What Do You Hate the Most?, გამოკითხვა > თამაშები რომლებიც გამორჩეულად არ გიყვართ

საერთო თემები ▶ განხილვა ▶ გარჩევა ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ ჩამონათვალი ▶ გაზიარება
User avatar
Riddick
Posts: 10200

What Do You Hate the Most?

Unread post#1 » 05 Jul 2020 12:27

ბევრნაირი თემა გვაქ ამ მიმართულებით - რა გეზიზღებათ თამაშებში, ყველაზე ცუდი პროექტები და სხვა, მარა უშუალოდ რომელი თამაშები არ გიყვართ ყველაზე მეტად, მაგაზე ჯერ არ გვქონია ლაპარაკი (და Link's Awakening უნდა ვუმადლოდე, მაგის თამაშის პროცესში დამებადა კითხვა).

ტოპ 5 დავიწყოთ და ნუ თუ მიაწერთ რატო, უფრო საინტერესო გამოვა (ზოგს არ ჭირდება, ეგეც მესმიეს).
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

User avatar
SLaYeR
Posts: 5335

Re: What Do You Hate the Most?

Unread post#2 » 05 Jul 2020 13:14

Tomb Raider Reboot - არ არის ეს Tomb Raider და ვერც იქნება ვერასდროს. პერსონაჟი დაანგრიეს, ფაზლებზე და ექსპლორაციაზე დაფუძნებული თამაში, ანჩარტედის კოპიო დასკრიპტულ ექშენად აქციეს, სამარხები რაღაც ოთახის ლოკაციებად დადეს და ფანებს დასცინეს უბანძესი ფაზლებით, სთორი როგორც თავგადასავალიც მაგარი სირობა იყო, 4 ჯერ დაუმიზნა სტელსიდან ისარი ვილეინს და ყველა ააცილა ამ დედამო**ულმა, ხოლო გვერდით ვინც დაყვებოდა ყველას არტყავდა, აი ამნაირი სცენების მომფიქრებელს ასეთ რამეს ვუზავდი https://youtu.be/ovvCdyz7JnI?t=263

MGS V: Phantom Pain - სერიების ლოგიკიდან ამოვარდნილი ნაწილია. მთლიანი საგის სთორის გათვალისწინებით, წმინდა ფილერია, სერიების ფინალად საერთოდ უვარგისია, ბიგ ბოსის პერსონაჟი ისე დაინგრა რო არაფერი ახსნილა დამაჯერებლად რატო და როგორ ან რა ლოგიკით მოიქცა მასე, ისეთი ელემენტები შემოვიდა რამაც ზოგადად სერიებში მიმდინარე მოვლენებს დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა - რა ჩემ სირად უნდოდათ კლონირება თუ შესაძლებელია რო ოცელოტმა ჰიპნოზით ყველა ბიგ ბოსი გახადოს? ))) მაგას გარდა პლოტ ჰოულებია ძალიან ძიშოვად - მაგალითად ერთი საათის წინ კაცი გაპარსულია და გაბინტული და მეორე წუთში წვერები აქვს და სიგარას ეწევა )) ნიღბის მოხსნა მაინც ეჩვენებინათ როგორც სხვა სერიებში )) ბავშვობიდან წლობით რაც მიყვარდა უნიტაზში ჩამირეცხა იმ კაცმა ვისი იმედიც მქონდა, ხოდა მოვ**ან ეს თამაში რა ))

Senua - ექსპლორაცია არ ვარგა იმ მხრივ რო რასაც დასაექსპლორებლად გიდებენ ცარიელი და უშინაარსოა, ფაზლები არ ვარგა ბევრი დამუშავება უნდა რო ნორმალური გახდეს, კომბატი კარგია პროტოტიპის დონეზე და კაი რამის გამოყვანა შეიძლება მარა ერთი და იგივე გამოდის მთელი თამაში და მოსაწყენია, მტრებიც დიდი არაფერი, სიბნელის ბოსი იყო ცოტა საინტერესო ჩემთვის. რეალური დაავადებების ჩასმა და ამის მარკეტინგად გამოყენება ცალკე მიუღებელი მგონია მორალურად და თამაშში ამის განხორციელებაც არ მომეწონა, ლეველ დიზაინი მესმის რო walking simulator-ია, მარა ერთგან რო უკან ბრუნდები და მეორეგან ვერა ეგ არის ცუდი დიზაინი და მეტი არაფერი, ან კარის იქით რო მზეა და აქეთ ნისლი ეგაც პრობლემაა ჩემთვის, ასევე პატარა კენჭები რო გზას გიღობავს, ვერ ახტები და უნდა მოუარო ეგაც ხუინაა. სთორიში რავი, Silent Hill 2 რო ვიცი ეს იმასთან შედარებით არაფერი არაა. მოკლედ გრაფიკის და ანიმაციის გარდა ძალიან მდარე პროდუქტია როგორც თამაში.

FF7 Remake - თამაშით არ მითამაშია ეს, 3-4 დღე ვუყურე სტრიმებს და გეიმფლეიზე ვერ ვიმსჯელებ, მარა სთორის რაც უქნეს იმ სულებით, მაგის გამო გლდანის ციხეში ჩავსვავდი ნომურას და კასტილიანს შევუშვებდი, ვერშემდგარი პარაზიტი კაცი ეგ.. ცალკე საკითხია როგორ მოატყუეს ხალხი და რიმეიქის სახელით fanfiction სიქველი როგორ შეატენეს...

Clock Tower 3 - ანიმე წმინდა სულის მქონე გოგო, იაპონური ელემენტებით გაჯერებულ ვიქტორიანულ ჰორორში, რომელიც ბოლოს ანგელოზად იქცევა ისეთი სუფთა გული აქვს )) გეიმფლეიშიც ძალიან უნდა მოენდომებინათ რო დევნის მექანიკა საშიშის ნაცვლად სასაცილო და მოსაწყენი გაეხადათ და ესაც მოახერხეს )) Clock Tower ან ჰორორ ჟანრი თუ გეზიზღება ეს უნდა გააკეთო..

Resident Evil 4 - გეიმფლეი დღემდე კარგია, მარა რაც RE სერიებს დამართეს ამით ეგ მირევს გულს. ესთეთიკაც მებანძება, რაღაც თრეში კომედიური ჰორორი, რაც კი ნორმალური აქვს სეთინგში ან მონსტრების დიზაინში ყველაფერი მოპარული აქვთ, და ამას დამატებული Survival Horror ჟანრის მკვლელია ეს თამაში. რავი ეხლაც რო დავჯდე და ვითამაშო, თამაშის პროცესი არ შემაწუხებს მარა როგორც ჰორორი და როგორც RE სერია ყალბი და ტრუხა ბოროტებაა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 10200

Re: What Do You Hate the Most?

Unread post#3 » 06 Jul 2020 14:57

Tomb Raider Reboot ისეთი საცოდაობაა რო ჰეითსაც ვერ დავარქმევ. ერთადერთი ის მიტყდება, რო სტურქტურის გამო ორიგინალი სერიების გაცოცხლება არ გამოვა. პერსონაჟის მოძრაობები და პლადფორმების აგებულება თუ იდენტური არ იქნა, ეგრევე ქრება TB.

ისე საკმაოდ ძნელი გასახსენებელი გამოდგა ჰეითის ტოპი :)

The Evil Within 1/2 - ეს არი მიკამის სახელში შეფუთული საკულტო ხალტურა და უნიჭობა ერთ შეკვრაში. კაცი გამოგზაურებს ნატურალურ ბოდვაში, რომელიც აფსოლიტურად რანდომზეა შეკრული, კლიშე როგორც გეიმფლეი, ასევე სიუჟეტური ელემენტებით და ნუ ბოლოს გინების მეტი მე არაფერი არ მომდომებია, ორივეს შემთხვევაში.

Grand Theft Auto: Vice City - იმის მიუხედავათ რო GTA3 და SU გამორჩეულად მიყვარს, ეს რაღაც ნარკომანული, ცოტა გეი სეთინგის რომანტიკა არასდროს არ მისწორდებოდა.
ინტერნეტ კაფეში ვინც არაფრის აზრზე არ იყო, დაუწერელი წესი იყო, ეს უნდა ეთამაშა კოდებით. მაგის ყურებამ კიდე უფრო შემაზიზღა :onono:

Diablo III - ბავშობის ერთ-ერთი მთავარი მუღამი, ტექნიკურად შემიცვალეს რაღაც თამაში სერვისით და ფულის ამოღების ტრენაჟორზე შემომსვეს. აქ მივხვდი რა ტრაგიკული ყ*ეობაა მუდმივი ონლაინი და კორპორაციებზე მიბმული თამაშები. იდეაში რამაც მოკლა 3A გეიმინგი იმ სახით რაც მანამდე იყო.

Beyond: Two Souls - რაღაც საკრალურის იმედი მქონდა ამ თამაშის სახით. ყველაფერი მომწონდა რასაც უყურებდი, მაგრამ რო ვითამაშე ისეთი სისულელე შემრჩა ხელში რო არც ვიცი რა დავარქვა. თამაშის დაუსრულებელ კონცეპტს გავს, რომელიც უცებ გადააკეთეს სრულ ვერსიად და აფსოლიტურად ალოგიკური დარჩა.

Far Cry 3 - Ubisoft რო განსაკუთრებულად "მიყვარს" ეგ იცით, მარა მაგის მიუხედავათ, მაინც ვცდილობ, რო რაც კაიაქვთ არ დაუკარგო.
მაგრად მახსოვს ეიფორია რაც FC3 თამაშის დაწყებისას მქონდა - რანდომ ივენთები, ცოცხალი ველური ბუნება, ეგზოტიკა, საინტერესო ანტაგონისტი და უცებ, სადღაც 10 საათის გეიმფლეიდან დაიწყო გაუვალი ბოდვა, რომელიც გაზავდა აფსოლიტურად აერთფეროვანი საიდებით და თაუერების გახსნით... შუაში მისულზე იშვიათად რო რამე წავშალო, მარა ეს წავშალე დიდი სიამოვნებით.

მეექვსესაც დავამატებ. Devil May Cry 4 - ესე რო თამაში ვიზუალურად არ მომწონებოდა იშვიათია. რამე პრიზი რო იყოს ყველაზე ტოქსიური, უგემოვნო სტილის, დიდი სიამოვნებით მიუტანდი ავტორებს ჩემი ხელით. იგივეს თქმა შეილება პერსონაჟებზეც და სიუჯეტზეც. სრული ქაოსი და სისულელე, რასაც სხვა შემთხვევაში რაღაცის გამო მაინც მოითმენ, მარა აქ არაფერი არაა მოსათმენი (ერთადერთი კლასიკური სერიების პატივისცემა, რომელიც არ მაქ ნათამაშები).
https://www.youtube.com/watch?v=GoHkvaCH4pg&ab_channel=teodore

User avatar
hellwalker
Posts: 5557
Contact:

Re: What Do You Hate the Most?

Unread post#4 » 06 Jul 2020 15:44

ჩემი ძირითადათ ბავშობის თემებია.

Chaos Legion - პირველი შეხება იყო მართლა გაუვალ ცუდ თამაშთან. ბევრი ნაგავი მქონდა ნათამაშები მაქამდეც მარა დახურვადი იყო მაინც. ეს რაღაც სხვა დონე იყო.

Delta Force - ან 2 ან 3. 10 კილომეტრიდან რო პიქსელები გბრიდავდნენ დღემდე უსიამოვნოდ ჩამრჩა. თან ერთერთი პირველი თამაში იყო რაც PC-ზე ვითამაშე და მაინც ნაგვად გავუშვი.

Dungeon Siege - ამ თამაშის თამაშამდე ყველაფერს ვხურავდი 100% რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო. ამაში ოღონდ მორჩენილიყო პროსტა გავრბოდი ლეველებში და ბოლო ბოსთან 20 ლეველით დაბალი მივედი და ძლივს დავაგდე. აი პროსტა რა არის ეს :D გემრიელად იწყება თან, მარა მერე კონტენტი იმდენია პროსტა და იმდენად უსახური, მოსაწყენი და გაუთავებელია რომ სულიერი ტრავმა მომაყენა.
ალბათ მაგის მერეა რომ ყოველგვარი მუღამი მაქ ლუტის და ინვენტარის დაკარგული RPG_ებში.
არადა არანაკლებ ბუტაფორიული Sacred -ი დახურული მქონდა ბოლომდე. მარა ეს სხვა დონე იყო.

Tomb Raider Reboot-იც უნდა ვახსენო. და გვერდზე ბარემ Thief Reboot დავუდებ. იმპოტენტური ნაგავია რა და საცოდაობა. თან რასაც ბაძავს ისიც რო მაგარი არ მომწონს არის სასაცილო და ასე უხარისხოდ რო ბაძავს ცალკე ტროლიგნია.

Dreamfall Chapters - სიაში ერთადერთი თამაში რომელზეც მართლა ფიზიკურად ვბრაზდები რო ვიხსენებ. ძაან განსაკუთრებული სერიებია ვაბშე. აი პირადული რო ხდება თავგადასავალი და გამორჩეულად რო გამახსოვრდება ექსპერიენსი. და 7-7 წელი რო ელოდები სერიიდან სერიაზე და ბოლოს ტიპი ორიგინალი ავტორი, კიკსტარტერთი აგროვებს ფულს. მეც გადავურიცხე 50$. და როჟას იმენა რაც უნდა და ჩაფიქრებული აქ ის რო შეუძლია გააკეთოს, ღირსეულად დაამთავროს საგა, არავინ ხელს უშლის, არავინ აძალებს არაფერს რაც გინდა აკეთებ და დებს ამას ტო.
მოვ*ჯვავდი მაგიდაზე რაგნარს. https://www.youtube.com/watch?v=52R-znOwjkk


Uncharted 2 - აი რაღაცნაირად კულმინაციაა ეს თამაში ყველაფრის რაც თანამედროვე AAA გეიმინგში არ მომწონს. არ ვგულისხმობ გარყვნილ და გაუბედურებულ სტუდიების ნეგატივს, ხარისხიანი ხადავოი თამაშების ჭრილში და მიქარვებში რაც არ მომწონს. თორე Free to plays და შტამპირებულ თამაშებს თუ შეყევი იმათთან შედარებით არაფერა ეს.
კიდე ბევრი სხვა თამაში შეილება უფრო იმსახურებდეს ამის ავატარად ყოფნას, მარა უბისოფტისგან განსხვავებით ან EA-სგან, აქ ისეთი ხალხი მუშაობდა რომ მეტი მოეთხოვებათ და კაკრას ამათგან მიტყდება ესეთი რამეები.
კონკრეტულად კი:
1) კინომატოგრაფიის მიბაძვა, და პირდაპირ ფილმების, მსახიობების სახეების და სხვების მიერ შექმნილი ტიპაჟების მოპარვა. და კი მოპარვას ვეძახი და გამოვყოფ ინსპირაციისგან. იმენა მარკეტინგული გათვლით ჩამოსხმული IP-ის თემაა და არა სიყვარულით არჩეული თემების გაცოცხლება. აი ძაან მეჯავრება ეს ტრენდი, ჯერ კიდევ იქიდან დაწყებული Call of Duty_ში რომ ფილმებით ინსპირებული ლეველები ჩადეს.
2) მაღალხარისხიანი, მაღალი პროდაქშენის მქონე, ხარისხიანი დიალოგებით სთორი, რომელიც ამასთანავე არის ყოვლად უაზრო, ბუტაფოიული და არაფრის მომცემი. სიღრმისეულად ვერაფერს რო ვერ უპოვი, პლოტ ჰოულებით არის სავსე და მთლიანად All style no substance გართობაზე და გლამურზე დგას.
3) მოთამაშის Agency-ის მოკლებული გეიმპლეი სტრუქტურა. დეველოპერი რომ გკარნახობს ინტერფეისით ან ვიზუალური Cue-ებით ყოველ ფეხის ნაბიჯს რომელიც უნდა გადადგა და თამაშის მაგივრად დისნეის ატრაქციონში რო იჩითები უცებ. რეჟისორის დადგმული ექსპერიენსია როა და არა თამაში.
4) სთორისთან და ვიზუალთან შედარებით არქაული, მოსაწყენი და ერთფეროვანი გეიმპლეი. რომელსაც ყოველ 10 წამში რეჟისორული ჩართვა ჭირდება რომ რამე ტემპი და მუღამი შეუნარჩუნდეს.
5) საბოლოო ჯამში ხარისხიანად გაკეთებული მაგრამ ბუტაფორიული ატრაქციონი რო მიდევს თამაშის მაგივრად წინ და ამას რო მიფუთავენ იმ ძველი, მუღამით, ინსპირაციით და სიყვარულით გაკეთებული თამაშის ფაბულაში და მათ გვერდზე მიდებენ ეგ მაღიზიანებს. არ იმსახურებენ ატრაქციონი თამაშები მაგ სტატუსს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 671

Re: What Do You Hate the Most?

Unread post#5 » 25 Jul 2020 21:47

ყველაზე ცუდი თამაში ცოტახნისწინ ვითამაშე ფოლაუტ 4, ესეთი რაღაც არსად შემხვედრია ჯერ, რენდომზე მიყრილი იყო შენობები ანუ ადგილმდებარეობები არანაირი აზრი და სილამაზე არ იდო განლაგებაში და თან ზუსტად ერთნაირი შენობები და კოშკები ყველა ქალაქში, ხარაბუზას 10 ტყვია უნდა დაახალო რო მოკლა და მსგავსი უაზრობები, იარაღებიც საზიზღარ ვიდზეა. 16 საათი ვითამაშე მაინც ვეძებდი რამეს მეთქი რამე ღირებული ექნება თქო მარა ვაბშე არაფერი არ გამოდგა კაი, ნაღდად არ მახსენდება ესეთი ცუდი თამაში როდესმე მეთამაშოს, შიგნითაც თან ქვესთები არაა შენობებში უაზროდაა განაწილებული და პახოდუ თავიდანვე გაძლევს ანლიმიტედ ქვესთებს რომლებიც არ თავდება და აზრი არ დევს, კაროჩე წავშალე და დავისვენე რა
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5557
Contact:

Re: What Do You Hate the Most?

Unread post#6 » 25 Jul 2020 21:56

მეც ერთი დღის მეტი ვერ გავძელი. ჯერ ისე ვითამაშე, მერე მოდები დავადუღე ზემოდან ორი ტონა მარა არა. იმენა ცუდია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1570

Re: What Do You Hate the Most?

Unread post#7 » 27 Jul 2020 13:41

უბედური რამეა ფოლაუტ ოთხი
შლამი...

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests