Braid, Review

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
jackson
Posts: 26

Braid

Unread post#1 » 14 Jul 2011 23:04

>>>

გრანდიოზული თამაში, კომპანიას დაახლოებით ორას მილიონამდე უჯდება. მაგალითად ავიღოთ Modern Warfare 2, შექმნაზე დაიხარჯა ორმოცდაათი, რეკლამაზა ას ორმოცდაათი, ხოლო ჯამში, დღეისათვის MW2-ის მოგება ერთ-ნახევარ მილიარდს შეადგენს. გამოთვლები თქვენით გააკეთეთ. რაც არ უნდა იყოს, ეს 200 მილიონი პატარა თანხა არაა და ყველა გამომცემელს არ აქვს ისეთი რესურსები, რომ ამდენი ხარჯი ჩადოს ერთ პროექტში. მაგრამ განა ფულით იქმნებოდა შედევრები? ბეთჰოვენმა ინვესტიციებით დაწერა ,,მთვარის სონატა''? და ვინჩიმ 50 მილიონი დახარჯა ,,მონა ლიზა''- ს დახატვაზე? არა. არა და ისევ არა. ეს ხალხი გენიოსი იყო და მათ არ სჭირდებოდათ ასეთი თანხები, რათა შედევრები შეექმნათ.
ალბათ გაინტერესებთ რატომ შევეხე ასეთ თემას სტატიის დასაწყისში. აგიხსნით. თამაში რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ არ იყო რეკლამირებული 150 მილიონ დოლარზე და მის პროექტირებაზეც არ დახარჯულა 50. ეს დამოუკიდებელი პროექტი, ხალხისაგან, რომლებსაც უბრალოდ უნდოდათ შეექმნათ თამაში, სულით და გულით, ხოლო მისი სახელია: Braid.
ჟანრობრივად რომ განვიხილით, ეს თამაში პლატფორმერი-თავსატეხია. ყოველ დონეზე თქვენგან მოითხოვება ინტელექტუარული შესაძლებლობების გამოყენება. ეს არ არის სირბილი A-დან B-მდე, გზაში ბევრი სირთულე შეგხდებათ, რომლის დასაძლევად არ კმარა SPACE-ს სწორ დროს დაჭერა, არამედ გონებრივი გათვლა თქვენი მოქმედებებისა და კიდევ იმის გააზრება, თუ როგორ იმოქმედებს ეს მომავალზე.
გეიმფლეი აქ შესანიშნავია. პერსონაჟის მართვა მარტივი და მოსახერხებელია. თამაში სულ თავიდან კონსოლებზე გამოვიდა, შემდეგ კი პორტირებული იყო PC-ზე, მაგრამ არ დაეჭვდეთ მის ხარისხში ამ პლატფორმაზე, მართვა თქვენგან არანაირ დატვირთვას არ მოითხოვს, ის ადვილად ასათვისებელია და არ საჭიროებს ინსტრუქციას: A,D გვერდებზე სიარული, Space ახტომა, S,W ზევით-ქვევით ყურება და Shift-ით დროის დაბრუნება.
დიახ, ამ თამაშში მართლაც წარმოდგენილია ეს შესაძლებლობა, თანაც თქვენ, დროის უსასრულოდ დაბრუნება შეგიძლიათ. ყოველი სიკვდილისას თამაში ჩერდება და საშუალება გაქვთ წარსულის ნებისმიერ მომენტში დაბრუნდეთ. ამ დროს ეკრანზე შესაფერისი ეფექტები ჩნდება, ის მოყვითალო ხდება, ფონი ვიწროვდება და მელოდიაც თან ყვება პროცესიას. შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ხომ ადრეც გვინახავს Prince of Persia-ში? მაგრამ დროის ქვიშებისგან განსხვავებით, აქ ამ შესაძლებლობას კიდევ ერთი ფუნქცია აქვს: დროის უკან დაბრუნება ძალიან ბევრად მოგივიდათ? არაუშავს, მაშინ ცოტათი წინ გადაახვიეთ.
შთამბეჭდავია, ამისდა მიუხედავად, კიდევ დროის შეჩერება შეიძლება და სამივე პროცესი ძალიან მარტივი შესასრულებელია თქვენს კლავიატურაზე. დროსთან თამაში გეიმფლეის ძირითადი ნაწილია. ჩვენ გმირს შეუძლია ღობეზე ასვლა, სხვადასხვა დგუშების გადართვა, მოწინააღმდეგის მოშორება... ხო, რაც შეეხება მტრებს. პირველი დონეები თქვენში ნოსტალგიურ გრძნობებს გააღვიძებს და პირველი თქვენი აზრი იქნება: super MARIO bros.

>>>

Braid მართლაც გავს ისტორიას ულვაშებიან სანტექნიკზე. აქაც პრინცესას დაეძებთ ფანტასტიკურ სამყაროში, ის კი, არასდროს არ არის იმ სასახლეში, რომელშიც მიხვედით. მაგრამ ეს იდეა, აქ უფრო ღრმად არის გადმოცემული. სიუჟეტი როგორც ასეთი არ არის განკუთვნილი ბავშვებისათვის. ჩვენ გმირს ტიმი ჰქვია და მას რომანი ჰქონდა პრინცესასთან. ინტერესი, რომ შეგინარჩუნოთ, ბევრს არ მოგიყვებით შინაარსზე. მაგრამ ავღნიშნავ, მიუხედავად იმ ფაქტისა, თამაში პლატფორმერია, ის საკმაოდ ,,დიდი'' პრობლემების გარშემო ტრიალებს, როგორიცაა ადამიანების ურთიერთობა და სიყვარული. ყოველი ახალი თავის დაწყებისას, ტიმი გარბის მდელოს, სადაც მერხები დგას, მათზე კი მწვანე წიგნები, რომლებთან მიახლოებისას, ეკრანის ზევით იხსნება შინაარსი. ბევრი მათგანი დიდი ფილოსოფიური დატვირთვის მატარებელია, ხოლო რამოდენიმე წინადადება, შეიძლება ადამიანისთვის დამარიგებელი იყოს. არ ვაზვიადებ, ეს მართლაც ასეა, თამაშს ღრმა იდეა მოაქვს და ძალიან კარგია, რომ მისი გადმოცემა ასეთი ლამაზი ფორმით ხდება.
რახან სილამაზეს შევეხეთ, არ შეიძლება, რომ არ ავღნიშნოთ გრაფიკა. თითქოსდა მართლაც და ვინჩი მოვიდა და თითოეული დონე მოხატა. ისინი შესანიშნავია, ზღაპრული, აბსტრაქციული, მაგრამ ამავე დროს ცოცხალი და მოძრავი. ფერწერული პეიზაჟები გულგრილს არავის დატოვებს, მხატვრობის ესტეთები კი, შეიძლება ბავშურ აღტაცებაში მოვიდნენ და ისტერიკული ოვაციები დაიწყონ. შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ ამჯერადაც არ ვაზვიადებ. გამოსახულება იმდენად ლამაზია, რომ არ გინდა დაუბრუნდე იმ მქრალი ტონალობის რეალობას რომელშიც ცხოვრობ და გინდა აღმოჩნდე იმ ადგილებში, სადაც ტიმი დარბის, ფეხშიშველამ გაირბინო მწვანე მდელოებზე, აჰხედო უზარმაზარ ხეებს, დაიბანო პირი სუფთა ჩანჩქერში, ან უბრალოდ სახე მიუშვირო ყვითელ მზეს, რომელიც ისე კარგად ანათებს, თითქოსდა გამგებიან პიროვნებას წარმოადგენს და შენი აზრები ესმის.
ძნელია მიაღწიო კარგ გამოსახულებას თამაშში, თუ მასში ამ ,,ნახატების'' მოძრაობა ცუდია. ეს სიტყვები არ არის Braid-ზე. თითქოსდა არაფერი ფენომენალური არ არის ანიმაციაში, მაგრამ სწოედ მის უბრალოებაში მდგომარეობს სილამაზე. ობიექტები ნაზად მოძრაობენ, არ ქმნიან არანაირი სიუხეშის შეგრძნებას, მათი მოქმედება თითქოსდა ნოტებს ექვემდებარება და მიმდინარე მოვლენებს ესაბამება. თამაში თქვენსა და სამყაროს სრულ მოძრაობას იწერს და როდესაც დროის მანიპულაციას დაიწყებთ, ყოველი ქმედება ისეთივე იქნება როგორიც იყო და ზოგ შემთხვევაში, როგორი შეიძლება ყოფილიყო.
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პროექტი თავსატეხია, რომლების ამოხსნაც, არც ისე მარტივია. Braid ნამდვილად არ არის დროის მოსაკლავად გათვლილი, არამედ საჭიროა ფიქრი, თანაც თითოელი ახალი დონე, ახალ მსჯელობას მოითხოვს. დროის ასეთი ფუნქციონირების გამო, საჭიროა გათვალოთ არა მარტო შემდეგი სვლა, არამედ მეორეც და კიდევ აქამდე გაკეთებული სამი. ძალიან ჩახლართული წრე გამოდის, ამ წინადადებების სწორად გაგებასაც დაფიქრება სჭირდება და წარმოიდგინეთ რას მოითხოვს თქვენგან თამაში.

>>>

ყოველი თავი, რამოდენიმე დონისაგან შედგება, თქვენი დავალებაა ეს გზა ბოლომდე გაიაროთ, მაგრამ როდესაც ბოლო ჭიშკარს მიადგებით, აღმოჩნდება რომ ერთი დეტალი გამოგრჩათ. ყოველ ოთახში დამალულია პაზლის რამოდენიმე ნაწილი, რომელიც უნდა შეკრიბოთ და მათგან შესაფერისი სურათი ააწყოთ. თითო თავში - თითო სურათი, დროთა განმავლობაში ილუსტრაციის აწყობაც თანდათან რთულდება. კიდევ არის რამოდენიმე ბონუსი, მაგრამ ჯობია, ეს სიურპრიზად დარჩეს.
თავსატეხები მრავალფეროვანია. თითოელ გარემოში სპეციფიკური მიდგომა და მსჯელობა არის საჭირო. მოემზადეთ, რომ ბევრჯერ გაუგებრობაში აღმოჩნდებით და დავალება შეუსრულებელი მოგეჩვენებათ, მაგრამ მერე მიხვდებით თუ რამდენად მარტივია გამოსავალი, მაგრამ ამავე დროს, რამდენად რთულია.
ზოგჯერ შეგვხდებათ ობიექტები, რომლებიც დროს არ ემორჩილებიან, ისინი ცისფერი ან ოქროსფერი ციმციმებით არიან შეფერილი. ასევე შეიძლება აჩრდილი გაჩნდეს, რომელიც ალტერნატიულ რეალობას აჩვენებს და საშუალებას გაძლევთ დაინახოთ, რა მოხდებოდა ისე რომ გემოქმედათ. ასევე არის დონეები სადაც დრო პერსონაჟის მოძრაობაზე არის დამოკიდებული. მარჯვნივ წახვალთ, დრო წინ დაიწყებს მოძრაობას, მარცხნივ, წარსულში დაბრუნდება, გაჩერდებით, ისიც ჩერდება.
მუსიკალური გაფორმება ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა ყოფილიყო. მელოდია არაჩვეულებრივად გადმოსცემს ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს. მისი ტემპი აუჩქარებელია და ჩვენ კარგად ვგრძნობთ სიუჟეტის დრამატიულობას. ხოლო დროის გადახვევასთან ერტად, ისიც არ ჩერდება და თქვენს კაპრიზებს ჰყვება.
თამაში შესანიშნავია, ლამაზად და ოსტატურად შესრულებული, თითქოსდა რარაც ანტიკურს წარმოადგენს. არისტოტელემ თავსატეხები შექმნა, და ვინჩიმ გარემო დახატა, პლატონმა ფილისოფიური აზრით დატვირთა, ხოლო ბეთჰოვენმა ამ ყველაფერს მუსიკალური ფონი დაადო. რატომ მივაწერე ასეთ ხალხს ამ პროექტის ავტორობა? იმიტომ რომ ის სწორედ ამ ხალხის მემკვიდრეობაა. გახსოვდეთ მეგობრებო: ყველაფერი გენიალური, მარტივია.

>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Braid

Unread post#2 » 14 Jul 2011 23:57

მაგარი თემაა გაიხარე
ჩემთვის ერთერთი თამაშია რომელსაც 10/10-ს ვაკუთვნებ ძალიან ობიექტურად რო ვიმსჯელო მაინც.
ძალიან ღრმა, ატმოსფერული, ინტელექტუალური, გემოვნებიანი და ულამაზესი თამაშია თან ძალიან მინიმალუსტურად გადაწყვეტილი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Braid

Unread post#3 » 15 Jul 2011 13:56

კარგია Braid-ზე რომ დაწერე.
მე პირადად Call of Duty-ს ხუთ კარგ პრევიუს ერთი ბრეიდის ნორმალური განხილვა მირჩევნია.

ეს არის შედევრი, თამაში ემოცია, თამაში უნიკალურობა, ხელოვნების ნიმუში.
ძალიან ბევრს დაკარგავს, ვინც ამას არ ითამაშებს.

<3 Jemi Sieber
>>>
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Braid

Unread post#4 » 17 Jul 2011 08:56

გადმოწერა საიდან არის შესაძლებელი?
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Braid

Unread post#5 » 17 Jul 2011 19:40

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

Braid

Unread post#6 » 18 Jul 2011 05:05

ზე თამაშია რა
ერთი გვაღირსეს ამ ჟანრში PCზე და ისიც საუკეთესო^^
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Braid

Unread post#7 » 17 Sep 2011 15:13

უშეცდომოდ გაკეთებული თამაშია, მგონია რო შემქმნელებმა თავის შესაძლებლობებს გადააბიჯეს ამ თამაშის შექმნისას, მართლაც გენიოსის შემოქმედებას გავს, ამ პატარა თამაშში რამდენი პრობლემაა ჩატეული თან ამის დახურვისას პირველად ვიგრძენი თამაშმა როგორ გამიხსნა ტვინი, ბოლოს უკვე 5 წუთში გავდიოდი მისიებს :D მარა ის ვარსკვლავების პოვნა უკვე მეტისმეტია :X
smothered in the crib

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 24 guests


cron