Resident Evil, სერიის რეტროსპექტივა: საუკეთესო ნაწილები

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Resident Evil

Unread post#1 » 23 Jan 2012 09:19

>>>

Resident Evil - იაპონიაში ცნობილი როგორც Biohazard - Shinji Mikami-ს მიერ შექმნილი საკულტო სერიებია რომელიც დაიწყო 1996 წლიდან Playstation-ზე გამოსული თამაშით Resident Evil. წლების განმავლობაში სერიებმა სხვადასხვა კურსი აიღო და მრავალჯერ იცვალა სახე, მათ შორის Action თამაშებშიც კი გადაიზარდა. გამოდიოდა სხვადასხვა title-ები. იყო როგორც მთავარი ასევე Outbreak, Survivor, Chronicles და Gaiden სერიები. გაგრძელება ნახა კომიქსებში, ნოველებში, რადიო დრამებში, ფილმებში და კომპიუტერულ ანიმაციებში. სერიებმა დასაბამი მისცა ისეთ title-ებს როგორებიცაა Dino Crisis და Devil May Cry. ეს უკანასკნელი თავდაპირველად როგორც RE სერია ისე იქმნებოდა, თუმცა განსხვავებული სეთინგის გამო ახალ თამაშების სერიად ჩამოყალიბდა. თამამად შეიძლება ითქვას რომ Resident Evil-მა ძალიან დიდი სიტყვა თქვა და გეიმფლეის, ატმოსფეროს და სიუჟეტის მაგალითით დიდი პოტენციალი შეიტანა ჟანრში. ეს იყო უკვე მყარი საფუძველი და ნიმუში ახალი თამაშებისთვის. გამოდიოდა თამაშები რომლებიც ბაძავდნენ RE-ს თანამედროვე დახვეწილ გეიმფლეის, ამ თამაშებს შორის შეიძლება მოვიაზროთ ისეთი სერიოზული title-ები როგორებიც არის Fear Effect-ის და Parasite Eve-ის სერიები, Alone In The Dark: The New Nightmare და Galerians. Resident Evil იყო პირველი თამაში, რომლისთვისაც გამოიყენეს ტერმინი Survival Horror

იმის გამო რომ დიდი არეულობა არ შევქმნა, ამ თემაში ვაპირებ მხოლოდ მთავარი სერიების დადებას, მაგრამ ვინაიდან RE5-ის და RE6-ის თემა უკვე არის და RE4-იდან დაწყებული სერიებსაც სხვა კურსი აქვს აღებული, ამიტომ აქცენტს მხოლოდ კლასიკურ Resident Evil-ებზე გავაკეთებ (რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ. RE4 ზე და Revelation-ზე თემები ჯობია ცალკე იყოს). თუ მომავალში საჭირო იქნება Outbreak, Survivor და Chronicle სერიებზეც დავწერ მაგრამ სიმართლე რო ითქვას, ამ სერიებში შესული თამაშები ბევრად ჩამორჩება კლასიკურ სერიებს.

Retrospective: Episode 1, Episode 2, Episode 3

RESIDENT EVIL

>>>

Developer: Capcom
Publishers: Capcom
Platforms: PlayStation, Saturn, PC

პირველი თამაში სერიებში რომელიც 1996 წელს გამოვიდა Playstation-ზე, ხოლო მისი შემდეგი პორტირებები მოხდა Saturn-ზე და PC-ზე. Playstation-ზე თამაშის სულ სამი ვერსია გამოვიდა. ორიგინალის შემდეგ პირველი იყო მისი განახლებული ვერსია Resident Evil Director's Cut, სადაც Original რეჟიმთან ერთად დამატებული იყო Practice და Advanced რეჟიმები. Advanced რეჟიმი მოიცავდა Director's Cut კონტენტს, სადაც შედიოდა ახალ კოსტუმები, კამერის შეცვლილი ხედები და ლოკაციებში ნივთებისა და მტრების ახალი განლაგება, ხოლო Beginner დამწყებთათვის გათვლილი რეჟიმი იყო. შემდეგი განახლება Resident Evil Director's Cut Dualshock Ver. იყო, რომელსაც დაემატა დუალშოკ კონტროლერების ანალოგების და ვიბრაციის მხარდაჭერა, ასევე Masami Ueda-ს ორიგინალი მუსიკალური გაფორმება ჩაანაცვლა Mamoru Samuragochi-ის ახალმა კომპოზიციებმა, ხოლო Practice და Advanced რეჟიმები გადმოვიდა Beginner და Arranged სახელებით. 2002 წელს Gamecube-ზე გამოვიდა თამაშის სრულფასოვანი რიმეიქი, რომელიც იყო სრულიად ახალი თამაში, განახლებული გრაფიკით, გაუმჯობესებული გეიმფლეით და ახალი გახმოვანებით. 2006 წელს ორიგინალი ვერსიის Nintendo DS ზე პორტირებაც მოხდა სახელით Deadly Silence.
თამაშის სიუჟეტის განვითარება ხდება ქალაქ Racoon City-ის გარეუბანში, რომელიც შეძრა საზარელი მკვლელობების სერიებმა, მსხვერპლთა გვამების ნარჩენებზე კი აღინიშნება კანიბალიზმის კვალი. Racoon City-ის პოლიციის დეპარტამენტი მკვლელობების გამოსაძიებლად აგზავნის სპეციალურ საბრძოლო მაშველ რაზმს (Special Tactics And Rescue Service) იგივე S.T.A.R.S-ს. პირველი გაგზავნილი ბრავო ქვედანაყოფის კონტაქტიდან გასვლის შემდეგ იგზავნება მეორე, ალფა ქვედანაყოფი. მთავარი პერსონაჟებიც სწორედ ალფა ჯგუფის წევრები არიან - Chris Redfield და Jill Valentine, რომელთაც მოუწევთ მიტოვებულ რეზიდენციაში გადარჩენა, რთული თავსატეხების ამოხსნა და მკვლელობების მიზეზის წარმომავლობის დადგენა. ორივე პერსონაჟს თავისი სათამაშო სტილი აქვს, მაგალითად Jill-ს შეუძლია ჰქონდეს მეტი იარაღის ამუნიცია და lockpick რისი მეშვეობითაც ადვილად შეძლებს ჩაკეტილი კარების გაღებას, ხოლო Chris უფრო გამძლეა მონსტრებთან ბრძოლაში, ამუნიციაში კი შეზღუდული. Jill-ის და Chris-ის გარდა გადარჩენილები არიან Barry Burton, Albert Wesker და Rebecca Chambers, რომლებიც შემდგომ გამოსულ თამაშებშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.


RESIDENT EVIL 2

>>>

Developer: Capcom
Publishers: Capcom
Platforms: PSX, PC, N64, DC, GC, Game.com

მეორე სერია რომელიც გამოვიდა 1998 წელს Playstation-ზე დადებითად შეფასდა კრიტიკოსების მიერ თავისი გრაფიკის, ატმოსფეროს, სეთინგის და აუდიოს გამო. გარკვეული ხნის შემდეგ კი თამაში რამდენიმე Top 100-ეულშიც შევიდა, ამ წარმატებამ განაპირობა მისი პორტირებები Windows-ზე, Nintendo 64-ზე, Dreamcast-ზე და Gamecube-ზე. Dreamcast-ის და Windows-ის ვერსიები მსგავსია და Dreamcast-ის ვერსია შედარებით გამოირჩევა გაუმჯობესებული გრაფიკული ხარისხით. Gamecube-ის ვერსია Playstation-ის მსგავსია გაუმჯობესებული გამოსახულებით, ხოლო Nintendo 64-ის ვერსია გრაფიკულადაც და აუდიო ხარისხითაც ჩამორჩება ყველა სხვა ვერსიას.
Resident Evil 2-ის მოვლენები ვითარდება პირველი ნაწილიდან 2 თვის შემდეგ Racoon City-ში. ქალაქში უკვე იფეთქა T-Virus-მა რომელიც ფარმაცევტული კომპანიის - Umbrella-ს მიერ შემუშავებული საიდუმლო ბიოლოგიური იარაღია. Racoon City-ის თითქმის მთელი მოსახლეობა ზომბად არის ქცეული. მთავარი პერსონაჟები ამჯერად არიან ახალბედა პოლიციელი Leon S Cennedy და კოლეჯის მოსწავლე Claire Redfield, რომელიც საკუთარ ძმას, Chris-ს ეძებს. ქალაქში შესვლის შემდეგ ორივე პერსონაჟი თავს შეაფარებს პოლიციის დეპარტამენტის შენობას, სადაც მათი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთება. პირველი ნაწილის მსგავსად თამაში ერთერთი პერსონაჟით იწყება, მაგრამ დახრუვის შემდეგ იხსნება პარალელური სიუჟეტი რომელიც რამდენჯერმე თამაშის გამნავლობაში გადაიკვეთა. ამიტომ სახეზეა Resident Evil 2-ის ორნაირი ვერსია: A Leon - B Claire Scenario (იწყება Leon-ით და დახურვის შემდეგ გრძელდება Claire-ით) და A Claire - B Leon Scenario (იწყება Claire-ით და დახურვის შემდეგ გრძელდება Leon-ით). აქედან Canonical ვერსია რომელიც ქრონოლოგიურად ემთხვევა სერიებს არის პირველი ვარიანტი, მაგრამ ეს არაფრით არ აკნინებს მეორე ვარიანტს.
თამაშის გეიმფლეი დიდად არ განსხვავდება პირველი ნაწილისგან, მთავარი ფოკუსი კვლავ თავსატეხებზე და გადარჩენაზეა, მაგრამ არის საინტერესო ინოვაციაც, მაგალითად პერსონაჟების ჯანმრთელობის სტატუსის გაგება შეიძლება მისი მოძრაობიდან გამომინარე - რაც უფრო დაჭრილია პერსონაჟი, მით უფრო უჭირს სიარული. ასევე მთავარი პერსონაჟის გარდა შესაძლებელი ხდება დამხმარე პერსონაჟით თამაში, მაგალითად Ada Wong და Sherry Birkin, რომლებიც სთორიში საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ. იარაღების და ამუნიციის რაოდენობა დაბალანსირებულია და საბრძოლოდ სხვადასხვა ტაქტიკების გამოყენება შეიძლება. Resident Evil 2 ის დახურვის შემდეგ იხსნება მინი თამაში The Mercenaries რომელიც შემდეგ სერიებშიც იქნა გამოყენებული.


RESIDENT EVIL 3: NEMESIS

>>>

Developer: Capcom
Publishers: Capcom
Platforms: PSX, PC, DC, GCN

მესამე სერია რომელიც წინა სერიების მსგავსად Playstation-ზე გამოვიდა 1999 წელს. მისი იაპონური სახელი იყო Biohazard 3: Last Escape. მომავალში პორტირებები მოხდა Dreamcast-ზე, Windows-ზე და Nintendo Gamecube-ზე.
ეს არის ბოლო სერია სადაც მოვლენები განვითარდა Racoon City-ში. სიუჟეტი გაყოფილია ორ ნაწილად, თამაში იწყება 1998 წლის სექტემბერს და მისი ნახევარი ვითარდება Resident Evil 2-მდე 24 საათით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი 2 დღის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი, უკვე ცნობილი S.T.A.R.S-ის წევრი Jill Valentine-ია, რომელიც ცდილობს Racoon City-იდან გაღწევას. მას დამხმარედ ევლინება Umbrella-ს ბიოლოგიური საფრთხის ჩამხშობი რაზმის (Umbrella Biohazard Countermeasure Service - UBCS) წევრი Carlos Oliveira. მასთან ერთად რაზმის წევრები არიან Mikhail Victor და Nicholai Ginovaef. RE3-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის ბიოლოგიური იარაღი, უძლიერესი მონსტრი Nemesis, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში დასდევს მთავარ პერსონაჟს. იგი წარმოადგენს დაინფიცირებულ Tyrant-ს, მისი ინტელექტის გასაზრდელად კი გამოყენებულია პარაზიტი რომელსაც კონტროლი აქვს სხეულის ნერვულ სისტემაზე და ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ტვინი.
თამაშის გეიმფლეი შედარებით დახვეწილია, თუმცა დიდი განსხვავება მაინც არ შეიმჩნევა. მაგალითად: გამარტივებულია კიბეებზე ასვლა, პერსონაჟს შეუძლია 180 გრადუსით შემობრუნება, დამატებულია ახალი სისტემა ამუნიციისთვის, სადაც შესაძლებელია საკუთარი ტყვია-წამალის დამზადება, თავსატეხები იცვლება და დამოკიდებულია არჩევანის გზებზე, ლოკაციებში შეინიშნება საწვავის კასრები რომლის აფეთქებაც შესაძლებელია. თამაშის დახურვის შემდეგ იხსნება მინი თამაში The Mercenaries - Operation: Mad Jackal, მისი პრინციპი იგივეა რაც მეორე სერიაში.


RESIDENT EVIL - CODE: Veronica

>>>

Developer: CAPCOM Production Studio 4, FLAGSHIP (scenario), Nextech, Sega
Publishers: CAPCOM
Platforms: DC, PS2, GCN, PS3, X360

Resident Evil-ის სერიები Playstation-ზე მესამე სერიით დამთავრდა. მომდევნო მეოთხე სერია 2000 წელს Sega Dreamcast-ზე გამოჩნდა სახელით Resident Evil Code: Veronica. იმავე წელს იაპონიაში Dreamcast-ზე გამოიცა თამაშის ოდნავ განახლებული ვერსია - Code: Veronica Kanzenban (Complete Edition), სადაც დამატებული იყო CGI cut scene-ები და ოდნავ გაუმჯობესებული ჰქონდა გრაფიკა. ეს განახლებული ვერსია Capcom-მა მსოფლიო მასშტაბით 2001 წელს გამოსცა PS2-ზე სახელით Code: Veronica X. იგივე ვერსია დაპორტირდა Nintendo Gamecube-ზეც. 2011 წლის სექტემბერში თამაშის HD ვერსია გამოვიდა PS3-ზე და XBOX360-ზე Resident Evil 4-თან ერთად.
Code: Veronica პირველი თამაშია სერიებში, სადაც დარენდერებული ბექგრაუნდების ნაცვლად სამგანზომილებიანი ბექგრაუნდები გამოიყენეს, თუმცა მოთამაშეს მაინც არ შეუძლია კამერის რაკურსის შეცვლა. შესაძლებელია ორნაირი იარაღის სროლა first person-იდან. უმეტესი ელემენტები გადმოტანილია Resident Evil 3 იდან, მაგალითად საწვავის კასრები და პერსონაჟის 180 გრადუსით შემობრუნება. ეს ორი სერია თითქმის ერთდროულად იქმნებოდა.
თამაშის მთავარი პერსონაჟები არიან Claire Redfield და Chris Redfield, ასევე მნიშვნელოვანი რლი აქვს Steve Burnside-ს, რომელიც support პერსონაჟია. სთორილაინი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნახევარი Claire-ის სიუჟეტია, მეორე კი Chris-ის. Racoon City-ს მოვლენებიდან სამი თვის შემდეგ Claire Redfield კვლავ საკუთარ ძმას ეძებს. ამ ძიებაში ის მოხვდება პარიზში, Umbrella-ს საკუთრებაში არსებულ საწყობში, სადაც ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდება. გაქცევის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება და Claire გადაყვანილი იქნება Rockfort Island-ზე. ამ პერიოდში კი Chris იღებს წერილს Leon S. Cennedy-სგან მისი ტყვედ ჩავარდნის შესახებ. Chris-ის სიუჟეტი მოვლენების პარალელურად ხდება და თამაშის ბოლოს იკვეთება. მეორე და მესამე სერიის მსგავსად Code: Veronica-ს დახურვის შემდეგაც იხსნება მინი თამაში Mercenaries.


Resident Evil

>>>

Developer: Capcom Production Studio 4
Publishers: Capcom
Platforms: GCN, Wii, PS3, PS4, XBOX360, XBOXONE, PC

Capcom-ისა და Nintendo-ს შეთანხმების შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა სამი თამაშის გამოშვებას Nintendo Gamecube-ზე, 2002 წელს გამოვიდა პირველი Resident Evil-ის განახლებული ვერსია. Shinji Mikami-ს თქმის ეს იყო ორიგინალისგან 70%-ით განსხვავბული თამაში. 2008 წელს მოხდა პორტირება Wii-ზე. მოგვიანებით გაკეთდა თამაშის HD Remaster, რომელიც 2015 წელს გამოვიდა Steam-ზე, Playstation 3-ზე, Playstation 4-ზე, XBOX360-სა და XBOX ONE-ზე. თამაში გამოირჩევა თითქმის ფოტო რეალისტურად დარენდერებული ფონებით. ასევე აღჭურვილია ახალი გრაფიკით და გახმოვანებით, წინა სერიებიდან დაემატა პერსონაჟის 180 გრადუსით შემობრუნება და სხეულის ენით სიცოცხლის სტატუსის გამოხატვა. რიმეიქმა წარმოადგინა ახალი მართვის სისტემა რომელიც შემდგომ Resident Evil Zero-ში გამოიყენეს. დაემატა რამდენიმე ახალი ლოკაციაც. თამაშისთვის უფრო სერიოზული ტონის მისაცემად და გამართული თარგმანისთვის, ახლიდან გადაიწერა სკრიპტი. პირველი ნაწილის live action cutscene-ები ჩაანაცვლა კომპიუტერულმა ანიმაციებმა, რომელიც ასევე ახლიდან გაახმოვანეს. თამაშის სთორილაინი მთლიანობაში არ იცვლება, მხოლოდ თავსატეხების უმეტესობა არის განსხვავებული. Jill Valentine-ს და Chris Redfield-ს კვლავ მოუწევთ იგივე სიუჟეტის გავლა მიტოვებულ რეზიდენციაში, თუმცა ამჯერად უკეთ შეძლებენ მტრის მოგერიებას დანით და დამატებითი იარაღებით, Jill-ის აღჭურვილობაში შედის ელექტროშოკი ხოლო Chris-ს აქვს გასათიში ხელყუმბარა.


Resident Evil: Zero

>>>

Developer: Capcom Production Studio 3
Publishers: Capcom
Platforms: GCN, Wii, PS3, PS4, XBOX360, XBOXONE, PC

Resident Evil Zero იყო მეორე სერია რომელიც გამოვიდა Gamecube-ზე, Capcom-ის და Nintendo-ს მოლაპარაკების თანახმად. ასევე ეს იყო უკანასკნელი Resident Evil-ის სერია, სადაც ტრადიციული გეიმფლეის სისტემა გამოიყენეს, რადგან Capcom-ის კომერციული ინტერესების გამო, Shinji Mikami მივიდა იმ აზრამდე რომ კარგი იქნებოდა შეცვლილიყო შემდეგი სერიის გეიმფლეი და დაწყებულიყო სრულიად ახალი სთორილაინი, განსხვავებულ სეთინგში, რაც შემდგომ Resident Evil 4-ში განხორციელდა. 2008 წლის ბოლოს მოხდა თამაშის Wii-ზე პორტირება. 2016 წელს გამოვიდა თამაშის HD Remaster ვერსია Steam-ზე, Playstation 3-ზე, Playstation 4-ზე, XBOX360-სა და XBOX ONE-ზე. Resident Evil Zero-ს სთორილაინი წარმოადგენს სერიების prequel-ს რომელიც პირველ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ხდება. S.T.A.R.S-ის ბრავო ქვედანაყოფი იგზავნება საზარელი მვლელობის გამოსაძიებლად Racoon City-ის გარეუბანში მდებარე მთებში. თავდასხმის შედეგად მათი ვერტმფრენი დაეშვება Racoon City-ს ტყეში, სადაც ჯგუფი აღმოაჩენს გადაბრუნებულ პოლიციის ფურგონს და ორი ოფიცრის დასახიჩრებულ გვამს. თამაშის მთავარი პერსონაჟები არიან S.T.A.R.S-ის ბრავო ჯგუფის წევრი - Rebecca Chambers და შეერთებული შტატების ქვეითი რაზმის ყოფილი წევრი Billy Coen. მათ ერთობლივი ძალებით მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა და ბნელი საიდუმლოების ამოხსნა. თამაშის მნიშვნელოვნი გეიმფლეის ელემენტია "partner zapping system", რომელიც ორი პერსონაჟის ერთდროულად კონტროლის საშუალებას იძლევა. შესაძლებელია როგორც ორივე პერსონაჟის ერთად ტარება, ასევე მათი გაყოფაც და ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციების ძებნა. ამ სისტემაზე აწყობილია თავსატეხებიც. როგორც წინა სერიებში, პერსონაჟები აქაც განსხვავდებიან, მაგალითად Rebecca-ს შეუძლია ბალახების მოგროვება და ვიწრო ადგილებში გავლა, თუმცა სუსტია შეტევის მიმართ, ხოლო Billy-ს თან აქვს სანთებელა, შეუძლია გაუმკლავდეს მძიმე ობიექტებს და უფრო მეტად აიტანოს მტრის შეტევა, სამაგიეროდ მას არ შეუძლია ბალახის შეგროვება.



Resident Evil Code: Veronica X-ის გამოსვლის შემდეგ, Capcom-მა გამოსცა დოკუმენტური ვიდეო სახელად Wesker's Report სადაც Albert Wesker ლაპარაკობდა გასაიდუმლოებულ ინფორმციაზე წინა სერიების ვიდეოებთან თანხლებით. 2003 წელს მოხდა ამ Report-ის ახლიდან გამოცემა, სადაც ჩაემატა ინფორმაცია Resident Evil Zero-დან. რეპორტის ტექსტური ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე: Wesker's Report.
ვინაიდან მთავარი სერიების გარდა სხვა სერიებშიც მოიპოვება საინტერესო დოკუმენტები, არსებობს კარგი საიტი Project Umbrella, სადაც შესაძლებელია ყველა ამ ფაილის ნახვა ინგლისურ ენაზე - Project Umbrella All Files
თუ ვინმეს რუსულად დააინტერესებს, ეს არის რუსული საიტი, სადაც თამაშის განყოფილებაში მოიპოვება ყველა ინფორმაცია Resident Evil Forever

Resident Evil-ის 15 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოვიდა სერიებში ასახული მოვლენების 65 გვერდიანი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, რომლის ნახვაც შეიძლება ამ ლინკზე - Project Umbrella Timeline
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Resident Evil

Unread post#2 » 23 Jan 2012 23:30

ვააა თან ლინკებით!!!

გამიხარდა ეს ტოპიკი რომ ვნახე!
სლეიერ ერთი + ია მაგრამ
მთელი გული ჩავაქსოვე მაგ + ში :დ

====
ინგლისურ ენოვანი ვერსიებია აქ ხო?

link აგე
ამას ვიწერ ახლა
იმედი მაქვს იმუშავებს ჯიგრულად
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Resident Evil

Unread post#3 » 24 Jan 2012 07:49

მე რაც დავდე ლინკები ინგლისურია
თუ რუსულად გინდა კარგი ტორენტია რასაც იწერ ^_^
ოღონდ Gun Survivor არ გადმოწერო, საშინელებაა,
თავის დროზე 5-6 ჯერ მაქ დახურული და რო ვიხსენებ გული მერევა )))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Resident Evil

Unread post#4 » 24 Jan 2012 11:32

Gun Survivor რო ვითამაშე ვერონიკას აღარ ვთამაშობდი ისე გამიტყდა. მაგრა ნეგატიურად იმოქმედა ჩემი Resident Evil-ის სერიის სიყვარულზე =) და მაგის მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრ დეგრადირებულ სერიას გამოუშვებდნენ, რაშიც პრინციპში არ შევმცდარვარ. თემას რაც შეეხება შესანიშნავია და ბოლოში რო გავა მერე გადავიკითხავ, შევეცდები ტკბილი მოგონებებიც გაგიზიაროთ.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Resident Evil

Unread post#5 » 24 Jan 2012 20:05

აუ =)))))))))))))))))))))) ცუდად ვარ =))))))))))))))))
მეგობრებო არ გეწყინოთ ეს პოსტი
მაგრამ პირველი რე ჩავრთე ახლა
აი გავსკდი სიცილით =)))))))))))))))
ძალიან ნიტო იყო ეს ვითომ სინემატიკები =)))))))
თვითონ თამაში კი
ტექსტურები არ ჩანს :(
ვერც შევაფასე წესიერად თამაში

ეგრევე მეორედან რომ დავიწყო ბევრს დავკარგავ? (როფლ)
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Resident Evil

Unread post#6 » 24 Jan 2012 20:30

ნუ პრინციპში ყველაზე საშიში ატმოსფერო პირველშია და კი საკმაოდ ბევრს დაკარგავ =) ნუ თუ მთლიანი სერიის ცოდნა გინდა. გრაფიკას ემულატორიდან შეგილია აუწიო და ისე დააყენო, რომ უფრო კონფორტული გახდეს თანამედროვე გრაფიკას მიჩვეული თვალისთვის.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Resident Evil

Unread post#7 » 24 Jan 2012 21:10

ტექსტურები არჩანდა
სახლი არ ჩანდა
ხანდახან ციმციმებდა გამოჩნდებოდა და უცებ ჩაქრებოდა
რავი ვცდი კიდე იქნებ გამოვასწორო ეგ
სხვა ემულატორით გავუშვა ან რამე
თუ არა და მეორით გავაგრძელებ

აუ მეორეშიც ეგეთი სინემატიკებია? (როფლ)=))))))))))))(როფლ)
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Resident Evil

Unread post#8 » 24 Jan 2012 22:25

არა მეორეში არა, კონფიგი როგორ დააყენე ვიდეოსი? ჩემ დადებულ ემულატორში სურათები როა მაგის მიხედვით ცადე, მე მასე მაქვს პირველი დატესტილი, თუ არადა მოუმატე რაღაცეები : D
მეორეს კარგი სინემატიკები აქვს : D
ePSXe უშვებს ყველა PS1-ის თამაშს, თუ არადა PSX-ც გატესტე
ხო კიდე გირჩევ Open ISO-ს მაგივრად დაემონში ჩატვირთო ISO ფაილი და ემულატორს Open ROM მისცე (კონფიგებში აურჩიე დაემონი რომელ დრაივზეც არის)
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Resident Evil

Unread post#9 » 25 Jan 2012 01:32

უი ხო შენ ხო გქონდა ემულატორის ტოპიკში სქრინები კონფიგების
ვცდი ხვალ მასე
+ PSE თუ რაღაც ასეთი ემულატორით გავხსენი
Sh1ი კი ePSXe თი ვხსნიდი ხოლმე
მაგითაც ვცდი

სინემატიკებზე ნამდვილად გამახარე =)))))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Resident Evil

Unread post#10 » 28 Jan 2012 13:58

ბევრი აღმომაჩნდა სათქმელი და მოდი დაგიქვოთავ, უფრო მარტივი რო გამოვიდეს

და მრავალჯერ იცვალა სახე, მათ შორის Action თამაშებშიც კი გადაიზარდა.

დიდი ზიანი მიაყენა ამ ფრანჩიზამ მოცემული პოლიტიკით თავისთავს, მაგრამ ამ გაუთავებელი გარდასახვების დროს რაღაც პოზიტიურიც იბადებოდა, გინდაც Dino Crisis და Devil May Cry ან მისი მიმბაძველი თამაშები, როგორებიცაა Fear Effect - Parasite Eve - ორი უსაყვარლესი თამაშია და ორივე RE-ზე მეტად მიყვარს, უბრალოდ არ შეილახეს შემდეგ სახელი ისე როგორც RE1-მ და ჩემთვის მარტო ეგეც დიდი არგუმენტია (ბოლო პარაზიტს არ ვთვლი. დიდი კონსოლების კალკულატორების ვერსიების იმედი არასდროს მქონია). ნუ Fear Effect მარტო სტილისთვის შეილება გიყვარდეს, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა და მაგაზე მერე, ზეგ.

გაგრძელება ნახა კომიქსებში, ნოველებში, რადიო დრამებში, ფილმებში და კომპიუტერულ ანიმაციებში.

ის ახალი ანიმაცია არმაქვს ნანახი, სახელი არ მახსოვდა და მითხარი რა რო წაიკითხავ რაქვია, მინდა ნახვა.

ამიტომ აქცენტს მხოლოდ კლასიკურ Resident Evil-ებზე გავაკეთებ (რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ. RE4 ზე და Revelation-ზე თემები ჯობია ცალკე იყოს).

მე მესმის შენი სუბიექტურობა გივი =) და სხვანაირად რო გაგეკეთებინა არიქნებოდა ამდენად საინტერესო თემა ნამდვილად

2002 წელს გამოვიდა თამაშის რიმეიქი Gamecube-ზე რომელსაც ჰქონდა განახლებული გრაფიკა, ახალი გახმოვანება და გეიმფლეის ცვლილებები

Capcom-ისა და Nintendo-ს შეთანხმების შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა სამი თამაშის გამოშვებას Nintendo Gamecube-ზე, 2002 წელს გამოვიდა პირველი Resident Evil-ის განახლებული ვერსია.

ამაზეც შემილია იგივე ვთქვა რაც Resident Evil: Zero დავწერე.
ისე არ მოვკვდები რო ეს ორი არ დავხურო. ზერო რაღაც გერმანულ არხზე ვნახე პირველად და შოკში ვიყავი ისე მომეწონა ))) მარა გეიმკუბიკი მაშინ კიარა ეხაც არავის მფლობელობაში არ შემიმჩნევია.

თამაშის გეიმფლეი შედარებით დახვეწილია, თუმცა დიდი განსხვავება მაინც არ შეიმჩნევა.

მესამეზე დაწერილ ამ ფრაზაში ძაან ბევრი რამე დევს. ეს იყო მოცემული კონცეფციის პიკი, მაქსიმალურად მოხდა იმ დროის RE-ს გეიმფლეის დახვეწა, ვგულისხმობ დახვეწას რომელმაც გაამართლა. შემდგომში ბევრი ვარიაცია გამოვიდა თუნდაც Outbreak, Survivor და Chronicle, მაგრამ მათში მოცემული გეიმფლეი, ახალს და მითუმეტეს საინტერესოს ვეღარაფერს თავაზობდა მოთამაშეს. რის შემდეგაც, ალბათ რო მიხვდნენ რამდენად ძნელი იქნებოდა მოცემული მექანიკით რაიმე ახალის შემოთავაზება, საერთოდ თამაშის ჟანრის შეცვლაზე წავიდა საუბარი და როგორც ვხედავთ შეცვალეს კიდეც. მაგრამ ამ პერიოდში იყო ერთი გამონაკლისიც, სახელად Code Veronica და მოცემულს ეს წინადადება მინდა დაურთო ახსნად:

Code Veronica პირველი თამაშია სერიებში, სადაც დარენდერებული ბექგრაუნდების ნაცვლად სამგანზომილებიანი ბექგრაუნდები გამოიყენეს, თუმცა მოთამაშეს მაინც არ შეუძლია კამერის რაკურსის შეცვლა. შესაძლებელია ორნაირი იარაღის სროლა first person-იდან. უმეტესი ელემენტები გადმოტანილია Resident Evil 3 იდან, მაგალითად საწვავის კასრები და პერსონაჟის 180 გრადუსით შემობრუნება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Resident Evil

Unread post#11 » 28 Jan 2012 14:45

Riddick
კარგი საინტერესო პოსტია : )
Resident Evil Degeneration არის ანიმაცია, გაგრძელებაა პრინციპში სერიების და RE2-ში რო ვირუსია მაგაზეა
მულტიმედიაში შეიძლება მაგაზე თემის გახსნა და აქ ლინკს დავდებ, პროსტა ჯერ Dino Crisis უნდა გავხსნა.. Degeneration მაინც თამაშის ფანებისთვის არის
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Resident Evil

Unread post#12 » 26 Feb 2012 10:45

esident Evil: Operation Raccoon City
Platforms: PC,PS3,XboX 360
Release Date: 3/23/2012
Genres: Survival Horror
Developer: Slant Six
Publisher: Capcom
++++++
Resident Evil 6, Announced - PC, PS3, XBOX360
23 მარტი 2012

Riddick
Posts: 11696

Resident Evil

Unread post#13 » 05 Mar 2012 22:28

ცალკე თემის გახსნას არ იმსახურებს (თუ PC დაანონსეს ბაზარი არაა) და მოცემულის ფარგლებში დავდებ მირჩევნია. რაღაც L4D-ზე შურისძიებას გავს )) მარა მაინც მომწონს ესე შორიდან:
>>>

Baracha
Posts: 62

Resident Evil

Unread post#14 » 09 Apr 2012 23:02

ჩემი ყველაზე საყვარელი თამაშია, მიუხედავად იმისა რომ ყველა არ ვიცი მეოთხე ჩემი ფავორიტია.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Resident Evil

Unread post#15 » 05 Jul 2012 19:40

Thompson
მეც ჯერ მეოთხე და მეხუთე მაქვს ნათამაშები და თავის პონტში კარგია
მეოთხე განსაკუთრებით
აი წინა ტრილოგია არ მაქვს ნათამაშები ჯერ კიდევ
ბევრი კარგი რამ დაიწერა ამ ტოპიკში მაგის შესახებ და მასთ პლეი თამაშების სიაში მყავს სამივე :D

p.s.
მაგრამ აი ეს პირველის სინემატიკები ახლაც რომ მახსენდება ვიგუდები სიცილით :D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Baracha
Posts: 62

Resident Evil

Unread post#16 » 05 Jul 2012 21:06

მე პირადად მეხუთე არ მომეწონა ტო, ეხლა ვთამაშობ და არანაირი მუღამი არ მაქვს გაგრძელების.

Riddick
Posts: 11696

Resident Evil

Unread post#17 » 01 Aug 2012 03:03

იაპონური კომპანია Capcom-ისმიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმათ, 2012 წლის 25 ივნისისთვის, Resident Evil-ის სერიების საერთო გაყიდვებმა 50 000 000 კოპია შეადგინა.

► Show Spoiler

რატომღაც ყოველთვის მაინტერესებდა. თან საშუალო 30 დოლარზე რო ამრავლებ 50 მილიონს მანდაც საინტერესო ციფრი გამოდის (ისე კომპანიის ერთი ბრენდისთვის). მთლიანათ აღარ მიანგარიშია ))

User avatar
Ripster
Posts: 1854

Resident Evil

Unread post#18 » 24 Sep 2012 00:26

ნეთბუქი დავითრიე და Resident Evil 2ს ვთამაშობ მაგაზე : )))
აუ მაგარი ვეშია ძაან :D
თან შენთვის სკუჩნად რბილად გემრიელად რომ მოკალათდები და თამაშობ : D
ჯერ ახლა დავიწყე მაგარი ვეშია =))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Resident Evil

Unread post#19 » 24 Sep 2012 02:30

ორი ვერსიაა მაგისი, რომელს თამაშობ? მე ორივეს გირჩევ მარა თუ ერთის მეტს არ აპირებ მაშინ პირველი ვერსია ითამაშე..

პირველი ვერსია: Scenario A: Leon, Scenario B: Claire
მეორე ვერსია: Scenario A: Claire, Scenario B: Leon

დახურვის შემდეგ load-ს აკეთებ და გრძელდება თამაში მეორე პერსონაჟით, მაგას ნიშნავს scenario-ები, პარალელურ მოქმედებებს გადიხარ და ბევრად საშიშ მონსტრს უპირისპირდები
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Resident Evil

Unread post#20 » 24 Sep 2012 18:57

აუ არ ვიცი რეალურად რომელი ვერსიაა :|
სად წერია ეგ? : D
რავი original game ეწერა main menuში
და დაიწყო ლეონით თამაში
ქუჩაში რომ მირბიხარ და სუპერმარკეტში რომ შევარდები

სწორ ვერსიას ვთამაშობ? : D
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests


cron