Deus Ex, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deus Ex

Unread post#1 » 20 Dec 2009 10:11

>>>

Deus Ex
Developer: Ion Storm Inc.
Publisher: Eidos Interactive
Designers: Warren Spector, Harvey Smith

ზოგადად თამაშზე: ეს არის Cyberpunk სეთინგში შექმნილი Stealth Action Role Playing თამაში რომელიც დიდი რაოდენობით მოიცავს First Person Shooter ელემენტებს. Deus Ex თავდაპირველად გამოვიდა PC-ზე 2000 წელს, შემდეგ პორტირება გაკეთდა Mac-ზე და PS2 ისთვის სახელად Deus Ex Conspiracy. თამაში დაფუძნებულია ანტი უტოპიურ მომავალში, რომლის სამყაროც შექმნილია შეთქმულების თეორიების საფუძველზე. ეს შეგრძნება გაუმჯობესებულია თამაშის ბნელი ატმოსფეროთი სადაც მოქმედება ხდება ღამით რაც აძლიერებს სტელსის შეგრძნებას.
მოქმედების უმეტესი ნაწილი ვითარდება რეალური ლოკაციებიდან აღებულ ადგილებში რომლებიც ჩასმულია ფუტურისტულ სეთინგში: New York City, Hong Kong, Paris, Vandenberg-ის საჰაერო ძალების ბაზა და Area 51.

შინაარსი: საზოგდოება ნელნელა მიექანება ქაოსისკენ, მსოფლიოში მოდებულია პანდემიური ვირუსი სახელით "Gray Death", რომელიც ნელნელა ანადგურებს მსოფლიო პოპულაციას, უმეტესწილად კი ემუქრება შეერთებულ შტატებს. ვირუსის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს კომპანია VersaLife-ის მიერ შექმნილი სინთეთიკური ვაქცინა სახელით "Ambrosia" რომელიც ვირუსის ეფექტს აქრობს. ვაქცინა ძალიან რთულად საშოვნელია მისი სიმწირის გამო და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის ვისი არსებობაც მნიშვნელოვნია საზოგადოებრივი წყობილების შენარჩუნებისთვის. ამიტომ Ambrosia ვრცელდება სამთავრობო პირებზე, სამხედრო პერსონალზე, მდიდარ და გავლენიან ადამიანებზე, მეცნიერებზე და ინტელექტუალურ ელიტაზე. უიმედოდ დარჩენილი უბრალო მოსახლეობა მსოფლიო მასშტაბით აწყობს ბუნტს, დაუფარავად იქმნება ტერირისტული ორგანიზაციები დაჩაგრული ხალხის დასახმარებლად, მათ შორის National Secessionist Force of the US (ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სეპარატისტული ძალები) და ფრანგული დაჯგუფება ცნობილი როგორც Silhouette. ამ საფრთხესთან საბრძოლველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გააფართოვა სახელისუფლებო გავლენა მთელი მსოფლიო მასშტაბით და ჩამოყალიბდა გაერთიანებული ერების ანტიტერორისტული ორგანიზაცია UNATCO, რომლის მიზანიც საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობის შენარჩუნება და მზარდ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლა გახდა. UNATCO-ს მთავარი ბაზა მდებარეობს ნიუ იორკში, თავისუფლების კუნძულის ქვეშ არსებულ ბუნკერში, რომელიც ტერორისტების მიერ თავისუფლების ქანდაკებაზე მიტანილი იერიშის შემდეგ შეიქმნა.
მოთამაშე ითავსებს ნანოტექნოლოგიურად გაუმჯობესებული UNATCO-ს აგენტის, JC Denton-ის როლს. მომზადების გავლის შემდეგ Denton იღებს რამდენიმე დავალებას დირექტორი Joseph Manderley-სგან, ის უნდა გავიდეს ა.შ.შ.-ს ეროვნულ სეპარატისტული ძალების და მათ მიერ მოპარული Ambrosia-ს კვალზე.

საინტერესო ფაქტები და რეალური პარალელები: თამაშის სეთინგიდან გამომდინარე, რომელსაც კავშირი აქვს Conspiracy Theory-ებთან ბევრია რეალური პარალელები, მაგალითად მოსაზრები შავი ვერტმფრენების შესახებ, ვაქცინაციაზე, Federal Emergency Management Agency (FEMA)-ზე, საქონლის დასახიჩრების ფაქტებზე, რომელიც დაკავშირებულია მათ ანომალიურ სიკვდილთან, ჩუპაკაბრა რომელიც წარმოდგენილია Greasel-ის სახით, არამიწიერი არსებები (Extrateressials), Area 51, ECHELON-ის ქსელი, თამაშის შინაარსზე დიდი გავლენა აქვთ საიდუმლო ჯგუფებს, ისეთები როგორიცაა Majestic 12, Illuminati, Knights Templar, Bilderberg Group, Trilateral Commission. საინტერესო ფაქტია, ადგილებზე სადაც შესაძლებელია ნიუ იორკის ცათამბჯენის დანახვა, შესამჩნევია რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი გაუჩინარებულია, სინამდვილეში ეს ორი შენობა თამაშის გამოსვლიდან 1 წლის შემდეგ განადგურდა ცნობილი 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. თამაშის დიზაინერის Harvey Smith-ის თქმით ეს ახსნილია თამაშის ნაკლები მეხსიერების საფუძველზე, data ფაილებში ეს ორი შენობა შეტანილია.

თამაშის თანამედროვე სისტემებზე გასაშვებად საჭიროა:
vcredist 2015, vcredist 2010
1. გადმოწერეთ Deus Exe 1.8 ლანჩერი და ჩააგდეთ თამაშის system ფოლდერში
2. გადმოწერეთ d3d10drv და Deus Ex ფოლდერში მოთავსებული ფაილები ჩააგდეთ თამაშის system ფოლდერში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Deus Ex

Unread post#2 » 20 Dec 2009 16:44

არა ვაღიარებ რო სირცხვილია ეს რო არმაქ ნათამაშები მარა პროსტა გრაფიკას ვერ გაუძელი არადა ორჯერ ვცადე, ერთხელ Shenmue-ს მერე და ერთხელ სანამ ამის მეორე ნაწილის თამაშს დავიწყებდი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deus Ex

Unread post#3 » 20 Dec 2009 19:08

ამისი მეორე ნაწილი კი მაგარია როგორც თამაში მარა ამას მაინც ვერ ჯობია, მარტო გრაფიკა აქ უკეთესი, დანარჩენი უაზროდ მიმატებული გრაფიკული პლიუსები აქ..
თან აქ ფილმივით ვითარდება სიუჟეტი, ისე არაა რო თამაშია და უნდა გახვიდე, ბევრი გზაა გასასვლელად, ერთი ადგილი იყო ძალიან მაგარი, ძმასთან ერთად ხარ სახლში ფანჯრიდან შეპარული, ხოდა უცებ ვიღაცეები მოვარდებიან, უნდა დატყდე უკანა ფანჯრიდან, თუ არ დატყდები უნდა დაიმალო და ძმა რამდენიმეს როჟას დაბრიდავს და მერე ორივე ერთად გადიხართ წინა კარიდან და ბრძოლობთ შენობაში კიბეებზე ცხრილავთ სასტავს, ძალიან epic მომენტი იყო ეგ მაგრა გამისწორდა, თან შეგიძლია თამაში ისე წარმართო რო მაგნაირ epic მომენტებში ხშირად გაიჩითო ^__^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Deus Ex

Unread post#4 » 21 Dec 2009 15:49

მე ძმა ვერ გადავარჩინე აქ :(
სულ მიკლავდნენ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deus Ex

Unread post#5 » 21 Dec 2009 15:52

მე გადავარჩინე, ის დიდი როჟა როა ეგ ხო იძახის მოვკალიო და მერე ვაბშე აღარ ამბობს არაფერს ეგეთი პონტია, და ძმა ჰონგკონგში იჩIთება როგორც მახსოვს კიდე მერე ზის სკამზე თავისთვის : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Deus Ex

Unread post#6 » 21 Dec 2009 15:56

SLaYeR wrote:ამისი მეორე ნაწილი კი მაგარია როგორც თამაში მარა ამას მაინც ვერ ჯობია, მარტო გრაფიკა აქ უკეთესი, დანარჩენი უაზროდ მიმატებული გრაფიკული პლიუსები აქ..
თან აქ ფილმივით ვითარდება სიუჟეტი, ისე არაა რო თამაშია და უნდა გახვიდე, ბევრი გზაა გასასვლელად, ერთი ადგილი იყო ძალიან მაგარი, ძმასთან ერთად ხარ სახლში ფანჯრიდან შეპარული, ხოდა უცებ ვიღაცეები მოვარდებიან, უნდა დატყდე უკანა ფანჯრიდან, თუ არ დატყდები უნდა დაიმალო და ძმა რამდენიმეს როჟას დაბრიდავს და მერე ორივე ერთად გადიხართ წინა კარიდან და ბრძოლობთ შენობაში კიბეებზე ცხრილავთ სასტავს, ძალიან epic მომენტი იყო ეგ მაგრა გამისწორდა, თან შეგიძლია თამაში ისე წარმართო რო მაგნაირ epic მომენტებში ხშირად გაიჩითო ^__^

მე დაჟე მეორე მომწონა მაინც კაი ატმოსფერო ქონდა სტელს ელემენტებით და ამბებით, რაღაც პონტში მომავლის thief წააგავდა და მისწორდებოდა თამაში, ერთი 80% გავედი და მერე ვირუსი მესტიმრა...

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deus Ex

Unread post#7 » 21 Dec 2009 15:58

მერე ეგ ელემენტები რაც დაგევასა ყველაფერი პირველში უფრო მაგრაა წარმოჩენილი
თან მეორე სთორის მაგრა აფუჭებს, პირველში რაც მაგარი მოხდა ყველაფერი გააფუჭეს, ენდინგები გააერთიანეს და თამაში გადათელეს საერთოდ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

BoromiR
Posts: 638

Deus Ex

Unread post#8 » 22 Jan 2010 09:05

3 იქნება შედევრალური ჩემი აზრით.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deus Ex

Unread post#9 » 06 May 2010 12:53

პირველ პოსტში დაემატა გრაფიკული მოდის ლინკი და ვიდეო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Alucard
Posts: 435

Deus Ex

Unread post#10 » 20 Jan 2011 11:22

რეალურ სამყაროსტა პარალელები ასწორებს, მეხსიერების ნაკლებობა არა? hmph რაღაცას გვიმალავენ უეჭველი

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Deus Ex

Unread post#11 » 16 Oct 2011 16:54

ეხა დავხურე ეს თამაში და მაგრა მომეწონა ამდენი ხანი ვხურავდი და ვაბშე არ მომიწყენია, შინაარსმა მაინცდამაინც არ დამაინტერესა, უმეტესობა საუბრების გამოვტოვე , მარტო იმას ვკითხულობდი რაც მთავარი იყო, თამაშის პროცესი ძალიან საინტერესო აქვს თან ისიც ასწორებს რამდენიმენაირად რო შეგიძლია დავალებების შესრულება
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Deus Ex

Unread post#12 » 16 Oct 2011 21:21

მე შინაარსი მომეწონა ძალიან, character-ები და plot twist-ები ნაკლებად, უფრო იმ მხრიდან რო surival-ზე იყო მთავარი პერსონაჟი დანგრევის პირას მისულ მსოფლიოში, იქ უნდა გაეკეთებინა არჩევანი და სხვადასხვა იდეებს გაცნობოდა, მარტო ის რო დაგევასოს მაგალითად Helios და მისი მხარე დაიჭირო უბრალოდ უაზრობაა, შენით უნდა იაზროვნო რომელი უკეთესი იქნება მომავლისთვის და შენ როგორი მომავალი გინდა, მთავარია შენთვის რა არის სიმართლე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Deus Ex

Unread post#13 » 16 Oct 2011 21:53

არა ბოლოში მეც მაგრა გამისწორდა ძაან საინტერესო ენდინგები ქონდა, უშუალოდ თამაშის პროცესში როა ბევრი პერსონაჟები და რო ებაზრები მაგაზე ვამბობ არ იყო მაინცდამაინც საინტერესო ეგ საუბრები, თორე ძირითადი სთორი საკაიფო აქ, თან ჩემ ისაყვარელი ატმოსფერო იყო თამაშში, ქაოსი როა ყველგან , ძაან კარგად იგრძნობოდა აპოკალიფსური ატმოსფერო და მაგრა მომეწონა
smothered in the crib

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Deus Ex

Unread post#14 » 01 Dec 2017 17:57

გამირთულდა მაინც შეჩვევა human revolutionის და mankind dividedის შემდეგ. მენქაინდს რომ არ თამაშობთ ბევრს მაზავთ ვისაც იმერსივ სიმები გევასებათ. ყველაფერი აქვს რაც შეიძლება მოგეწონოს და შეიძლება ისეთი, რასაც არც ელოდები. გეიმფლეი, საიდ ქუესთები, ატმოსფერო და მთლიანად ხასიათი, სამყარო, ლეველ დიზაინი. პრაღა ულამაზესია, კომპაქტურია და მასში საიდ ქუესთები ყველა გემრიელად გიქმნის სიამოვნების განცდას
თამაშს კი ჩაუჯვა სთორის მეორე ხარისხოვნობამ, მითუმეტეს შესანიშნავი ჰიუმან რევოლუშენის მერე და სერიალის დავუშვათ მეოთხე ან მესამე ეპიზოდის დონის ენდინგმა ;დ
და ასეთი ორი, პარაზიტივით მომწებებელი გეიმფლეის მერე უცებ ამ ყველაფრის პროტოტიპს რომ ეჭიდები ცოტა რთულად მიდის მაინც საქმე ;დ
ამის მიუხედავად მაგრად ავყავარ ატმოსფეროს და ხასიათს. მსმენია სთორის სიძლიერეზე და მინდა ჩემით გამოვცადო სერიის დასაწყისი. ცოტა თავს უნდა დავატანო ძალა უბრალოდ, თორემ როცა არ ვთამაშობ ძალიან მინდება ახლები ჩავიწერო ;დ
დაახლოებით ის პონტია რამე ლაქშერი ქარიდან ძველ ლეგენდარულ მასქლ ქარზე რომ გადაჯდე
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: grigoli1970 and 18 guests