The Longest Journey - Dreamfall Chapters, სერიების აღწერები

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#1 » 28 Aug 2009 00:18

შემქმნელი: Funcom
ჟანრი: Adventure
The Longest Journey არის ერთერთი საუკეთესო ედვენჩურა რაც ვიდეო თამაშების სამყაროს ახსოვს, თავისუფლად შეიძლება მისი ამ ჟანრის ისეთ შედევრების გვერდზე დაყენება როგორიც არის Grim Fandango, Syberia. სერიები გამოირჩევა ორიგინალური და საინტერესო ისტორიით, ქარიზმატული ღრმა პერსონაჟებით, ბევრი იუმორით და ორიგინალური, კარგად დაბალანსებული პაზლებით.

The Longest Journey
სერიების, თუ TLJ ასე შეიძლება ეწოდოს, პირველი ნაწილი არის The Longest Journey. 1999 წელს გამოსულმა Point and Click ედვენჩურამ გამოსვლისთანავე მოიგო გეიმერთა გულები. თამაში მოგვითრობს ახალგაზდა მხატვარი გოგონას, ეიპრილ რაიანის ისტორიას, რომელიც ფუტურისტული ქალაქის ნიუ–პორტის, უცნაურ და საინტერესოდ მოძველებულ პატარა ნაწილში, დაჟანგული მილებით და უცნაური თხევადი მასით სავსე კანალებით დამშვენებულ "ვენეციაში" ცდილობს გამოჩენილი მხატვრის კარიერის აწყობას. მისი გეგმები ცოტათი შეიცვლება როდესაც საკუთარ თავს, მაგიით სავსე პარალელურ სამყაროში აღმოაჩენს და გაიგებს რომ სამყაროებს შორის ბალანსის აღდგენა მოუწევს. თამაში სავსეა საინტერესო ლამაზი ლოკაციებით, უცნაური პერსონაჟებით, სასაცილო და ორიგინალური დიალოგებით და რაც მთავარია ატმოსფეროთი და სთორით, რომელიც ვიდეო თამაშების ამ ორი ნაწილის არცერთ დამფასებელს არ დატოვებს გულგრილს. არალოგიკური, ორიგინალური პაზლების და იმპროვიზაციის მოყვარული გეიმერებიც არ დარჩებიან იმედგაცრუებული.

მართალია პირველი ნაწილი ედვენჩურ ჟანრის მოყვარულების ერთერთ საყვარელ თამაშად იქცა, და ბევრი სთორის და ატმოსფეროს მოყვარული გეიმერი შემატა ამ ჟანრს, გაყიდვებით The longest Journey ბევრად ჩამორჩებოდა ძალადობით და უახლესი ტექნოლოგიებით სავსე ექშენ თამაშებს, ამან გარკვეულწილად შემდეგ თამაშზეც მოახდინა გავლენა.

Dreamfall: The Longest Journey
2006 წელს, 7 წლის დაგვიანებით გამოსულმა Dreamfall–მა, რომელიც არ არის პირდაპირი სიქველი პირველი თამაშის და ახალი ისტორიაა ამ სამყაროში, ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთის მხრივ სთორი,ატმოსფერო და გრაფიკა უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, მაგრამ სამწუხაროდ გეიმპლეიზე ამის თქმა შეუძლებელია.

TLJ გაყიდვებით შეშინებულმა Funcom–მა გადაწყვიტა ვიდეო თამაშების გაადვილებულ გლობალურ ტენდენციას აჰყოლოდა და თამაშის უფრო მიწვდომადი გაეხადა, მიკროსოფტის დიდი შრომის შედეგად ვიდეო თამაშების სამყაროს შემატებული მილიონობით ფსევდო–გეიმერებისთვის, მათი სათუთი გონება ზედმეტი დატვირთვისგან დაცული რომ ყოფილიყო.

ამის შედეგად Dreamfall–ის გეიმპლეი შედგება მარტივი Fed-ex ტიპის პაზლებისგან და ყოვლად უადგილო კომბატ სცენებისგან რომლებიც მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს – სამარცხვინო.

საბედნიეროდ თამაშის სხვა ასპექტებში ყველაფერი ხუთიანზეა შესრულებული, საინტერესო და დინამიური სიუჟეტი, ულამაზესი ლოკაციები, დახვეწილი და ემოციებით სავსე დიალოგები რომლებიც თამაშის ძრავზე დადგმული, მხატვრული ფილმების ხარისხის სინემატიკური სცენებით არის გადმოცემული და თემის ავტორის არასდროს მოკრძალებული აზრით ბევრად უკეთესად გადმოსცემს მხატვრული ფილმის ატმოსფეროს, ვიდრე იმავე წელს გამოსული გახმაურებული "ფარენგეიტი". თამაშის გრაფიკა თავისი დროისთვის ტექნოლოგიური და მხატვრული თვალსაზრისიტ საკმაოდ მაღალ დონეზე არის გაკეთებული.

Dreamfall–ის Cliffhanger დასასრულმა ბევრი დაბნეულობა და ზოგ შემთხვევაში ბევრი აგრესიული ემოციაც გამოიწვია, ალბათ ბევრ გეიმერს სისასტიკედ მოეჩვენა ისტორიის ასეთ დაძაბულ და საინტერესო ადგილას გაწყვეტა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ Dreamfall 7 წლის დაგვიანებით გამოვიდა.

Dreamfall Chapters
ცოტა ინფორმაცია არის ცნობილი სერიების შემდეგ თამაშზე, და კიდევ უფრო ცოტა მათი გამოსვლის შესაძლო თარიღზე. ჩაპტერსი იქნება ეპიზოდური ტიპის პატარა თამაშების კრებული იქნება, რომლის ყველა ნაწილი სხვადასხვა პერსონაჟების თვალით დაგვანახებს ჩაპტერებში მომხდარ ისტორიას.
ბოლო ინფორმაციით, რომელიც სერიების სცენარისტ და დიზაინერ Ragnar Tørnquist–ს პირად ბლოგზე დაწერილი არტიკლებით და მასთან აღებული ინტერვიებით არის მოპოვებული, ჩაპტერებზე მუშაობა ამჟამად გაჩერებულია, თამაშის კონცეპტიაზე და სთორიზე მუშაობა გრძელდება მაგრამ funcom ჯერჯერობით დაკავებული მათ ახალ MMO–პროექტზე მუშაობით. (Age of Conan)
ჩაპტერსები გამოსვლის შემთხვევაში გავრცელდება ციფრული დისტრიბუციის გზით და არ გამოვა DVD/BlueRay დისკებზე.

Dreamfall: The Longest Journey :Download Torrent
The Longest Journey: Downloat Torrent
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Spawn
Posts: 157

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#2 » 28 Aug 2009 00:20

მინდა ამის დახურვა ;\
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#3 » 28 Aug 2009 00:27

მერე დაანებე თავი ხაშურელი ჭარბწონიანი მანდილოსნების დატერორებას და ითამაშე <_<

:P

Riddick
მოვკვდებით ამ ქართული აღწერების წერაში xD არ კი კარგია კარგად გაფორმებული თემები მაგრამ :o
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1940

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#4 » 06 Dec 2009 15:45

April: How did you do that?
Roper Klacks: Alchemy, little girl. The most powerful magic.
April: Yeah, well, I can pull a rabbit out of a hat.
Roper Klacks: I can pull a hat out of a rabbit. What is your point?


User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#6 » 30 Dec 2009 19:27

კიდევ უნდა დავხურო dreamfall :muhehe:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

BoromiR
Posts: 638

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#7 » 22 Jan 2010 09:13

ძალიან დიდი პატივს ვცემ The Longest Journey'ის მიმართ. უბრალოთ დახურული არ მაქვს.. ნათამაშები მაქვს და მართლა კარგია, მუღამის დაჭერა უნდა ცოტა...

User avatar
Slacker
Posts: 358

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#8 » 02 Jul 2010 04:30

გეიმფლეი ვნახე და საზიზღარია მაგრამ გარემო დამევასა ძალიან და თუ აზრიც დევს, (და როგორც ვიცი დევს) ფარენგეიტის შემდეგ დახურვის რეალური კანდიდატია xD
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#9 » 30 Sep 2011 22:48

TLJ დავიწყე 3 წლის შემდეგ ახლიდან, რამდენჯერაც ვიწყებდი ბოლოს დიალოგები მბეზრდებოდა და ვშლიდი, ძველი სეივებით გაგრძელება არ ღირდა ამიტომ ისევ ახლიდან დავიწყე სრული სიამოვნებისთვის და როგორც იქნა გუშინ დავხურე, twisted სოციალური ცხოვრების და პატარა პირადული sick მოვლენების გამო რამდენიმე სასიამოვნო საათი Marcuria-ში გავატარე და ბოლოს რეალური ჰალუცინაციებით დავამთავრე )) თამაშს 10/10 ჩემგან

ბარემ ახალი ტორენტ ლინკებიც იყოს, Dreamfall პოლონურად არის და ენის შეცვლაზე თითონ piratebay-ზე წერია

TLJ - Torrent Download
Dreamfall: TLJ - Torrent Download
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#10 » 03 Oct 2011 21:12

Dreamfall დავხურე და adventure + interactive movie ნიმუში იყო imho, შეიძლება მომენტებში ტექნიკურად დაუხვეწავი მარა ძალიან მსუბუქი და სიუჟეტზე აქცენტირებული, კარგი რეჟირუსული გადაწყვეტებით. თითონ სთორი ერთერთი დამაინტრიგებელი რაც შემხვედრია, ლოკაციები და ატმოსფერო კარგად დასმული და დამუშავებული. ერთი მინუსი რაც შემიძლია ვთქვა ეს არის ბრძოლები მარა თამაშში ბრძოლა ხდება სულ 3-4 ჯერ და გრძელდება წუთნახევრამდე, ამიტომ საერთოდ რეაქცია არ მქონია. ეს თამაში კლავიატურით და მაუსით არ ითამაშება, სწორი კონფიგურაციაა საჭირო რო კონტროლს შეეჩვიო, ამიტომ PS2-ის ანალოგიანი ჯოისტიკით ვითამაშე და მაქსიმალური experience მივიღე.

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#11 » 06 Mar 2013 13:50

ბატონი სლეიერის რჩევით გადმოვწერე longest journey პირველი და ჩავუჯექი
აი რავი
იმენა არ დამევასა )) არ ჩამითრია
ეს ძველი ფოინთ ენდ ქლიქი რომაა მაგიტომ ალბათ.
ეგრევე დრიმფოლი რომ ვითამაშო სთორის პონტში ვერ გავიგებ რამეს?
იქნებ დრიმფოლის მერე უფრო დამაინტერესოს
სამყაროს რომ გავუგებ და დავუმუღამებ?

თან სრული რუსული ვერსია ჩავიწერე. ინგლისურად რომ ვითამაშო ნახევარს ვერ გავიგებ და ასე არ მინდოდა )) და აი საშინელი გახმოვანებაა
რუსი სოფლის ქალები როგორც ლაპარაკობენ ისეა გახმოვანებული ))) ალბათ უფრო მაგან გამიტეხა და დამიმსხვრია ის ატმოსფერო რომელიც უნდა მეგრძნო წესით

რომ ვთამაშობ საბჭოთა კავშირში მგონია თავი და არა ფუტურისტულ ვენეციაში ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#12 » 06 Mar 2013 14:10

იქნებ რუსული სუბტიტებით გეცადა მარტო
თან თუ ვერ გადიხარ და არ მოგწონს მასეთI point & click იმენა სთორის პონტში walkthrough გმაოოიყენე ბოლო ბოლო
არაა პროსტა დასადროპი თამაში ^^
Dreamfall-ს კი გაიგებ მარა იმდენ რამეს გამაზავ პროსტა აზრი არ აქვს, მამენტ 70-80% დაკარგული გექნება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#13 » 21 Mar 2013 16:12

ვიფიქრე ვიფიქრე და გადავწყვიტე მაინც მეორით დავიწყო
თუ გამისწორდა მაგის მერე პირველს ჩავიწერ ისევ

ტრეილერი ვნახე ახალი ნაწილის
რა მაგარია ტო
რაღაცნაირი ატმოსფერო აქვს თამაშს
თავისებური. მგონი მაგრად მომეწონება ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#14 » 21 Feb 2015 07:03

The Longest Journey ერთ-ერთ საუკეთესო adventure თამაშად ვაღიარე ეგრევე ჩამთრევი ატმოსფერო აქვს, ძალიან კარგი სთორი და ჩელენჯინგ გეიმფლეი.
ცალკე ატმოსფეროს რაც შეეხება, გარემო სწორად და კარგად გადმოსცემს, როგორც თითოეული ლოკაციის მუღამს ისე ტყუპი, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სამყაროს შორის ბალანსის არსებობის აუცილებლობას: სტარკი დრამატული და ნაცრისფერი, რეალური სამყარო, მეცნიერების ძალაზე აგებული, არკადია - მრავალფეროვანი და ლამაზი, ტყუპი სამყაროს მაგიური, ჯადოქრობაზე გამართული ნაწილი
სთორი თავისთავად საინტერესო. როგორ ცხოვრობდნენ ამ ორი სამყაროს წარმომადგენლები ერთ დროს, რა საჭირო გახდა საბოლოოდ მაგიასა და საიენსს შორის ბალანსი და სამყაროს ორად გაყოფა, რას იწვევს ქაოსი, რომელსაც ბალანსის განადგურება უნდა, რა ისტორიები აქვთ თვითონ character-ებს etc. etc.
თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი, ჩემი აზრით, არის ისიც, რომ საკმაო დროს გაძლევს იურთიერთო გარშემო პერსონაჟებთან, იმისთვის, რომ მიეჩვიო, გაიცნო, მეგობრებად აღიარო, მათ გამო ქაოსი დაამარცხო, ოღონდ ეს ყველაფერი რეალური სურვილით და არა მხოლოდ თამაშის გამო
კარგად არის ჩადებული გამოგონილი კულტურები და მათი წესები, რომლებსაც მოგზაურობის დროს ეცნობი.
მთავარი პერსონაჟი, ეიპრილ რაიანიც ინსტა ფავორიტი გახდა, ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც საქმე საქმეზე რომ მიდგება სამყაროს გადარჩენის მისია ეკისრება.
ქროუსთან დამეგობრება, რომელიც იუმორის და საფორთის მხრივაც შეუდარებელია, ერთ-ერთი ჰაილაითი იყო ჩემთვის.
ვესტჰაუსი ძალიან მომეწონა, როგორც პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი როლი მაინცდამაინც არ აკისრია. ჩემი გული ჩემივე საყვარელი ვისკის, გლენფიდიჩის შემოთავაზებით მოიგო პირველივე ნახვაზე
House of All Worlds-ში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი და 24/7-ზე მოვუსმენდი Lady Alvane-ს ისტორიებს.
13 თავის განმავლობაში უფრო და უფრო ვითარდება როგორც სთორი, ისე გეიმფლეი და ისე მთავარი პერსონაჟი და ამ ყველაფრის განვითარება ისე ხდება, რომ შენზეც, როგორც მოთამაშეზე, ახდენს გავლენას, იმდენად საინტერესოდ, რომ მოწყვეტა ძნელია

ბევრი რამე გამომრჩა, ალბათ, რისი დაწერაც მოგვიანებით მომინდება, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან ვისიამოვნე.

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#15 » 17 May 2015 16:36

მომენატრა და ..

April : Thanks for taking me on board.
The Dark People's Emissary : Who are you?
April : Uh, well, I thought you...I mean, didn't the old dragon...? Well, I'm April Ryan. From Stark. And I guess you're a, uh, Dark Person?
The Dark People's Emissary : But who are you?
April : I...I'm just a student. Not anybody special.
The Dark People's Emissary : You are special. Who are you?
April : I'm not...I'm just... (deep breath) I'm the Windbringer. I'm the Waterstiller. I'm April Bandu-embata of the Banda, and the Venar Kan-ang-la. I'm a Shifter. I will some day become the Thirteenth Guardian, protector of the Balance. And I'm April Ryan. This is who I am.
The Dark People's Emissary : Yes, that is who you are. And you are a Wave.
April : Why am I a...a wave?
The Dark People's Emissary : You have a purpose. You play an important part in the cosmos. A Wave is someone who propels people and events towards change, towards the future.
April : And...that's what I do?
The Dark People's Emissary : You are a Wave. There are ripples from your passing, and they spread far and wide. Those ripples will never die down. The worlds will be changed by your journey.
April : You're telling me that everything I do affects the universe?
The Dark People's Emissary : You can not escape it. You are a Wave.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#16 » 26 Jun 2019 06:18

https://tljhd.github.io/ მიყვარს მოდერები რა <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: The Longest Journey - Dreamfall Chapters

Unread post#17 » 16 Jun 2020 17:14

კარგია HD-ს ჩავუჯდები :D
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 145 guests


cron