Bully-ის დაუვიწყარი სათავგადასავლო ატმოსფერო, იუმორი და მუსიკა (2, 3, 4) დღემდე ტკბილ მოგონებათ რჩება ჩემთვის. თამაში რომლის არსებობაც გაუპიარებელი პორტირების გამო, ბევრ გეიმერს გამოეპარა. არადა თავის დროზე მართლა უნიკალური შთაბეჭდილება მოახდინა, თავისი უბრალო და ამასთანავე უმაგრესად შექმნილი პატარა სამყაროთი, სადაც თავი რაღაც ცნობილი ამერიკული კომედიური მულტსერიალის პერსონაჟი გგონია.
ტკბილი მოგონებებით სავსე პეიზაჟი. ბევრს ახევია ბულკი ამ კიბეებთან.
Bully (ქართულ თარგმანში - ჭირვეული, შარიანი, ჩხუბისთავი. დიდ ბრიტანეთში ცნობილი როგორც Canis Canem Edit) სენდბოქს სტილის Action-Adventure ჟანრის თამაში, შექმნილი Rockstar Games-ის მიერ და გამოცემული PlayStation 2-ზე 2006 წლის ოქტომბერში. შემდგომში კი, 2008 წელს, პროექტი მულტიპლადფორმულ არენაზეც გამოჩნდა და სათაურით Bully: Scholarship Edition Xbox 360, Wii და PC-ზეც გახდა ხელმისაწვდომი. ახალ გამოცემას საგრძნოლბად გაუმჯობესებული გრაფიკის გარდა, სიუჟეტური დავალებიც დაემატა. თამაშის პირვანდელ ვარიანტზე მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისმა საბოლოო ბიუჯეტმა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი შეადგინა. პროდიუსერის ჯერონიმო ბარრერეს თქმით, Bully ჰოლივუდის ცნობილი სასკოლო ფილმების (მაგ. "Sixteen Candles") და ასევე ცნობილი რომანების (ჯერომ სელენჯერის, "The Catcher In The Rye") მიხედვით იქმნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დეველოპერთა გუნდში 1985 წელს გამოსული Skool Daze-ის გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ.
Bully-ის პირველი, PlayStation 2-ის ვერსიისთვის განკუთვნილი ძრავი, საკმაოდ პოპილარული RenderWare-ი გახლდათ, რომელზეც ბევრი იმდროინდელი Rockstar Games-ის ჰიტი იყო აგებული (მაგ. Manhunt, Midnight Club და Grand Theft Auto 3). მას შემდეგ კი რაც Electronic Arts-სმა მომცემული ძრავის შემქმნელი კომპანიის, Criterion-ის შეძენის შესახებ გამოაცხადა, მოცემული ტექნოლოგიით სარგებლობის ყველანაირი უფლება "ელექტრო გიგანტზე" გადავიდა, რის გამოც RenderWare-ზე აქცენტირებულმა კომპანიებმა, სხვა, ალტერნატიული ვარიანტების ძიება დაიწყეს. კერძოდ Rockstar-მა ახალი პროექტების შექმნისთვის, საკუთარი ძრავის სახელად RAGE-ის გამოყენება დაიწყო. Xbox 360, Wii და PC-ზე გადატანილი - Bully: Scholarship Edition კი უკვე სრულიად სხვა ძრავს, ლიცენზირებულ Gamebryo-ს იყენებდა (gametrailers-ის ჩატარებული ტესტის თანახმად, პლადფორმებს შორის ყველაზე კარგი გრაფიკული ვიზუალი პერსონალურმა კომპიუტერმა აჩვენა).

ბნელ ქუჩაზე GTA-ს იარაღების მაღაზიის ფილიალში ხლაპუშკების შეძენისას.
ახლა კი უშუალოდ თამაშზე გადავიდეთ, რომლის მოქმედებაც ახალი ინგლისის გამოგონილ ქალაქ ბულვორტში ვითარდება (შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონი). მოქმედების დრო ზუსტად არასადაა მითითებული, მაგრამ ოფიციალური საიტის თანახმად თამაშში 2006 წელია. მთავარი გმირი - მამის გარეშე გაზრდილი, სკოლებში ძნელად აღსაზრდელთა სიაში შეყვანილი ჯიმი ჰოპკინსი გახლავთ, რომლის დედაც მეხუთეჯერ გათხოვდა და ახალ მეუღლესთან ერთად ერთ წლიან საქორწინო მოგზაურობაში მიდის. ჩვენ გმირს კი არ გაუმართლა, მას "სასწავლებლად" ბულვარულ აკადემიაში ტოვებენ - კერძო სკოლა ინტერნატი. აქედან კი ჯიმის უკვე დამოუკიდებლათ უწევს ცხოვრების გაგრძელება და ახალი სკოლის წესჩვეულებების საკუთრ თავზე მორგებას იწყებს.
გახსნილი და არასწორხაზოვანი სამყაროს გამო Bully-ს ხშირად GTA-ს სერიებს ადარებენ. სიუჟეტური კომპანიაში გასვლის პარალელურად მთავარ გმირს აკადემიის და გარშემო მდებარე ქალაქის ტერიტორიაზე დამატებითი დავალებების შესრულება, ფულის დაგროვება და საკუთარი შესაძლებლობების განვითარება შეუძლია. ჯიმის ბევრ თავის ასაკისთვის შესაფერის იარაღზე მიუწვდება ხელი - რაგათკა, საახალწლო ასაფეთქებლები, კარტოფილ-მტყორცნი, გრაფიტის ბალონები, ბეისბოლის ბიტა და სხვა. Rockstar-ის ყველა სენდბოქსის მსგავსად, ტრანსპორტი Bully-შიც მრავლად არის, ოღონდ ესეც ასაკის და სეთინგის შესაბამისი - სკეიტი, ველოსიპეტი, მოტოციკლი და პატარა კატერი. ასევე უამრავი ტანსაცმელი და პერსონაჟის ვიზუალიზაციის სხვა საშუალებები. მთლიანობაში მოცემული მთავარი და დამატებითი მისიების რაოდენობა დაახლოებით 75 85 ადის. ასევე არის ყველა რაიონისთვის ინდივიდუალური, დამატებითი, მინი დავალებებიც.

ჰელოუინი აფეთქებების და სტელს გაჩალიჩებების გარეშე არ ჩაივლის.
სადღესასწაულო დღეები კიდევ ბევრი იქნება.
თამაში სკოლაზე, გაკვეთილების გარეშე? პირიქით. გაკვეთილები ბულვარულ აკადემიაში მინი თამაშების სახით არის წარმოდგენილი და მათი წარმატებულად დასრულების შემთხვევაში მოთამაშეს გარკვეული ბონუსები ეხსნება (მაგალითად ჰელოუინის ტანსაცმელი, ამერიკუი ფეხბურთი მხარდამჭერთა გუნდის წითელი ხარის ფორმა და მსაგავსი). მინი თამაშების, შესაბამისად გაკვეთილების ნაირსახეობა საკმაოდ ბევრია - ინგლისური, ხატვა, შრომა, ფისკულტურა, ფოტოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა და მუსიკა. ყველა საგანი 5 ეტაპისგან შედგება, სიძნელე კი თანდათან იმატებს. სიუჟეტურ კომპანიაში გასასვლელად გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო არ არის, მაგრამ ბონუსების და გართობის მომენტის ასამაღლებლად დარწმუნებულივარ ბევრი გახდება ურჩი ხუთოსანი.
Bully GTA-ს სერიებისგან რამდენიმე ფუნდამენტური მომენტით განსხვავდება. მაგალითისთვის, თამაშშის ყველა პერსონაჟს (დაახლოებით 60 მოსწავლე, 4 სკოლის დაცვა, თხუთმეტამდე მასწავლებელი და მომსახურე პერსონალი, ასევე ქალაქის მაცხოვრებლები, გამყიდველები, ქუჩის ბანდის წევრები) ინდივიდუალური სახელი, გარეგნობა და რეპლიკები აქვს. თამაშის ძრავი "თვალყურს ადევნებს" პერსონაჟებს და მათი გამეორების შანსს გამორიცხავს, ანუ ქუჩაში, GTA-ს სერიებისგან განსხვავებით, ერთმანეთის ინდენტურ NPC-ებს ვერ ნახავთ.

მოცემულია ხელჩართული ბრძოლების სისტემა, ათობით სხვადასხვა პრიომით. ხულიგან მოდი - როდესაც ჩხუბის დროს, მოწინააღმდეგეს ცოტა სიცოცხლე რჩება თქვენ შეგიძლიათ მას სპეც დარტყმა გაუკეთოთ, რომლის შედეგადაც იგი ფეხზე კიდევ დიდიხანს ვეღარ ადგება. თუ რომელ კოკრეტულ პრიომს გააკეთებთ მოწინააღმდეგის აღნაგობაზეა დამოკიდებული და ამას თამაში ავტომატურად ირჩევს. ხულიგნობის გამოყენება ჩხუბის გარდა სხვა სიტუაციებშიც ხშირად შეგიძლიათ - მაგალითად, მოსწავლის სასწავლო შკაფში ჩაკეტვა და სხვა. სკოლა ინტერნატში მკაცრი დღის განრიგი მოქმედებს: ადგომა 8 საათზე, ორი გაკვეთილი (სასადილოთ შესვენებით) ცხრიდან 15:30-მდე, 23:00-დან კომენდანტის საათი. კომენდანტის საათის მიუხედავათ, თუ მაინც არ დაწვებით დასაძინებლათ, ღამის 2 საათზე ჯიმი დაღლილობისგან ძირს დაეცემა, ადგილზე დაიძინებს და მეორე დღეს ნივთების გარეშე (გაძარცვული) მოვა გონს.
წესრიგის დაცვას სხვადასხვა ლოკაციებში სხვადასხვა წარმომავლობის უფროსები უზრუნველყოფენ: სკოლის ტერიტორიას თავის ზედამხედველები ყავს, მაგრამ მათ ზოგჯერ მასწავლებლებიც ეხმარებიან, ქალაქში პოლიცია, ფსიქიატრიულ საავანტყოფოში კი სანიტრები. დანაშაულის დონის მისახვედრათ თამაშში სპეციალური მაჩვენებელი არსებობს. შედარებით უმნიშვნელო წესრიგის დარღვევისას ჯიმი ადვილათ შეძლებს გაქცევას, მაგრამ მძიმე "კრიმინალის" დროს, ყველა გარშემო მყოფი ზრდასრული გამოგეკიდებათ და მათგან ადვილათ თავის დახწევას უკვე ვეღარ მოახერხებთ. დაჭერის შემთხვევაში ჯიმის თითქმის მთელ ავლადიდებას ართმევენ და გაკვეთილებზე, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, დირექტორის კაბინეტში მიყავთ, რის შედეგადაც მას სადამსჯელო მოვალეობა ენიშნება (თოვლის გაწმენდა, დალაგება, გაზონის შეკრეჭვა და სხვა).

ქალაქი GTA-სთან შედარებით გაცილებით პატარა, მაგრამ ბევრად დასამახსოვრებელია.
თამაში ექვსი თავისგან შედგება, მაგრამ მთავარი სიუჟეტო მხოლოდ მეხუთემდე მიდის. მოქმედება ერთ სასწავლო წელს მოიცავს და შესაბამისად სეზონების მიხედვითაა დაყოფილი - პირველი ორი თავი შემოდგომაზე, მესამე ზამთარში, მეოთხე და მეხუთე გაზაფხულზე და მეექვსე შესაბამისად, არდადეგების დროს, ზაფხულში ხდება. წლის სეზონების ცვლასთან ერთად იცვლება თამაშის ვიზუალი და ლოკაციები მოცემული პერიოდისთვის დამახასიათებელ დეკორაციებზე გადადის.
Bully დადებითათ იქნა მიღებული ცნობილი საიტების მიერ და საკმაოდ მაღალი შეფასებებიც მიიღო (IGN 8,9 GameSpot 8,7 1UP.com A+). კრიტიკოსებმა კი თამაშის გამორჩეული ატმოსფერო, პერსონაჟების გახმოვანების მაღალი ხარისხი, და წარმატებული მუსიკალური გაფორმება აღნიშნეს. სიუჟეტს საკმაოდ ორიგინალური კლასიფიკაცია მიანიჭეს - "მექანიკური ფორთოხალი" ვიდეო თამაშებში". "ეს არ არის GTA ბავშვებისთვის, ეს არის GTA ბავშვებზე" - GamesPaper. თამაშს ასევე მოპოვებულიაქ IGN — Best PlayStation 2 Action Game (2006). GameSpot — Best Original Music (2006). 2010 წელს ჟურნალი Game Informer-ის მიერ ჩატარებული, ათწლეულის საუკეთესო პერსონაჟების 30-თეულში, ჯიმი ჰოპკინსი 14 ადგილზე გავიდა. ოფიციალური საიტი