PlayStation Top 15, სპეც ტოპი > დიდი კონსოლის დიდი ჰიტები

საერთო შემეცნებითი და ანალიტიკური სტატიები < ამბავი < ისტორია < რეტროსპექტივა < ესე < ანალიზი < კვლევა
Ichi-Naru
Posts: 1

PlayStation Top 15

Unread post#1 » 19 Dec 2009 19:26

Joystick Division-მა PlayStation-ზე გამოსული თამაშებიდან 15 გამორჩეული თამაში დაასახელა:

Final Fantasy VII
============================================================

კონსოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა,რომელშიც 3D გრაფიკის გამოყენება VI ნაწილის ავტორს,იოშინორი კიტასეს მოუვიდა აზრად.ამ არჩევნის გაკეთების შემდგომ,აღმოჩნდა რომ,თამაშის Nintendo-ს კონსოლზე გამოშვება შეუძლებელი იყო მისი სიდიდის გამო.ამის წყალობით თამაში PlayStation-ზე მოგვევლინა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად იქნა წოდებული.

Metal Gear Solid
============================================================

ზემოთხსენებული თამაშისგან განსხვავებით,ჰიდეო კოჯიმამ MGS-ს PlayStation-ზე გამოშვება,მისი ტექნიკური შესაძლებლობების გამო გადაწყვიტა.1998 წელს,მას შემდეგ რაც მან PlayStation-ის პოლიგონები დატესტა,მან IGN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:"როგორც იქნა.ეს გენიალურია.ამ კონსოლზე გასაოცარი,სანაქებო თამაშების შექმნაშემიძლია"
და მან შექმნა კიდეც.Metal Gear Solid აღიარებულია,როგორც ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი თამაში,რომელმად დიდი გავლენა იქონია stealth-action ჟანრზე.

Gran Turismo
============================================================

გრან ტურიზმო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი თამაშია,რომელიც ნინტენდოს Mario Kart 64-ს უწევდა კონკურენციას და რომლის წყალობითაც,PlayStation-მა კიდევ ერთ ჟანრში აჯობა ნინტენდოს.თამაშს აქვს ყველაფერი,რითაც რბოლის მოყვარულს შეუძლია ისიამოვნოს.ტარების რეალიზმი და აშკარად შესამჩნევი განსხვავება სხვადასხვა მანქანასთან ჯდომისას,მართლაც გასაოცარია.მიუხედავდ იმისა,რომ თამაშის გამოსვლიდან 12 წელი გავიდა,ის მაინც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

Resident Evil
============================================================

ამ თამაშმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია action ჟანრზე.ჟანრი survival-horror კონკრეტულად ამ თამაშის გამოსვლის შემდეგ წარმოიქმნა,თუმცაღა მანამდეც იყო ამ ჟანრის თამაშები,როგორიცაა Capcom's own Sweet Home და Alone in the Dark.
თამაშში მოთამაშეები იყვნენ გაგზავნილი შენობაში მცირე რესურსებით და პერსპექტივით,რომელიც დამოკიდებული იყო არეაზე,რომელსაც აირჩევდი.ამ ყველაფერმა თამაში ჩამთრევი გახადა და შიშის ფაქტორიც გააძლიერა.თამაშმა დიდი წარმატება მოიპოვა და ისეთ თამაშზე მოახდინა გავლენა,როგორიცაა Silent Hill.

Tekken
============================================================

ორიგინალი ტეკენი,შეიძლება არც ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში PlayStation-ზე,რომ არა მისი გავლენა 3D fighting თამაშებზე და წარმატება,რომელიც მან ამ კონსოლს მოუტანა.
ეს იყო პირველი თამაში PlayStation-ზე,რომლის ერთი მილიონი ეგზემპლიარი იქნა გაყიდული.

Devil May Cry
============================================================

Devil May Cry არის პროდუქტი,Resident Evil 4-ის წარუმატებელი პროტოტიპისა,რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა თამაშის წინა ნაწილებისგან.იმის მაგივრად,რომ მთელი შრომა წყალში გადაეყარა,Capcom-მა გადაწყვიტა სრულიად განსხვავებული IP შეექმნა.რეზულტატი: ერთ-ერთი საუკეთესო action თამაში და PlayStation-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.

God of War
============================================================

God of War ერთ-ერთ საუკეთესო action თამაშადაა მიჩნეული.თამაშის ბრძოლის სტილი ახალი არაა,მაგრამ იგი სრულყოფილი იქნა God of War-ის საოცარი წარდგენით.ეს ერთ-ერთ იმ თამაშთაგანია,რომელიც ყოველთვის შეუწყობს ხელს PlayStation-ის გაყიდვას.

Guitar Hero
============================================================

ამ თამაშმა დიდი გავლენა იქონია სხვა მუსიკალურ თამაშებზე(თვითონ ამ თამაშზე კი კონამის თამაშმა Guitar Freaks იქონია გავლენა).
თამაში გახდა საუკეთესო თამაში წვეულებებისთვის და სხვადასხვა ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების ერთად შეკრებისთვის.

Shadow of the Colossus
============================================================

ამ თამაშის ყველაზე ლამაზი მხარე მისი "ხატვის სტილია".თამაშის დიზაინი ისეთი მშვენიერია,რომ მოთამაშე შეიძლება ფანტაზიურ სამყაროში დაიკარგოს.თუმცაღა შინაარსობრივად გასაოცარი არაფერია,თითოეული კოლოსუსის ბრძოლა თავისებურად ეპიკურია.მიუხედავად მილიონ ეგზემპლიარზე ნაკლების გაყიდვისა,კრიტიკოსთა შეფასებებისა და კულტური მიმდევრები ამართლებენ მის ამ ჩამონათვალში ყოფნას.

Ratchet and Clank
============================================================

Ratchet and Clank არის PS2-ის ერთ-ერთი საუკეთესო სათავგადასავლო ჟანრის თამაში.ის გამოსვლისთანავე კლასიკა გახდა. Spyro creator-ისა და Insomniac-ის მიერ შექმნილ თამაშში გამოყენებულ იქნა იგივე სტილი,რაც Naughty Dog-მა გამოიყენა თამაშში Jak and Daxter.თამაშის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა და ის დღესდღეობითაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Crash Bandicoot
============================================================

Crash Bandicoot ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაშია PlayStation-ის ისტორიაში.მიუხედავად იმისა რომ უმეტესობისათვის ეს ჩვეულებრივი თამაში იყო,მიახლოებით 7 მილიონი ეგზემპლიარი იქნა გაყიდული.

Grand Theft Auto III
============================================================

Grand Theft Auto III ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი თამაშია.თამაშის მრავალფეროვნება იმაში მდგომარეობდა,რომ მოთამაშეებს შეეძლოთ სადაც უნდოდათ წასულიყვნენ და ეკეთებინათ ყველაფერი თავის ნებაზე.ამასთანავე თამაში საშუალებას გაძლევდა,გეგრძნო თუ როგორია იყო განგსტერი.

Uncharted 2
============================================================

ძნელი იყო თამაშის პირველსა და მეორე ნაწილს შორის არჩევა,თუმცაღა მაღალი ქულების წყალობით ეს ადგილი მეორე ნაწილმა დაიკავა.Uncharted 2-ს ინდიანა ჯონსის თამაშს ადარებენ და აქებენ მის ფილმისმაგვარ შინაარსს.
წელს Spike Video Game Awards-ზე თამაშმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:საუკეთესო გრაფიკა,საუკეთესო PS3-ის თამაში და წლის ყველაზე მოთხოვნილებადი თამაში.

LittleBigPlanet
============================================================

თამაშში კონტროლირების იდეაა გატარებული.თამაშში შესაძლებელია შექმნა რაც გინდა შენს შექმნილს რაც გინდა ის უქნა.კრიტიკოსები აქებენ თამაშის დიზაინს,თუმცაღა ამბობენ,რომ თამაში ზედმეტადაა დამოკიდებული მოთამაშის ნება-სურვილზე.

Killzone 2
============================================================

თამაშის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ PS3-ის გამოსვლამდე,2005 წელს იყო.2007 წელს ნაჩვენები იქნა პირველი footage.PlayStation-ის ფანებმა იწინასწარმეტველეს,რომ თამაში"Halo killer" იქნებოდა.მას შემდეგ რაც თამაში გამოვიდა ინტერესი ნელ-ნელა გაქრა,თუმცაღა თამაში მართლაც რომ კარგი გამოვიდა.წინა ნაწილთან შედარებით(რომელშიც ბევრი ტექნიკური შეცდომები იყო გაპარული) თამაში ბევრად უფრო დახვეწილია.


x_x

Riddick
Posts: 11826

PlayStation Top 15

Unread post#2 » 19 Dec 2009 20:12

კაი თემაა +1 პროსტა რამდენიმე ძაან მნიშვნელოვანი თამაში აკლია silent hill ან გინ alone in the dark და ერთი 20 კიდე ძაან სერიოზული მარა ეტყობა დაავიწყდათ თუ რაარი არვიცი =)))

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

PlayStation Top 15

Unread post#3 » 20 Dec 2009 08:46

Riddik
SH-ს არ განუსაზღვრია ბრენდის წარმატება, SH-სთან ერთად ბევრი მააგრი რამის მოყვანაც შეიძლება მარა აქ ძირითადად ის თამაშებია ვინც კომერციული თვალსაზრისით წამრატება მოუტანა სონის და პრინციპშI რეალურადაც არის
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

PlayStation Top 15

Unread post#4 » 20 Dec 2009 15:58

ხო ნუ მასაზე რაც წავიდა მივხვდი 0=)

Hexblade
Posts: 103

PlayStation Top 15

Unread post#5 » 20 Dec 2009 17:04

კარგი და მართალი სიაა ჩემი აზრით, საღოლ Monster.

NoiZ
Posts: 315

PlayStation Top 15

Unread post#6 » 25 Dec 2009 19:20

TR რატო არაა სიაში? ;(

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

PlayStation Top 15

Unread post#7 » 26 Dec 2009 04:04

კომერციაზეა ლაპარაკი და მაგიტო

TR-ს 5 სერია იყო მარა ძირითადად მასა ტეკენ 3-ს უფრო თამაშობდა : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

PlayStation Top 15

Unread post#8 » 26 Dec 2009 04:08

იავი, 10kk კი არის გაყიდული
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

NoiZ
Posts: 315

PlayStation Top 15

Unread post#9 » 26 Dec 2009 04:31

The Tomb Raider video games have together sold over 35 million units, making it one of the best-selling video game series of all time

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

PlayStation Top 15

Unread post#10 » 26 Dec 2009 04:42

35?? awesome ^_^

>>>
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Baracha
Posts: 62

PlayStation Top 15

Unread post#11 » 09 Apr 2012 23:09

Riddick wrote:კაი თემაა +1 პროსტა რამდენიმე ძაან მნიშვნელოვანი თამაში აკლია silent hill ან გინ alone in the dark და ერთი 20 კიდე ძაან სერიოზული მარა ეტყობა დაავიწყდათ თუ რაარი არვიცი =)))


alone in the dark-ს როდის ვთამაშობდი აღარ მახსოვს, არ მქონდა პლეისთეიშენი და ისე მომეწონა ვაგზალზე ვიყიდე 8ლარად და ძმაკაცთან ვთამაშობდი, კიდე მახსოვს ბევრი მომენტი. შენ რას ფიქრობ მაგ თამაშზე ?

Riddick
Posts: 11826

PlayStation Top 15

Unread post#12 » 10 Apr 2012 00:30

მე ბოლო ნაწილი მომეწონა ყველაზე ძაან, მარა ეგ სხვა თემაა.

Gabriel
Posts: 131

PlayStation Top 15

Unread post#13 » 15 Apr 2012 21:21

killzone3 ვთამაშობ და რავიცი მომწონს, ცუდია ისე რო წინანაწილები არმაქვს ნათამაშები.
God of War3 ყიდვას ვაპირებ ძალიან მაინტერესებს...
წინებიც დასახურიმაქვს ასე,რომ ესკვირა ჩავუჯდები

Baracha
Posts: 62

PlayStation Top 15

Unread post#14 » 01 Oct 2013 18:24

Ratchet and Clank ღრმა ბავშვობის გასაოცარი მოგონებაა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

PlayStation Top 15

Unread post#15 » 01 Oct 2013 21:46

კი ძალიან სერიოზულია Ratchet & Clank
პირველი მეორე და მესამე ოღონდ
მეოთხე დიდი არაფერი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

PlayStation Top 15

Unread post#16 » 02 Oct 2013 02:04

მე PS3-ის ნაწილები ვითამაშე მარტო და ძაან ვისიამოვნე, იმდენი feature-ბია და იმდენად კარგად გაკეთებული რომ მაგარი სასიამოვნო სათამაშოა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Inform”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 36 guests


cron