Thaetriah > Gargoyles
გუშინწინ მომბეზრდა ერთი და იგივე მტრების ხოცვა და მჭედლისგან აითემების ყიდვა/იარაღების გაძლიერება (დიდი დრო და ერთფეროვნება) და ჩავედი კატაკომბებში, სადაც ძალიან ცუდი განლაგების მტრები და ადგილები შემხვდა. ცოტა ხანი იქ ვიბრძოლე და მერე ისევ გამოვბრუნდი (სულების შეგროვებას აზრი არ ჰქონდა, ერთადერთი მტერი, რომელის მოკვლაც სლებს მაძლევდა მაგი სკელეტონი იყო, იშვიათი მტერი. ხშირად ვკვდებოდი და ნერვებსაც ვკარგავდი, ძალიან ვიგრუზები ისეთი მტერი რომ მომკლავს, როგორიც უბრალო სკელეტონი და გაძვალტყავებული პატიმარია, აი შავ რაინდთან დამარცხება Thae'Triah-ისთვის პატივია ^^). უკვე humanity მოპოვებული მქონდა კატაკომბებში და ბოსებთან დავასამონე კიდეც, მაგრამ რად გინდა - ეგრევე მიწასთან გამასწორეს. გადავწყვიტე ისევ მარტო შებრძოლება... და ძალიან მხეცურად დავაგდე ორივე გარგოილი. პირველს სიცოცხლე ნახევრამდე ჩამოვუკლე Zweinhander-ით და მერე ნაჯახით კუდი მოვაჭერი, წამიერად გაშეშდა და თავი გავუხლიჩე ნახტომში. მეორე ეგრევე ცეცხლით მომვარდა, აცილება და ნაჯახით მოცელვა ერთი იყო. ისიც გაშეშდა და ნაჯახით რომ შემეტია მოასწრებდა აზრზე მოსვლას და ისევ დამარტყამდა (სიცოცხლე ცოტა მქონდა, ახვარმა პატიმრება ამჩეხეს სანამ მოვიდოდი), ამიტომ უცბად გადავცვალე ისევ Zweinhander-ზე და ზურგი ჩავულეწე.
მანამ მოპირდაპირე შესასვლელამდე მივიდოდი, მეშინოდა დანარჩენი ქანდაკებებიც არ გაცოცხლებულიყვნენ : D
ზარი დავრეკე და ეჩივმენტიც მომცა. ალბათ ეს იყო იმ რაინდის ნათქვამი "ძალიან მაღლა მდებარე კოშკი". ახლა ძალიან ქვემოთ უნდა დავრეკო.
Red Dragon, here I come
/Proud knight touches his sword.
გაგრძელება - დავბრუნდი დრაკონის ხიდის bonefire-თან. ცოტა ხანი ვეომე იქაურ ანდედებს და დრაკონს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე. ჩავედი პარიშის ვაჭართან და 100 ისარი ვიყიდე მშვილდისთვის. ჩავედი ხიდის ქვეშ და დავახარჯე ასივე ისარი დრაკონს. ბოლო ისარზე როცა მოფრინდა, ავვარდი და zweinhander ხმალი მოვუქნიე, აიცილა, აფრინდა, დააღო პირი და ნახშირად მაქცია. დაჩოქვის ნიშანი გავუკეთე და დროებით დავნებდი. ხიდის ბოლოში მარჯვენა კოშკურა გავაღე ადრე ნაყიდი გასაღებით. ჩავედი ქვემოთა დონეზე, სადაც რამდენიმე დემონი ძაღლი და ანდედ ქურდები ამოვხოცე. გავაგრძელე გზა და ბოსის შესასვლელი გამეძრო. შევედი და
Carpa Demon დავაგდე პირველივე ცდით. კიბის ბოლოდან გადმომხტარი რაინდის zweinhander-ის ბასრი ქვედა მხრით მიწასთან გასწორებული კარპა დემონი მას შემდეგ არავის უნახავს. აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე გავაქრე. თუმცა იქვე ორმა ძაღლმა დამაკლო სიცოცხლე და ცოტა საწამლავიც შემიყვანა. გავაგრძელე გზა და undead deph-ში ჩავედი დემონის მოცემული გასაღებით. შემხვდა ერთი ვაჭარი, რომელისგანაც ცეცხლის ისრები ვიყიდე და ქვემოთ რამდენიმე მეამბოხე პატიმარიც ამოვხოცე. ქვემოთ ვიღაც ვნახე - არ ვიცი ვაჭარია თუ ბოსი - ხორცს ჭრიდა, მაგრამ ვერ ჩავედი, უკვე ძალიან ცოტა სიცოცხლე მქონდა და ცეცხლთან დასაბრუნებლად წამოვედი. გზაში, დრაკონის ხიდის ასასვლელთან 10 000 სული მომცა. მას შემდეგ დრაკონი არ მინახავს. ალბათ ბაგი გაეძრო... ან წითელი დრაკონი შეშინდა ჩემი ამაყი და უშიშარი სულით და თვითონ გადახტა კლდიდან, ჩემთან რომ არ შეებრძოლა. ცოტაც ავლეველდი ამ სულებით და ცოტაც ბომბები ვიყიდე. დავისვენე ცეცხლთან და საღამოს იმ ხორცის მჭრელს დავადგები.
ამ დროისთვის თამაშში გატარებული დრო 30 საათს შეადგენს და ვგრძნობ, რომ თამაში ახლა იწყება. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოდის მუღამი. უკეთეს აბჯარს ვიღებ, იარაღს ვაუმჯობესებ, ტაქტიკებს ვსწავლობ და ეს ყველაფერი ძალიან rewarded-ს გტოვებს. ყველაფერი იშვიათია და ყველაფრის მოპოვების შემდეგ თავს ღირსეულად გრძნობ. რაც ითამაშე ყველაფერი გახსოვს, მტრების ყველა ანიმაცია ზეპირად იცი, ბოსების მით უმეტეს - მოძრაობები და მოძრაობებს შორის ინტერვალები, თანმიმდევრობა და ა.შ. შეიძლება მტერი ძალიან მარტივი იყოს, მაგრამ ერთი პატარა ყურადღების მოდუნება და მკვდარი ხარ. არასწორი ბრძოლისადმი მიდგომა და მკვდარი ხარ. რაღაც წარმატებით რომ გამოგივა, იცი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისე ვერ იქნებოდი, როგორც იმ მომენტში. განსაკუთრებული სული და თამაშის წესი აქვს ამ თამაშს.
ტაკს, ჩავედი ისევ ანდედ დეფში და ახლა უკვე გავაგრძელე გზა. ის დიდი მასტი არ ყოფილა ვაჭარი, დაუნდობელი ხორცის მჭრელი აღმოჩნდა, რომელსაც როგორც ჩანს მეც ხორცად მოვეჩვენე და აჩეხვა დამიპირა, მაგრამ ჩემი გმირის ინვენტორიაში ტყუილად არ იღრინება ბასრი zweinhander-ი. დიდი, სისხლიანი დანის ჩემი მიმართულებით მოქნევა, უკან დახევა, ხმლის სიმეტრიულად მოქნევა და მინი ბოსის მიწას დაცემა ერთი იყო. კიდევ ერთი შემხვდა ასეთი. ამჯერად დიდი ხმლის ამოღება ვერ მოვასწარი და იძულებული შევიქმენი ნაჯახით მომეკლა. ასეც გავაკეთე. გავაგრძელე მუხლებამდე წყალში ნელი ტემპით სირბილი, მივუახლოვდი ერთად განლაგებულ რამდენიმე ბოჭკას, დავამტვრიე და ვიღაც კაპიშონიანი პაირომანსერის ვიდზე მდგარი მეომარი ვიხსენი. სამწუხაროდ მადლობის მეტი ვერაფერი მივიღე. შემოვბრუნდი და კორიდორს დავუყევი. ზემოდან რაღაც ლორწოვანმა არსებებმა დაიწყეს ჩამოვარდნა... bbbuuueeaaahhh.. გავცდი ამათაც და გისოსებიდან გიგანტური ვირთხა დავინახე. ცოტა მქონდა სიცოცხლე და დავბრუნდი ისევ მჭედელთან, რომელთანაც ნაჯახის ნაცვლად უკვე Claymore ხმალი გავაძლიერე. აქამდე არ ვაძლიერებდი, რადგან Zweinhander-ის ტიპის ხმალი მეგონა. ახლა ორივე ხელისთვის ფარ-ხმალი მაქვს და უკან მშვილდ-ისარი, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ ბომბებს და დანებს. მერე სურათს გადავუღებ პერსონაჟს, საკაიფო ვიდზე მყავს.
ხორცის მჭრელი მასტი ასეთ ვიდზეა ვისაც გაინტერესებთButcher ჰქვიათ
მოვკალი გიგანტური ვირთხა.
Giant Rat .პატარა კორიდორიდან წამიერად შევიდოდი და ვბრუნდებოდი, ესეც შეტევაზე გადმოდიოდა და ვერ მწვდებოდა. ნელ-ნელა ვაკლებდი ნაჯახით. ერთხელაც ცხვირი შემოყო და Zweinhander-ი გადავაფარე ^^
ბლანტი, წელვადი ქმნილებებს მერე, რომლებიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგნენ თუ თავზე არ დაგეცნენ, შემხვდნენ "მომწამვლელი ქმნილებებიც" (სახელი არ ვიცი). აზრზე არ ვარ რას მიშვრება იმათი გამოშვებული ორთქლი, ჰაერი or whatever, მაგრამ ძალიან ადვილად კი ვკლავ დემეჯის გარეშე. შევედი ტარაკანა დემონთანაც.
Gaping Dragon. გამიჭირდა და აღვიდგინე humanity. რაინდიც დავასამონე და ერთად შევედით საბრძოლველად, მაგრამ ძალიან მალე მოკვდა. არანაირი ტაქტიკა, უბრალოდ მიდის და ხმალს იქნევს. ისევ მარტო მომიწევს დაგდება, ჯერ-ჯერობით მერევა.
I won't miss.