მინდა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაანონსებული თამაშის ერთი პატარა თემა მიუძღვნა. მისი გამომცემელი 2K Games იქნება, ხოლო დეველოპმენტით Gearbox Software არის დაკავებული. დიახ საუბარია Borderlands 2 ეპიკურ ეპოპეაზე, რომელიც 2012 წლის 18 სექტემბერს უნდა გამოვიდეს.
თამაშზე საკმაოდ ბევრი დეტალია უკვე ცნობილი და შევეცდები რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ.
დავიწყებ წინა ნაწილის სხვა შუთერებისგან განმასხვავებელი ელემენტით, იარაღებით. Borderlands 2 არცერთი ძველი იარაღი არ იქნება გადმოტანილი, ხოლო ახლების რაოდენობა რამდენიმე თავით მეტი იქნება წინამორბედზე (საუბარია ასეულ ათასობით ერთეულზე). ასევე პირველ სერიაში, იარაღზე 4-5 დამატებითი ნაწილის დაყენების შესაძლებლობის მაგივრად, მეორესთვის დაახლოებით 12-14 გასაძლიერებელი მოწყობილობა იქნება ხელმისაწვდომი.
მოცემული იქნება ერთდროულად 4 კაცის გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებები.
სიუჟეტური დავალებები არ იქნება სტატიკური, ანუ რაიმე მისიის ახლიდან გასვლის შემთხვევაში, თქვენ მათ ფორმა შეცვლილ სახეს იხილავთ (ზუსტად რა ცვლილებებზეა საუბარი ცნობილი არ არის).
თამაშში, ორიგინალის პერსონაჟები NPC-ებად იქნება წარმოდგენილი.
სამყარო ერთი მესამედით უფრო დიდია, ხოლო მის უდაბნოებით სავსე სეთინგს, ამჯერად ბალახით, ყინულით და ვულკანებით შეცვლიან. კარტის შექმნაზე ამჯერად გაცილებით მეტი ენერგია იქნა დახარჯული. შემქმნელება მისთვის ერთი მთლიანის იერის მიცემა გადაწყვიტეს, რაზეც ძალიან დიდი დრო და ენერგია იქნა დახარჯული.
იქნება მუდმივად გამოჩენილი Minimap.
ასევე ლაპარაკი იყო Deathmatchs რეჟიმის დამატებაზე, მაგრამ გუნდმა ჯერ მაინც თამაშის ძირითადი მომენტების მაქსიმალური დამუშავება ამჯობინა (რაც მოცემულის არსებობსას მაინც არ გამორიცხავს).