რამდენიმე თვის წინ, ყველა კლასიკური RPG-ს მოყვარულს, Beamdog-მა მოულოდნელი და ამასთანავე სასიამოვნო სურპრიზი გაუკეთა - სტუდიამ ლეგენდარული RPG-ს Baldur's Gate-ის Enhanced Edition-ი დაანონსა (გულშემატკივარის გარკვეული ნაწილი, თამაშის ახალი სერიის ანონსს ელოდა, მაგრამ მოცემულიც საკმაოდ დიდი სიხარულის მიზეზი გახდა). თემა აქამდე არ გახსნილა, მაგრამ გამოსვლის დროის მოახლოვებასთან ერთად, თამაშზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაგროვდა და შევეცდები ყველაფერი თანმიმდევრობით დავწერო.
ცნობილი RPG-ს გაფართოებული და შევსებული ვერსია გაყიდვაში PC-ზე და Mac-ზე ერთდროულად, 18 სექტემბრს გამოვა. თამაშის ორიგინალისგან Enhanced Edition პრიველ რიგში ვიზუალური შემადგენელით იქნება განსხვავებული - მას ექნება მაღალი რეზოლუციების მხარდაჭერა, ხოლო გრაფიკის ზოგიერთი ელემენტი საერთოდ ახლიდან იქნა გადახატული. დამატებული იქნება თვითონ შიგთავსიც მაგ. თამაშში გამოჩნდება ახალი გმირების ტრიო - ველური ჯადოქარი ნირუ, მღვდელი რასადა ინ ბაშირი და შავ კანიანი მცველი დორნ ინ-ხანი. მოცემულ პერსონაჟებთან მიმართებაში, Baldur's Gate-ის ძველი ტრადიციები სრულიად იქნება დაცვული - ყველა მათგანს საკუთარი ვცელი ისტორიააქვს, რის შესახებაც ახლად დაწერილი დიალოგების, ახალი ქვესთებისა და ჯადოსნურ სამყაროს აქამდე უცნობ ტერიტორიებზე მოგზაურობისას გაგვანდობენ. პლიუს ამას, თამაშში დამატებული იქნება ახალი სათამაშო რეჟიმი The Black Pits, რომელშიც გმირების რაზმს "გამოცდილების" მოსაგროვებლათ რამდენიმე ტურის მანძილზე სხვადასხვა არენებზე უამრავი სახეობის მონსტრებთან მოუწევთ შებრძოლება. დანაპირებში ასევე შედის თამაშის ხელახალი გახმოვანებაც. მთლიანობაში, Baldur's Gate-სთან შედარებით, Enhanced Edition-ში შესული იქნება 400-მდე დამატება და გაუმჯობესება. ხოლო მისი ფასი 20 დოლარი იქნება.