Top 10 Essential Games, გამოკითხვა > 10 თამაში რომელიც ყველამ უნდა ნახოს

დისკუსიები ◀ განხილვის გახსნა ◀ გარჩევაის გახსნა ◀ გამოკითხვა ◀ შედარება ◀ ჩამონათვალი ◀ გაზიარება
User avatar
Riddick
Posts: 10713

Top 10 Essential Games

Unread post#1 » 25 May 2020 01:08

10 თამაში რომელსაც თქვენი აზრით, ყველა მოთამაშეს უნდა ქონდეს ნანახი

პ.ს. ამ ვიდეოდან მომივიდა იდეა, მაგრამ მანდ ჟანრების მიხედვით არჩევს, აქ როგორც გინდათ ისე დაწერეთ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1855

Re: Top 10 Games EVERYONE should PLAY

Unread post#2 » 25 May 2020 11:04

მე ჩამოვწერ იმის მიხედვით, თუ რას ვურჩევდი ახალბედას, თამაშები საერთოდ რომ არ ჩაურთავს ეგეთ ტიპს. უფრო საინტერესო იქნება მგონი. ვიზუალი და noob-friendly კატეგორიაა მნიშვნელოვანი ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად ბევრი ძველი თამაში, რომელიც აუცილებლად სათამაშოა, სიაში არ იქნება (მაგალითად Planescape: Torment ან რეტრო თამაშები)

Braid - რომ მიხვდეს, თუ რა შეუძლია პატარა თამაშს.
Mass Effect 2 - ახალბედებისთვის ადვილად სათამაშო "სერიოზული კალიბრის" თამაში, პერსონაჟებთან ურთიერთობის, sci-fi სეთინგის და მოთამაში სარჩევანზე დამოკიდებული სიუჟეტის სანახავად.
Shadow of the Colossus - დამწყებს ალბათ რიმქეის ვურჩევ, გაშლილი სამყაროს, უცხო ატმოსფეროს და "handholding"-ის გარეშე დიზაინისთვის.
GTA V - სენდბოქსის გასაცნობად.
Tekken Tag Tournament 2 - Fighting თამაშის კარგი მაგალითის სანახავად
Age of Empires 2 - RTS-ზე საზიარებლად
Super Meat Boy - ჰარდკორი თამაშის გამოსაცდელად, თან რეტრო სტილშია და ასე ვთქვათ ბევრ კურდღელს დააჭერინებს ერთი თამაში :D
Amnesia: The Dark Descent - ჰორორის წარმომადგენლად.
Red Dead Redemption 2 - გაიგებს ტექნიკურად ახლა სად დგას ინდუსტრია და თან ძალიან ეფექტურ სიუჟეტს ნახავს. საერთოდ ეს თამაში მიმაჩნია იდეალურად ახალბედისთვის სარეკომენდაციოდ, ყველას უყვარდება თამაშები ვინც პირველად თამაშობს. Last of US-საც იგივე ახასიათებს. Noob friendly და ხარისხიანი თამაშებია გამოკვეთილი, ემოციური პერსონაჟებით და ალბათ ამიტომ.
Heavy Rain: ერთერთია ცოტა ხარისხიან "ინტერაქტიულ ფილმებს" შორის, ძაან კარგია ადამიანის თამაშების სამყაროში შემოსათრევად.
მარი ქიქს თაკო პანჩური

User avatar
Riddick
Posts: 10713

Re: Top 10 Games EVERYONE should PLAY

Unread post#3 » 25 May 2020 14:16

ხო ანუ ადამიანისთვის ვინც ვერ ერკვევა ინდუსტრიაში და გინდა რო მთელი სპექტრი ანახო

User avatar
Tom Clancy
Posts: 1855

Re: Top 10 Games EVERYONE should PLAY

Unread post#4 » 25 May 2020 14:41

აჰა, ერთი დამავიწყდა:
ჯერ პირველი 2 ნაწილი და მერე The Witcher 3 - ერთი გემრიელი ტკივილიც რომ გამოსცადოს :D
მარი ქიქს თაკო პანჩური

User avatar
Riddick
Posts: 10713

Re: Top 10 Games EVERYONE should PLAY

Unread post#5 » 25 May 2020 16:01

ვიდეოს რო უყურე ძაან მომეწონა აზრი, მარა გუშინ აღარ მქონდა ამის ჩაჯდომის დრო.

ნამდვილად არაა მარტივი ტოპი. შეგილია ნებისმიერი რამე ურჩიო, მარა მთლიან გეიმინგ სპექტრს რო მოედო 10 თამაშით სერიოზულად საფიქრალია.

მე უფრო სთორიდრივენ თამაშების მრავალფეროვნების მიმართულებით წავედი. თუ ურჩევდი ურჩევდი შინაარსიან, მაგრამ გეიმფლეი სტრუქტურით ერთმანეთისგან განსხვავებულ რაღაცეებს.

და აქ უკვე ორი მომენტი იჩითება. თუ დამწყებია ვერ ურჩევ ისეთ რთულს ვერაფერს როგორიცაა თუნდაც სოულსის სერია. ასევე ვერ ურჩევ უკვე ტექტნიკურად მოძველებულსაც, მაგალითად ტომბრაიდერის კლასიკურ სერიებს. რჩევით ურჩევ, მარა მე რეალურად მქონია შემთხვევა რო ეგეთ კაცს ბლადბორნი გავატანე, არ დამიჯერა რო უთხარი და მესამე დღეს უკან მომიტანა.

არი რაღაც ესეთი ათეული გამომივიდა.

Gothic II - ჟანრის ბევრი ტოპ თამაში არ ვიცი, მარა ნუ ეს ჩემთვის დაუვიწყარი რამეა.
S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat - შუთერის, სენდბოქსის, იმერსივ სიმის და RPG ჰიბრიდი.
Dishonored 2 - იმერსივ სიმის ევოლუციის მწვერვალია ამ ეტაპზე ჩემთვის.
Grand Theft Auto III - პირველი და უსაყვარლესი 3D ოუფენვორლდი.
Silent Hill 2 - ჰორორი რომელიც ალბათ ყველაზე შორს გადის ჟანრის ჩარჩოებიდან.
Shenmue - აღმოსავლური RPG და არა JRPG, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
The Last Guardian - იშვიათი მინიმალიზმით გადმოცემული ეპიკური დრამა .
Fahrenheit - საეჭვო ენდინგის მიუხედავათ, ინტერაქტიული ფილმის ეტალონია ჩემთვის .
Antichamber - ექშენის დონეზე გასართობი, უნიკალური ფაზლ პლადფორმერი.
Pathologic - სურვაიველის და სიუჟეტური თავგადასავლის სავარაუდოთ ყველაზე ხარისხიანი სინთეზი.

User avatar
SLaYeR
Posts: 5616

Re: Top 10 Games EVERYONE should PLAY

Unread post#6 » 25 May 2020 16:40

დამწყებებისთვის არა და აი ცოტა სერიოზულში რო უნდა შებიჯებადა გეიმინგში აზზე მოსვლა ასე დავუდებდი:

Bioshock - სიუჟეტური შუთერის და სამყაროს მხატვრულობის ძალიან მაღალი დონე
Chrono Trigger - Final Fantasy/Dragon Quest ინტროდაც კარგია და ჟანრის ინტროდაც
Deus Ex: Human Revolution - იმერსივ სიმების ინტროდაც გამოდგება და RPG ინტროდაც
Hollow Knight - მარტივი არ არის მარა 2D სამყაროში თავგადასავალი იდეალურადაა გაკეთებული
ICO - ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გამხდარა ეს, მოვლენაა, ამიტომ ყველამ უნდა გამოსცადოს
Portal 2 - მშვენიერი 3D ფაზლია, რომელსაც კოოპიც მოყვება
Shenmue - ცოტა რთულია ეს დამწყებისთვის კონტროლის მხრივ მარა იცხოვრებს ცოტა ხანი შიგნით
Silent HIll 2 - კარგი გეითვეია სერიებში, მაგ გათვლით გაკეთდა თავს დროზე PS2-ისთვის.
The Walking Dead Season 1 - ბევრისთვის ედვენჩერის გეითვეიც გახდა და ინტერაქტიული ფილმისაც.
Warcraft III - სტრატეგია კარგი სიუჟეტით და კოლორიტული პერსონაჟებით

P.S.
სოულსებს ვერ ვურჩევ, ბრეიდზეც არ მაქვს ყველას იმედი, GTA-ს მე სანამ მკითხავს იქამდე ითამაშებს )))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 332

Re: Top 10 Essential Games

Unread post#7 » 12 Dec 2020 03:34

როცა მინდა, რომ ადამიანი გეიმინგს ვაზიარო ჩემი აზრით ყველაზე მარტივი აღსაქმელი არის კინოშნიკური თამაშები და ამით დავაწყებინებ.

1. inside/limbo - მარტივი და თან საინტერესო თამაშები, რომელსაც ყველა ითამაშებს.
2. detroit become human - ბევრი ენდინგის შესაძლებლობა, რომელიც დიდ ეფექტს მოახდენს, დამწყებ გეიმერზე. ემოციური თამაშია მთლიანობაში, რამოდენიმე ადამიანმა შეიძლება ერთადაც ითამაშონ და ვისაც ჯოისტიკი არ უჭირავს არ მოიწყენს (ჩემმა ცოლმა იტირა ბოლო სცენაზე). შემდეგ სურვილის მიხედვით გააგრძელებს quantic dream-ის სხვა თამაშებსაც.
3. the testament of sherlock holmes - ამით დაიწყოს და შემდეგ მიყვეს. ყველაზე ცნობილი დეტექტივის ისტორიაა ბოლოს და ბოლოს, ბებიაჩემსაც კი დავსვამ და ვათამაშებ. უეჭველად მარტივად დააინტერესებს ნებისმიერ ადამიანს.
4. until dawn - კინოების მოყვარულებისთვის, ვისაც ჰორორიც უყვარს.
5. rise of nations - ყველაზე მარტივი, ლამაზი და გასართობი სტრატეგია. მგონია, რომ ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის მისაღები იქნება. განსაკუთრებით ეფექტურია ეპოქების ცვლილება.
6. call of duty 4 modern warfare - ყველაზე მარტივად აღსაქმელი თამაში - წინ წადი, ყველა მოკალი, ახალ რუკაზე გადადი)) მარტივი გასართობი, ტვინს გამორთავ და დრო გაგყავს სასიამოვნოდ. სიუჟეტი ამ სერიას კარგი ჰქონდა როგორც მახსოვს და მარტივად გააგრძელებს შემდეგ ნაწილებს.
7. mortal kombat (2011) - კარგი გასართობი უბრალოდ.
8. red dead redemption 2 - საუკეთესო თანამედროვე თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ. (!!!)
9. the witcher - 2009 წელს ნამდვილ რპგ-ს მეც ამით ვეზიარე პრინციპში, მანამდე ყველა თამაშს POP-ვით ვთამაშობდი, ამიტომ სხვასაც ასე დავაწყებინებ.))
10. dark souls - თუ უნდა რომ კაცი/ქალი იყოს ცხოვრებაში, ეს უნდა ითამაშოს.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests


cron