Warcraft: Orcs & Humans, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
assassin199127
Posts: 80

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#1 » 13 Oct 2011 23:31

>>>

Warcraft: Orcs and Humans

Developer(s) Blizzard Entertainment
Publisher(s) NA Blizzard Entertainment, EU Interplay Entertainment
Designer(s) Blizzard Entertainment
Series Warcraft
Version 1.22h (PC) / 1.06 (Mac)
Platform(s) MS-DOS, Mac OS
Release date(s) NA November 1994, EU 1995
Genre(s) Real-time strategy[3]
Mode(s) Single player, Multiplayer[3]
Media/distribution CD-ROM/4 Diskettes 1.44 MB

Warcraft: Orcs & Humans არის RTS სტილი თამაში, რომელიც შეიქმნა Blizzard Entertainment -ის მიერ და გამოიცა Blizzard and Interplay Entertainment -ის მიერ. MS-DOS ვერსია გამოიშვა 1994 წლის ნოემბერში, ხოლო Macintosh -ის ვერსია კი გვიან 1996 -ში. გაყიდვები საკმაოდ კარგი ქონდა და შეფასებაც შთამბეჭდავი. თამაშმა მოიგო სამი ჯილდო.

თამაშის მიმდინარეობა:
Warcraft: Orcs & Humans თამაშის მიმდინარეობა აფართოებდა Dune II -ის "ააშენე ბაზა, შექმენი არმია, გაანადგურე მოწინააღმდეგე" მონახაზს დავალების სხვა და სხვა სახის ტურების ჩართვით. ესენი იყო შენი რასის აჯანყებულების დამარცხება, შენი ქალაქის გათავისუფლება და ახლიდან აშენება, მეგობარი ძალების გათავისუფლება მოწინააღმდეგის ბანაკიდან, მტრის მთავარი ბაზის დაპყრობა და შეზღუდული ჯარით დავალების შესრულება. მაგალითად იყო დავალება სადაც ორკების ბელადის ქალიშვილი უნდა მოგეკლა. თამაშში არის ორი რასა ორკები და ადამიანები.

თამაშს მოყვება ასევე 2 მოთამაშეზე გათვილილი Multiplayer.

>>>

მოთამაშემ უნდა შეაგროვოს ორი, შეზღუდული რაოდენობის, რესურსი: ოქრო და შეშა. ასე რომ მოთამაშემ უნდა იჩქაროს მათი შეგროვება. ასევე თამაშის დროს ტყის ბუნებრივ კედლად გამოყენებაც შეიძლება, როცა თამაშის დასაწყისში ცოტა ჯარი გყავს.

დაბალი დონის შენობებს თამაშში, ორივე რასისათვის ერთი ფუნქციის აქვს. Town Hall არის საწყობი და მუშების გამოსაშვები შენობა. ფერმა უზრუნველყოფს საკვებს ყოველი ერთეულისათვის, ერთ ფერმას შეუძლია საკვები უზრუნველყოს 4 ერთეულისათვის. ყაზარმაში გამოიშვება არა-მაგიური ერთეულები: ქვეითი შემტევი, ქვეითი მსროლელი, ცხენოსანი და ალყის. ამ ერთეულების გაძლიერება სპეციალური შენობების დახმარებით არის შესაძლებელი.

>>>

ორივე რასას გააჩნია ორი სპეციალური შენობა, ერთი რომელიც გამოუშვებს მაგიურ ერთეულებს და მეორე რომელიც გამოიკვლევს უფრო ძლიერ შელოცვებს ამ სახეობისათვის. ადამიანებს ყავთ მღვდელი მის შესაძლებლობებშია: ხელჩართული ბრძოლა, რუქის ზედაპირის გამოჩენა, მკურნალობა. ორკებს ყავთ ნეკრომსახურები რომლელთა შესაძლებლობაშია: ხელჩართული ბრძოლა, რუკის ზედაპირის გამოჩენა, ერთეულის უვნებლობა დროებით (მაგრამ შელოცვა ბოლოს აზიანებს ერთეულს). ადამიანების ჯადოქარს შეუძლია ერთეულის უჩინრად ქცევა, მორიელების გამოძახება, დიდი მოცულობის ზედაპირზე ქარიშხლის გამოძახება და წყლის ელემენტალის გამოძახება. ხოლო ორკების კუდიანს შეუძლია ობობების გამოძახება, დიდი მოცულობის ზედაპირზე ქარიშხლის გამოძახება და დემონის გამოძახება.

მთავარი ეკრანი შედგება სამი ნაწილისაგან: ყველაზე დიდი არის რუქის ის მონაკვეთი რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმოქმედებთ, მარცხენა ზედა კუთხეში არის მომცრო რუკა ხოლო ქვედა კუთხეში არის ერთეულის სტატუსი და შესაძლებლობები, თუ ჩვენ მას მოვნიშნავთ. სულ ქვემოთ კი არის მენიუს ღილაკი სადაც შენახვა, გაგრძელება და სხვა ფუნქციებია. საწყის ეტაპზე რუქის უმეტესი ნაწილი დაფარულია "ომის ნისლით".

შინაარსი:
ორკები წარმოშობით არიან სხვა სამყაროდან, დრაენორიდან, სადაც უმეტესობა სისხლისმსელი მებრძოლები არიან მუდმივი ბრძოლების გამო. მაგრამ, მათი ჯადოქრები და კუდიანები გულცივები რჩებოდნენ და მთელ თავის დროს მაგიის გამოკვლევას წირავდნენ. ერთხელ შეამჩნიეს ნაპრალი განზომილებებს შორის და მრავალი წლის შემდეგ გახსნეს პორტალი უცხო სამყაროში. ერთმა კუდიანმა გამოიკვლია სამყარო, რომელსაც ადგილობრივები "აზეროთს" ეძახდნენ და უკან უცნაური მცენარეებით დაბრუნდა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.

>>>

ორკებმა გააგანიერეს პორტალი და გაგზავნეს შვიდი მებრძოლი, რომლებმაც ადამიანების სოფელი ამოჟლიტეს. დანაყოფმა უკან სანიმუშოდ საჭმელი და კარგი ნახელავები მოიტანეს და ასევე ცნობები, რომ ადამიანები დაუცველები არიან. ორკების მოთარეშე ჯგუფები უფრო დიდები და გაბედულები გახდნენ სანამ ერთხელ ადამიანების ციხე სიმაგრეს არ შეუტიეს. მაგრამ ამ დროის განმავლობაში ადამიანები საკუთარ მებრძოლებს წრთვნიდნენ, შეჯავშნულ რაინდებს რომლებსაც, გვერდს შემლოცველები უმაგრებდნენ. ადამიანებმა ორკებს თანდათან აიძულეს პორტალისაკენ დაეხიათ, რომელიც მათ ვერ აღმოაჩინეს.

>>>

შემდეგი თხუთმეტი წელი, ორკების ერთი ფრაქცია მოითხოვდა რომ პორტალი დაეხურათ, მაგრამ ეშმაკმა ბელადმა რომელმაც გააცნობიერა, მიუხედავად იმისა რომ ადამიანები რაოდენობრივად მეტნი იყვნენ, ისნი ჩამორჩნენ ტაქტიკურობაში, ორგანიზებულობასა და მაგიაში. მან გააერთიანა კლანები და გაწვრთნა ისინი დისციპლინებურ მეომრებად. ორკები მზად იყვნენ ადამიანებთან საბრძოლველად.

P.S. გასათვალისწინებელი ფაქტია რომ თამაშის ისტორია მოგვიანებით მსუბუქად გადაკეთდა. ამ ცვლილებებს მოგვიანებით დაინახავთ შემდგომ თამაშებში.

BoromiR
Posts: 638

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#2 » 14 Oct 2011 11:39

მაგარი მეზიზგება პირველი ორი ვარ-ტსუ-აქრუა-ფტი. თავის დროზე იყო რა. პროსტა სხვა არაფერი არ იყო და მაგ პონტში ყველა ამას თამაშობდა, მერე ეიჯ ოფ ემპაერსი გამოვიდა და მესამე ვარკრაფტამდე ყველამ დაიკიდა პირველი ორი. აი მესამე უკვე რევოლუციური იყო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#3 » 14 Oct 2011 11:54

პირველი არა მარა მეორე მაგრა მომწონს, დაჟე ვთვლი რო მეორეში მესამეზე მეტად იგრძნობა სამყაროს ატმოსფერო, როგორც თამაშები ძველია და გეიმფლეის მხრივ უაზრობაა მსჯელობა, მარა სამყაროსთვის და სთორისთვის თამაში მართლა ღირს, ყოველშემთხვევაშI მეორე ნაწილის
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

assassin199127
Posts: 80

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#4 » 14 Oct 2011 14:16

მაგარი მეზიზგება პირველი ორი ვარ-ტსუ-აქრუა-ფტი. თავის დროზე იყო რა. პროსტა სხვა არაფერი არ იყო და მაგ პონტში ყველა ამას თამაშობდა, მერე ეიჯ ოფ ემპაერსი გამოვიდა და მესამე ვარკრაფტამდე ყველამ დაიკიდა პირველი ორი. აი მესამე უკვე რევოლუციური იყო.

პირველი ვარქრაფთი რევოლუციური შეიძლება არა მაგრამ ნამდვილად ძალიან ძლიერი თამაში იყო. სხვა არაფერი იყო და იმიტომ იყო მაშინ მაგარი თორე ცუდი იქნებოდა რაღაც არასწორ ლოგიკად მიმაჩნია და სხვათაშორის მინდა გითხრა რომ სხვაც იყო... ეს თამაში Command&Conquer - ის მთავარი კონკურენტი იყო.

პირველი არა მარა მეორე მაგრა მომწონს, დაჟე ვთვლი რო მეორეში მესამეზე მეტად იგრძნობა სამყაროს ატმოსფერო, როგორც თამაშები ძველია და გეიმფლეის მხრივ უაზრობაა მსჯელობა, მარა სამყაროსთვის და სთორისთვის თამაში მართლა ღირს, ყოველშემთხვევაშI მეორე ნაწილის

მეც მომწონს მეორე ძალიან, პირველთან შედარებით ორივე ძალაინ ადვილად დავხურე მე. მეორეში ატმოსფერო უკეთ იგრძნობა ნამდვილად, ამ ატმოსფეროს WOW ში ვეღარ ვგრძნობ, რაღაც უფრო აჯაფსანდალს დაემსგავსა რა თან მომკალი და სულ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთვარეზე პატარა პლანეტაზე დავდივარ :mda: სტრატეგიები მე მაინც ერთნაირად მომწონს, თავისი დროის შედევრებია ჩემი აზრით.

გეიმფლეის რაც შეეხება, მსჯელობა ნუ შეიძლება მაინც ევოლუციის თვალსაზრისით... რამდენად უკეთ შეეძლოთ, რამხელა პოტენციალი ქონდა ა.შ. და ა.შ. აი მაგალითად მოძრაობისათვის კნოპკაზე უნდა დაგეჭირა და ერთდროულად ოთხ მებრძოლზე მეტს ვერ მონიშნავდი რაც მაგრად მაღიზიანებდა (მაგრამ მალე ავითვისე), ასევე ორკების კამპანია უფრო ძნელია და მკურნალობა ათასჯერ ჯობია დაუმარცხებლობას... ნუ ეს ყველაფერი მარტო ძველი თამაშების მოყვარულთათვის იქნება შესამჩნევი.

BoromiR
Posts: 638

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#5 » 14 Oct 2011 16:51

სხვა არაფერი იყო და იმიტომ იყო მაშინ მაგარი თორე ცუდი იქნებოდა რაღაც არასწორ ლოგიკად მიმაჩნია და სხვათაშორის მინდა გითხრა რომ სხვაც იყო... ეს თამაში Command&Conquer - ის მთავარი კონკურენტი იყო.

მე მართალი რომ ვთქვა სულ არ მადარდებს ვის რა მიაჩნია.. უბრალოთ ჩემთვის ისეა სწორი როგორც დავწერე და შენ თუ მაგნაერი გემოვნება გაქ არანაირი პრობლემა არ მაქ მაგასთან. და მერე კიდე ცუდი იქნება თქო არ დამიწერია, სამწუხაროა რომ არასწორად გაიგე ჩემი ნათქვამი - არაფერი მაგნაერი განსაკუთრებული არ იქნებოდა თქო.
სტორის რაც შეეხება დამიჯერე და ვინც ვარკრატს ოდესმე სერიოზულად თამაშობდა როგორც "სტრატეგიას" და არა მორიგე "ფან" თამაშს იმათ სულადაც არ აინტერესებდათ ეგ მისი სტორი. ვარ კრაფტის მსოფლიო ჩემპიონებმა მის დღემში არ იციან ილიდანი ვინ არის. იციან რომ არის დემონ ჰანტერი და არა ილიდან და ასეთი წვრილმანები. ზოგადად ვარკრაფტის სტორი არის ძალიან ბანალური ადგნენ ჰუმანები, დაიმორჩილეს ორკები, მონებად ყავდად ორკები აჯაჰყდნენ და დაიწყო ორკს ენდ ჰუმანს ---- ტიპიური სტერეოტიპული ფენტეზი ბულლშიტობა. აი ეხლა ეს როგორ უნდა შეადარო იგივე იმ დროისთვის დუნას რომელიც უფრო ადრე გამოვიდა და wc1 მისი მწარე რიპ ოფფი იყო ოღონთ გაფენტეზებული ნერდებსაც რომ ქონოდათ თავისი გასაქანი სივრცე. რაც შეეხება C&C რაღაცა გეშლება შენ იმიტომ რომ კომანდი გამოვიდა 1 წლით და + რაღაც თვეებით უფრო გვიან ვიდრე ორკს ენდ ჰუმანსი და დუნაზე ხომ აღარაფერს ვლაპარაკობ 90-ანებში იქმნა უკვე ჩანერგილი ვიდეო თამაშებში. ნუ მოკლედ კიდე იყო იქ სტრატეგიები პროსტა ეხა ვერ ვიხსენებ რა.

User avatar
Alucard
Posts: 435

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#6 » 14 Oct 2011 18:57

ბორო რეებს ლაპარაკობ, ჯერ შენ რა იცი რომელმა ჩემპიონმა იცის WC3 Story და რომელმა არა ვინც დღეს თამაშობს WC3-ს? ეგ DOTA-ს მოთამაშეებზე რომ გეთქვა კიდე ხო იმიტო რო ეგეთს ბევრს ვიცნობ ასეთუისე მარა ეხლა ძალიან აჭარბებ.

და სთორის ბანალურობას რაც შეეხება არანაირად არ არის ბანალური სთორი ეგ შენ 2 სიტყვით თქვი რო ესე იყო ესე იყოო ი ვსო, ვინმემ რო გითხრას ლოტრზე რო რაგაც ბეჭედი მიაქვს ორ ლილიპუტს სადღაცო არ დაიგრუზები? მთავარია როგორ გადმოსცემ სთორის შენ და რამდენად "სერიოზული" იქნება ეგ ყველაფერი თორე ეგრე დაჟე ძალიან ბევრი კინოშედევრია რასაც მე ვთვლი რო საბოლოოდ იდეა აქვს ბანალური და დიდი არაფერი მარა ის ბანალური იდეა ისე პროფესიონალურად და ეტაპობრივადაა გადმოცემული რო შენ ეგ ყველაფერი გისწორდება და აღიარებ კინოს. თორე შეილება იდეას მაგარი პოტენციალი ქონდეს რო ამ ბანალურობაში არ მოექცეს მარა თვითონ დიალოგები ვერ დაალაგო შეილება და პერსონაჟების ქცევები და მთელი იდეა მოკლას უცოდინრობამ და არაპროფესიონალიზზმა.

Achrdili

WoW-ში კლასსიკში მოქონდა შეგრძნება ნაწილობრივ მარა ექსპანსიამ მოკლა საერთოდ ყველაფერი (BC +) მარა ძალიან ძნელია MMO-ს გაკეთება სადაც მუღამი და ატმოსფერო არ გაგიფუჭდება იმიტო რო ძალიან ბევრი გამოსირებულ იდარბის World-ში

BoromiR
Posts: 638

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#7 » 14 Oct 2011 20:05

ბორო რეებს ლაპარაკობ, ჯერ შენ რა იცი რომელმა ჩემპიონმა იცის WC3 Story და რომელმა არა ვინც დღეს თამაშობს WC3-ს? ეგ DOTA-ს მოთამაშეებზე რომ გეთქვა კიდე ხო იმიტო რო ეგეთს ბევრს ვიცნობ ასეთუისე მარა ეხლა ძალიან აჭარბებ.

ვა იმიტომ ვამბობ რომ ინტერვიუები მაქ წაქითხული თავის დროზე გრაბბის, მუნის, და რუსი დედმენის თავის დროზე. და ამათმა თუ არ იცოდნენ სხვებს რა მოეთხოვება? დედმენი და მედფროგი რომ იყვნენ მაშინ კორეაში არც კი იცოდნენ რა იყო ვც.
კი რაც დაწერე ნაღდათ გეთანხმები და არ გედავები მაგაში.
პროსტა საქმე იმაშია რომ შენ ეგ ყველაფერი დაინახე wc-ში და უმეტესობა სხვამ ვერა. ..... ვაბშე ... დახურული გაქ ან იცი პირველი ორი WC'ს სტორი? გულახდილად ოღონთ? აი მე სონიზე მაქ დახურული და ბოშყო რამე თუ მახსოვდეს იმის გარდა რომ ააშენე ლესაპილკა, შეაგროვე 500 ხე. გამოიყვანე 5 რაინდი....

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#8 » 14 Oct 2011 20:21

Alucard
WC2-ში სამყაროზე მიდის ლაპარაკი, მანდ ვერანაირ დასკრიპტულ დიალოგებს ვერ ნახავ, თითქოს ისტორიაში ხარ ჩართული, player არის ასე ვთქვათ შემსრულებელი ვინც უნდა შეიყვანოს ჯარი, აიღოს სოფელი და მასე, დავალებებს კი იღებს Ner'Zhul-ისგან, ხვდება გმირებს Chog'gal, Grom Hellscream, Kargath Bladefist, Deathwing, Teron Gorfiend და თამაშობ მაგ გმირებით, ოღონდ ჯართან ერთად, ადამიანების შემთხვევაში გყავს Lord Lothar, Khadgar, Uther The Lightbringer, Alleria, Turallion, Danath. აი WC3-ში კონკრეტულად პერსონაჟებზე მოხდა აქცენტირება, საერთოდ იმ დროინდელ სტრატეგიებში ძირითადად player ყოველთვის შემსრულებლის როლს ითავსებდა ხოლმე
WC2-მა წინ წამოწია Battle Net რაც შემდეგ გააგრძელეს Starcraft-მა და Warcraft 3-მა
BoromiR
საიბერსპორტისთვის თU აინტერესებდათ ან თუ Starcraft-იდან გადმოვიდნენ კონკრეტულად Multiplayer-ისთვის მაშინ არ დააინტერესდებოდათ მესამეს სთორი, აი Azeroth-ის lore ვისაც აინტერესებს იმათთვის მეორეც საინტერესოა და მესამეც, ბაზარი არაა ბლიზარდს ბევრი რამე აქვს დაკოპირებული მარა პონტიც მაგაშია რო კარგად ასრულებენ ყველაფერს და ხარისხიანად
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

assassin199127
Posts: 80

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#9 » 14 Oct 2011 20:29

მე მართალი რომ ვთქვა სულ არ მადარდებს ვის რა მიაჩნია.. უბრალოთ ჩემთვის ისეა სწორი როგორც დავწერე და შენ თუ მაგნაერი გემოვნება გაქ არანაირი პრობლემა არ მაქ მაგასთან. და მერე კიდე ცუდი იქნება თქო არ დამიწერია, სამწუხაროა რომ არასწორად გაიგე ჩემი ნათქვამი - არაფერი მაგნაერი განსაკუთრებული არ იქნებოდა თქო.

თუ არ გაინტერესებს სხვისი აზრი შენ ნათქვამზე არც უნდა დაპოსტო მაშინ. და ეს გემოვნებაზე არ არის Mass Effect 3 რომ ყოფილიყო მაშინ კი ბატონო აჯობებდა მაგრამ საქმე იმაშია რომ არ იყო და სწორედ ამიტომ იყო ერთ ერთი საუკეთესო.

ზოგადად ვარკრაფტის სტორი არის ძალიან ბანალური ადგნენ ჰუმანები, დაიმორჩილეს ორკები, მონებად ყავდად ორკები აჯაჰყდნენ და დაიწყო ორკს ენდ ჰუმანს

ეგ არის მარტო მესამეს ისტორია და ეგ შესავალია მხოლოდ. მთლიანად ისტორია ერთი დიდი კოპიაა მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს არის კარგი კოპია და ისეა გადმოცემული სხვადასხვა ნაწარმოებებიდან და თამაშებიდან შინაარსი რომ სულაც არ იგრძნობა.

აი ეხლა ეს როგორ უნდა შეადარო იგივე იმ დროისთვის დუნას რომელიც უფრო ადრე გამოვიდა და wc1 მისი მწარე რიპ ოფფი იყო ოღონთ გაფენტეზებული ნერდებსაც რომ ქონოდათ თავისი გასაქანი სივრცე.

დიუნას გეიმფლეი ძალიან ვიწრო და ძირითადია და ვარქრაფთმა ის გაავრცო და ეს არ ნიშნავს რომ მე ვარქრაფთი დიუნას შევადარე... როგორც სტრატეგია ვარქრაფთი ჯობია იმიტომ რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანია.

C&C რაღაცა გეშლება შენ იმიტომ რომ კომანდი გამოვიდა 1 წლით და + რაღაც თვეებით უფრო გვიან ვიდრე ორკს ენდ ჰუმანსი და დუნაზე ხომ აღარაფერს ვლაპარაკობ 90-ანებში იქმნა უკვე ჩანერგილი ვიდეო თამაშებში.

მე თლიანად WC-ს ხაზზე ვთქვი, კონკრეტულად პირველის კონკურენტი იყო WCII:TOD.

WoW-ში კლასსიკში მოქონდა შეგრძნება ნაწილობრივ მარა ექსპანსიამ მოკლა საერთოდ ყველაფერი (BC +) მარა ძალიან ძნელია MMO-ს გაკეთება სადაც მუღამი და ატმოსფერო არ გაგიფუჭდება იმიტო რო ძალიან ბევრი გამოსირებულ იდარბის World-ში

მერე შეგიძლია RP-ზე ითამაშო იქ სერიოზული ხალხია. ერთადერთი რაც მე უბრალოდ რაღაც დისკომფორტს მიქმნის არის მასშტაბი რაც ძალიან მცირეა მე თუ მკითხავ. ახლა კი ცდილობენ რაც შეიძლება გაზარდონ ზომაში მაგრამ მაინც LOTRO -ს ფართობებთან შედარებით მთვარეა რა :D

BoromiR
Posts: 638

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#10 » 14 Oct 2011 20:29

Azeroth-ის lore ვისაც აინტერესებს იმათთვის მეორეც საინტერესოა და მესამეც

მეც იგივე დავწერე, და ავღნიშნე ის ფაკტი რომ მაგნაერებიც არიან აზეროტი ვისაც დააინტერესებს მაგრამ ისეთები ყოველთვის უფრო მეტი იყვნენ ვინც იმიტომ თამაშობდა რომ სერიოზული სტრატეგია იყო. აუ კაი ლოლ რაზე ვსაუბრობთ ეხა wc რომ wc'ია იმიტომ რომ კიბერსპორტმა და პროგეიმინგმა გაქაჩა მაგას რათ უნდა საუბარი.

Azeroth-ის lore ვისაც აინტერესებს იმათთვის მეორეც საინტერესოა და მესამეც

ხო არიან კიდე ესეთები ვისაც ბელლა და ედვარდის ისტორია აინტერესებთ, ნუთუ ძალიან საინტერესო და შემაშფოთებელი არაა ვამპირის და ადამიანის სიყვარული? აააჰ რომანტიკა!!

არც უნდა დაპოსტო მაშინ.

srsly? ... no jokes there !
ps. HMMKO -ში Гончие Апокалипса 3-ზე შენ ხომ არ ხარ Achrdili?

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#11 » 14 Oct 2011 20:38

BoromiR
გეთანხმები
WC-ს პოპულარობა რო battle Net-ით და სხვადასხვა რუკებით +Dota-თი იქაჩება მაგას რა ლაპარაკი უნდა, უბრალოდ სთორიც კარგი აქვს, ერთერთი საუკეთესო სტრატეგიებში, მე მაგალითად სთორის გამო ჩავწერე + სტრატეგიებიც მომწონს მარა პროფესიონალურ დონეზე multiplayer მუღამი ისე არ გამჩენია როგორც მაგალითად შენ და ლაშას, აზრზე არ ვიყავი იმ დროს არც battle net-ის და არც player-ების, PC-სთან საერთოდ ნაკლები შეხება მქონდა
სტატისტიკით რაც დრო გავა უფრო და უფრო მეტი იქნება multiplayer მოყვარული ვიდრე სთორის გამო რო ითამაშოს

სად ბელა და სად გრომ ჰელსქრიმი ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

assassin199127
Posts: 80

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#12 » 14 Oct 2011 20:41

ხო არიან კიდე ესეთები ვისაც ბელლა და ედვარდის ისტორია აინტერესებთ, ნუთუ ძალიან საინტერესო და შემაშფოთებელი არაა ვამპირის და ადამიანის სიყვარული? აააჰ რომანტიკა!!


მაგარი შედარებაა warcraft და twilight >>>

BoromiR
Posts: 638

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#13 » 14 Oct 2011 20:41

სად ბელა და სად გრომ ჰელსქრიმი ))))

ეგ შენ ამბობ მასე და აბა იმათ შეეკითხე ვისაც მართლა მოსწონს ბელლა და ედვარდის ბალიში აქვთ ლოგინში, რა ჰელლსკრიმ ისე დაგცინიან რომ შეგრცხვება კიდევაც. მაგრამ როგორ უნდა დააბრალო? ეგ მათი გემოვნებაა. მერე რა რომ ცუდია. იგივე პონტია ყველაფერში თითქმის რა, WCშიც.

მაგარი შედარებაა warcraft და twilight

ყველანაირი შედარება კარგია თუ ფუნდამენტალურ დონეზე შეიძლება იყოს შედარებული.
მე მეზიზღება ფეხბურთი.
სად ფეხბურთი და სად ... კიბერ სპორტი მაგალითად.
იგივე ვარკრაფტის სამყაროს და ტვილაიტის სამყაროშიც.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#14 » 14 Oct 2011 20:44

ბიჭო ძალიან გლობალურად უყურებ საგანს : D : D
Warcraft Lore+Gameplay-თი შემოვიფარგლოთ ამ თემაში და დავაფასოთ კლასიკა ))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

assassin199127
Posts: 80

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#15 » 14 Oct 2011 20:44

მეც მეზიზღება ფეხბურთი მაგრამ ჰალფ ლაიფს არ ვადარებ.

HMMKO -ში Гончие Апокалипса 3-ზე შენ ხომ არ ხარ Achrdili?

HMMKO? არამგონია.

uZu
Posts: 9

Warcraft: Orcs & Humans

Unread post#16 » 19 Oct 2011 09:14

აუ როგორ მიყვარს ვარკრაფტი.ჩემი პირველი თამაშია(და პირველი დახურული თამაში)
ოღონდ მე მეორეს ვთამაშობდი.
ეხლა დისკი მაქ ვარკრაფტის სადაც ყველა ვარკრაფტია(ვოვის გარდა)
დიდი სიამოვნებით ეხლაც ვითამაშებდი ამ თამაშს მაგრამ ვინდოუს 7 მიყენია

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 113 guests