Max Payne, Story Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 845

Max Payne

Unread post#1 » 11 Sep 2010 16:33

>>>

Max Payne

• შემქმნელები: Remedy Entertainment და 3D Realms Entertainment
• გამომშვები: Rockstar Games
• გამოშვების თარიღი: 2001 წლის 30 ივლისი
• ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 3rd Person
• პლადფორმები: PC,Xbox,Ps2,Mac
• თამაშის ძრავა: Remedy MaxFX

Max Payne — ეს არის საკულტო თამაში რომელიც შექმნილია TPS ჟანრში,ის შექმნა ფინურმა კომპანიამ Remedy Entertainment–მა 3D Realms Entertainment–თან ერთად და გამოუშვა კომპანიამ Rockstar Games 2001 წლის ივლისში. ერთი წლის შემდეგ Max payne–ს პორტირება გაუკეთდა სათამაშო კონსოლებზე Microsoft Xbox , Sony Playstation 2 და Macintosh.
თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს ნიუ–იორკელი პოლიციელის, მაქს პეინის ცხოვრების ორი დღის შესახებ, რომელსაც აბრალებენ საუკეთესო მეგობრის მკვლელობას, თუმცა ის უდანაშაულოა. მისმა მტრებმა სპეციალურად მოაწყვეს ყველაფერი ისე, რომ მკვლელობა მას დაბრალებოდა. იმ პერიოდში, როდესაც მაქსი პოლიციას გაურბის, იგი უეცრად გადის მისი ცოლ–შვილის მკვლელების კვალზე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ დახოცეს.

>>>

მაქს პეინი როგორც პერსონაჟი

მაქს პეინი არის თამაშის მთავარი გმირი. ეს არის ადამიანი,რომელმაც დაკარგა ყველაფერი რაც მისთვის ძვირფასი იყო, ცოლის და შვილის სიკვდილამდე ის ძალიან მხიარული და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო, მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრება ერთ დიდ კოშმარს დაემსგავსა რომლიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია. მაქსი ძალიან ჩაკეტილი, ადამიანი გახდა, მის მთავარ მიზნად შურისძიება იქცა. მაქს პეინის ქცევებში ჩანს, რომ ის მომხდარ უბედურებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს, ის სამყაროს შავ ფერებში ხედავს, მისმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა, ამიტომ მაქსი ძალიან ბედნიერი იქნება თუ მოკვდება, მაგრამ ამასთან ერთად მას ძალიან უნდა სიცოცხლე იმისთვის, რომ შური იძიოს. მაქს პეინი მიუხედავად ყველაფრისა არ არის სასტიკი და ბოროტებით აღსავსე გმირი, ის არ ხოცავს ყველას ვინც გზაზე გადაეღობება. როდესაც მიზნის შესრულებისთვის არ არის აუცილებელი კონკრეტული ადამიანის მოკვლა, ის მას არ კლავს (თუმცა ამის გაკეთება ძალიან უნდა), მაქს პეინი ნამდვილად არ გავს ერთ ჩვეულებრივ თამაშის გმირს.

>>>

თამაშის პროცესი

გეიმფლეიში მთავარი აქცენტი კეთდება ორმხრივ სროლებზე. თითქმის მთელი თამაშის პროცესი დაფუძნებულია დროის შენელებაზე (bullet-time), რომლის გამოყენებაც მტრებთან ბრძოლისასაა მოსახერხებელი. თამაშის პროცესის ძირითადი ნაწილი არის სწორხაზოვანი და პრაქტიკულად არ იცვლებება, მასში არ არის განსაკუთრებული დავალებები როგორებიცაა: გასაღებების ძებნა, საიდუმლო კარებების პოვნა, თუმცა არის უმნიშვნელო გამონაკლისებიც. უამრავი TPS ჟანრის თამაშისგან განსხვავებით Max Payne–ში მთავარ პერსონაჟს მის მტრებზე ცოტა სიცოცხლე აქვს. თამაშის ყველაზე ადვილ სიძნელეზეც კი მაქსი ძალიან სუსტია და პისტოლეტის 5 ტყვიის მოხვედრისას კვდება. მოთამაშეს ბრძოლების დროს ძალიან ეხმარება დროის შენელება, მხოლოდ ამ დროს შეუძლია მაქსს მისი მოწინააღმდეგეებისთვის სეროზული წინააღმდეგობის გაწევა. დროის შენელების გამოყენება შეზღუდულია, თუმცა მისი მაჩვენებელი ყოველი მტრის მოკვლის შემდეგ იზრდება. თამაშში არის საკმაოდ დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი, მაქსის მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ ამოეფარონ კედელს ან სხვა საგნებს, ისინი რთულ სიტუაციებში უკან დახევას ამჯობინებენ ან პეინის განადგურებას ყუმბარების საშუალებით ცდილობენ. თამაშში ჩვეულებრივი რეჟიმის გარდა არის რეჟიმი «დრო არ იცდის» , ამ შემთხვევაში მოთამაშემ უნდა შეძლოს საკონტროლო ზონებამდე მიღწევა მანამ, სანამ დრო გათავდება (ყოველი მტერის მოკვლის შემდეგ დროის ლიმიტი იზრდება). თამაშშის გეიმფლეიში ასევე არის ძალიან საინტერესო ელემენტი: როდესაც მოთამაშე ძალიან ხშირად კვდება, მაშინ მოწინააღმდეგეების გამძლეობა და სიმარჯვე უფრო სუსტი ხდება, ხოლო თუ მოთამაშე იშვიათად კვდება, ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებლები იზრდება. თამაშის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს იარაღების სიმრავლე ხდის, მოთამაშეს უამრავი იარაღით თამაში შეუძლია, ესენია: 9mm Beretta 92, Desert Eagle, Winchester 1300, Pancor Jackhammer, MAC-10, Colt Commando, M79 რომლითაც მხოლოდ ყუმბარების სროლაა შესაძლებელი, Steyr SSG 69 , ხელით სასროლი ყუმბარა, მოლოტოვას კოქტეილი და დანა, ასევე მის განკარგულებაშია კაფსულები, რომლების მიღების შემდეგაც მაქსს სიცოცხლე ემატება. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნებოდა ისეთი საინტერესო როგორიც არის, რომ არა შესანიშნავი ატმოსფერო რომელიც თამაშში სუფევს.

>>>

ვრცელი სიუჟეტი

მაქს პეინი ცოლის და პატარა ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ (რომლებიც ნარკომანების ბანდამ დახოცა) ვარდება სასოწარკვეთილებაში და გადადის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტში ,ამით ის უცხადებს ომს ნარკოტიკებს, რომლებმაც დაუბინდეს გონება მისი ცოლ–შვილის მკვლელებს. მაგრამ მას უგებენ მახეს რომელშიც ის გაება, მაქს პეინს ბრალდება მისი საუკეთესო მეგობრის და მეწყვილის ალექს ბოლდერის მკვლელობა. პოლიციის მიერ ძებნილად გამოცხადებულ მაქს პეინს რომელსაც უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს ღამით, ნიუ–იორკის წვიმიან ქუჩებში ხეტიალი უწევს, ის არის დაბრმავებული შურის ძიების წყურვილით; სისხლით გაჟღენთილ ქუჩებში იგი კრიმინალური ბანდების და მათი ბოსების გავლით მიიწევს ადამიანებისკენ, რომლებმაც შექმნეს ჯოჯოხეთი სახელად «ვალკირინი», ის ფიქრობს, რომ როდესაც შურს იძიებს მის ცხოვრებაში ისევ სიმშვიდე დაისადგურებს. აღსანიშნავია, რომ თამაშის შინაარსის დიდ ნაწილს ჩვენ კომიქსების საშუალებით ვიგებთ რომლებიც თამაშში სინემატიკური სცენების მაგივრობას სწევს. თამაშის სიუჟეტი დაყოფილია 14 თავად,რომლებიც ერთი ან რამდენიმე მისიისგან შედეგება:

წინასწარმეტყველება

ისტორია იწყება თამაშის დასასრულით: ჩვენ ვხედავთ მაქსს, რომელიც დგას ცათამბრჯენის სახურავზე და გარშემორტყმულია პოლიციით. მას ხელში უჭირავს სნაიპერული შაშხანა «M24» და იხსენებს სამი წლის წინ მომხდარ მოვლენებს, იმ ღამეს, როდესაც დაიწყო მისი ტანჯვა.

>>>

პროლოგი: ამერიკული ოცნება

მაქს პეინი ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ აპირებს სახლში დაბრუნებას, ამ დროს მისი მეწყვილე ალექს ბოლდერი სთავაზობს მას ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტში გადასვლას, მაგრამ მაქსი ამაზე უარს ამბობს. სახლში დაბრუნებული მაქსი შეამჩნევს, რომ სახლში არეულობაა. ის ხვდება, რომ სახლში ვიღაც უცხომ შეაღწია. ამ დროს რეკავს ტელეფონი, მაქსი იღებს ყურმილს, ამ დროს ვიღაც ქალი კითხულობს მოხვდა თუ არა იგი პეინების ოჯახში, მაქსი თხოვს მას, რომ დარეკოს პოლიციაში რაზეც ქალი პასუხობს: «ვშიშობ მე ვერ შევძლებ თქვენს დახმარებას». სახლის მეორე სართულზე ასული მაქსი პოულობს მის ქალიშვილს და ცოლს, რომლებიც ნარკომანების მიერ დახოცილი ხვდება, ისინი ახალი ტიპის ნარკოტიკით «ვალკირინით» იყვნენ გაბრუებულები. ის კლავს ნარკომანებს, მაგრამ ოჯახის გადარჩენას ვეღარ ახერხებს.

>>>

სადგური როსკო–სტრიტი/პირდაპირი რეპორტაჟი დანაშაულის ადგილიდან

მაქსი უერთდება ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებას და ხდება ორმაგი აგენტი, იგი ახერხებს ცნობილ ნიუ–იორკულ მაფიოზურ კლანში შეღწევას, და მოტყუებით ხდება მათი წევრი. ამის შემდეგ მაქსის და ალექსის საერთო მეგობარი B.B. (ამ ადამიანის სრულის სახელი და გვარი უცნობია) ურეკავს მაქსს და ეუბნება, რომ ალექსს უნდა მასთან შეხვედრა სადგურზე როსკო–სტრიტი. იქ მისული მაქსი ვერ ნახულობს ალექსს, მაგრამ ტუალეტში პოულობს მოკლულ მცველს. მალე ის ხვდება, რომ ჯეკ ლუპინოს განგსტერებმა, (სწორედ ამ ბანდის წევრად ასაღებდა თავს მაქსი), რომელიც პუნჩილენოს, ბანდის მმართველის მარჯვენა ხელი იყო გადაწყვიტეს ბანკის გაძარცვა, რომელიც სადგურზე მდებარეობდა. მაქსი ცდილობს განგსტერებს ხელი შეუშალოს და ამ დროს პოულობს Aesir Corporation – ის აქციებს, სწორედ ამას ეძებდნენ ქურდები. გასასვლელთან მისული მაქსი ხვდება ალექსს. ამ დროს უეცრად გამოჩნდა B.B., რომელიც კლავს ალექსს, მაქსს კი დანაშაულის ადგილზე ტოვებს (თუმცა მაქსი ვერ ხედავს თუ როგორ მოკლა B.B.-მ ბოლდერი) . სადგურიდან წამოსვლის შემდეგ მაქსმა გადაწყვიტა ლუპინოს სასტუმროში წასვლა ყველაფრის გასარკვევად.

>>>

თავგადასავლების მაძიებელი/ნიუ–იორკის სისხლიანი ვენები

სასტუმროში პეინი ხვდება ჯო და ვირჯილიო ფინიტოებს(განგსტერული ბანდის წევრები,რომლებსაც სასტუმროს მართვა ჰქონდათ დავალებული). ისინი მას ეუბნებიან, რომ ლუპინო წავიდა და მათ დაავალა მის მაგივრად სალამის თქმა. მაქსი მიხვდა, რომ იგი გაიშიფრა და ამიტომ ძმები დახოცა, ამ დროს ის პოულობს წერილს, რომლის ავტორიც იყო ვინი გოგნიტი (ლუპინოს მარჯვენა ხელი). გოგნიტი იუწყება იმის შესახებ, რომ რიკო მუერტე, ჩიკაგოელი განგსტერი უნდა ჩავიდეს ნიუ–იორკში, რათა თვალყური ადევნოს ძალიან სარფიან გარიგებას – «ვალკირინის» გაყიდვას. მაქსი შეაღწევს მუერტეს ოთახში, მაგრამ იქ მას ვერ პოულობს. სასტუმროში ის პოულობს კენდი დონის ოთახს, რომელიც მეძავია და ფულს მის კლიენტებთან შეხვედრების კასეტაზე ჩაწერით და შემდეგ მათი გაყიდვით შოულობს, ის თავის დღიურში ახსენებს ქალს, რომელიც მისგან იმ კასეტებს ყიდულობს, რომელზეც «ცალთვალა ალფრედოა» ასახული .მას შემდეგ, რაც მაქსმა ჩაშალა ნარკოგარიგება, იგი ჩადის სასტუმროს სარდაფში, სადაც იმ მომენტში მუერტე და კენდი დონი დაკავებული იყვნენ ორალური სექსით, მაქსი კლავს მათ. სასტუმროდან გასვლამდე ისპოულობს მოსასმენ მოწყობილობას და ასწრებს გოგნიტის სიტყვების მოსმენას, რომელიც მაქსის მოკვლას ავალებს მის ხალხს. მაქსი ხვდება, რომ ვინი სასტუმროსთან ახლო მყოფ შენობაში იმყოფება, მან გადაწყვიტა მიეღწია ამ შენობამდე, რათა გაეგო ლუპინოს ადგილმდებარეობა.

>>>

ჩვენს მაგივრად ილაპარაკებენ იარაღები/შიში, აი რა აძლევს ადამიანს ძალას/პოლიციის სისასტიკე

ქუჩაში გასული მაქსი ხედავს თუ როგორ ამონტაჟებენ ბომბებს იმ შენობებში, რომლებიც ლუპინოს ეკუთვნის. მაქსი ამჩნევს რუსული მაფიის მმართველს, ვლადიმერს, რომელიც თავისი მერსედესით ცდილობს ამ ადგილიდან წასვლას, სწორედ მან დაავალა თავის ხალხს შენობების აფეთქება. ძველ შენობებთან გავლისას მაქსი ამჩნევს კედელზე გაკრულ გაზეთს, მასში წერია, რომ იგი მისი მეგობრის მკვლელობის გამო იძებნება, ამ დროს ისმის ტელეფონის ხმა, მაქსი იღებს ყურმილს, ტელეფონში მას ვიღაც უცნობი (რომელიც თავის თავს ალფრედ უოდენს ეძახის) აუწყებს იმის შესახებ, რომ პოლიციამ იცის მაქსის ადგილმდებარეობა და მისკენ მიემართება, ის ამბობს, რომ მალე კიდევ შეეხმიანება მაქსს და კიდებს ყურმილს. ამის შემდეგ მაქსი პოულობს წერილს, რომელშიც გოგნიტის ზუსტად აქვს აღწერილი გეგმა, რომლის მიზანიცაა ვლადიმერისთვის არალეგალური იარაღის მოპარვა, სწორედ ამის გამო ააფეთქა ლუპინოს შენობები ვლადიმერმა. მაქსი ახერხებს ლუპინოს კაბინეტამდე მიღწევას და იქ ხვდება ვინის, ხანგრძლივი სროლების შემდეგ დაჭრილი ვინი გარბის. მაქსი ახერხებს გოგნიტის კუთხეში მიმწყვდევას. ვინიმ ძლიერ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და მიაწოდა მაქსს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუპინო ძალიან ხშირად სტუმრობს ღამის კლუბ «რაგნაროკს». მაქსი არ კლავს ვინის (აქ გამოჩნდა, რომ იგი მთლიანად არ იყო სიძულვილით დაბრმავებული), თვითონ კი მიდის კლუბში.

რაგნაროკი/ბოროტების იმპერია

«რაგკანროკ»–ში მაქსს უწევს მცველებთან გამკლავება, რომლებიც საკმაოდ კარგად არიან მომზადებულნი. ლუპინოსთან მიღწევის მცდელობაში მაქსი გზაში პოულობს სატანისტურ წიგნებს, იგი ასევე დივანზე ნახულობს წერილის სისხლში ამოსვრილ ნაგლეჯებს, რომელშიც თვით პუნჩიელენო სთხოვდა ლუპინოს თავის ხელში აყვანას. იქვე სატანისტურ სიმბოლოზე, რომელიც იატაკზე იყო გამოსახული დალაგებული იყვნენ გვამები და სხვადასხვა დემონების ფურცელზე სისხლით დაწერილი სახელები, ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ლუპინომ გადაწყვიტა ეშმაკს მიყიდოს სული რის სანაცვლოდაც ის უკვდავებას და განუსაზღვრელ ძალას მიიღებს. მაქსი ახერხებს ლუპინოსთან შეხვედრას რომელიც გაბრუებულია ნარკოტიკებით და სჯერა, რომ ის არის მითიური მგელი, რომელიც ნორმანდიულ მითებშია ნახსენები, მისი აზრით ეს მგელი არის სამყაროს აღსასრულის (ნორმანდიულად რაგნაროკი) მომასწავებელი. მაქსი ძალიან დიდი გაჭირვებით კლავს ლუპინოს და ხვდება მონა საქსს, რომელიც არის პუნჩიელენოს ცოლის, ლიზა პუნჩიელენოს ტყუპი. მონა უებნება მაქსს, რომ მან უნდა მოკლას ოჯახის მმართველი, ანჯელო პუნჩიენელო. მონა საქსთან ერთად დალევის შემდეგ მაქსი ხვდება, რომ მან სასმელში რაღაც ჩაუგდო, რადგან ეშინოდა მისი დისთვის მაქსს არაფერი დაეშავებინა. მაქსი ცუდად ხდება და ითიშება.

ბეისბოლის ბიტა

იზმრება საშინელი კოშმარი იმ დღესთან დაკავშრებით, როდესაც მისი ტანჯვა დაიწყო. ის ლაბირინთების გავლით ცდილობს მიაღწიოს სასტუმრო ოთახში, ამის შემდეგ იგი სისხლიანი და დაბურული გზის გავლით ბავშვის ოთახამდე მიღწევას ცდილობს, საბოლოოდ მაქსი შედის საძინებელ ოთახში, სადაც ხედავს თავის თავს, ორეულს რომელიც კლავს მის ცოლს. როდესაც მას ეღვიძება ხედავს, რომ სკამზე თოკით არის მიბმული და იმყოფება ლუპინოს სასტუმროს სარდაფში. მასთან ერთად იმყოფება დაქირავებული მკვლელი ფრენკ ნიაგარა. მაქსი დაუფიქრებლათ უწყებს მას დამცინავ ლაპარაკს, რის შემდეგაც სახეში ბეისბოლის ბიტა ხვდება. ფრენკმა გადაწყვიტა დაეტოვებინა თავგატეხილი მაქსი სარდაფში, თვითონ კი ბარში სასმელი დაელია. ამის შემდეგ მაქს პეინმა შეძლო სკამის გატეხვა და განთავისუფლება ის ხვდება, რომ მონა მართალი იყო როდესაც უთხრა, რომ საჭირო იყო ოჯახის მმართველის დონ ანჯელო პუნჩიელენოს მოკვლა და არა ლუპინოსი. მაქსმა შეძლო მცველებისგან გაქცევა, რომლებიც სარდაფს იცავდნენ, ამის შემდეგ იგი გადის ქუჩაში და იქ ხედავს პოლიციას, რომელსაც მთელი შენობა ალყაში ჰყავს მოქცეული, მაგრამ განგსტერებმა მაინც შეძლეს პოლიციასთან გამკლავება და ბარში შეღწევა, მაქსი იქ პოულობს ნაგარას და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კლავს მას.

შეთავაზება, რომელზეც უარის თქმას ვერ შეძლებ/ცხიმიან წყალში თაგვებთან ერთად/ ჩააქრე ცეცხლი ბენზინით

სასტუმროს დატოვების შემდეგ პეინი მალევე ხვდება ვლადიმერს, ის უკეთებს მაქსს ისეთ შეთავაზებას, რომელზეც იგი უარს ვერ ამბობს. ბორის დაიმმა, რომელიც ვლადიმერის მარჯვენა ხელი იყო უღალატა მას და დაიწყო პუნჩიელენოს ოჯახში მუშაობა, დაიმი ფლობს გემს რომელიც სავსეა იარაღით. ის, რომ პუნჩიელენო აკონტროლებს დაიმს არც მაქსისთვისაა კაგრი და არც ვლადიმერისთვის. ვლადიმერი პირდება მაქსს, რომ თუ ის დაიპყრობს გემს და დაიმს მოკლავს, მას შეეძლება რამდენი იარაღიც უნდა იმდენი აიღოს, ვლადიმერის სიტყვებით ამის შემდეგ ისინი მოკავშირეები გახდებიან. მაქს პეინი ამ ყველაფერს თანხმდება და მიდის ბრუკლინის პორტში, სადაც იმყოფება გემი. იქ ის აწყობს აურზაურს და ხოცავს მცველებს, რომლებიც კონტეინერებს შორის არიან განლაგებულნი. საბოლოოდ მაქსი ახერხებს დაიმის და მთელი მისი დაჯგუფების განადგურებას, იგი იღებს იარაღს და აძლევს გემს ვლადიმერს. ამის შემდეგ პეინი ურეკავს პუნჩიელენოს, რომელიც მას უნიშნავს შეხვედრას «Casa di Angelo»–ში, მის რესტორანში. შიგნით შესული მაქსი ხედავს, რომ იქ არავინაა და გარშემო მხოლოდ სიბნელეს და სიცარიელეს ხედავს. რამდენიმე წამის შემდეგ გარშემო ყველაფერი ფეთქდება, პეინი ცეცხლის ალში გახვეული რესტორნის გავლით შედის სამზარეულოში სადაც მას ხვდება შეიარაღებული განგსტერების ჯგუფი რომლებიც რესტორნის გასასვლელს იცავენ, მათთან გამკლავების შემდეგ მაქსი გამოდის რესტორნიდან, იქ ის ხვდება ვლადიმერს, ის მაქსს ჰპირდება, რომ მიიყვანს პუნჩიელენოს მდიდარ სახლამდე, სადაც პეინს შეეძლება მისი განადგურება.

>>>

სიკვდილის ანგელოზი

როდესაც მაქსი პუნჩიელენოს სახლს მიუახლოვდა, მან გადაწყვიტა შენობაში სარდაფის გავლით შეეღწია რადგან იცოდა, რომ მთავარ კარებთან მას სასიკვდილო ტრიო ელოდებოდა: ვინს მუნიაჯო, პილატ პროვიდენესი ცნობილი როგორც დიდი ძმა და ჯო სალემი — სამი ცნობილი განგსტერი, რომლებიც დონისთვის მუშაობდნენ. მაქსს სარდაფის მცველები დახოცილი კარი კი გაღებული დახვდა, მან გადაწყვიტა, რომ ეს მონას ნახელავი იყო. იმისათვის, რომ მაქსმა მიაღწიოს დონამდე მას მოუწევს ბრძოლით გაიაროს მთელი სახლი, სარდაფიდან პუნჩელენოს კაბინეტამდე. პეინი ხვდება, რომ ის ვერ გაექცევა დონის მიერ დაქირავებულ სამ მკვლელთან შეხვედრას, ამიტომ ის აპირებს მათ დახოცვას. მკვლელების სამეული — ეს არის დონის ერთადერთი იმედი. როდესაც პუნჩიელენომ დაინახა, რომ მაქსი მას ძალიან ჩქარა უახლოვდება მას, გადაწყვიტა მთელი ძალები მის წინააღმდეგ მიემართა, თუმცა არაფერს შეუძლია სიკვდილის ანგელოზის შეჩერება. მაქსი პირველად კლავს პილატ პროვიდენესს, რომელიც მისგან თავის დაცვას გადაბრუნებული მაგიდის უკან ცდილობდა, შემდეგ მაქსი კლავს ჯო სალემს. შემდეგ ოთახში, რომელშიც მაქსი შევიდა ტელეფონის ზარი გაისმა, მან აიღო ყურმილი, რომელშიც ალფრედ უოდენი მას აუწყებს იმის შესახებ, რომ სახლის სახურავზე დაეშვა ვერტმფრენი, რომელშიც პუნჩიელენოს ხალხი იჯდა. მაქს პეინის ბოლო მსხვერპლი ვინს მუნიაჯო და ორი განგსტერი გახდნენ, რომლებიც დონის კაბინეტის დაცვას ცდილობდნენ. მაქსი ახერხებს პუნჩიელენოს კაბინეტში შეღწევას, საიდანაც ისმის მის სასოწარკვეთილი ხმა, დონი ტელეფონით ვიღაცას სთხოვს, რომ გადაარჩინოს. მაქსის დანახვისას იგი აღიარებს, რომ ის მხოლოდ პაიკია ამ დიდ თამაშში. ამ დროს კაბინეტში იჭრება პიჯაკებში ჩაცმული ხალხი, რომლებიც კლავენ დონს. მაქსი კლავს მათ და გარბის კაბინეტიდან. თუმცა შემდეგ კარებთან ის ექცევა აგენტების ალყაში, ამ დროს გამოჩნდა ვიღაც უცნობი ქალი, მან მაქს პეინს სხეულში «ვალკირინი»–ს სასიკვდილო დოზა შეუყვანა და მარტო დატოვა, რათა მაქსი მომკვდარიყო. მანამ სანამ მაქსი გაითიშებოდა მან მოასწრო რამდენიმე სიტყვის მოსმენა: «წამიყვანეთ ფოლადის საამქროში»!..»

წამიყვანეთ«ფოლადის საამქროში»/ფარული ჭეშმარიტებები/სიღრმე 6

მაქსს ამჯერადაც ესიზმრება საშინელი კოშმარი. ის ხვდება პუნჩიელენოს კაბინეტში, რომელიც იწვის, ერთადერთი გასასვლელი გზა მიდის მაქსის სახლის საძინებელ ოთახამდე, რომელიც უკუღმაა გადაბრუნებული. საძინებელ ოთახში შესვლის თანავე მაქსი ისევ დონის კაბინეტში აღმოჩნდა, ამ დროს ტელეფონმა დაიწყო რეკვა, ყურმილში ისმის ვიღაც ადამიანის ბოდვა რომლის ხმაც ძალიან გავს მაქსისას, ამ დროს მაქსის ხელში ტელეფონის ყურმილი გადაიქცა პისტოლეტად. მაგიდაზე მაქსი პოულობს წერილს, მასში წერია, რომ მაქსი იმყოფება კომიქსში. ოთახიდან წასვლის მცდელობისას მაქსი ისევ აღმოჩნდა დონის მაგიდასთან, ისევ რეკავს ტელეფონი, ოღონდ ამჯერად მაქსს ვიღაც აიძულებს «გახსენებას». წერილში ამჯერად წერია, რომ მაქსი იმყოფება კომპიუტერულ თამაშში. როდესაც მაქსმა კიდევ ერთხელ სცადა კაბინეტიდან წასვლა, ის აღმოჩნდა მისი სახლის სასტუმრო ოთახში, ამჯერადაც მას უწევს სისხლიანი ლაბირინთების გასვლა, რის შემდეგაც ის საძინებელ ოთახში აღმოჩნდა სადაც ის კლავს თავის ორეულს, რომელიც მისი ცოლის გვამთან დგას. მაქსს ეღვიძება თავისივე ნარწყევში, მას ახლა აქვს მხოლოდ ერთადერთი ხელჩასაჭიდი რამ — ფოლადის საამქრო. პეინი ამ ქარხანაში მისვლისას ამჩნევს, რომ ამ იქ რაღაც უცნაური ხდება: სატვირთო მანქანები, შეიარაღებული პერსონალი. შენობაში შესვლისას პეინს უწევს უამრავ დაქირავებულ მკვლელთან გამკლავება. ამის შემდეგ მაქსი პოულობს ლიფტს, რომლითაც იგი საბრძოლო ბუნკერში ჩადის. აქ მაქსი ხედავს, თუ როგორ კლავენ აგენტები დაქირავებული მკვლელების მთავარს ნარკოტიკის საშუალებით, რის შემდეგაც რთავენ თვითგანადგურების სისტემას. სათავსოს იატაკზე პეინი ამჩნევს ლოგოს რომელზეც გამოსახულია ასო V და ხმალი, ის იხსენებს, რომ ასეთივე ნიშნები ნახა მან ქალაქში, ოღონდ იქ ხმალის მაგივრად იყო გამოსახული ნემსი — «ვალკირინის» ნიშანი. მაქსი ნელ–ნელა ხვდება თუ რატომ ხდება მის თავს ეს ყველაფერი. პეინი პოულობს კომპიუტერს, რომელშიც არის ინფორმაცია პროექტ «ვალჰალა»–სთან დაკავშირებით, იგი იგებს, რომ «ვალკირინი» შეიქმნა 1991 წელს იმისათვის, რომ აემაღლებინა ჯარისკაცების მორალური და ფიზიკური მონაცემები. 4 წლიანი უშედეგო ცდების შემდეგ, 1995 წელს მთავრობამ დახურა პროექტი. ამ დროს მაქსი ყველაფერს მიხვდა. მიშელ პეინი, მაქსის ცოლი მუშაობდა იმ კომპანიაში, სადაც მიდიოდა მუშაობა პროექტ «ვალჰალა»–ზე, რომელშიც «ვალკირინი»–ს შექმნა იგულისხმებოდა, მან შემთხვევით შეიტყო საიდუმლო ინფორმაცია პროექტის შესახებ, ამის გამო მას გადაემტერნენ ის ხალხი რომლებიც პროექტზე მუშაობდნენ. გამოკვლევები არალეგალურად იქნა გაგრძელებული, ტესტირებისთვის კი მაქს პეინის სახლი იქნა არჩეული. სატესტო ობიექტები იყვნენ ის ნარკომანები, რომლებმაც დახოცეს მაქს პეინის ცოლ–შვილი. ამის შემდეგ პეინმა ყველაფერი შეიტყო, მაგრამ სამწუხაროდ ყველა დამამტკიცებელი საბუთი ბუნკერის აფეთქების შემდეგ განადგურდა, რომლიდანაც პეინმა ძლივს გამოაღწია.

>>>

ქეციანი მოღალატე

ასეთი დაძაბული ღამის შემდეგ პეინმა გადაწყვიტა ცოტა დაესვენა და საჭმელი ეჭამა. ამ დროს მას ურეკავს B.B. რომელიც სთავაზობს შეხვედრას მანქანების გაჩერებასთან. მაქსი მომხდარ მოვლენებს ანალიზს უკეთებს და იხსენებს, რომ სწორედ B.B.–მ გაგზავნა იგი ალექსთან შესახვედრად. ის ხვდება, რომ B.B.–მ მოკლა ალექს ბოლდერი, ხოლო მაქს პეინი დანაშაულის ადგილზე დატოვა, რომ დამნაშავედ სწორედ ის ეცნოთ. B.B.–სთან შეხვედრისას მაქსი მას პრიში ეუბნება, რომ ის ქეციანი მოღალატეა. B.B. ცდილობს მაქსის გადარწმუნებას, მაგრამ როდესაც ხვდება, რომ ეს შეუძლებელია იგი ცდილობს მანქანით გაქცევას. მაქსს უწევს მთელი გაჩერების შემორბენა და გარშემო ყველა მოწინააღმდეგის განადგურება, რომლებიც B.B.–ს იცავენ, ამის შემდეგ B.B.–ს მანქანა ხვდება ავარიაში, მას უწევს პეინთან პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პეინი მას კლავს. ამ დროს იქვე მყოფი ტელეფონი რეკავს, მაქსი იღებს ყურმილს რომელშიც უცნობი მოკავშირე (ალფრედ უოდენი) უნიშნავს მაქს პეინს შეხვედრას «Asgard Building»–ში, სადაც ის ყველაფრის ახსნას ჰპირდება.

ბრმების ქვეყანა/თამაში სიძლიერეზე

მაქსი მიდის დანიშნულების ადგილზე, უოდენი ხვდება მას და აცნობს საიდუმლო გაერთიანების «ვიწრო წრის» სხვა წევრებსაც. მაქსი მათგან გაიგებს, რომ ნიკოლ ჰორნი (ის ქალი რომელმაც თამაშის მეორე თავში, პროლოგში დაურეკა მაქსს სახლში) იყო პროექტ «ვალჰალა»–ს უფროსი და სწორედ მისი შექმნილია «ვალკირინი». ამ მომენტისთვის ის არის Aesir Corporation–ის პრეზიდენტი და ქალაქის ნახევარზე მეტს ის აკონტროლებს. ვიწრო წრის წევრებს უნდათ ჰორნის შეჩერება, მაგრამ იგი მათ აშანტაჟებთ, ამიტომ უოდენი მაქსს ჰორნის მოკვლას სთავაზობს, ამ შემთხვევაში მას ყველა ბრალდება მოეხსნება. ამ მომენტში ჰორნის ხალხი იგებს მათ ადგილმდებარეობას, ისინი ვიწრო წრის ყველა წევრს ხოცავენ. მაქსი ახერხებს ფანჯრიდან გაქცევას. სათვალთვალო ოთახში შესვლისას იგი ხედავს თუ როგორ დგება ფეხზე და მიდის თითქოსდა მკვდარი ალფრედ უოდენი (როგორც ჩანს მან თავი მოიმკვდარუნა). ოფისში მაქსი პოულობს კასეტებს რომელსაც ჰორნი კენდი დონისგან ყიდულობდა, მასზე ასახულია «ცალთვალა ალფრედ» ოუდენი, სწორედ ამ კასეტების საშუალებით აშანტაჟებდა ჰორნი მას. ის ასევე პოულობს Aesir Corporation–ის ცათამბრჯენის გეგმას, რომელშიც მითითებულია გზა ყველა ოთახისკენ და მათ შორის კორპორაციის პრეზიდენტის ოფისამდე. მაქსი ახერხებს ამ ტერიტორიის დატოვებას და ცოტა ხანი დახეტიალობს ქუჩებში იმისთვის, რომ კარგად მოამზადოს გეგმა რომლითაც ის იმოქმედებს

დასაკარგი აღაფერია

მაქსმა მოპარული მანქანით შეძლო მიეღწია Aesir Corporation–ის ცათამბრჯენამდე. დეტექტორების გვერდით გავლისას მაქსს თავს ესხმან მცველები, რომლებიც შენობის შესასვლელს იცავდნენ, ჰორნმა მაქსის წინააღმდეგ მთელი არმია მიმართა, თუმცა მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ჰორნი აცნობიერებს, რომ მაქს პეინი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დამშვიდდება და ის არაფერს არ შეუშინდება. ჰორნი განწირული ხმით უყვირის მის ხალხს, რომ გაანადგურონ მაქს პეინი. მაგრამ მაქსი სულ უფრო და უფრო უახლოვდება მას, ყოველი გასროლის შემდეგ ის კიდევ უფრო ახლოსაა მიზანთან. ჰორნის პირადმა დაცვამაც კი ვერ შეძლო მისი გაჩერება, ამის შემდეგ მაქსი ადის შენობის მეოთხე სართულზე სადაც მას ხვდება მონა. მიკროფონის საშუალებით, რომელიც მონას ყურზე ჰქონდა მიმაგრებული ჰორნი უბრძანებს მას, რომ მოკლას მაქსი, ამით მტკიცდება ის, რომ მონა ჰორნისთვის მუშაობდა. მონა საქსი ამ ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობს, მისი თქმით მაქსი «კარგი ბიჭია», ის კი კარგ ბიჭებს არ ხოცავს. ამის გამო მონა მცველებისგან პირდაპირ თავში იღებს ტყვიას, იგი მკვდარივით ეცემა ხოლო ლიფტი მისი სისხლით ისვრება. ლიფტის კარებები იხურება, მაქსს მცველებთან მარტო უწევს გამკლავება, ამის შემდეგ ის ისევ იძახებს ლიფტს, მაგრამ მასში მხოლოდ სისხლის გუბეს ხედავს მონა კი აღარსად ჩანს. ამის შემდეგ ის შედის ოთახში, რომლიდანაც მთელი ცათამბრჯენის დაცვის სისტემა იმართება, ამ ოთახის საშუალებით მან ჰორნის ოფისამდე მიღწევა შეძლო.

>>>

ტკივილი და ტანჯვა

მაქსი ახერხებს ჰორნთან პირისპირ დარჩენას, მაგრამ იგი გარბის. პეინმა მას შენობის სახურავამდე სდია, აქ ჰორნი ცდილობს ვერტმფრენით გაქცევას, თუმცა მაქსი ესვრის ანტენის დამჭერ თოკებს, რომლის გარეშეც ანტენა ჩამოვარდება. საბოლოოდ იგი ჰორნის ვერტმფრენს ეცემა, ის ფეთქდება და ნაწილებად იშლება. მაქს პეინი დგას შენობის სახურავზე (როგორც თამაშის დასაწყისში) და ხელში უჭირავს სნაიპერული შაშხანა, ის ამბობს: «ყველა მათგანი მკვდარია. ბოლო გასროლამ ამ ისტორიას წერტილი დაუსვა. მე მოვაშორე თითი სასხლეტს — აქ ყველაფერი დამთავრდა». ამ დროს სახურავზე იჭრება სპეცნაზი, რომელიც მაქსს აკავებს. იგი იმეორებს ფრაზას: "ცა გაიწმინდა ღრუბლებისგან, გამოჩნდნენ ვარსკვლავები... ზეცასთან ახლოს".მაქს პეინს სვამენ პოლიციის მანქანაში. ის ბრბოში ამჩნევს უოდენს, რომელსაც სახეზე გამარჯვებულის სიცილი აქვს. მაქსს ჩაეცინა «ისინი ორივე გამარჯვებულები არიან».

თამაშის მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები

• პროცესორი: Pentium 3 450 Mhz
• ვიდეოკარტა: Nvidia Geforce 4 Series With 16 Mb
• ოპერატიული მეხსიერება: 128 Mb
• თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 800 Mb

p.s ფორუმზე ასევე დევს სტატია იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა ეს თამაში: http://gameover.ge/index.php?showtopic=235
smothered in the crib

Riddick
Posts: 11700

Max Payne

Unread post#2 » 12 Sep 2010 14:16

საღოლ ძაან კარგად არის დაწერილი და დიდი სიამოვნებით გადავიკითხე. რამდენიმე ფაქტი მეც არ ვიცოდი და ახალი რაღაცეებიც გავიგე იმის მიუხედავათ რო 5 ჯერ მაქ დახურული ყველა სიძნელეზე =)

თამაშშის გეიმფლეიში ასევე არის ძალიან საინტერესო ელემენტი: როდესაც მოთამაშე ძალიან ხშირად კვდება, მაშინ მოწინააღმდეგეების გამძლეობა და სიმარჯვე უფრო სუსტი ხდება, ხოლო თუ მოთამაშე იშვიათად კვდება, ამ შემთხვევაში ეს მაჩვენებლები იზრდება.

ეს ამბავი არ ვიცოდი მაგალითად და მაგრად გამიკვირდა, ჭკვიანური რამეა.

წამიყვანეთ«ფოლადის საამქროში»/ფარული ჭეშმარიტებები/სიღრმე 6

ყველაზე საინტერესოდ ეს თავი გიწერია, გაასწორა.

p.s. "ცა გაიწმინდა ღრუბლებისგან, გამოჩნდნენ ვარსკვლავები... ზეცასთან ახლოს"

Sleepwalker
Posts: 5

Max Payne

Unread post#3 » 12 Sep 2010 16:06

მაგარი სტატიააა. გრიგოლ. საღოლ. მამაჩემმა დახურა ამ თამაშის ორივე ნაწილი :P :)

DaNTeX
Posts: 41

Max Payne

Unread post#4 » 24 Sep 2010 00:20

გენიალური თამაში : )

საღოლ ძმა, ერთ-ერთი საუკეთესო სტატიაა : )

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 75 guests


cron