თუ რაარის პროექტი "ბომბატ" მას არ განუმარტია, მაგრამ ეს არცთუისე მნიშვნელოვანი ფაქტია. მთავარია - გაიჟღერა თამაშის სახელმა რომელსაც მილიონობით გეიმერი ელოდება. კოსმიური ოპერის მესამე ნაწილი, გალაქტიკის გონიერი რასებისა და ძლევამოსილი reaper-ების გრანდიოზულ დაპირისპირებაზე იქნება აგებული. თუ Mass Effect 3 იგივე ელემენტებზე გათვალისწინებით იქმნება, როგორც მისი წინამორბედი, მაშინ ამ მომენტისთვის დიზაინერების ჯგუფი Mass Effect 2 ის გარშემო ტრიალებს და თამაშში ახალ ელემენტებს დანერგვაზე მუშაობენ. GDC-ის ლექციის მსვლელობის დროს კრისტინამ განაცხადა, რომ თამაშის შექმნის დაწყებითი ეტაპები BioWare-ში ზუსტად ამ პრინციპით მიმდინარეობს. მხატვრების და პროგრამისტების სამუშაო ცოტა მოგვიანებით იწყება.