LIMBO, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#1 » 07 Oct 2010 00:12

>>>

L I M B O - მიმოხილვა

ახლახან დავასრულე ეს უნიკალური თამაში და მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები და შეფასებები, რომელიც ამ პროცესის განმავლობაში განვიცადე და დამრჩა. რთულია, მსგავსი დონის ნამუშევარი ერთ გვერდზე სრულად განიხილო, და არც ვიცი, შევძლებ თუ არა ბოლომდე გადმოგცეთ მისგან მიღებული ემოციები, მაგრამ მაინც ვცდი დაგიწეროთ ჩემი შეხედულებები და აზრები მის შესახებ, პატარა ანალიზის სახით.

LIMBO არის მკაფიო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეიქმნას პატარისგან დიდი. ეს 117mb-იანი თამაში წარმატებით გამოვიდა აუდიტორიის წინაშე, და შესაბამისად, საერთაშორისო შემფასებლებისა და უბრალო გეიმერებისგან, დამსახურებული აპლოდის მენტებიც მიიღო. მაგრამ, მაყურებლის სკამები ჯერ კიდევ თავისუფალია პუბლიკის იმ ნაწილისთვის, რომელთაც არ აქვთ საშვად სათამაშო კონსოლი Xbox 360 და მისი ‘Live Support. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ის გასცდება ვიწრო კარიდორს და უფრო ფართო წრეს დაანახებს თავს. ასე თუ ისე, იმას, თუ რამდენ პლატფორმაზე მოხდება თამაშის პორტირება და შესაბამისად, რამდენი ერთეული გაიგებს მის გემოს, პირდაპირი კავშირი არ აქვს მის დონესთან და საერთო შეფასებასთან. ბევრი შესავალი რომ არ გავუკეთოთ, გადავიდეთ უშუალოდ თამაშის არსზე.

ყოველგვარი ტექსტის, დიალოგის თუ სხვა, ნებისმიერი სახის ახსნის გარეშე, LIMBO მარტივად ახერხებს, ბევრად მეტ თამაშზე უკეთ დაამყაროს მოთამაშესთან კავშირი და შემოიყვანოს ის მის მისტიურ, მრავლის მომცველ (თუმცა ყოველ მხრივ გაუცნობიერებელ) სამყაროში. ეს 2D პლატფორმერი შავ-თეთრი ფერებით დახატული გარემოთი, არის უბრალოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში.

თქვენ მოგიწევთ მართოთ ახალგაზრდა ბავშვი, რომელსაც თამაშის დაწყებისას გაეღვიძება უცნობ, დაბურულ ტყეში. ყოველგვარი ცოდნის გარეშე, თუ ვინ არის, სად არის და საით მიდის. ბავშვი იწყებს იდუმალებით მოცულ გარემოსთან გაცნობას, მაგრამ ის მალევე შეიტყობს მის ერთადერთ და მთავარ მოტივაციას: რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაშორდეს იქაურობას!

თამაშის მსვლელობისას არ შეგხვდებათ ვიდეო რგოლები ან სურათები ჩატვირთვისას (Loading ჭრილი საერთოდ არ აქვს) რითაც უწყვეტი ხდება მოთამაშეს ურთიერთქმედება თამაშის უნიკალურ ატმოსფეროსთან ის არ აჩერებს მოქმედებას თამაშის დაწყების მომენტიდან დასასრულამდე, რომელიც ფაქტიურად ერთი უწყვეტი დინებით ვითარედება, და სხვადასხვა ნიუანსებითა და მომენტებით აჰყავს მოთამაშე აღტაცებაში -- რთულია სიტყვებით, და მით უმეტეს, წერილობით გადმოსცე იმ ჟამინდელი გრძნობები, როცა უყურებ ერთ ჩვეულებრივ ბავშვს, ყველაფერს ღონობს თავის გადასარჩენად სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა საფრთხეებისგან. უმთავრესია, რომ ეს ყოველი იმათთაგანია, რომელიც LIMBO’ს თამაშობს, ჩვენს ბედზეა ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე. ბევრჯერ მოგვიხდება ვუყუროთ თუ როგორ კვდება უმანკო ქმედებებით, მრავალი მცდელობებით ათასგვარი სახით სიკვდილის მსხვერპლი, ბევრჯერ ‘ბეწვის ხიდზე’ მოგვიწევს მისი გადაყვანა, და ყველაფერს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არის ეს პერსონაჟი, რომლისთვისაც ასე ვიხარჯებით (ურთიერთქმედების მიხედვით, ჩვენ ხომ მას ვმართავთ? (: ), ამის და მიხედვით, გვიჩნდება უამრავი ვარიანტი, რომელნიც ყოველ მხრივ სევდას გვგვრის და კიდევ უფრო შევყავართ ამ თავგადასავლის როლში.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე აღინიშნა, თამაში ერთი მთლიანი თავგადასავალია ყოველგვარი გაჭრის, ერთიდან მეორე დონემდე გადასვლის მომენტი და ა.შ. მასში მაინც შეგვიძლია გამოვყოთ გარკვეული ეტაპები გამოკვეთილად. თამაშის პირველ ნახევარში თქვენ გადაეყრებით ბევრ საინტერესო არსებას. მათ შორის, როგორც აღმოჩნდება, არიან სხვა ბავშვები (რომელნიც ნამდვილად არ არიან მოხარული ჩვენი გმირის დანახვით). ასევე გიგანტური ობობები, რომელნიც თუ არ დავუსხლტით, განსაკუთრებული და special for us სისასტიკით გაგვისტუმრებენ იმ ქვეყნიერად ^_^ საინტერესო დეტალია ისიც, რომ არანაკლები სისასტიკით ვხოცავთ სულიერ არსებებს -- მაგალითად გიგანტურ ობობას, რომელიც ინსტიქტის მეშვეობით მძლავრად ურტყამს მის წვეტიან ფეხს მიწას, როცა ახლობლად რაიმე დააბიჯებს, მივუტანთ დათვის ხაფანგს და ფეხის ნაწილი მოეჭრება, რომელსაც მის მოსასპობად გამოვიყენებთ -- ანუ ამ, პირველ ეტაპში ძირითადად, მოგვიწევს პატარა თავსატეხების სახით, გავექცეთ საშის არსებებს, რომელნიც უშუალოდ მათი მონაწილეობით თუ სხვა ფუნქციებით (გაჭრან თოკი, რის შედეგადაც თავზე დაგვეცემა ორ-მხრივი ხერხე და ა.შ.) ცდილობენ გადაგვიკეტონ გაქცევის გზა.

შემდეგ, მეორე ნახევარში, მოგიწევთ თავი დააღწიოთ მიტოვებულ ინდუსტრიულ არეალს, რომელშიც გვხვდება დიდი ზომის ხრახნები, გადასაზიდი ყუთები, ელექტრონული მოწყობილობები (სიცოცხლისათვის საშიში ^) და ა.შ.

თანდათანობით, თავსატეხები უფრო და უფრო საინტერესო და დახვეწილი ხდება, მაგრამ სხვა მიმართულების ელემენტების ნაკლებობა (ვგულისხმობ დეტალიზაციას - სხვა გარემო-ფაქტორებში “ჩაციებას”, ანუ იმას, რომ თამაშის მთლიანი, ერთგვარი გარემო, მხოლოდ ერთი მიმართულებით, ჩრდილოეთისკენ იყურება, და აღმოსავლეთის მზე მიჩქმალულია, მიუხედავად იმ სხივებისა, რომელიც ხანდახან შემოანათებენ ხოლმე დაღვრემილ სიბნელეში, და ოდნავ გაამკრთალებენ სიმუქეს, თუმცა სავსებით სწორად შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ საპირისპირო ფაქტად, და პლიუსად ჩავუთვალოთ თამაშს - ატმოსფეროზე ეს იმდენად მოქმედებს, რომ ზემოთ აღნიშნული წვრილმანი პრობლემა ლურსმნის წვეტად სჩანს.), ცოტა ოდენი დოზით ასუსტებს ჩვენს სენტიმენტალურ კავშირს თამაშთან.

მხოლოდ იმას დავუწუნებ დეველოპერს, რომ დასასრულამდე, ცოტა მეტი ბალანსი უნდა ყოფილიყო დაცული ჩვენსა და თამაშს შორის. მეორე ნახევარში ვხსნით ჩახლართულ თავსატეხებს, რისთვისაც გვიწევს ბევრი შრომა, და ერთი ნიავით გაქანებულ დინებაში, დასასრული სრულიად მოულოდნელი ჩანდა, თითქოს მეტი მონდოდა, ან სულაც არ მინდოდა მეტი და უბრალოდ, თამაშის სისხლის ნელ-ნელა გაგრილება იყო საჭირო, დასასრულმა კი ადუღებული სისხლი ერთ-ბაშად გაყინა. ძალიან არ მინდა, ამ ერთი პატარა მინუსის აღნიშვნა უხეშად გამომივიდეს, ამიტომაც მინდა დავამატო, რომ ზუსტად ეს საკითხი, რომ ენდინგი მიწებებულია განვითარების პროცესთან და თითქოს ისე ხდება, რომ კულმინაცია არ იგრძნობა, საფუძვლად უდევს იმ თეზისს, რომ LIMBO არის ერთადერთი, თავისებური, სრულიად განსხვავებული, და ამ დასასრულის თუ უფრო ღრმად შევხედავთ, უფრო მეტს დავინახავთ, ვიდრე განუვითარებელ ეპილოგს. მაგრამ, ამ მიზეზის გათვალისწინებითაც კი, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მართებულია თავგადასავლის მსგავსი უეცარი წერტილის დასმისა.

მივუბრუნდეთ თამაშის უშუალო პროცესს. LIMBO’ს თამაშისას თქვენ მრავალგზის განგმირვა გელით. მაგრამ ნუ ღელავთ, თამაში არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ის მოგწყინდეთ. ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად, თამაშის შემქმნელებმა მეტად ორიგინალურობას მიმართეს, და აღწერეს ის, როგორც “საცდელ-სასიკვდილო” თამაში. ეს ფრაზა თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია; მოთამაშე ფიზიკურად ვერ მოახერხებს დასძლიოს იდუმალებით მოცული მტრები ამ მცნების გაუთვალისწინებლად (პირველ ჯერზე, რა თქმა უნდა).

გაუდგებით თუ არა ტყის გზას, შეგხვდებათ დაბრკოლებები, რომელნიც სხვადასხვა შემაძრწუნებეად საშინელი ხერხით შეიწირავენ ბავშვის სიცოცხლეს. რამდენჯერ გინახავთ დათვის ხაფანგის მიერ თავ-მოკვეთილი ბავშვი? ამის შემდეგ კი ზუსტად previous death მომენტიდან განაახლებთ თამაშს და მოგიწევთ, გამოსავალი იპოვოთ, თუ როგორ აარიდოთ თავი და გაექცეთ სწორედ იმ ხაფანგს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. თამაში არის საკმაოდ ჭკვიანი სისტემის და საბოლოოდ ხდება ძალიან გამომწვევი. მთლიანი თამაშის გავლისთვის დაგჭიდებათ დაახლოებით 5-6 საათი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მოკლედ ჟღერს, თქვენ მისი თითოეული წამისგან სიამოვნებას მიიღებთ და არც თუ ისე დაუკმაყოფილებელი დარჩებით (თუმცა უკვე ნათქვამი ენდინგი ამ მცნებას ცოტათი ასუსტებს). ასევე, სჯობს კიდევ გვინდოდეს, ვიდრე ცოტა მაინც მოგვაბეზროს თავი მისი დაყოვნებით.

თამაშს გააჩნია მოთამაშეების სტატისტიკა, მაგრამ მასში მხოლოდ შედის დრო, თუ რამდენი ხანი თამაშობდა ესა თუ ის მოთამაშე თამაშს. ნამდვილად გამოტოვებულია ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ის უფრო დახვეწილი სახით წარმოჩენილიყო, მაგალითად ყოფილიყო გათვალისწინებული ის ორიგინალური ფაქტიც, აუცილებლად სიკვდილის შესახებ, და ყოფილიყო
სტატისტიკაზე აღნიშნული, თუ რამდენჯერ იქნა განგმირული ბავშვი თამაშისას.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობისას არ არის ჩანერგილი რაიმე კონკრეტული, მთავარი მუსიკალური თემა, მას ნამდვილად არ აკლია ის შედეგები, რაც კარგ საუნდ-გაფორმებას მოაქვს. განსხვავებული, თავისებური მუსიკალური ეფექტები -- რომელსაც ამ დატვირთვის (ატმოსფეროს ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი) გარდა აქვს სხვა ფუნქციაც, კონკრეტულად ის, რომ მოთამაშეს ხშირად უწევს, ყურადღებით უსმინოს მათ იმისათვის, რომ იპოვოს ესა თუ ის მინიშნება სხვადასხვა თავსატეხებისთვის გასახსნელად, მაგალითად გრავიტაციის ძალის მოქმედების და შეჩერების დრო, ჩვენ, როგორც წესი ვერ ვხედავთ მას, თუმცა თამაში გვაძლევს საშუალებას ხმით მივხვდეთ მის მოძრაობას და ასე გავიკვალოთ გზა -- შესანიშნავად უხდება ზოგადად თამაშს და მას ძლიერ გარემოს სძენს, რომელიც ასე ბეჯითად აწვეთებს შიშის, სევდისა და იდუმალების ნიშან-წყალს მოთამაშის ფსიქიკაში.

ფრიად აღსანიშნავია ზოგადად ის ასპექტი, თუ რა არის საერთოდ LIMBO. რას გულისხმობს იგი, რას მოიცავს უშუალოდ თამაში? ფაქტიურად, უკვე ჩამოიწერა ის, თუ რას ვაკეთებთ თამაშში, მაგრამ რატომ, რისთვის - როგორც თამაშის დასრულებისას მივხვდი, ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავიგებთ მას. კონკრეტული სიუჟეტი კი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა იპოვოს მისი და (ეს სანამ ვითამაშებდი, მანამ წავიკითხე, თორემ თამაშში ნამდვილად ვერ მივხვდი, ვინ იყო ის გოგონა, რომელიც.. რომ დავამთავრო, უკვე სპოილერი გამოვა, თუმცა ამ სპოილერს ყველა ერთნაირად როდი აღიქვამთ). მაგალითად მოვიყვან Braid’ის (სხვათაშორის, ამ მგალითის გარდა, სხვა ბევრი რამ აქვთ საერთო ამ ორ სახელს ერთმანეთთან) დასასრულს, უფრო სწორად იმ ფაქტს, რომ მთლიანობაში კი - აქვს განსაზღვრული სიუჟეტი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჩვენზე, ინდივიდ მოთამაშეზე ტყდება. ამით ალბათ უკვე მიხვდით რისი თქმა მინდოდა იმით, რომ ყველა ერთუელი სხვადასხვა სახითა და ფორმით აღიქვამს მთლიანად LIMBO’ს და მის ენდინგდათ ერთად

ჯამში, LIMBO’სადმი ჩემი განწყობა არის აბსოლუტურად დადებითი, რომლის მიხვედრაც რთული არ არის ზემოთ ნაწერის მიხედვით. ეს არის იშვიათი მოვლენა თამაშების ინდუსტრიაში. არც თუ ისე ბევრია ასეთი ორიგინალური, ატმოსფერული. შეიძლება მასში მოგზაურობა მეტ-ნაკლებად მოკლე იყოს, მაგრამ ეს ცოტა ოდენ თუ გვაბრკოლებს მისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებისგან -- იმედნად დეტალურად არის მასში ყველაფერი გაკეთებული და ჩაძიებული, რომ თვითონ პერსონაჟის თითოეულ ნაბიჯსაც კი ყურადღებას ვაქცევთ, აღარაფერს ვამბობ სხვა, ცალკეულ ელემენტებზე, რომელნიც ერთობლივ ჰარმონიას ქმნიან და შეადგენენ თამაშს გაღვიძებიდან დაძინებამდე.

ჯერ-ჯერობით სულ ეს არის, რაც თქვენთქვის სათქმელად დავიტიე, შევძელი და მეტ-ნაკლებად გადმოგეცით, მოკლე დროში და ზოგადად საუბარში. გამიხარდება თუ აქ ვინმე სხვა ითამაშებს და დაწერს მის შესახებ, ალბათ უფრო მეტს და უკეთესს.

ბოლოს კი მინდა მივაწერო, რომ ძალიან მწყდება გული, როცა ჩვენ - ზოგადად ქართველებს - არ გვაქვს რაიმე მსგავსი მაინც გაკეთებული, და ყოველ შემთხვევაში ღიად და დღეს, არც გვაქვს გეგმაში. არა და ამის უნარი და შესაძლებლობა ხომ გვაქვს? ხო და რა იქნება, გამოვიყენოთ პოტენციალი სასარგებლოდ და დავანახოთ სხვებს, რომ ჩვენც ვართ, ამით მაინც. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა ლიმბომ იმაზე, რომ არ არის აუცლებელი სუპერ-ჰიტი გიგანტების შექმნა, რომ რაიმე კარგი გააკეთო..
I won't miss.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

LIMBO

Unread post#2 » 07 Oct 2010 01:25

ვაა ძალიან კარგი მიმოხილვაა, თამაში მომანდომა , პრინციპში რამე დაბრკოლებები თუ არ შეიქმნა 100 პროცენტით უნდა გამოვიდეს პერსონალურზე და მერე კი ჩავუჯდები დიდი სიამოვნებით
smothered in the crib

Riddick
Posts: 11703

LIMBO

Unread post#3 » 09 Oct 2010 01:04

ძაან საიტერესოდა დაწერილი სტატიაა და დიდი სიამოვნებით წავიკითზე. ერთადერთი ის მწყინს, რომ PC ვერსია არ არსებობს და შეილება არც არასდროს იარსებოს.
იმის მიუხედავათ, რომ ბრიდი ნათამაშებიმაქ, ჩემიაზრით ეს გაცილებით ატმოსფერული და უფრო ღრმა თავგადასავალი გამოვიდა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#4 » 09 Oct 2010 08:09

ბრეიდზე ატმოსფერული რომ არის კი, შეიძლება ითქვას, მაგრამ სიუჟეტით ვერ აჯობებს, მე ვფიქრობ. თან თვითონ სიგრძითაც ის უფრო დიდია (შეიძლება არც, მაგრამ თავ-სატეხები უკეთესი აქვს), აქ კიდევ ძალიან მიაწვნენ ამოუცნობობას და უცბად გადის ყველაფერი.
ხო.. მეც მწყდება გული, რომ PC-ზე არ არის.
Castle Crashers, Toy Soldiers და ეგეთების პონტშია არკადაში, ზუსტად მანდ გამოსული პირველად. ასეთები, როგორც წესი არც სცდებიან ადგილ-მდებარეობას, მაგრამ რა იქნება ბრეიდივით კონსოლზე აიდგას ფეხი და გადმოვიდეს აქეთაც, ა?

გმადლობ რიდიკ და გრიგოლი.
I won't miss.

Riddick
Posts: 11703

LIMBO

Unread post#5 » 10 Oct 2010 20:52

ბრეიდი უფრო ღრმა მექანიკით და სთორით ჯობია შეიძლება, მარა მე ჯერ ატმოსფეროს უყურებ და მერე თითონ მექანიკას. ეს ბევრად ატმოსფერული ჩანს და უფრო დიდ სიმპატიას იმსახურებს, არადა ბრეიდისგან განსხვავებით ნათამაშები არ მაქ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#6 » 10 Oct 2010 22:06

აჰა, ხარაშო სკაზალ - unique და ეფექტური ატმოსფერო აქვს, 'ღრმა' ზუსტადაა ნათქვამი )
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

LIMBO

Unread post#7 » 11 Oct 2010 20:56

რაღაც მგონია Braid-ის დონეზე ვერაფერი მივა მარა თU უახლოვდება ძალიან კარგია..puzzle-ები+ატმოსფერო კარგი ჩანს და ძალიან კარგად არის დაწერილი მარა სთორი რამე fail ხო არ არის? =/

რამის გაკეტებას რაც შეეხება კარგი იქნება პატარ პატარა სკეჩების გაკეთება თავდაპირველად როგორც სთორის ელემენტების, ისე პატარა არტების, შემდეგ კი თამაშში ძალიან საინტერესო განხორციელება შეიძლება მოენახოს მაგ ყველაფერს, არტიც დაჯდება ატმოსფეროც და დასაწყისისთვის შეიძლება flash თამაშიც გაკეტდეს საცდელად : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#8 » 11 Oct 2010 22:26

Samael

რა არის იცი, სთორის გადმოცემა საერთოდ არ აქვს უშუალოდ თამაშს -- რამე წარწერები, გახმოვანება, ვიდეო-რგოლები და ა.შ. არ აქვს, რაც ნათლად და მკაფიოდ მოგვცემს ამბის განვითარების პროცესს -- ბრეიდში რომ ბოლოს დასასრულია, ხომ ითქვა, რომ საბოლოოდ მოთამაშის ფანტაზიაზე წყდება რა და როგორ ხდება, და თვითონ სიჟეტის კულმინაცია ის ორი ენდინგია, თუმცა რას ნიშნავს ეს დასასრულები, უკვე ხომ ისაა, რაც ვთქვი.. ჰო და ლიმბოს სთორი მთლიანად ეს ბოლო მომენტია. რაც ხდება საერთოდ თავიდან ბოლომდე, დასაწყისიდან ბოლომდე, ერთია და რაცაა იმას წყვეტს ფანტაზია. ანუ, მიხვდი რას ვგულისხმობ?
ნუ, Braid მაინც სხვა დონეა, რამოდენიმე დეტალის (საკმაოდ მნიშვნელოვანი) მაგალითად მოვიყვანე. ვფიქრობ, ვერ დავუყენებთ მას. თუმცა, თავის პონტში, ესეც საკაიფოდ უბერავს )
გაკეთებაზე კი, მე ტექნიკური მხარეები არ მესმის, მაგრამ მოიძებნება, ვინც იცის და იდეაში რასაც განვიზრახავთ, შეიძლება პრაქტიკაში გადმოტანა. კრეატიული ხალხი ვართ და შევძლებთ რამეს, მე ვფიქრობ ^^
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

LIMBO

Unread post#9 » 12 Oct 2010 08:20

გასაგებია : )

ხო ტექნიკურ მხარეს მოვვძებნით, მთავარი ეგ კრეატიულობა და იდეებია ^^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

LIMBO

Unread post#10 » 13 Oct 2010 01:37

მომეწონა სტატია და ძალიან მომინდა თამაში : შ
რა ცუდია რომ არ მაქვს ბოქსი..
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11703

LIMBO

Unread post#11 » 15 Oct 2010 21:14

როგორც გაირკვა, მოცემული თამაშის შემქმნელი გუნდი უკვე ახალ ჯერჯერობით უცნობ პროექტზე იწყებს მუშოაბას. ხოლო თვითონ ლიმბოს რაც შეეხება იგი ყოველთვის Xbox'ის ექსკლუზივად დარჩებაო =(

User avatar
grigoli1970
Posts: 845

LIMBO

Unread post#12 » 17 Oct 2010 11:35

ხოლო თვითონ ლიმბოს რაც შეეხება იგი ყოველთვის Xbox'ის ექსკლუზივად დარჩებაო =(


არადა ძალიან მინდოდა ამის თამაში
smothered in the crib

Newtype
Posts: 96

LIMBO

Unread post#13 » 18 Oct 2010 20:49

ბოლოს კი მინდა მივაწერო, რომ ძალიან მწყდება გული, როცა ჩვენ - ზოგადად ქართველებს - არ გვაქვს რაიმე მსგავსი მაინც გაკეთებული, და ყოველ შემთხვევაში ღიად და დღეს, არც გვაქვს გეგმაში. არა და ამის უნარი და შესაძლებლობა ხომ გვაქვს? ხო და რა იქნება, გამოვიყენოთ პოტენციალი სასარგებლოდ და დავანახოთ სხვებს, რომ ჩვენც ვართ, ამით მაინც. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა ლიმბომ იმაზე, რომ არ არის აუცლებელი სუპერ-ჰიტი გიგანტების შექმნა, რომ რაიმე კარგი გააკეთო..

ძალიან კარგი იქნებოდა :sad:

assassin199127
Posts: 80

LIMBO

Unread post#14 » 18 Sep 2011 20:10

შენი რივიუ ბოლომდე არ წამიკითხია(ბევრი მაქვს ამ თამაშზე წაკითხული[ძალიან] მომავალში წავიკითხავ აუცილებლად) მაგრამ ერთი შეცდომა ვიპოვნე. შენ დაწერე რომ არ იცის ვინ არისო მაგრამ შეცდი, სთიმზე აღწერაში უწერია ეს "Uncertain of his sister's fate, a boy enters LIMBO..." ბევრი მსჯელობა მიდის იმის შესახებ თუ რეალურად რა ხდება მაგრამ არავინ იცის ზუსტად...

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#15 » 18 Sep 2011 21:36

nah ეგ შეცდომა არ არის.
სად არის ამ ფრაზაში იმის კონტრ-არგუმენტი, რომ ბიჭმა არ იცის ვინ არის?
I won't miss.

assassin199127
Posts: 80

LIMBO

Unread post#16 » 18 Sep 2011 21:39

იმ ბიჭმა არ იცის ვინარის და რა უნდაო... ეს არასწორია. მან იცის ვინ არის და ეძებს თავის დას... რაც ზემოთ მოყვანილ თამაშის აღწერაში(ოფიციალური) გარკვევით ჩანს. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად ვინ არის ის ბიჭი და რა მოუვიდა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#17 » 18 Sep 2011 21:47

well ის, რომ ბავშვი დას ეძებს, თვითონ მის შესახებ არაფერს ამბობს.
და ისიც მხოლოდ ვარაუდია, არის თუ არა ის გოგონა მთავარი პერსონაჟის და.
I won't miss.

assassin199127
Posts: 80

LIMBO

Unread post#18 » 18 Sep 2011 22:08

აღწერაში წერია დას ეძებსო... ბოლოს კი პოულობ გოგონას. ცხადია რომ ეს დაა. ამ თამაშში უფრო რთულად გასარკვევი მომენტები უფროა. აი მაგალითად რა მოხდა რეალურად? მოკვდნენ ორივენი? მარტო ბიჭი მოკვდა? რატომ არ უყურებს გოგონა ბიჭს და ჩიჩქნის მიწა? არის თუ არა ყველა რუქა გავლილი გზის მოგონება? ბოლოში თუ დააკვირდება ისეთი მომენტია თითქოს მანქანის საქარე მინა გაამტვრიაო. მოკლედ ბოლოში რომ შენ დას პოულობ უტყუარი ფაქტია ჩემი აზრით.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

LIMBO

Unread post#19 » 18 Sep 2011 22:16

ბევრგან წერია, რომ დას ეძებს, მაგრამ ასევე არანაკლებად შეხვდები საპირისპირო აზრებს.
უშუალოდ თამაშში არ არის ამის ფაქტი.
მთლიან მორალზე კი უამრავი თეორიაა - ბევრმა რელიგიას დაუკავშირა, ბევრმა ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, etc.
I won't miss.

assassin199127
Posts: 80

LIMBO

Unread post#20 » 18 Sep 2011 22:34

მე ოფიციალურ აღწერაზე ვამბობ დას რომ ეძებს იქ წერია. "Uncertain of his sister's fate, a boy enters LIMBO..." ეს არის ის ოფიციალური აღწერა რაც თამაშს გააჩნია მეტი თუ არის არ ვიცი მაგრამ მე თუ მკითხავ 100% ით დარწმუნებული ვარ რომ ბიჭი დას ეძებს და ბოლოში პოულობს.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 213 guests