Konami'ს კონფერენციაზე Metal Gear Solid: Rising'ის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი. ამჯერად თამაშის აქცენტი მთავარ გმირზე, რაიდენზე, მის ხმალზე და ხმლის შესაძლებლობებზე იქნება გაკეთებული.
მოცემულ სერიაში რაიდენი მოხუცებული სნეიქის მაგივრად იქნება წარმოდგენილი, ხოლო მისი კატანის მეშვეობით აბსოლიტურად ყველაფრის გაჭრას შეძლებთ. მოწინააღმდეგე? შუაში. ავტომობილი? არ არის პრობლემა. ქვა? ქვასაც რამეს მოუხერხებთ. მოცემულ საბრძოლო სისტემაში კი ყველაზე მთავარი, ხმლის მოქნევის ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრის ტექნიკაა. კატანის მოქნევის დროს დროის შენელებაა შესაძლებელი, რის შემდეგაც, სპეციალური სიბრტყის მეშვეობით, იმ ტრაექტორიას ირჩევთ რომელზეც კატანა გაივლის. მოწინააღმდეგის აკურატულად დაყოფა თამაშში საკმაოდ ხშირი პროცესი იქნება. მათი კიბერნეტიკული ნაწილების თან წაღება და მათგან ენერგიის ამოწოვაც, ჩვეული საქმეა.
შემქმნელი ჯგუფის ხელმძღვანელის, მიშენ კიმურას თქმით, თამაშში სტელს შემადგენელი კვლავ დარჩება, მაგრამ გმირის აკრობატიკული და კერძოდ სიმაღლიდან თავდასხმის შესაძლებლობების გამო ზემოთ ნახსენები სისტემა საკმაოდ შეცვლილი სახით იქნება წარმოდგენილი. ერთგვარი "სანადირო სტელსის" ვარიანტი, სადაც სნეიქის მსგავსად, უკნიდან მიპარვა, ძალიან იშვიათად მოგიწევთ.
Rising'ის სიუჟეტი MGS მეორე და მეოთხე ნაწილებს შორის განვითარდება და რაიდენის ისტორიის შესახებ გვიამბობს. კერძოთ, თუ როგორ გახდა სნეიქის მსგავსი შპიონი კიბენეტიკული ნინძა, რომელსაც ცარიელი ხელების გამოყენებით საბრძოლო ხომალდების გაჩერება შეუძლია. თამაშის გამოსვლა
2011 წლისთვის
PC,
Xbox 360 და
PS3'თვის არის დაგეგმილი.