Parasite Eve, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Parasite Eve

Unread post#1 » 18 Oct 2012 16:22

Parasite Eve - Square-ის მიერ (Square Enix) სათამაშო კონსოლი PlayStation-ისთვის 1998 წელს გამოშვებული, survival horror-ის ელემენტების მქონე (J)RPG. თამაშის სიუჟეტის ძირითადი ნაწილი ხედაეკი სენის საშინელებათა ჟანრის რომანზე "Parasite Eve" დაფუძვნებული.

სტატიის საუნდტრეკი - N1
>>>

სათამაშო პროცესი
Parasite Eve-ს, Final Fantasy-ს და მისი მსგავსი ტრადიციული იაპონური JRPG-სგან რამდენიმე ფუნდამენტური ელემენტი ანსხვავებს - აიას ბრძოლის ვერლზე ყოველგვარი ქულების დახარჯვის გარეშე შეუძლია გადაადგილება. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება კი რადიკალურად ცვლის თამაშის საბრძოლო მექანიკას და ტრადიციული იაპონური RPG-ს პარალელურად მას სხვა ჟანრების ელემენტებსაც მატებს. მოცემული მექანიკის საშუალებით, ასევე მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ტიპის მონსტრებთან ბრძოლის წარმოების ტაქტიკების რაოდენობაც.

პერსონაჟები
>>>
Aya Brea - პატარაობიდანვე პოლიციაში მუშაობაზე ოცნებობდა, რაც საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. სრულიად შემთხვევით საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და მიტოქონდრიების საზარელი ძალისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. მაგრამ, როგორც თამაშის მსვლეობისას შევიტყობთ, მისი ისტორია გარკვეული ინტიგებითაც არის გაჯერებული.

>>>
Maya Brea - აიას და. აიას თითქმის არაფერი ახსოვს თავისი ბავშობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაღუპულ პატარა დას აუცილებლად ამოიცნობდა. თუ როგორ და რისთვის ევლინება მაია თავის დას, ამ ყველაფერზე პასუხს თამაშის ბოლო მომენტში შეიტყობთ.

>>>
Melissa Pearce - საოპერო მომღერალი, რომელმაც საკუთარი ჯამრთელობის ფასად მიახწია წარმატებას და ცნობილ სპექტაკლში მთავარი როლი მიიღო. მაგრამ მისი პირველივე კონცერტი ასობით დამწვარი ადამიანის რექვიუმად იქცევა. ზუსტად მის სხეულშია ევა ჩასაფრებული და მოვლინებისთვის საჭირო ძალების ნელნელა მოკრეფით, თავის საათს ელის.

>>>
Danniel Bo Dollis - საკუთარი საქმის ერთგული და საკუთარ შვილზე უზომოდ შეყვარებული, აიას გამოცდილი მეწყვილე.

>>>
Ben Dollis - დენიელის შვილი, რომელიც გაუთავებლად სხვადასხვა სახიფათო სიტუაციებში ებმევა, მაგრამ მოქმედი პერსონაჟები მას ყოველთვის შველიან.

>>>
Kunihiko Maeda - იაპონიაში მიტოქონდრიების გამოკვლევებზე მომუშავე, ნიჭიერი მიკრობიოლოგი. იმის შემდეგ რაც ხვდება, რომ კარნეგი-ჰოლში მომხდარი ინციდენტი მასთან პირდაპირ კავშირშია, აიას დასახმარებლად მაშინვე ნიუიორკში მიფრინავს.

>>>
Hans Clamp - მეცნიერების განვითარებისთვის, ათასობით ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლის გაღებაზე წამსვლელი, საერთაშორისო დონეზე ცნობილი გენიალური მეცნიერი. რატომ აღმოჩნდნენ დენიელის ცოლი და შვილი მისი "ექსპერიმენტალური ვირთხების" სიაში?

>>> >>>
Wayne Garcia & Torres Owens - პირველი - პოლიციის განყოფილებაში მომუშავე და ყველანაირი ნაგავისგან მძლავრი იარაღების შექმნით აიას გულის გამხარებელი, ცეცხლსასროლი იარაღების სპეციალისტი. მეორე - უეინის უფროსი და დამრიგებელი, გამოცდილი პოლიციელი, რომელმაც იარაღთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის გამო საკუთარი ქალიშვილი დაკარგა.

>>>
Douglas Baker - დენიელის და აიას, მეჩვიდმეტე განყოფილების უფროსი. უმოძრაობამ და დოკუმენტებთან გატარებულმა წლებმა შიძლება იმოქმედეს მის წონასა და გარეგნობაზე, მაგრამ მისი ვაშკაცური ხასიათი და თავდადების გრძნობა კვლავ უცვლელი რჩება.

სტატიის საუნდტრეკი - N2
>>>

სიუჟეტი
თამაშის მოქმედება ნიუიორკში 1997 წლის 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ვითარდება.
ნიუიორკის პოლიციის სერჟანტი, აია ბრეა, კარნეგ-ჰოლში გამართულ ოპერას ესწრება. ოპერის მსვლელობის დროს, აიის და ოპერის მომღერალი მელისა პირსის გარდა, დარბაზში მყოფ ყველა სტუმარს უეცრად ცეცხლი ეკიდება. ამასობაში, სცენაზე მდგომი მელისა საკუთარ თავს "ევას" უწოდებს და საკონცერტო დარბაზიდან უჩინარდება. ოპერის მომღერალს დადევნებული აია კი კარნეგ-ჰოლის შენობაში მისი გარდაცვლილი დის მსგავს, უცნაურ გოგონას და საზარელ მონსტრებად გადაქცეულ ცხოველებს აწყდება. ცოტა მოგვიანებით აია ევასაც პოულობს და ხედავს, თუ როგორ იქცევა იგი უზარმაზარ მონსტრად, რის შემდეგაც კანალიზაციაში გარბის. კანალიზაციაში ხეტიალის დროს, გამომძიებელი კვლავ პატარა გოგონას სილუეტს დაინახავს და ამჯერად მის დადევნებას გადაწყვეტს. სიტუაცია ისევ იცვლება და გოგონას მაგივრად აია კვლავ ევას პოულობს, რომელიც მას მიტოქონდრიების გამონთავისუფლებაზე უწყებს ლაპარაკს. საუბრის შემდეგ, ევა მოქმედების ადგილიდან მიდის, ხოლო მოთამაშეს უზარმაზრ მონსტრად გადაქცეულ ალიგატორს უტოვებს შესაბრძოლებლად. შემდეგ დღეს, აია მის თანამოწყვილე დენიელთან ერთად, ამერიკული ისტორიიის მუზეუმში ცნობილ მეცნიერ, დოქტორ კლამპთან შესახვედრად მიემართებიან, სადაც მეცნიერი მათ მომხდარის შესაძლო მოტივებზე და მიტოქონდრიების ევოლუციაზე ესაუბრება. მიტოქონდრიები ჩვეულებრივ პირობებში - უჯრედების ენერგიით უზრუნველმყოფი ორგანოიდები. ევას შემთხვევაში კი გენეტიკური ინფორმაციის დამოუკიდებლად შენახვის, საერთოდ ყველანაირი უჯრედის გარეშე არსებობის შესაძლებლობის და ენერგიის გამომუშავების უსაზღვრო მარაგის მეშვეობით, მიტოქონდრიები განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდნენ და მათივე მატარებლის სახით, დედამიწაზე არსებულ ყველანაირ უჯრედულ სიცოცხლეს, მათ შორის ადამიანსაც, ომი გამოუცხადეს. აიაზე კი გაუკვეველი მიზეზის გამო მიტოქონდრიების ახალი შესაძლებლობები უარყოფითად არ მოქმედებენ, იგი პირიქით, საკუთარ თავში რაღაც გარკვეული პარანორმალური შესაძლებლობების აღმოაჩენას იწყებს.

>>> >>>

ნიუიორკის ცენტრალური პარკი
იმავე საღამოს აიას და დენიელს, მონსტრებით სავსე ნიუიორკის ცენტრალურ პარკში, ამჯერად მელისა პირსის (ევას) გამართულ მეორე კონცერტზე უწევთ გამგზავრება, სადაც დენიელის შვილი და მისი ყოფილი მეუღლე იმყოფებიან. ამჯერად კონცერტის ყველა სტუმარი რაღაც გაურკვეველ საერთო მასად იქცევა; კონცერტის დასრულების შემდეგ კი აია კვლავ პატარა გოგონას (მაია) ხვდება. რის შემდეგაც, პარკის საპირისპირო მხარეს გადასვლისას, კვლავ ევასთან უწევს შეხვედრა. შეტაკება აიასთვის წარუმატებლად, ევას გაქცევით მთავრდება. ამ დროისთვის, მიტოქონდრიული მონსტრები უკვე მთლიანად ქალაქის უსაფრთხოებას ემუქრებიან და პოლიცია მანჰეტენის ევაკუაციას იწყებს. ამასობაში აიას, დენიელი და იაპონელი ტურისტი კუნიხიკო მაედა პოულობენ. რის შემდეგაც, მაედა, დენიელს და აიას იაპონიაში მომხდარი მსგავსი მოვლენების შესახებ უყვება. მაედას ვარაუდით, ევა მისი იაპონელი წინამორბედის მსგავსად, სრული მიტოქონდრული ზეარსების დაბადებისთვის იბრძოლებს.

წმინდა ფრანცისკოს საავადმყოფო
საკუთარი, ახლად შეძენილი ძალების წარმომავლობის შესაცნობად, აია კვლავ დოქტორ კლამპს მიმართავს, რომელიც, დეტექტივის სისხლის გამოკვლევის მეშვეობით იგებს, რომ აიას, ევას მსგავსად, სხეულში ევოლუცირებული მიტოქონდრიები ყავს. მაედას აზრით, ბავშვის ჩასახვისთვის, ევა წმინდა ფრანცისკოს საავადმყოფოს ესტუმრება. მოცემული ინფორმაციის ხელმძღვანელობისთვის შესატყობინებლად განყოფილებაში გამგზავრებული გმირები, მისვლის თანავე ერთ უსიამოვნო ამბავს იგებენ - ევა უკვე განყოფილების ტერიტორიაზეა. ამასობაში აია გებულობს, რომ დენიელის შვილი ბენი, ინფიცირებულ პოლიციელების ძაღლ შეივას გაეკიდა და დაუყოვნებლივ მათ მოსაძებნად მიემართება. უკვე მუტირებული შეივას დამარცხების შემდეგ, აია ბენს ძაღლისთვის შურისძიებას პირდება. ევა კი მოცემულ სიტუაციას იყენებს და ამასობაში წმინდა ფრანცისკოს საავანდყოფოდან მისთვის საჭირო სპერმის (შაი) ნიმუშებს იპარავს. გაქცევისას, მის შეჩერებას შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ორი ვერტმფრენი ცდილობს, მაგრამ ევა პილოტებს მარტივად უსწორდება, რის შემდეგაც ვერტმფრენები ჰოსპიტალის სახურავზე ენარცხებიან.

სტატიის საუნდტრეკი - N3
>>>

ევოლუცია
აია აღმოაჩენს, რომ კონცერტზე დაღუპული ხალხისგან წარმოქმნილი ევოლუცირებული მიტოქონდრიების ციტოპლაზმური ბიომასა, ქალაქის კანალიზაციაში გროვდება. მოგვიანებით კი გებულობს, რომ იგი და დოქტრო კლამპი, ერთი საერთო შეთქმულების ნაწილი არიან: რამდენიმე წლის წინ, ზუსტად დოქტორ-კლამპი ატარებდა მიტოქონდრიებზე ექსპერიმენტებს, ხოლო მათი მეშვეობით გამოყვანილი ევოლუცირებული მიტოქონდრიების პირველი მატარებლები კი აია და მელისა პირსი გახდნენ. აია კვლავ ისტორიის მუზეუმში ბრუნდება, უბრალოდ ვიზიტის მიზანი ამჯერად ევას ნახვაა. მისი მეოთხე სართულზე აღმოჩენის შემდეგ, ევას ცხრა თვის ფეხმძიმობის შესახებ ხდება ცნობილი. აია ფეხმძიმედ მყოფი ევას მოკვლას ცდილობს, მაგრამ იგი კვლავ ახერხებს გაქცევას და ამჯერად უსაფრთხო თავშესაფრად თავისუფლების კუნძულს ირჩევს. სამხედროების დახმარებით აია თავისუფლების კუნძულზე ხვდება, სადაც უკვე საბოლოოდ ამარცხებს ევას.

«Liberation»
გახარებული და თავისუფალი იგი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კრეისერზე ხვდება. მაგრამ მოხდა საზარელი - ზეარსებამ დაბადება მოასწრო. აია უკანასკნელი ძალებით ცდილობს მასთან ბრძოლას, რის დროსაც უეცრად მაედი მას მონსტრის დასამარცხებელ ერთადერთ საშუალებას, თავისი მიტოქონდრიებისგან გაკეთებულ ტყვიებს აძლევს. მაგრამ მოცემული მაინც არ აღმოჩნდება საკმარისი - ზეარსება კვლავ ცოცხალია, რის გამოც აია კრეისერის აფეთქების გადაწყვეტილებას იღებს, რის შემდეგაც საოცრებით რჩება ცოცხალი.

EX Game
თამაშის დასრულების შემდეგ მოთამაშეს პროგრესის დამახსოვრებას შესთავაზებენ, რის შემდეგადაც ახალი რეჟიმი ხდება ხელმისაწვდომი. EX Game-ში თამაშის ჩვეულ წყობას, ერთი ახალი, 77 სართულიანი ლოკაცია, სახელად კრაისლერ-ბილდინგი ემატება. შენობის ყველა სართული, როგორც ნაცნობი და გაძლიერებული, ასევე ახალი სახეობის მონსტერბით და ბოსებით არის სავსე.

მუსიკა
თამაშის გამოსვლის შემდეგ მისი ორი საუნდტრეკის დისკი იქნა გამოცემული: ორიგინალი და რემიქსები. მუსიკალური გაფორმება ეკო სიმამურას შექმნილია. «Somnia Memorias» ტრეკი 2001 წელს გამართულ Square Vocal Collection გამოფენაზე წარმოადგინეს.
Parasite Eve Original Soundtrack - Download
Parasite Eve Remixes - Download
სტატიის საუნდტრეკი - N4

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Parasite Eve

Unread post#2 » 18 Oct 2012 17:29

სქრინებს რო შევხედე ნოსტალგია მომაწვა )) ახალ წლებზე გავიხსენებდი ამას
რა კარგი ატმოსფერო ქონდა და როგორ საინტერესოდ მიდიოდა სიუჟეტი
მუსიკას საერთოდ მაღალ საფეხურებზე აყავდა, არცაა გასაკვირი Yoko Shimomura როცაა კომპოზიტორი ))
ისე ზოგადად ძალიან საინტერესოდ გაკეთებული თამაშია, JRPG survival horror-ების სტილში..მთავარი დატვირთვა სთორილაინზე...გეიმფლეიში random battle-ებს თუ არ ჩავთვლით რომელიც იმ დროს მახასიათებელი იყო Square-ის თამაშებისთვის, საერთოდ განსხვავებულ experience-ს იძლევა.. სხვათაშორის ასეთი ბრძოლის სისტემა არის Vagrant Story-შიც, იქ random battle-ებიც აღარაა..
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 91 guests


cron