Metal Gear Solid V, PC, PS4, Xone

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#1 » 02 Sep 2012 16:39

>>>

ესდღეებია ცოტა გადართული ვიყავი თამაშებიდან და როგორც ყოველთვის, ზუსტად მაშინ მოხდა ყველაზე საინტერესო პროექტების დაანონსება. ესეიგი როგორც ალბათ უკვე იცით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა Metal Gear Solid ოცდახუთი წლის თავისთვის მიძღვნილი საღამო, რომელზეც ბევრი საინტერესო რამ იქნა დაანონსებული, მაგრამ მათში ყველაზე შთამბეჭდავი მაინც Metal Gear Solid: Ground Zeroes პროექტი გახდა. ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს ეგრეთწოდებული Project Ogre რომელზეც საკმაოდ ბევრი ვიფიქრე თავის დროზე და მაინც ვერ მივხვდი თუ რა იყო, მარა ეხლა უკვე დარწმუნებით შემილია ვთქვა, რომ ეს უბრალოდ MGS-ის ახალი ნაწილი გახლავთ. Ground Zeroes - Fox Engine-ის თანამედროვე ვარიანტზე შექმნილი, MGS 5-ის პრიკველი (ან მეხუთე ნაწილის შემზადება), რომელიც უფრო PS1 MGS1 სტილშია გაკეთებული.

>>>

ახალი სერია, რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს Open World-ში იქნება წარმოდგენილი. ანუ სნეიქს მანქანების, ვერტმფრენების და სხვა ტიპის ტექნიკის გამოყენებით, თამაშის მთლიან ტერიტორიაზე თავისუფლად შეეძლება გადაადგილება. კოჯიმას მტკიცებით, მას ძალიან უნდოდა სტელსის ჟანრში ახალი სულის ჩაბერვა, რის გამოც მან კიდევ ერთი ექსპერიმენტალური ნაბიჯი გადადგა - მინიმალურ რაოდენობამდე იქნება დაყვანილი Game Over ეკრანი. ანუ მოწინააღმდეგის მიერ სნეიქის აღმოჩენის შემთხვევაში, ყველაფრის ხელახლა დაწყება არ მოგიწევთ, თამაში ჩვეულებრივად გაგრძელდება და მოთამაშე უკვე საპყრობილეში გააგრძელებს მოქმედებას. Ground Zeroes გეიმფლეის დემონსტრირება, პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით ხდებოდა, მაგრამ ჰიდეო დაგვპირდა, რომ PS3-ზე გამოსული ვერსია ვიზუალით ზუსტად იგივე იქნება. ხო და რაცმთავარია, თამაშის მოქმედი გმირი იქნება Big Boss, ხოლო მოვლენების განვითარების პერიოდი სავარაუდოთ წარსული გახდება.

>>>
და აი ისიც, 15 წუთიანი ვიდეოს ძირითადი მონაკვეთი (სავარაუდოთ ის 5 წუთიც გახდება ხელმისაწვდომი და დავდებ). შესანიშნავი რეჟისურა, ძრავის თანამედროვე შესაძლებლობები, განათება, შეიდერები და სხვა ახალი თაობისთვის დამახასიათებელი დეტალი. გუშინ სერიოზულად ვისიამოვნე ამის ყურებით და გირჩევთ

User avatar
Spawn
Posts: 157

Metal Gear Solid V

Unread post#2 » 02 Sep 2012 17:10

:ტაშ: :ტაშ: კოჯიმა!

საინტერესოა ნაღდად ვინარი ის კაცი, პატრიოტების ბაზარს დააბრუნებს გული მიგრძნობს და ალბათ ეგარი ლიდერი, მარა ქუდი რო დაიხურა რევოლვერი გამახსენდა )))

გადაიხაროს ეს კაცი კინომატოგრაფიისკენ და მშვენივრად გადაიღებს MGS ზე ფილმს ))
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid V

Unread post#3 » 02 Sep 2012 17:19

მოვლენები იქნება Peace Walker-ის შემდეგ Metal Gear 1-მდე სანამ Solid Snake დაამარცხებდა Big Boss-ს. კოჯიმას თქმით ეს იქნება პროლოგი MGS5-ისთვის, ანუ ჯერ უცნობია რა მოვლეენებს შეეხება MGS5.
PW-ს შემდეგ დაბერებულია უკვე Big Boss, ანუ ის ბავშვი გალიაში შესაძლოა იყოს Solid Snake თუ თმის და თვალის ფერით ვიმსსჯელებთ. თანაც კოჯიმამ თქვა რაღაც როლი ექნება Solid Snake-საცო, ხოდა დარწმუნებული ვარ ეგ არის
p.s. სათაურში Zeroes უნდა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#4 » 02 Sep 2012 17:41

Zeroes მეწერა თავიდან მარა სერჩმა გადამისწორა და მეგონა შემეშალათქო, ნუ რავი დავარქმევ ისევ.
თვითონ თამაშს რაც შეეხება, ალბათ უფრო ეს ტიპია კლეთკაში ვინც ზის.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid V

Unread post#5 » 02 Sep 2012 18:17

არა მაგაზე ამბობენ რო Miller-ია, თან მაგხელა დრო არამგონია გავიდეს თამაშში რო ბავშვი გაიზარდოს და იმაზე იყოს თაამაში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid V

Unread post#6 » 04 Sep 2012 00:24

როგორც კოჯიმამ განაცხადა Project Ogre არანაირ კავშირში არ არის MGS Ground Zeroes-თან

"Project Ogre is what the project that Ogre appears. Ogre does not appear in "MGS Ground Zeroes" trailer."
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#7 » 04 Sep 2012 00:42

მდა.... )))) აბა რასთან არი კავშირში?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid V

Unread post#8 » 04 Sep 2012 00:55

რავიცი ))))))
სამ ტამაშზე მუშაობს როგორ ჩანს ერთდროულად
Groudn Zeroes, MGS5 და Ogre
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#9 » 04 Sep 2012 01:18

არადა თავიდან Project Ogre თემის სახელს გადავაკეთებდთქო ეგეც კი ვიფიქრე და ცალკე თემას აღარ გავხსნითქო. აშკარათ ერთიდაიგივე ძრავზეა ორივე და იმის სეთინგიც რაღაცით გავს MGS-ს. რაღაც ახლო აღმოსავლეთის ვარიანტია, მარა MGS-სს გავს აშკარათ. შეილება სპინოფია... რამე რადოკალურად ახალი არამგონია რო იყოს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid V

Unread post#10 » 04 Sep 2012 01:20

მაგ ჩემისამ თუ არ დააანონსა სულ ასე ვარაუდებში ვიქნებით )))
და როცა ეკიტხებოდნენ PAX-ზე Ogre-ის შესახებ შეწუხება გამოთქვა ))
open world იქნებაო Ogre-ზე თქვეს, მერე Ground Zeroes იც open world არისო, მოდი და გაიგე ეხლა რა უნდა, და თან კითხვაც არ უნდა დაუსვა : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Bulletstorm
Posts: 104

Metal Gear Solid V

Unread post#11 » 07 Sep 2012 20:07

ვიდეოს რომ ვუყურებდი რაღაც მომენტში next gen თამაში მეგონა, მარა ბოლოში გამიცრუვდა იმედები

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Metal Gear Solid V

Unread post#12 » 08 Sep 2012 09:08

ბავშვი საკანში = Chico.

სხვადასხვა მანქანების მოპარვა და მართვა ხდება შესაძლებელი.
Video @GT
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#13 » 09 Sep 2012 04:10

დემოს ვიდეოში შესული ოსტებისთვის ერთი ამბავი დაწყებულა, მარა ზუსტად კომპაზიციის სახელს არ ამბობენ. რაღაც სასამართლო გარჩევა უკვე დაწყებულიაო და ტრეილერებს ბლოკავენო თუ რაღაც მსგავსი... ეჭვიმაქ რო ზედა მორიკონეს კომპოზიციაზეა ბაზარი... ))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Metal Gear Solid V

Unread post#14 » 09 Sep 2012 10:31

ხო ალბათ. მაგრამ მორიკონეს კომპოზიცია არ იყო მეოთხეშიც? ნუ ჯანდაბას, უკვე ვნახეთ ტრეილერი )))
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid V

Unread post#15 » 09 Sep 2012 16:33

მეოთხეს ვერსია უფრო მომწონდა მე : D
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#16 » 11 Sep 2012 01:56

ეხა წავიკითხე დღე ღამის მონაცვლეობის სისტემაზე, სადაც ეწერა, რომ თამაშის ხელახლა დახურვის და გეიმფლეის თვალსაზრისით, ინგეიმ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებაო. მაგალითად მოყავთ სხვადასხვა დაცული ტერიტორიები, რომლებსაც დღე ღამის მანძილზე სხვადასხვა ტაქტიკებით იცავენ, ანუ შესაბამისად გეიმფლეის სტილის შერჩევაც ამის მიხედვით მოგიწევთ.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#17 » 24 Sep 2012 14:36

ანუ იქნება ბევრი GTA-ს სტილის გახსნილი ლოკაციები, რომლებში გადაადგილებაც მხოლოდ ვერტმფრენით მოხდება. პირველ ვიდეოში ნაჩვენები სამხედრო ბაზა როგორც ჩანს მხოლოდ პატარა სამყაროს წარმოადგენდა, იქნება უფრო დიდებიც.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#18 » 02 Oct 2012 18:45

Metal Gear Solid: Ground Zeroes ჯერჯერობით მხოლოდ PlayStation 3 და Xbox 360-თვის არის დაანონსებული, მაგრამ როგორც ჩანს სნეიქის თავგადასავლების ახალი სერია PC-ზეც გამოვა. მოცემულის შესახებ ინფორმაცია პირველად Zavvi მაღაზიის საიტზე გამოჩნდა. ველოდებით ოფიციალურ დასტურს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid V

Unread post#19 » 11 Jun 2013 12:49

Metal Gear Solid V: The Phantom Pain E3 ტრეილერი... მშვენივრად გმაოიყურება, ტან რაღაც დასავლური სტელსის ელემენტები იგრძნობა, ვფიქრობ რო social stealth-საც საკმაოდ დიდი როლი ექნება უკვე.. სთორი თავისთავად სერიოზული იქნება.. მოკლედ დიდი რაღაც მოდის
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Metal Gear Solid V

Unread post#20 » 11 Jun 2013 16:29

ცხენის სტელსზე ძალაუნებურათ გამეცინა. მერე გადმოვახვიე, თავიდან უყურე და კიდე გამეცინა.
საერთო ჯამში ეპიკი მოდის აშკარათ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 84 guests


cron