Emergency Room, საერთო თემა: დახმარება

| მოთამაშეებისთვის აქტუალური საერთო თემები |
საერთო თემები , საკითხების გარჩევა , გამოკითხვები , ჩამონათვალი , ხმის მიცემა , შედარებები , სხვა
User avatar
SLaYeR
Posts: 4249
Contact:

Re: Emergency Room

Unread post#41 » 09 Sep 2018 13:28

ზოგადად დასავლეთში ეგ სერიები ერთი წლის დაგვიანებით გამოდის თუ მეტის არა. ამიტომ იაპონური ქრონოლოგიით რო მივყვეთ ასეთი სიტუაციაა:

2012 წელს PS3-ზე გამოვიდა Yakuza 5, დიდი ლოდინის შემდეგ 2015 წლის ბოლოს დასავლეთში გამოუშვეს. ამ სერიას ეგრევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან წინ წაწია სერიების პოპულარობა. ფანების გარდა სხვაც ბევრი დაინტერესდა, ამის გამოა რო შემდეგი ნაწილების გამოშვებაც დაიწყეს დასავლეთში თორე არ იცნობდა ხალხი სერიებს. დასავლეთში Yakuza 5-ის გამოსვლისას იაპონიაში Yakuza 6 უკვე დაანონსებული იყო PS4-ზე, ხოლო Yakuza 0 გამოსული იყო PS3-ზეც და PS4-ზეც. როგორც ჩანს კაი ხნით ადრე ქონდათ ჩანაფიქრი რო ზეროდან დაეწყოთ და კივამებით გაეგრძელებინათ მთავარი სერიების პარალელურად. ახალი დამწყებებისთვის ზერო, კივამი და მეორე კივამი არის, დანარჩენების პორტები მზადებაშია, ხოლო ვინც სერიებს მიყვება იმათთვის მხოლოდ ზეროა ახალი და დანარჩენი ლოგიკურად მიყვებიან სერიებს კონსოლიდან კონსოლზე (როგორც MGS-ზე იყო მაგალითად PS1, PS2, PS3).

წლები ასეა:
2012 წელს გამოვიდა Yakuza 5 (2015 წლის ბოლოს დასავლეთში)

2015 წლის დასაწყისში გამოვიდა Yakuza 0. (2017 წელს დასავლეთში)

2016 წელს Yakuza Kiwami. (2017 წელს დასავლეთში)

2016 წელს Yakuza 6. (2018 წელს დასავლეთში)

2017 წელს Yakuza Kiwami 2. (2018 წელს დასავლეთში)
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Emergency Room

Unread post#42 » 09 Sep 2018 17:47

ხო ანუ Yakuza 6 უკვე PS4-ზე უწევდა და მაგიტო ჩანს ესე ქაოტურად
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests