Gothic I,II, სერიის რეტროსპექტივა

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
Riddick
Posts: 11696

Gothic I,II

Unread post#1 » 07 Oct 2012 00:18

თამაში რომელზეც დღეს მინდა დავწერო, ჩემს მსგავსად, ალაბთ კიდევ ბევრის ბავშობის ტკბილ მოგონებას წარმოადგენს. ერთის მხრივ ეს იყო ბრძოლა (ოპტიმიზაციასთან), მეორესმხრივ დაუვიწყვარი სამყარო და თავგადასავალი, რომლის დატოვებულ შთაბეჭდილებას დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ. ჩემი და ერთერთი ყველაზე ეპიკური ჟანრის, სახელად RPG-ს მჭიდრო კავშირიც ზუსტად ამ თავგადასავლით დაიწყო. ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში კი შევეცდები სრულიად მოუყარო თავი თამაშის პირველ ორ, ყველაზე წარმატებულ ნაწილებს და ეპიკური Gothic 1,2 გაგახსენოთ. ასევე გამიხარდება თუ გაიზიარებთ ენთუზიაზმს და პოსტებში თქვენს მიერ დაგროვილი თავგადასავლის შესახებაც მოგვიყვებით.

Gothic

2001 წლის დასაწყისში Piranha Bytes-მა გეიმიგ ქომუნითის ZenGin ძრავზე შექმნილი ახალი RPG წარმოუდგინა. პირვანდელი ვერსია, როგორც გახსოვთ გერმანულ ენოვანი იყო და მისი თამაში გეიმერების მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა. ერთი წლის დაგვიანებით კი 2002 წლის 25 ოქტომბერს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის თამაშის სრული რუსული ვერსიაც გახდა ხელმისაწვდომი.

>>>

ბარიერის შიგნით შექმნილი სამყაროს ასახვა - Fallout და იგივე Outcast შედარებით, Gothic-ის სამყაროს ტეროტორია არც ისე დიდი, მაგრამ საოცრად კომპაქტურია. ცხოველებით სავსე ტყეები, უზარმაზარი ჩანჩქერები, მდინარეები, ჭაობიანი მიდამო, ქვიშის სანაპიროები, ორი მაღარო, სამი მოზრდილი დასახლება და უამრავი საიდუმლო ადგილი ერთი არცთუისე დიდი ბარიერის ქვეშ არის განთავსებული. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჯადოქრების შექმნილი ციხის მიდამოებში ხეტიალის დროს Gothic-ის მოთამაშის გულში უჩვეულო მყუდროების და კონფორტის გრძნობა უჩნდება.

დიახ, თამაშის მოქმედება მართლაც ციხეში ვითარდება. გაუვალ ბარიერებს გასართობად ხომ არავინ აშენებს? მითუმეტეს ძლევა მოსილი მაგიკოსები. "შეყარეთ ყველა პატიმარი მაღაროში და 25 საათი მუშაობა აიძულეთ", - ბრძანა ჯადოსნური მადნეულის გამოლევისგან შეწუხებულმა მეფემ - რადგან, თუ საჭირო მადნეულს არ მოვიპოვებთ - ესეიგი არ იქნება ორკების უთვალავი არმიის შესაჩერებელი შეიარაღებაც. ნათქვამია, უნდა შესრულდეს! უბრალოდ ცოტა გათვლაში მოიკოჭლეს: წარმოთქმული შელოცვა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და ბარიერმა მაღაროების გარდა, თვითონ მისი შემქმნელი მაგიკოსებიც შიგნით მოიტოვა. ბანდიტებმა უცებ გაიაზრეს შექმნილი ვითარების პლიუსები. სამეფო დაცვა აჯანყების პირველივე წუთებში განადგურდა, რის შედეგადაც, მონარქს, კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებაზე წასვლა მოუწია. იმ დღიდან, ყოველკვირეული მადნეულის ბარიერიდან გამოტანის პროეცედურამ თავის ჩვეული სახე იცვალა და ამოტანილი მასალის სანაცვლოდ პატიმრებს უკან საჭმელს, სასმელს, ქალებს და ახალ სამუშაო ძალას აწვდიდნენ (აღდგა დემოკრატია). ჩვენ უსახელო გმირი, სხვა, ბარიერში ჩასაგზავნ პატიმრებთან შედარებით, გაცილებით მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა. მას ცეცხლის მაგიკოსების წარმომადგენელმა, ბარიერში მომწყვდეული მაგებისთვის მისატანი მნიშვნელოვანი წერილი გადასცა და დავალების შესრულების შემთხვევაში უხვად დასაჩუქრებას დაპირდა.

>>>

FedEx ტიპის დანიშნულების შესრულება არც ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. ბარიერში ცივილიზაციისგან გამოყოფის პერიოდს უკვალოდ არ ჩაუვლია. მაცხოვრებლების სხვდასხვა სახის ინტერესების გამო, კრიმინალური საზოგადოება სამ რადიკალურად განსხვავებულ ბანაკად გადანაწილდა - ძველი ბანაკის მაფიოზური დაჯგუფებები, მაღაროების მეშვეობით ფინანსურ მდგომარეობას იუმჯობესებენ და საკმაოდ კმაყოფილები არიან მოცემული სურათით. ქურდებთან და დაქირავებულებთან ერთად, წყლის მაგიკოსებმა ახალი ბანაკი ჩამოაყალიბეს და ბარიერის შიგნიდან განადგურებააქვთ განზრახული. მესამე, ჭაობში მაცხოვრებელი და რელიგიაში გადავარდნილი ნარკომანების გუნდს, ბრმად სჯერათ იდუმალებით მოცული ღმერთის გამოღვიძების, რომელიც მათ თავისუფლებაზე გასახწევ გზას მიუთითებს. ხოლო თვითონ ცეცხლის მაგიკოსები, ბარონ "Gomez"-ის მფარველობის ქვეშ, ძველი ბანაკის შიდა ეზოში არიან თავმოყრილნი.

"GOTHIC is an RPG" - ნუ ეს ცოტა საკამათო თემაა და მოდით უფრო დაწვრილებით ჩამოვაყალიებებ ამ მომენტს: Gothic-ში, მოცმეული ჟანრის შემადგენელი საკმაოდ მიზერულად გამოიყურებოდა და მის ფონზე Diablo-ს პერსონაჟის "განვითარების" სისტემაც კი გაცილებით შთამბეჭდავია. შეეცადეთ გამოიცნოთ შესაძლებლობის განვითარების ეტაპების რაოდენობა. ორმოცდაათი? ოცი? არასწორია. ორი - "trained" და "master". იგივე რაოდენობისაა ძირითადი პარამეტრებიც - ძალა და მოქნილობა. პირველი ახლო ბრძოლის დროს გამოყენებული დარტყმის ძალას საზღვრავს ("one-handed weapons" და "two-handed weapons"), მეორე კი მშვილდის/არბალეტის სროლის ხარისხზე აისახება. არის რამდენიმე მეორეხარისხოვანი სკილიც pickpocketing, sneaking, lockpicking. და ბოლო, ალბათ ყველაზე უმნიშვნელო სკილი "acrobatics", რომელიც ციცაბო კლდეებიდან ჩამოხტომის საშუალებას გაძლევთ. hit points-ის გარდა, პერსონაჟის სტატისტიკის ყველა პარამეტრი, მათში გარკვეული skill points ჩალაგების მეშვეობით ვითარდება. ხოლო თვითონ skill points-ის მოპოვება, ჩვეული level up-ის დროს არი შესაძლებელი. პერსონაჟის უშუალო განვითარება კი მხოლოდ ბანაკებში მობინადრე, უნიკალურ NPC-თან შეიძლება. სიუჟეტში წინსვლის პარალელურად, შესაძლებლობებს მაგიის განვითარების სკილიც ემატება, რომლის განვითარებაზე უარის თქმაც პრაქტიკულად არ გამოდის, რადგან გარკვეული კატეგორიის მოწინააღმდეგეს საერთოდ არ აინტერესებს თქვენი 50 strength და მხოლოდ რამდენიმე კარგად დაკასტული fire bolts-ის გარტყმის შემდეგ ეჭიდება სასუფევლის კალთას. მანის რაოდენობის გაზრდა, Arcanum-ის მსგავსად, skill points-ის მეშვეობით არის შესაძლებელი.

>>>

ყველა, გარკვეულ დონეზე წარმატებული RPG-ს მეორე მთავარ შემადგენელ ნაწილს მისი ქვესთები წარმოადგენენ და Gothic-ში შესული სიუჟეტური პერიპეტიებიც საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. დასაწყისში, სანამ მოთამაშე ბანაკის ამორჩევაზე ფიქრობს, სიუჟეტის არა სწორხაზოვნების შეგრძნება ჩნდება. მაგრამ რეალურად, მოცემული არჩევანი მხოლოდ რამდენიმე საიდქვესთის სხვაობას იძლევა და მთავარი სიუჟეტური ხაზი კვლავ ყველა მათგანისთვის უცვლელი რჩება.

დაკარგული შესაძლებლობების სამყარო - სავარაუდოთ დროის უქონლობის გამო Piranha Bytes-ს თამაშის ბევრი ელემენტი დარჩა დაუმთავრებელი. მახსოვს, თავის დროზე, ბევრი სვავდა კითხვას Gothic-ში ფარის და ისეთი სტატების უქონლობის ფაქტთან დაკავშირებით როგორებიცაა luck, intelligence, charisma და მსგავსი. თამაშში შეიმჩნეოდა რამდენიმე სიუჟეტში გამოუყენებელი ლოკაციაც. ასევე ვერ ვიხილეთ დაანონსებული 32 სახეობის აბჯარიც, ხელიმსაწვდომი მხოლოდ 16 მათგანი იყო. მაგრამ თამაშმა ამ ყველაფრის მიუხედავათ მაინც უდიდესი პოტენციალი გამოამჟავნა. იმ დროისთვის "ცოცხალი", სამ განზომილებაში შესრულებული სამყაროები არც ისე ბევრი არსებობდა და მოცემულმა პროექტმა გარკვევით დაანახა მოთამაშეს თავის უნიკალური მხარეები. დრო ყველა ბანაკში თავის დინებას მიუყვებოდა: NPC-ები თავის საქმეებზე მიდი-მოდიან, ერთმანეთს ესალმებიან, აბავენ გულიან დიალოგებს, წვავენ ხორცს, ეწევიან "მოსაწევს", საღამოობით ინსტრუმენტებზე უკრავენ და როცა მათ ბინაში დაუკითხავად შესვლას შეეცდებით, ყოველთვის გულიანად ბრაზობენ. სასიამოვნოდ გასახარებელი იყო საერთო ინტერაქტიულობის დონეც. შეგიძლია მიხვიდე მჭედელთან, იყიდო გადასადნობი რკინა და ხმლების ჭედვა-გაყიდვის ბიზნესით დაკავდე, ან უბრალოდ შემოუჯდე გარეთ დანთებულ ცეცლს და ნადირობის დროს მოგროვებული ხორცის შეწვა დაიწყო. თუ ესეც არ გეყო, შეგილია უბრალოდ გარესამყაროს გამოსაკვლევად გაემგზავრო, გზაში კი დღის მონაცვლეობის, ან ამინდის სხვა ეფექტებთან ერთად, 30-მდე სახეობის ცხოველზე ნადირობით დატკბე. ნახსენებს, ცხოველებში სწორად "აღზრდილი" ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. ყველა მოწინააღმდეგეს თავის მოქცევის ზუსტი "ეტიკეტი" და IQ-ს შესაბამისი დონე გააჩნია. მაგალითად ქათმის ტვინით დაჯილდოებულ scavenger-ს ინელექტი მხოლოდ სწორხაზოვანი დარტყმებისთვის ყოფნის, ხოლო მგლები და სნეპერები ჯგუფური შემოტევებით გამოირჩევიან. საერთოდ ადგილობრივი ინტელექტის შესახებ ცალკეული ისტორიების გახსენებაც კი შეილება - "ერთხელ შემთხვევით black goblins-ის ტერიტორიაზე შევიჭერი, რამაც მათი დაუყოვნებელი განაწყენაბა გამოიწვია და მთელი დასახლება უკან გამომიდგა. თავის დასახწევად იქვე ახლოს მყოფ მდინარეში გადავხტი და მეორე ნაპირზე ამოსვლის შემდეგ, გობლინების სანახავად უკან რო გამოვიხედე, ძალიან საინტერესო სურათის მომსწრე გავხდი. პატარა ურჩხულები მდინარის ძლიერ დინებას ვერ უძლებდნენ, მას ისინი ნელნელა ქვევით მიყავდა, ზოგი უკვე დამხრჩვალიყო, მაგრამ მათი შურისძიების სურვილი იმდენად დიდი აღმოჩდა, რომ ზოგმა მაინც მოახერხა მეორე მხარეს გადმოსვლა, რის გამოც კვლავ გაქცევა მომიწია". დღეისთვის მოცემული მოვლენა გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმ დროს, ეს არა ადამიანის ძალისხმევით მომხდარი მოქმედება, მართლა ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

>>>

თავგადასავლის რეალისტურად აღქმისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ძრავისმიერ ტერიტორიის ნაწილობრივ ჩატვირთვის შესაძლებლობა იყო. თამაშში, ძვირფას შუბებში გამოწყობილი გერმანელების და "ცხოვრება გამოვიდას" სურათებით გაფორმებული loading-ის ფანჯარა, ძალიან იშვიათად, მხოლოდ მაღაროებში ჩასვლის დროს ჩნდებოდა. საერთო ჯამში Gothic-ის სამყარო საკმაოდ დამუშავბულის შთაბეჭდილებას ტოვებს. მდინარეზე გადებული პატარა ფიცრული ხიდები, ლამაზი წვიმია, მაგიური სკილების ეფექტური ვიზუალი, მონსტრების სიმპატიური მოდელები და ატმოსფერულობის მომგვრელი ბანაკების არქიტექტურა, ნამდვილად დიდ სიმპატიას და სიყვარულს იმსახურებს. აი ადამიანების კანზე მეტი პოლიგონების გადაკვრის და motion capture-ის ელემენტარული გამოყენება, რომ მომხდარიყო, ალბათ საერთოდ იდიალურ სურათს მივიღებდით.

Gothic 2

ინგლისურენოვან Gothic 2-ს მის ორიგინალზე (გერმანულზე) გაცილებით დიდხანს ელოდნენ, მაგრამ Piranha Bytes-ის მომდევნო ქმნილებამ მაინც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბაგების, ოპტიმიზაციის (უსაშინლესის) და თარგმნის დაბალი ხარისხის მიუხედავათ, მეორე სერიას გეიმერების უმეტესობა მაინც რამდენჯერმე ხელახლა იწყებდა და დიდი ენთუზიაზმით მიდიოდა ბოლომდე. ყველაფრის მიზეზი კი ჩამოთვლილი პრობლემების მიღმა დამალული, პირველი სერიისგან დაახლოებით 150 200 პროცენტით გაფართოვებული, დახვეწილი და ყველანაირად გაუმჯობესებული თამაში გახლდათ. მოცემული თამაშით კი თვითონ Piranha Bytes-მა უკვე საბოლოოთ შეძლო თავის იმიჯის ჩამოყალიბება. მოთამაშეებისთვის იგი იქცა სტუდიათ რომელიც არ იძლევა ტყუილ დანაპირებებს და უზარმაზარი პიარ კომპანიების ჩატარების გარეშე, მაინც ხარისხიან პროდუქტს უშვებს.

>>>

საჭირო ხარ - თამაშზე მუშაობის ნაადრევ ეტაპზე ავტორებმა, მოკლული დემონის ჩამონგრეულ ტაძარში დამარხული მთავარი გმირის შესახებ გამოაცხადეს. გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკური იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ თამაშის დეტალურად აწყობილი ბალანსი დაირღვეოდა. მაგრამ ოფიციალურ ფორუმებზე აგორებულმა აღშფოთების ტალღამ, შექმნელები იძულებული გახადა შეყვარებული უსახელო პატიმარი უკან დაებრუნებინათ. ერთგული მეგობარი Xardas წარმატებით აცოცხლებს ჩვენს ძველ ნაცნობს, მაგრამ დანაკარგის გარეშე მაინც არ გამოდის და პირველი ნაწილის თავგადასავალში დაგროვილი ყველანაირი გამოცდილება სრულიად ქრება გმირის მეხსიერებიდან. ამის შემდეგ, "უსახელო" ნეკრომანტისგან ახალ საგანგაშო მოვლენებს იგებს. როგორც ირკვევა, დიდი მიწიდან კუნძულზე პალადინების ექსპედიციაა გამოგზავნილი, რომლებსაც კონტროლის ქვეშ ყავთ აყვანილი მთავარი ქალაქი Khorinis და კარანტინიაქცთ დამყარებული დამცველი ბარიერის გარეშე დარჩენილ ყოფილ მადნეულის მომპოვებელ კოლონიაზე. სიტუაცისს განსამუხტად გამგზავრებულ, ნათელი იდეის მხარეს მებრძოლ გმირებს, კუნძულამდე მისვლა სამწუხაროდ ცოტათი დაუგვიანდათ. აღმოჩნდა, რომ კუნძულზე ბანდებათ გაწევრიანებული შეიარაღებული ბანდიტების გარდა, თავისუფლებაზე გამოქცეული ორკებიც საკმარისად არიან მიმოფანტულნი. ყველა უბედურებასთან ერთად, დადის ხმები ორკების მასიური დანაყოფების და Valley of the Mines-ში გამოჩენილი დრაკონების შესახებაც.

ამ ყველაფრის ფონზე, უმოქმედების და უსამართლობის გამო, ქალაქის დამცველებს და გარშემო სოფლის მობინადრეებს შორის აგორებული კონფლიქტი, კიდევ უფრო გამაღიზიანებლად გამოიყურება. პარალელურად კი ადგილობრივი მაგნატი Onar თავისი რესურსებით დაქირავებული მეომრებისგან მთლინ არმიას ქმნის და მეფის მართველობს ღია დაუმორჩილებლობას უცხადებს. ჩამოსული პალადინები მოცემულ სიტუაციაში ჩარევაზე რატომღაც უარს აცხადებენ და კატეგორიულად არ სურთ თავიანთი ვიზიტის რეალური მოტივების გამხელა.

ხარისხის ნიშანი - ეს ყველაფერი ჩვენი გმირის შემდგომი თავგადასავლების ფონზე მხოლოდ ზღვაში წვეთია მეგობრებო. იდუმალებით მოცული და დრამატული მოვლენების მთავარი მიზანი, თამაშის ბოლომდე არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას. სერიალის საფირმო განსხვავებები კვლავ ადგილზეა: სიუჟეტი არაფრით არ აწვება გმირს, რითიც მას თავისუფალი მოგზაურობის და ხელმისაწვდომი საქმიანობით დაკავების საშუალებას უტოვებს. ვარიანტები თითქოს არცისე ბევრია. შეგილია წახვიდე და მონსტრებზე ნადირობა დაიწყო, პარალელურად კი გარემოს გაეცნობი; შეასრულო დამატებითი დავალებები; ხელი შეუწყო არჩეულ ფრაქციაში წინსვლას, ან თვითონ მთავარი სიუჟეტური ხაზით დაკავდე. ჩამონათვალი არც ისე შთამბეჭდავია, მაგრამ შექმნელებმა ისეთი ფორმით შეძლეს კერძის მომზადება და მორთვა, რომ მოწყენა პრაქტიკულად გამორიცხულია. რეალურად ბანალური დავალებებიც კი არ იწვევს თამაშის გაერთფეროვნებას (მაგ. "ჭაობის ბალახის", ანუ კონტრაბანდის ქალაქში გადასატანად, სერიოზული წვალება მოგიწევთ, არადა ერთიშეხედვით გარნიზონის უფროსი თავიდან მისთვის მხოლოდ ნარკოტიკის პატარა პაკეტის მოტანას გავალებთ).

>>>

თამაშის კონცეფციის წარმატება თანაბარსიძნელიანი მოქმედებების უქონლობის მეშვეობით წარმოიშვება. მაგ. თქვენ არასდროს არ გაგაგზავნიან ერთიდაიგივე მარშუტით, ერთიდაიგივე წერტილში. თვითონ "ქვესთგივერების" და მათთვის მოსაძებნი ადგილების განლაგებაც ძალიან ოსტატურად არის ორგანიზებული. თამაშის მეორე ნახევრიდან, სპეციალური რუნები გეძლევათ, რომლის საშუალებითაც მთავარ ლოკაციებს შორის სწრაფი გადაადგილება ხდება შესაძლებელი. ასევე ერთერთ უმთავრეს როლს თამაშობს დიალოგების სისტემა, რომელიც ყველა დავალების შესრულებას ბევრად მხატვრულს და მოტივირებულს ხდის (თუ ვთქვათ, მონადირემ თავისი დაკარგული არბალეტის პოვნა გთხოვათ, ამას აუცილებლად რაიმე საინტერესო ისტორიას მოაყოლებს). განძის ძიება და უწმინდური მიწისქვეშეთის გაწმენდა? პალადინების ორდენის ღალატი, ორკების ლიდერების განადგურება, ან ბანდიტების გილდიაში გაწევრიანება? ან იქნებ დროა აუხსნათ საცოდავ ქურდებს, რომ მოქალაქეების და ვაჭრების გაუთავებელი ძარცვა სიკეთეს არ მოუტანთ? არ გინდათ პირველი ნაწილის კოლონიაში გასერინება და იმის ნახვა თუ რა მოხდა Sleeper-ის სიკვდილის შემდეგ? დეველოპერებმა თავაზიანათ დააბრუნეს პირველი გოტიკის ლოკაციების 2/3. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ კიდევ ბევრი სიურპრიზი, ძველ მეგობრებთან-მოსისხლე მტრებთან შეხვედრა და მოულოდნელი სიუჟეტური მოვლენა დაემატება. როგორც ჩანს, Piranha Bytes-ში მიწიქვეშეთების თემაზეც საკმაოდ ბევრი იმუშავეს. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი Dungeon-ი დეტალური დამუშავებით და თავსატეხებით არის ამოვსებული.

Fencing - მონსტრები ერთ გროვათ აღარ წვებიან ჩვენი გმირის ფეხებთან და ყოველი შეხვედრისას თავგანწირვით ერთვებიან შეტაკებაში. ყველაზე მეტი წვალება ახლო დისტანციის ბრძოლის მოყვარულებს მოუწევთ. საბედნიეროთ, მაუსით მართვის მექანიკის მეშვეობით, დეველოპერებმა ბრძოლის სიტემა შედარებით გაადვილებული ფორმით წარმოადგინეს. ამიერიდან Ctrl-ის ფუნქციას მაუსის მარცხენა ღილაკი ასრულებს. შედეგად ვიღებთ სამი ტიპის დარტყმას + ბლოკს. იარაღის ფლობის სკილის განვითარებით, მოთამაშე არამხოლოდ უფრო ძლიერ, არამედ უფრო სანახაობრივი დარტყმების გაკეთებასაც შეძლებს.

პალადინი მინდა გავხდე, მასწავლონ - ფრაქციების რაოდენობა პირველი სერიიდან მოყოლებული არ გაზრდილა, ცვლილება მხოლოდ მათ სახელებს შეეხო. ძველი ბანაკის ანალოგი პალადინების ორდენი გახდა. მასში გაწევრიანებულ მოთამაშეს, უსახელო ახალბედისგან, ექსპედიციის ლიდერის მარჯვენა ხელამდე მისაღწევად, კვლავ ძნელი გზის გავლა მოუწევს. რანგის ასაღებად პირველ რიგში, ქალაქის ოფიციალური მოქალაქე უნდა გახდეთ, რაც ერთერთი ადგილობრივი მუშის დამხმარეთ მოწყობის და მაღაზიის სხვა წევრების თანხმობის მოპოვების შემთხვევაში მოხდება, ამის შემდეგ ქალაქის დაცვაში გაწევრიანების შანსი მოგეცემათ, და აი უკვე ამ ყველაფრის შემდეგ უბრალო რაინდის წოდებაც თქვენია. არანაკლებ კომპლექსური დავალებების შესრულება გელოდებათ მთავრობის წინააღმდეგ წასული მიწათმოქმედის ფერმაზეც. აქედან უკვე დაქირავებულების ბანდაში მოხვედრაა შესაძლებელი. ხოლო ყველაზე რთული გზის გავლა, ცეცხლის მაგიკოსების მონასტერში მოხვედრის მსურველებს მოუწევთ. ფრაქციებს შორის განსხვავება კოსმეტიკური სულაც არ არის. ქვესთები პირველ ნაწილშიც საკმაოდ განსხვავებული იყო, ხოლო გაგრძელებაში ეს სხვაობა უფრო მაშტაბურ ხასიათს იღებს. მაგალითად, მაღალ ეტაპებზე, მონასტრის ახალი აღკვეცილები დიდი მოწიწებით ელაპარაკებიან მთავარ გმირს, ხოლო ფერმერებს ნელნელა მეფის მხრიდან დაცვის და პატრონობის რწმენა უბრუნდებათ. თამაშის მსვლელობისას გარკვევით ჩანს, თუ როგორ ზეგავლენას ახდეს მოთამაშის გავლილი გზა სათამაშო სამყაროზე.

>>>

არა ხალტურას - გარესამყარო ცოცხალია და საკუთარი წესების მიხედვით ცხოვრობს. თითქმის ყველა NPC-ის დღის წესრიგი დეტალურად არის გაწერილი. Gothic 2-ში, ფერმერი 24\7 ყანაში ერთიდაიგივე ადგილას არ იდგება. დილა საუზმით იწყება, შემდეგ ყანის სამუშაოები, ხოლო ციკლი საღამოს კოცონთან წახემსებით მთავრდება. ქალაქის ყველა მაცხოვრებელს თავის სახლი ან დროებითი თავშესაფარი გააჩნია. მათ არ ავიწყდებათ საჭმლის მომზადება, პროდუქტებისთვის ბაზარში სიარული, მეზობლებთან ჭორაობა, ან ადგილობრივ ტაძარში ქადაგების მოსმენა. ხოლო საღამოს, ახლომდებარე ტავერნაში რამდენიმე ბაკლის დალევის შემდეგ, ჩვეული რიტმით, დასაძინებლად მიემგზავრებიან.

სამყაროს მიდამოები უამრავი საშიში ცხოველით არი დასახლებული. დასაწყისისთვის ზოგი მათგანი იმდენად დიდ ხიფათს წარმოადგენს, რომ პრაქტიკულად კეტავს სამყაროს გარკვეული ტერიტორიების გამოკვლევის შესაძლებლობას. მონადირეებისგან ტრადიციისამებრ მოკლული მოწინააღმდეგეების გატყავება, ან ბრჭყალების ამოცლა შეგვილია შევისწავლოთ, რაც არაერთხელ გააუმჯობესებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას. მცენარეების გარკვეული სახეობები, მხოლოდ დეკორაციულ დატვირთვას არ ატარებს. ხეებს და ბალახს ნიავი არწევს, ხოლო ხილის ბუჩქები "არ იხსნებია, რამდენიმე მტევნიანი ჩემოდნის" მსგავსად, - დაკრეფვისას ხილი ნელნელა ქრება ხის ტოტებიდან. დეტალებისადმი ყურადღება - Gothic-ის რეალისტური სამყაროს მთავარი განმასხვავებელი შემადგენელია.

ელეგენტური და მარტივი - RPG შემადგენელში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა. სამი ძირითადი პარამეტრი - ძალა, მოქნილობა და მანის მარაგი; გამოცდილების დაგროვება - არბალეტით, მშვილდით, ერთ, ან ორ ხელიანი ხმლით ბრძოლის განვითარება. ერთჯერადათ შესწავლადი სკილების ჩამონათვალიდან Acrobatics გაქრა. შენარჩულებულია Sneak სკილი - ქურდობა და დაკეტილი კარებების გატეხვა. სხვადასხვა სახეობის ელექსირების მომზადება - Alchemy, პლიუს იარაღების დამზადების და დამარცხებული მოწინააღმდეგეების გვამებიდან გარკვეული ნადავლის ამოღების უფლება. ჩამონათვალში შესულია ერთი სრულიად ახალი შესაძლებლობაც, რომლის საშუალებითაც მოთამაშეს მაგიური რუნების დამზადება შეუძლია. მოცემული, პირველ რიგში მაგიკოსებისთვის არის გათვლილი, მაგრამ იგი სხვა პერსონაჟებისთვისაც ძალიან სასარგებლა. დანარჩენი თვალსაზრისით მაგია უცვლელი დარჩა. მანის რაოდენობის გაზრდა სპეციალურ მასწავლებლებთან, ანუ მღვდლებთან და ბერებთან შეგიძლიათ. სკილების მრავალფეროვნება არცისე დიდია, მაგრამ გამოცდილების ერთი ქულაც კი რეალურ ზეგავლენას ახდენს გეიმფლეიზე. და აი თამაშის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი - პერსონაჟის განვითარების დეტალურად გაწერილი ბალანსი. რა აზრი დევს ასობით სკილში თუ ახალ ეტაპზე სულ რაღაც 5 წუთში გადავდივართ და უკვე მეათეს მერე აცერთი მონსტრი აღარ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს? აქ ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი დიდი ძალისხმევით მოდის და თამაშის ბოლო ლეველებზეც კი არავინ გაგანებივრებს მაღალხარისხიანი აბჯარის ან იარაღების ფარული სამარხებით.

>>>

Style of everything - Gothic 2-ის იერსახე, მხატვრების მუშაობის სტილზე ზუსტ წარმოდგენას იძლევა და აქ ტექსტურების ბანალურ გაუმჯობესებაზე, ან სპეცეფექტების დახვეწვაზე საუბარი ნამდვილად არაა. თუ რამე ლოკაციაში განათება გამოიყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ზუსტად ისეა გადანაწილებული როგორ უნდა იყოს. ტყეში ხეტიალის დროს მზის სხივები გამწვანებაში დინამიურათ აღწევენ, ხოლო უხვი ხეების ტოტები ფაქტიურად თვალებში გეჩრებათ. შესანიშნავად არის რეალიზებული მზის ჩასვლა, ამოსვლა და საერთოდ ამინდის ეფექტები. ტყეში ასევე გადააწყდებით "horror" მუსიკის სტილში გაფორმებულ გამოქვაბულებსაც. შემქმნელებმა წარმატებით აიცილეს copy/paste, რის შედეგადაც თქვენს ეკრანზე ნამდვილად ჯადოსნური სამყარო გადაიშლება. შთაბეჭდილებას, უბრალო დონეზე შესრულებული მოდელებიც არ აფუჭებენ, რადგან სხვა ამ დროის თამაშებთან შედარებით ისინი მაინც ძალიან ღირსეულად გამოიყურებიან. სამწუხაროთ შეცდომების გარეშეც არ გამოდის. ხანდახან ქრება ტექსტურები, ან ქალი-ავატარის სახიდან პოლიგონები იკარგება, ხმალი კი ქარქაშის მაგივრად გარედან, ჰაერში კიდია. შესანიშნავი მუსიკის მიუხედავათ, არ მოგეწონებათ ინგლისური გახმოვანების ხარისხიც. თუ გემანული ვარიანტის გახმოვანებისთვის უამრავი მსახიობი იქნა მოწვეული, დასავლური ვერსიის კეთების დროს აშკარად სერიოზულად "მოუჭირეს". არის მომენტები როდესაც მიკროფონთან მდგომ ხალხს რეალურად გადამეტებულად მოსდის როლის თამაში. იყო მომენტები როდესაც რამდენიმე ფრაზა საერთოდ არ ხმოვანდებოდა.

Gothic 2-ის გაყიდვებმა პრაქტიკულად გადაარჩინეს JoWooD გაბანკროტებას. შრომისმოყვარე გერმანელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სურვილით და შესაბამისი ძალისხმევით შესაძლოა შეიქმნას ულამაზესი, დეტალურად გაანალიზებული და ჩამთრევი სამყარო, რომელში დაბრუნებაც ყოველთვის დიდ სიხარულს მოგანიჭებთ (პირადათ ვიცნობ ადამიანს რომელსაც 15-20 ჯერ აქვს ეს თამაში დახურული).

User avatar
Slacker
Posts: 358

Gothic I,II

Unread post#2 » 07 Oct 2012 03:10

ისე კარგად არის დაწერილი რომ თავიდან გადმოვწერე თამაში.
რისფექთ )))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Gothic I,II

Unread post#3 » 07 Oct 2012 12:46

გამიხარდა სტატიის დანახვა, დავბრუნდები და ჩავუჯდები.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Gothic I,II

Unread post#4 » 07 Oct 2012 20:30

ამ სტატიას ველოდები უკვე რამდენი ხანია : )

დიდი მადლობა ბატონო რიდიკ
ძალიან ვისიამოვნე კითხვისას : )

ზუსტად ნეთბუქზე მასთფლეი თამაშების სიაში მაქვს შეტანილი ორივე
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Gothic I,II

Unread post#5 » 07 Oct 2012 22:23

გამიხარდა რო მოგეწონათ, მადლობა. პროსტა ისე ვერ არის დაწერილი როგორც ჩაფიქრებული მქონდა. უფრო ვცლად და დეტალურათ ვაპირებდი სამყაროს აღწერას, მარა გარკვეული გარემოების გამო ვერ მოვახერხე. თითქმის ნახევარი სიცხიანმა ვწერე და ეგეც მიშლიდა ხელს, პროსტა მაგრად მინდოდა დამთავრება. აი Gothic 2: Night of the Raven საერთოთ არ მიხსენებია მაგალითად, მარა ეგ რეალურათ ნათამაშებიც არ მაქ.

პირად დამოკიდებულებას რაც შეეხება, ბევრს ვერ ვილაპარაკებ. უბრალოდ ვიტყვი რო მაგრად მიყვარს და ძალიან ბევრი დრომაქ ამ თამაშში გატარებული. მეორე რო გამოვიდა სლაიდშოუზე დავხურე პირველათ, ისე ჭედავდა. ყოველი კომპის აფდეითზე კიდე თავიდან ვხურავდი და რავი თუ ჯერ არ გითამაშიათ საკაიფოთ გაატარებთ დროს. გარესამყაროს წყვიტავს მუღამში შესვლის მერე. სამყარო სუ ხელით არი დახატული და ყველა კუთხე საინტერესო გამოსაკვლევია, თან გატენილია საინტერესო საიდ ქვესთებით და პატარა ისტორიებით.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Gothic I,II

Unread post#6 » 28 Mar 2014 04:12

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჯადოქრების შექმნილი ციხის მიდამოებში ხეტიალის დროს Gothic-ის მოთამაშის გულში უჩვეულო მყუდროების და კონფორტის გრძნობა უჩნდება.

ახლა მივხვდი რამდენად გულწრფელია ეს წინადადება))
თამაში 10+ წლისაა და ისეთი ატმოსფერულია გამორთვა არ გინდება
არ მახსოვს ბოლოს რომელ თამაშში მომიწია ამდენჯერ დასეივება და ბოლო ჩანაწერის თავიდან ჩართვა.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Slacker
Posts: 358

Gothic I,II

Unread post#7 » 28 Mar 2014 09:10

:)))))))))
მეორე სრული რუსული მინდა რო დავიწყო
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Ripster
Posts: 1854

Gothic I,II

Unread post#8 » 28 Mar 2014 16:59

»SlaCk€r..
მეორე ჯერ არ ვიცი პირველს ვთამაშობ მაგრამ მგონი ამ ტიპის გაიდს მივყევი მე პირველი რომ დავაინსტალირე
link
თავიდან ვერ ვრთავდი თამაშს და რაც ეწერა პირველისთვის ყველაფერი რომ გავაკეთე ჯიგრულად ჩავიძირე სამყაროში)) + სრული ლოკალიზაციაა ცადე შენც

ძალიან მაგარი რამეა ტო )) თან საკმაოდ რთულია
ყველაზე მეტად "არა ელდერ სქროლობა" მომწონს. ანუ ქუესთები რეალურად შენზე რომ არის დამოკიდებული, არ გიჩვენებს სად უნდა წახვიდე და ხშირად რა უნდა გააკეთო. მოკლედ გიწერს დღიურში მიზანს და როგორ მიაღწიო და რა ხერხით შენზეა დამოკიდებული. სადღაც შვიდი საათი მაქვს დაგროვებული სთიმზე უკვე და ჯერ ისევ ძველ ბანაკში მოჩვენებად გახდომას ვცდილობ))) ქუესთში მეწერა ხალხს უნდა დაევასოო მეც დავიარე დავებაზრე სასტავს და რამდენიმე კაცზე გავიგე რომ სიტყვა ეთქმით უფროსობასთან)) გავაკეთე ბევრი ქუესთი და დიეგოს სიაც მოვუტანე მაგრამ როგორც ჩანს არ ეყო ეგ)) კიდევ ერთი კაცი ვიცი არენას მეთვალყურე რომ მაგარი კაცია მაგრამ მაგას როგორ დავევასო ვერ მივხვდი))) როგორც ვიცი არენაზე უნდა მოვუგო სასტავს მაგრამ ისეთი ძლიერები არიან ყველა. ძველი ბანაკის ყველაზე ძლიერ მოჩხუბარს გამოველაპარაკე არენაზე გიხმობ თქო და ტიპმა დამცინა შენთან რა მაჩხუბებსო)) მეც ავიღე და დედაშენი თხას გავს თქო ვუთხარი... ჯერ ხო მძ*ნერის ჭია მიწოდა მერე კი შემათრია არენაზე და სუ სახეში მირტყა წიხლი.

riddick
xDDDDD

ერთი ძალიან ნუბური კითხვა მაქვს და იმედი მაქვს არ დამცინებთ))) მოკლედ პერსონაჟის განვითარება სკილპოინტების ენპისიებთან დახარჯვაზეა დამოკიდებული ვიცი
მაგრამ რეალურად დიეგოს გარდა არავის ვიცნობ ვინც გიმატებს სტატებს ეგ კი მხოლოდ ძალას და მოქნილობას უმატებს, ხოდა სიცოცხლის მომატებაც ვინმე ენპისისსთან ხდება? თუ ეგ ლეველ აფის დროს თავისით იზრდება? იმიტომ რომ დარტყმა საკმაოდ ძლიერი მაქვს+ ჯიგრული ხმალი ვიყიდე და აი სიცოცხლესთან მაგრად ვერ ვძმაკაცობ. მგლის ორ დარტყმისას უკვე ტრუპი ვარ და აბჯარიც არ მაქვს ცეცხლის ფასი ადევს.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Gothic I,II

Unread post#9 » 28 Mar 2014 22:06

სამი ძირითადი ბაზაა და სამივეში არიან სტატების მომცემი NPC ები. ეხა ზუსტად აღარ მახსოვს ვინ რას გიმატებს, ან რა ქვიათ, მარა სხვადასხვა სტატებს სხვადასხვა ადგილებში ვიღებდი.

Astronaut
Posts: 27

Gothic I,II

Unread post#10 » 29 Mar 2014 00:03

ეჰჰ... რა დრო იყო =/ მომენატრა Gothic. ძალიან ვწუხვარ რომ ამათი შემდეგი ნაწილები ბანძები გამოვიდა. მახსოვს ბავშვობაში მთელი დღეები ვიჯექი და Gothic-ს ვთამაშობდი. მეორე ნაწილში Mage რომ გამხდარიყავი მაგის ქუესტი დამამახსოვრდა ყველაზე მაგრად :დ 10/10 would replay.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Gothic I,II

Unread post#11 » 28 Sep 2014 16:49

არ გაამართლა მეორე სერიისთვის იგივე კაცის გაიდმა)) ვერ ჩავრთე რატომღაც ;დ
ძალიან ცუდია ამდენის ჩალიჩი რომ გიწევს ალალად გადახდილ პროდუქტში))
ვიყიდე და ერთი ღილაკის დაწკაპუნებით უნდა ჩაირთოს! :D
თავიდან ვიზავ ყველაფერს იმედი მაქვს გამომივა)) მომენატრა გოთიკის სამყარო
პირველის ბოლო ქუესთებზე ვიყავი და მივაგდე რატომღაც
არც მახსოვს ყველაფერი ახლა და თავიდან გაგება თამაშის მაგრად მეზარება როცა ვიცი რომ მეორე გაცილებით უკეთესია და ნუ ვიცი კიდეც დასასრული))))

გადაწყვეტილი მაქვს რიზენსაც დავუბრუნდე
პირველს მაინც ვითამაშებ გოთიკებს რომ მოვრჩები
ადრე ვთამაშობდი ჯიგრულად მქონდა დრო გატარებული მაგრამ ჟანრის უცოდინრობის გამო მაგრად ვწვალობდი)) ახლა დარწმუნებული ვარ დიდ სიამოვნებას მივიღებ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Gothic I,II

Unread post#12 » 20 Aug 2015 09:20

>>>
აბა ვის მოგენატრათ ძველი დრო? შეგილიათ ისევ გაიხსენოთ ძველი ბედნიერება და განიცადოთ როგორ გიჭედავთ გოთიკა 2 კომპზე :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Gothic I,II

Unread post#13 » 31 Mar 2016 15:40

ფორუმ.გეზე წავაწყდი ამ პოსტს:

ჰმმ რეთურნინგ 2 გამოუშვეს ზამთარში ძვირფასმა მოდერებმა
პირველი არ მითამაშია სიმართლე გითხრათ, მეგონა ძალიან ჰარდკორი იქნებოდა
ეხლა ვთამაშობ და გოთიკ 2ის მერე ესე არ მისიამოვნია თამაშით რა
მეორე თავში ვარ ჯერ და 50 საათი მაქვს გეიმფლეი, ეხლა წავედი მინენტალში
იარკენდარი მოვიარე
ნაიომნიკი ვარ + ქურდიც+ ასასინიც+ახოტნიკიც
ძალიან ბევრი კვესტია დამატებული
და რაც ყველაზე მეტად მიყვარს, პროფესიებიც ოხრადაა და ძველები კიდე გავრცობილი
აბჯრის გადაკეთება შეიძლება, საიუველირო საქმე დაემატა, მადნის მოპოვება მარტო ოქროსი არ ხდება, ჩვეულებრივ რკინასაც თხრი და მერე ან გამოსაჭედ ხმალს აკეთებ ან საიუველიროში იყენებ ან აბჯრისთვის, ასევე მაგიურ მადანსაც თხრი
მინენტალში კიდევ დაბრუნდა ძველი ნაცნობი ვალუტა - მაგიური მადანი biggrin.gif
სიძნელე კიდე ნორმალურზე მიყენია და საჩალიჩოა, მაგრამ რთული ნაღდად არ არის
ძნელზე არც მიცდია, არ მიყვარს ეგეთი ხარდკორი, ძილზე მგონი შეზღუდვაა, ყველაფერზე ადვილად იღლები და ა.შ
ბოსებია კიდევ თამაშში,აი ეგენი მართლა ძაან ძნელი მოსაკლავები არიან, ცეცხლის წვიმის გარდა მე მაგალითად ბოსი სხვანაირად ვერ მოვკალი
მერე მაგ ბოსისგან იღებ ტროფეის და მიგაქვს მონადირეებთან და გასწავლიან ტყავის აბჯრების კეთებას, შესაბამისი ცხოველების ტყავებისგან
მოკლედ ძაან საინტერესოა და 20-80 %-ზეა ძველი და ახალი კონტენტი
ბაგები ძალიან იშვიათია, იმდენივე რაც ორიგინალში იყო
ერთადერთი კვესტი მაქვს გაბაგული, რომელსაც ვერაფერს ვუშვები, ქურდების გილდიიდან ოქროს თასების მოპარვას რომ გთხოვენ, ეგ ოქროს თასები არავის აქვს, სკივრებში მაგათ ადგილას ცარიელი უჯრებია :/


და მგონი რაცხა კაი ამბავია ჩვენს თავს, ღირს ჩაძიება მოდში
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Gothic I,II

Unread post#14 » 31 Mar 2016 23:35

აი ამ თემით სიამოვნებით დავარეფლეებდი. თან ისედაც ძაან მომენატრა.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Gothic I,II

Unread post#15 » 09 Jul 2016 19:40

დღეს არის ისტორიული დღე
პირველად გავუშვი gothic 2! ;დ
დიდი მადლობა ბატონ ჰელვოკერს. ;დ სულ ნახევარი-ერთი საათით თუ მექნება ჯერ ჩართული, უბრალოდ ვტესტავდი, მაგრამ აი იმ ოდნავმა გემოს გაგებამაც ეგრევე რაღაც მყუდროდ იმოქმედა ;დ ვხვდები რომ მაგრად უნდა ვიკაიფო ამ თამაშით, მაგრამ თან ძალიან არეულად ვარ ახლა :( გუშინ მომირჩა ბოლო გამოცდებიც და მთელი ეს 'დაწყებული და გადაგდებული' რამეები უცებ მომხვდა თვალში. სადღაც 3-4 დაწყებული და შუა გზაში მიგდებული თამაში მაქვს ახლა დესკტოპზე (ვიჩერი, ფოლაუტი, დარქ სოულსი) ხოდა მაგრად არ მინდა კიდე ერთი მივუმატო ;დ არადა იმენა ამის თამაშის მუღამი მაქვს ახლა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Gothic I,II

Unread post#16 » 09 Jul 2016 19:55

გუშინწინ გავაკეთე დაყენების ინსტრუქცია https://docs.google.com/document/d/19ZU ... jdq0E/edit

პირველზე მეყენა DX11 მოდი ადრე და ვერ ვითამაშე, შავი ეკრანები და გლიჩები ქონდა, გუშინ ახლიდან დავაყენე მაგის გარეშე და მყუდროდ ვუზივარ პირველ ნაწილს.

დაყენების ინსტრუქცია:

Gothic 1:
► Show Spoiler


Gothic 2 Gold:
► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Gothic I,II

Unread post#17 » 09 Jul 2016 20:12

შენი გაიდია ბიჭო ეგ? ;დდდდ მაგით გავუშვი ;დდდ
პირველი - მეორე პუნქტი დავაინსტალირე, მესამე დარეგისტრირება დამეზარა, მეოთხეც დავაყენე და მეხუთეც გადმოვწერე, მაგრამ ვერ გავიგე სად ჩამეგდო და დავიკიდე ;დ

პირველი ნაწილი ერთი ორი წლის წინ ვითამაშე პირველად. რაღაც გაიდს გავყევი სთიმის ქომიუნითიში და იმენა ჯიგრულად შევირგე მთელი თამაში. აი ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მართლა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Gothic I,II

Unread post#18 » 09 Jul 2016 20:21

პირველ ნაწილზე ადვილია, არსად ჩაგდება არ გინდა არაფრის, პირდაპირ თამაში სადაც გიწერია ის პაპკა უნდა მონიშნო ინსტალაციისას. დარეგისტრირებაც არსად არ გინდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Gothic I,II

Unread post#19 » 10 Jul 2016 12:35

ოო, წინ დიდი თავგადასავლი გელის. :დ

კიპერას დადებული ვიდეო ვნახე, გვერდითა თემაში და ეგრევე ნოსტალგია შემომაწვა ტო. :(

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Gothic I,II

Unread post#20 » 06 Jul 2017 02:33

ერთი ვიდეო მგონი ადრე იდო ფორუმზე გოთიკის ლეველ დიზაინზე, ეს სხვა ვიდეოა იგივე თემაზე.
https://youtu.be/UDA1uBNp3dA
იმედია ოდესმე ვინმე თანამედროვე თამაშსაც შექმნის რომელსაც ასეთი გემრიელად დაგეგმარებული საინტერესო რუკა ექნება და თან ძალიან დიდი რო ერთი თვე ვერ მორჩე კვლევას
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest