Unread post#35 » 23 Feb 2015 22:22
ძალიან დიდი კონცეპტუალური სხვაობაა Legacy of Kain სერიებთან ჩემი აზრით, მიმბაძველობა იგრძნობა თან მაგასთან ერთად. ცალკე მდგარ პროექტად რო შეექმნათ დარწმუნებული ვარ ბევრად გაქაჩავდა და შეიძლება მაგარი პროექტიც გამოსულიყო, გააჩნია რა კონტენტს ჩადებდნენ და საერთოდ თუ ჩადებდნენ ისეთი დონის დიალოგებს რაც სერიებს გააჩნია Amy Hennig-ის დამსახურებით.
თავიდან გადაგდების სცენა, wannabe Raziel ტიპი, ძალები, ვამპირები. არ აქცევს ეს ატრიბუტები თამაშს LoK სერიად და კეინი რო დამენახა მანდ ვიტირებდი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.