Unread post#118 » 20 Nov 2011 05:34
ხომ დიდი პაუზა მქონდა, PC gaming > მაინც ^_^
ჰმ ბოლოს მგონი ყინულის დედოფალი შევიწირე.
შემდეგ Chaos Queen თან დავბრუნდი და დემონის რუინებს გაუყევი, ბოსი უკვე მოკლული მყავდა და მთის ძირას ლავის ნაწილი "ჩამქრალი" დამხვდა, ამ ნაწილზეც ვმოძრაობდა და რამდენიმე ნივთი ავკრიფე. მოშორებით დიდი დემონების ჯოგი (: შევნიშნე, სათითაოდ გამოვიტყუე და Zweinhander გადავაშენე, ძალიან მტკივნეული დარტყმა აქვთ მაგრამ ამ ხმლის ძლიერი დარტმა Stunned მდგომარეობაში აქცევს და უმტკივნეულოდ კვდებიან სწორი ტაიმინგით. ეს დემონები არ რესპაუნდებიან.
ქვემოთ ხიდი შევნიშნე და მისკენ სვლა დავიწყე, Carpa Demon -ები ჩვეულებრივ მტრერივით შემხვდა და ასევე მოკვდნენ. გზადაგზა Jabba The Hut ის მსგავსი ქანდაკებები ცოცხლდებოდნენ და ცეცხლის მათრახს მირტყავდნენ. გზამ ხიდამდე მიმიყვანა სადაც რესპაუნებადი დემონები, ქანდაკებები და დიდი ჭიები დამხვდნენ, დელიკატური ადგილი აღმოჩნდა, ჭიებმა რამდენჯერმე შემჭამეს მანამ მთელი loot მოვაგროვე და მტრები საფრთხეს წარმოადგენდნენ თუ სათითაოდ არ გამოიტყუებდი. ხიდის უკან რუინები დამხვდა, მაღალი, ქვის ჰოლები რომელშიც ჩაზრდილი იყო უზარმაზარი ხის ფესვები. ერთმა ჰოლმა ჩაკეტილ კარებთან მიმიყვანა, ცეცხლის ჭიამაიების მსგავსი არსებებით. მეორემ ბოსთან, Undead Asylum -ის სტილში დემონი, ოღონდ უფრო ძლიერი და სწრაფი და მაგია ბევრს ვერაფერს აკლებდა.
ბოსის უკან კვლავ დიდი ჰოლი იყო, ფესვებით ქვემოთ ჩადიოდი. და ... ნისლის კარი. იქვე NPC Summon შევნიშნე, ერთი კაცი დავიმატე და გავედი ნისლიან კარში. ორნაბიჯში მყოფი წინა ბოსის მსგავსად აქაც Melee ბრძოლა მომიწია, ძალიან ვიწრო ბილიკზე გარშემო ლავით. უცნაური ბოსი იყო, ვერ გავიგე ბოლომდე რა ხდებოდა ისე მოკვდა და ბეჭედი დამიტოვა რომლითაც ლავაზე სირბილი შეიძლებოდა.
შემდეგი არეა იყო დიდი ლავის ტბა, შესასვლელში რაინდი დამხვდა დრაკონის ხიდიდან, დაბნეული/დაკარგული იჯდა bonefire-თან. მის შემდეგ უზარმაზარი გაშლილი ტერიტორია და ...
დრაკონის ქვედა ბოლო, ძალიან ბევრი და საშინელი დემეჯიანი ატაკით, უზარმაზარ ქათმებს გავდნენ და ბევრნი იყვნენ. ზოგი ისრებით მოვკალი ზოგს ჯგროდ გამოვიკიდებდი ორიდან ერთ ქვის პატარა შენობაში გავჩერდებოდი და ველოდებოდი ერთმანეთს როდის მოკლავდნენ ხტუნაობით, გადარჩენის ერთს ისრებით ვკლავდი. დრაკონის ქვედა ბოლოების დამარცხების შემდეგ არეა გავწმინდე, ლუტი საინტერესო იყო მაგრამ ძალიან ცოტა და იშვიათი ამხელა ტერიტორიისთვის.
ერთერთმა ფესვმა ამიყვანა ძველი temple-ის რუინებში სადაც დიდი რაოდენობით Jabba the hut-ები დამხვდნენ. ბევრნი ერთად სერიოზული საფრთხე იყო, მაგრამ ადვილად გაურბოდი, გზად კიდევ უცნაური ყვავილი დიდი პირით თავზე და საცეცებიანი ფეხებით არსება შემხვდა, ახლოს მისვლის ექსპერიმენტების გარეშე შევბრაწე Great Fireball-ით, Temple-ის თავზე ბოსთან შესასვლელი ვიპოვე, კიდევ არეა სადაც სახურავი ჩაიმტვრა და საცეცებიან დიდპირიან ყვავილებთან ერთად ვიწრო კანალიზაციაში აღმოვჩნდი. ერთი კი ვიფიქრე დიდ პირში ჩავხტომოდი რომელიც ძალიან Mcgee's Alice -ეულად გამოიყურებოდა ზემოდან, მაგრამ გადავიფიქრე და Great Chaos Fireball ჩავტენე ხახაში სამაგიეროდ. ხის ფესვით და ლუტით უკან ამოვედი და პირდაპირ ხიდი დავინახე, ხიდზე მორიელისმაგვარი დემონი იყო მჭედელს და ტყეში შესასვლელს შორის რომ შემხვდა პირველად, აქაც როგორც ჩვეულებრივი mob. ვიწრო ხიდზე სახიფათო იყო ბრძოლა, სიცოცხლე და დემეჯიც მეტი ქონდა, 2 დემონის ტიტანიტი დააგდო და მის უკან რაინდი და ჭიამაიები ვიპოვე, როგორც ჩანს ერთერთი თავზე ეცვა და აკონტროლებდა, მის უკან კარი სწორედ მეორე მხარე იყო წინა ციცინათელიანი კარისა, shortcut ერთგავარი რომელიც ჯერ არ გამიხსნია, რაინდი ენთუზიაზმის გარეშე მოვკალი და უცნაური ჰელმი წამოვიღე.
ბოსი Bed Of Chaos, Demon's Souls Dragon God-ის მსგავსად პირდაპირ დემეჯს არ იღებდა, აქაც უნდა გერბინა და რაღაც ობიექტები გემტვრია. გზადაგზა იატაკი იმტვრეოდა და ბოსის ხელებიც არ იშურებდნენ ძალისხმევას ნაპრალებში შენი გადაგდების. 10 თუ 15 უაზრო ლავაში, Temple-ში შიშველი სირბილის შემდეგ მოვახერხე და ორივე ობიექტი დავუმტვრიე და ოთახის ცენტრში გაჩენილ ნაპრალში ხის პატარა ფესვზე დავხტი და ბოსის გულამდე მივირბინე, ბევრი აღარ მიფიქრია Great Fireball ვესროლე და ესე დაეცა პირველი Arch Boss. გულთაბ Bonefire გაჩნდა.
შემდეგ მტრად კატაკომბები დავისახე და დავბრუნდი კიდეც მის შესასვლელთან, გზად pyromancy-ის ბოლომდე დალეველებით. რაინდისგან წამოღებული ციცინათელა ჰელმი გარემოს ანათებდა და გამოსადეგი გამოდგა, სიბნელეში ვიწრო ბილიკბეზე მდგარი მანათოლმა თვალებიანი გოლიათი ჩონჩხებისგან წამოსული საფრთხის და დაძაბულობის შეგრძნება გაიქარვა ჰელმის სინათლით, გულანთებულმა და ძლიერი pyromancy-ით შეარაღებულმა მუსრი გავავლე კატაკომბების მცველებს, bonefire -ის პოვნის მერე კიდევ უფრო გავთამამდი.
ერთადგილას ჩასასვლელი ვიპოვე სადაც ბევრი ჩონჩხი პატარა ოთახში იყო, normally suicide place, მაგრამ Havels Armour, Wolf Ring, Ring of Defence, და Iron Flesh Pyromancy და ბეეეევრი ცეცხლი მუხახახა. კარგი ლუტია ოთახში.
Bonefire-თან ახლოს ძველი ნაცნობი შემხვდა, Patches The Hyena. რაც მოყვებოდა უკვე მივხდი მაგრამ არ განვერიდე ნაცნობ სცენას. Prediction სწორი გამოდგა xD. არეაში ვიპოვე ქალი მონაზონი firelink shrine-თან რომ შემხვდა, ესკორტი გაუგიჟდა და მოვუკალი, miracle მაჩუქა და საინტერესო ლუტი ვიპოვე იქვე, ახალი ტიპის მტერსაც შევხვდი, ძვლების სვეტი, არ მიექსპერიმენტია და შორიდან fireball-ით დავაგდე. ამოსასვლელი კიბე ვიპოვე და გზა გავაგრძელე. ქვემოთ Bonefire დავინახე, ჩავხტი და ავცდი, ადვილად დავბრუნდი უკან და უცნაურ მტერს წავაწრდი, ოთხზე დამდგარი გოლიათი ჩონჩხი, რომელმაც ჩათვალა რომ ძაღლია და უცნაური ანიმაციით მიტევდა, Melee-ში საკმაოდ მტკივნეული მტერია Estus flask ების ხშირად გამოყენების საჭიროებას გააჩენს, მაგრამ ერთი Great Fireball ყოფნის და ბოსამდე მისვლისთვის მოკვლა აუცილებელი არაა გაქცევა შესაძლებელია.
bonefire საკმაოდ ძნელი შესამჩნევია, მიმალულია ერთერთ მოსახვევში. ახლოს რამდენიმე ძაღლი და ჩვეულებრივი გოლიათი ჩონჩხია, გავცდი მათ და ვიწრო ბილიკზე გავედი, დემონის რუინების წითელ ნათებას რომ მოვწყვიტე თვალი მზერა 180 გრადუსით მოვატრიალე და ash lake-ის ხედით დასატკბობად შევჩერდი, თვალის კუთხით რაღაც წითელი და მოახლოებადი შევნიშნე, NPC Black Phantom, აღარ დავუფიქრდი ბერვს Great Chaos Fireball, სიცოცხლის მეათედი დარჩა, ჩაიმუხლა Healing Miracle-ისთვის და Zweinhander -ით გაბრტყელდა. გზად რამდენიმე ძვლების სვეტი და ჩონჩხი შემხვდა, დიდი გამოქვაბულში გავედი მოხვდი, ძირს უცნაური წყალი იყო, გარშემო რამდენიმე Pinwheel(?) boss ჩვეულებრივ მტრის სახით, წყლიდან ახალშობილი ბავში ჩონჩხები ამოდიოდნენ, თუმცა Dante's Inferno-ზე ნაკლებ შთამბეჭდავი. სიცოცხლის და მაგიის დახარჯვა არ მინდოდა და Pinwheel ები ისრებით მოვკალი, ტოქსიკური ბავშვ ჩონჩებიანი წყალი მოვიარე და რამდენიმე საინტერესო ნივთი ვიპოვე, გამოქვაბულში ძვლებით და წითელი ფესვებით(?) გაფორმებული შესასვლელი ვიპოვე, მივხვდი რომ First Of The Dead დამხვდებოდა შიგნით. Summon Sign დავტოვე, სხვებისასაც ვუცადე მაგრამ უშედეგოდ.
მარტომ გავწიე შემდეგი Archboss-ისკენ. მალევე მიწიდან ამოვადრდა დიდი ხმალი და ჰაერში ამისროლა, მას მოყვნენ ჩონჩხები დალეველებული Divine Zweinhander -ის ერთი დარტყმა ყოფნიდათ. მალევე გამოჩნდა Gravelord Nito-იც, და თავისივე ჩონჩხები მოკლა, დარჩენილი Pyromance დავახარჯე, ხარბად შთანქავდა ცეცხლი ბოსის სიცოცხლეს, მაგრამ ბევრი სპელი გზაში დახარჯული მქონდა, ხმლით მივდექი და შევნიშნე რომ ჩონჩი გაცოცხლდა რომელიც ბოსმა მოკლა, Divine იარაღით მოკლულები კიდევ არა, წინა ნეკრომანტების პრინციპით. ჩონჩხი მოვკალი და Gravelord Nito Attack Pattern-ის დამახსოვრება დავიწყე, ხმალი საგრძონბლად ნაკლებს აკლებდა სამაგიეროდ ყველა მის დარტმას ფარი უმკლავდებოდა, გარდა ერთისა დიდი შავი ტალღა სპელი, სიცოცხლის 70%-ი მიჰქონდა თან, ერთს გადავურჩი, განვიკურნე თავი და ბრძოლა გავაგრძელე, შემდეგი აუცდინებელი ატაკის ჩატარება რომ დაიწყო შემოვტრიალდი და გავიქეცი მოპირდაპირე მიმართულებით, წინ ჩამალული გოლიათი ჩონჩხები დავინახე, ერთი გადმოხტა და რომ ამეცილებინა რგოლს დავაჭირე, უკან გადავხტი და ტალღაც მომხვდა, ფეხზე წამოვდექი გადაგორებით ჩონჩხის ზურგში დარტყმა ავიცილე, მოვუტრიალდი დავბლოკე მეორის დარტყმა, ფარმა ყველაფერი ვერ დაბლოკა უკან დავიხიე და მიწიდან ამოვარნილმა ხმალმა ჰაერში ამაგდო, ძირს მკვდარი დავეცი.
მეორე ცდაზე ძლიერი Pyromancy თითქმის არ დამიხარჯავს, ვინც შეიძლებოდა ავიცილე, ვინც არა ხმლით მოვკალი. სიცოცხლეც დავზოგე, ჩაუვარდი მეორედ Gravelord Nito-ს, ჩვეულებრივი ჩონჩხები მოვუკალი Divine Zweinhander-ით და თავად ცეცხლს მივეცი, ვიდრე პირველ დარტყმას მოასწრებდა დაეცა. ხმალი არ დამჭირვებია.
მორიგი ლორდის სულით, Lordvessel-თან დავბრუნდი, სულებით ავავსე და მგელი sif გამახსენდა ტყეში, გზად დარჩენილი ტყის ნაწილები გავწმინდე, პირველად მგელს სხვასთან შევებრძოლე summon sign-ით, მარა მარტო მომიწია მოკვლა, summoner შორს იდგა და არაფერს შვებოდა, მარტო მჰილავდა როცა სიცოცხლე მაკლდებოდა, ცეცლის მორტყმა რთული იყო, მაგრამ როცა ხვდებოდა მეათედს აკლებდა. დარტყმებიდან საშიში მარტო ერთი იყო, წრიული ხმლის მოქნევა რომელიც სტამინას წამდა და გადაბმული მეორე დარტყმა რომელსაც სიცოცხლე მიჰქონდა, თუმცა წრიულად დარტყმულ ხმალს ქვეშ თუ გაუგორდებოდი მეორის დაბლოკვით არც ეგ იყო საშიში, მგელთან ფეხებქვეშ დადგომით დარტმაც ადვილი იყო და დაცულიც იყავი მისი დარტყმისგან, ცეცხლა ბევრი ქნა, დანარჩენი Lighting- Spear -ით და მშვილდით დავაკელი. მერე მე თვითონაც მსგავსი პრინციპით მოვკალი, ერთი მეისრე coop-ში დავიხმარე, ბეჭედი და მგლის სული მივიღე, იქვე მეორე ბეჭედი ვიპოვე. firelink shrine-ის გზაზე ტყის covenant ვიპოვე თეთრი კატით, თუმცა მეგონა იქ შესვლას მეკიტხებოდა და უარი უთხარი დიალოგში, სხვა რამე ყოფილა და აღარ მელაპარაკებოდა მეტს, ისარი ვესროლა და გაქვრა. დავბრუნდი firelink shrine-იშ და ბოლომდე ვუქენი Kindle Bonefire-ს, 20 Estus Flask გამოსადეგ ადგილიდან.
2 arch boss დამრჩა მოსაკლავი, და ალბათ ბოლო ბოსთან მოვხდები. გამოსაკვლევი 4 ადგილი.
Anor Londo-ში Dukes Archives არ ვიცი რა დამხვდება.
Valley Of Drakes ოპციონალური ადგილია და მარტო loot-ისთვის უნდა გავწმინდო.
Ash Lake ძალიან ძნელი ჩასასვლელი, curse-იანი ბუზებისთავიანი ბაყაყებით,
New Londo Ruins კიდევ ერთი ცუდი ადგილი, მარტო გარკვეული ნივთის მოქმედების ქვეშ კვდებიან აქაური სულები, კიდევ კედელში გადიან და ბევრი ერთად მახეები არის, ჩამოვარნაც ადვილია.
ბოლოსთვის მოვიტოვებ ალბათ ამას.
დანარჩენი სამიდან სად წავიდე არ ვიცი ჯერ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.