფარი კი მტრებისთვის კარგი დასამალია, ურჩხულები ზოგჯერ პირდაპირ ფეხებთან ამოგიხტებტებათ.

>>>

მერე რა, რომ ზამთარია? მიუხედავად იმისა, რომ ტაუ-ვოლანტისზე უმეტესად თოვს, ზოგჯერ ბუნება იცოდებს აქ მცხოვრებ არსებებს. პლანეტაზე მოგიწევთ ორასი წლის წინ მიტოვებული შენობების გამოკვლევა. ასევე, მათი საიდუმლოებების ამოხსნაც, სპეციალური ოთახებითა და დატოვებული აუდიოჩანაწერებიც. აიზეკი სათამაშო პროცესის დიდ ნაწილს ჩაკეტილ დერეფნებში ატარებს, მაგრამ სუფთა ჰაერის დეფიციტსაც არ განიცდის.

საერთოდ მხატვრებმა კარგად იმუშავეს, მათი ჰონორარი მიზანმიმართულია. გახსნილი კოსმოსი, ტაუ ვოლანტისი, კოლონია, სხვადასხვა ლაბორატორიები, ყველაფერი შესანიშნავად გამოიყურება, იქნებოდა უკეთესი, გრაფიკული ძრავა რომ ძლიერი ყოფილიყო. თამაის გამოსვლის წინ დეველოპერებმა გამოაცხადეს, მათი პროექტი ნებისმიერ პლატფორმაზე ერთნაირად გამოიყურება. სიტყვა შეასრულებს, PC ვერსიაში თქვენ მოგიწევთ კონსოლური, გათხაპნილი ტექსტურების დათვალიერება, თუმცა ეს უმეტესად მაშინ შეიმჩნევა როდესაც კამერა დიდ ზუმს აკეთებს, ამიტომ არც ისე ცუდადათა საქმე.
მიუხედავად ყველაფრისა, ტექნიკურად პროექტი კარგად გამოიყენება, ერთი წამითაც არ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ეს მაღალბიუჯეტიანი თამაშია, რომელსაც აპროგრამებდა, წერდა, და ხატავდა ხალხი სწორი ხელებით.
ამ ნაწილში დეველოპერებმა ბევრი ცვლილება გააკეთეს, მაგრამ პროექტმა თავისი სტილი მაინც შეინარჩუნა, ნებისმიერი კადრი თამაშიდან ცნობადია. საერთოდ ყოჩაღ EA, კარგად იმუშავა იმაზე რომ ბრენდი ცნობადი ყოფილიყო, უკვე ლეგენდალური აიზეკის სამსხივიანი ჩაფხუტი მასაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე სხვა ატრიბუტიკაც, ეს კი პროექტზე დადებითად მოქმედებს.
დეველოპერები დაფიქრდნენ კიდევ რა დაემატებინათ პროექტში, ფიქრისას ვიღაცას გაახსენდა - ხალხო, აიზეკი ხომ ინჟინერია! ამიტომ, მისტერ კლარკის შესაძლებლობების გახსნა გადაწყვიტეს. საერთოდ ამ ნაწილში გმირი მაქსიმალურად აჩენს თავის ინჟინერულ სიძლიერეს, სიუჟეტში ეს არაერთხელ ჩანს, ასევე კრაფტინგში. მოთამაშეს ეძლევა საშუალება ისეთი იარაღი შექმნას როგორიც მას უნდა, პრინციპში სისტემა უფრო მარტივია ვიდრე შეიძლება გეგონოთ.
ყოველი იარაღი შედგება სამი დეტალისაგან - ხელსაჭერი და ორი ცეცხლისასროლი აპარატი. თქვენ ცეცხლის აპარატის კომბინაციით შეგიძლიათ ორფუნქციონალური მოწყობილობა ააგოთ. დამატებითი მოდულები უმეტესად კოოპერატივისთვისაა, მაგალითად: პატარა გაჯეტი მეგობრის სიცოცხლის მოსამატებლად.
როდესაც მარტო გადიხართ თამაშს, მაშინაც კი მარტივი შესამჩნევია რომ პროექტი ძირითადად კოოპზეა აქცენტირებული. ჯეკ კარვერი ამ რეჟიმში მხოლოდ კატსცენებში ჩანს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ალოგიკურად გამოიყურება, როდესაც ის მიუღწეველ ადგილზე გამოდის კარიდან, სადაც დანამვილებით იცით რომ არ მისულა. ზოგჯერ შეხვდებით კარებს, რომლებსაც ამაყათ აწერიათ COOP.

>>>

აიზეკ კლარკი და ჯეკ კარვერი. რაც არ უნდა ითქვას, ერთმანეთს უხდებიან. კოოპერატიულ რეჟიმში ზოგიერთი დავალებისთვის ჯეკი აუცილებელია, თუმცა მის გარეშეც ისტორია არ კარგავს მთლიანობას, სიუჟეტში ის არც ისე დიდ როლს თამაშობს, თუ რატომაა ეს გაკეთებული ისედაც ნათელია. მარტო დახურვის შემდეგ, მეორეჯერ უკვე ჯეკის როლში თამაში უფრო მიზანმიმართულია, რადგან ისტორისს მცირე, მაგრამ გარკვეულად სხვა მხარესაც გახსნით.

EA-მ უკვე დაამტკიცა თავისი კაპიტალისტური სტატუსი. გამომცემელს უნდა ფული, თანაც ძალიან ბევრი, მაგრამ რას იზამ, ყოველთვის არ გამოვა. რამოდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ, რაღა დავმალოთ და, ლეგენდალური შუტერების სერია - Medal of Honor, გაურკვეველი პერიოდით დაიხურა და როტაციიდან ამოვარდა, ელექტრონიკების ეპოქალური გეგმა წელიწადში ერთი დიდი შუტერის გამოშვებისა წყალში ჩავარდა, ახლა DICE-ს ორმაგი ძალით მუშაობა მოუწევს, იმედი ვიქონიოთ, ეს Battlefield-ის ბორბლებში ჯოხებს არ ჩასვამს.
ფულის გაკეთების სურვილი Dead Space 3-შიც ნათლად ჩანს. თუ გინდათ რომ საუკეთესო იარაღები ააწყოთ, მათი დეტალებისთვის რეალური ხარჯებია საჭირო. თამაშში არის რამოდენიმე ოთახი სადაც შესასვლელად სპეციალური ბარათებია აუცილებელი, ცარიელ კოსმოსში ისინი არ მოიძებნება, თუმცა შიგამაღაზიაში ძალიან კონკრეტული ფასი ადევთ. ამ ყველაფერმა არ უნდა შეგაშინოთ, Dead Space 3 ყოველგვარი დამატებით ხარჯების გარეშეც შესანშნავად ითამაშება.
EA-ს კიდევ ერთი ოქროს საწმისი, Dead Space 3-ის მიკროტრანზაქციული ელემენტების სახით არგონავტებმა გაიტაცეს. მოთამაშეებმა იპოვეს ხრიკი, მერვე თავში ჰომალდში განმეორებითი შესვლით იხსნება ყველა ფასიანი რესურსი. დეველოპერებმა კომენტარი გააკეთეს, რომ არანაირ პაჩში ეს შეცდომა არ გამოსწორდება. ასეთი საქციელი Visceral Games-ის მიმართ დიდ პატივისცემას იმსახურებს, ჩუმად ისინი მაინც წავიდნენ გამომცემლის წინააღმდეგ.
მოვიდა დრო შევაჯამოთ ყველაფერი. რა მივიღეთ ჯამში? Dead Space 3, რაც არ უნდა ბევრი ვილაპრაკოთ - კარგი თამაშია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მას აქვს გარკვეული ნაკლოვანებები, მაგრამ გაცილებით უარესი შეიძლებოდა. სათამაშო პროცესი სადღაც მოსაწყენია, მაგრამ მთლიანობაში საინტერესოა, პერსონაჟები არც ისე ცუდათაა გაწერილი, სიუჟეტი ძველებურად არა, მაგრამ ინტრიგას მცირე დოზით ინახავს. ელის მკერდი გაეზარდა. Visceral Games-მა თავზე ლაფი არ გადაისხა, შედევრი შეიძლება არ გამოუვიდა, მაგრამ ეს ღირსეული გაგრძელებაა, შეიძლება საუკეთესო სერიაში.
Dead Space 3-ს თამაშისას მთავარია შესაფერისი გარემო შეიქმნათ, სინათლე ჩააქროთ, ყურსასმენები თავზე კომფორტულად მოირგოთ, დაივიწყოთ ყველაფერი დანარჩენი და მთლიანად ცარიელი კოსმოსის მკლავებში ჩავარდეს. ვინ იცის, იქნებ ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ყოველ ბნელ კუთხეში ურჩხული გელანდებოდათ, სინამდვილეში კი, იქ მხოლოდ სიცარიელე იყო. თუმცა...

>>>

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Dead Space 3

Unread post#2 » 13 Feb 2013 02:52

სხვალ წავიკითხავ და შენი სტატიების ამბავი რო ვიცი თამაშიც მომინდება ამის :D
smothered in the crib

jackson
Posts: 26

Dead Space 3

Unread post#3 » 13 Feb 2013 02:57

grigoli
ნუ, შენი გადასაწყვეტია. თუ წინა ნაწილები გევასა, ესეც კაია.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 131 guests


cron