
რამდენიმე დღის წინ, ჰორორებისადმი მიძღვნილ საკმაოდ კარგ საიტზე relyonhorror.com გავრცელდა ინფორმაცია რომ სონი დაინტერესბეულია კონამისგან ცნობილი სერიების ყიდვით - კერძოდ: Metal Gear Solid, Silent Hill და Castlevania. ბმული: https://www.relyonhorror.com/latest-new ... s-revival/
ინფორმაცია უკვე რამდნეიმე დღეა ნეტში ტრიალებს და ემატება სხვადასხვა წყაროებიდან ჭორები, რაც არ გამორიცხავს რომ სიმართლე იყოს. ჭორს საინტერესოს ხდის კიდევ ის ფაქტი რომ კომპანიამ ეს თამაშები შესაძლოა ექსკლუზიური უფლებით მოიპოვოს Playstation 5-ისთვის.
FB-ზე ღრმად განხილვა მეზარება, ამიტომ ამ თემაში განვიხილოთ რას ფიქრობთ და ზოგადად ტენდენციას შევეხოთ.
ჩემი პირადი აზრით, სიმართლე იქნება თუ არ იქნება, ჩვეულებრივ ფანბოების სიზმარს გავს, თითქოს ფრენჩაიზები "დაუბრუნდებათ" თავდაპირველ ან საუკეთესო ნაწილის შემქმნელ დეველოპერებს და წლობით იარსებებს ისევ ))
ვეცდები რეალობასთან ახლოს მდგომი კითხვები დავსვა და დაწერეთ თქვენს როგორ წარმოგიდგენიათ სიტუაციის განვითარება:
MGS:
თითქოს კოჯიმა გააკეთებს პირველ და მეორე Metal Gear--ის რიმეიქს, MSX-ზე რო იყო იმას. რა მოხდება ამით? უბრალოდ ახალ MGS ლუპში ჩავარდება ხელოვანი რომელსაც შესაძლოა დღეს რაღაც კრიზისი აქვს და დიდი შანსია რომ ვერასოდეს ვეღარ იპოვის თავს, ასაკი აქვს უკვე, შემდეგი 10 წელი კიდე MGS-ს გარშემო უნდა იტრიალოს? ალტერნატივა კი არის ის რო ამ კაცმა ხარისხით MGS დონის ახალი ფრენჩაიზი შექმნას რისი უნარიც ნამდვილად აქვს. იმ ორი ნაწილის რიმეიქებზე ადრეც ამბობდა არ შევქმნიო - სოლიდ სნეიქის სთორი დაამთავრა უკვე მეოთხე ნაწილში და აღარ უნდოდა დაბრუნება, სხვამ გააკეთოსო ამბობდა. ახალი გრაფიკით რა უნდა გვაჩვენონ, თუ როგორ მოკლავს სოლიდ სნეიქი ჯერ ვენომს (ახალი რეტკონით) და შემდეგ ბიგ ბოსს?
Silent Hill:
თითქოს თიმ საილენთი და ტოიამა ჩაუჯდებიან და რიბუთს გააკეთებენ. აქაც იგივე ხდება, სახელია მთავარი და არა არსი. სონის თუ ამ დრიმ თიმის შეკრება შეუძლია და თიმი მოწადინებულია გააკეთოს ჰორორი, რატო არ შეუძლია ახალი ფრენჩაიზი დაუკვეთოს რომელიც წლები იარსებებს? რა აუცილებელია ისევ იმ დაწყევლილ ქალაქში, ისევ იმ ქალაქური trope-ებით მიუდგნენ ახალ სიუჟეტებს და ჩაიკეტონ, როცა გახსნა და გამოცდილებაზე ახლის მოხარშვა ძალიან დიდი ალბათობით იგივე შედეგს დადებს უკეთესს თუ არა? რატომ უნდა დაუბრუნდეს ეს ხალხი მენტალურად 20 წლის წინანდელ მდგომარეობას, როცა გაიზარდნენ და ახალი გამოცდილების გამოყენების საშუალება შეიძლება მიეცეთ? იგივე ტოიამასთვის ათასჯერ შეეძლოთ რამე ახალი გეიმფლეი ტრენდები დაედოთ მიმათულებად და ცოლთან ერთად დადებდა კარგ ჰორორს, როგორც საირენი გახადა საკულტო სერია რთული გეიმფლეის მიუხედავად, არც ახალს დააკლებდა რამეს.
Castlevania:
აქაც თითქოს იგა (კოჯი იგარაში) შექმნის რიბუთებს. იგა არის კაცი რომელმაც საუკეთესო ნაწილად აღიარებული - შესაძლოა ნაწილობრივ კონსოლის პოპულარობის გამო - Symphony of The Night შექმნა PS1-ზე, თუმცა იგას გარდა მაგ ფრენჩაიზში კიდევ იყო კარგი ნაწილები, იქამდეც და მერეც, უბრალოდ 2D გეიმფლეიმ თავის დროზე არაპოპულარობის გამო გადაინაცვლა პორტატულ ნინტენდოს კონსოლებზე და ინდი ტალღის შემოტევამდე 2D თამაშების პოპუალრობა აღარ დაბრუნებულა. ხოდა იგა დღეს ინდი დეველოპერია, აქაც იგივე სიტუაციაა რომ თუ შეუძლია სონის იგას თამაში ჩააბაროს მსხვილი ბიუჯეტით, თავისუფლად შეძლებს ეს კაცი ახალი ალტერნატივის შექმნას ახალი გამოცდილებით და არ იქნება საჭირო ერთი და იგივე დრაკულას მილიონი ინკარნაციის შექმნა ერთი და იგივე trope-ების გამეორებით.
ჩნდება კითხვა - რატომ არ ეძლევათ ამ ხალხს ახალი ფრენჩაიზები? არის მათდამი საკმარისი ნდობა თუ ფრენჩაიზის სახელი უფრო სანდოა? თუ დეველოპერს არ ენდობი რომ ახალ პროექტს გაამართლებს, მაშინ ხო იგივე შანსია ხსენებული ფრენჩაიზებიც არ გამოუვიდეს და უბრალოდ სახელის გამოღა გაიყიდოს თამაში. სახელზე დაყრდნობა გასაგები პოლიტიკაა, კონკრეტული პიროვნებების მონაწილეობის მარკეტუნგულად გამოყენებაც, მაგრამ გეიმინგი პირველ რიგში შემოქმედებაა და ამ შემოქმედებას ქმნიან ნიჭიერი შემოქმედები, კონკრეტული პიროვნებები, კომპანიები კი არა, კონკრეტული ჯგუფები კონკრეტული ხელმძღვანელებით.
რა ჯობია მედიუმის წინსვლისთვის? შემოქმედების კონკრეტულ trope-ებში ჩაკეტვა გაყიდვისთვის თუ ახალი, სუფთა საშვილიშვილო შედევრები? მე პირადად მეორე უფრო მაინტერესებს და მეორე უფრო მგონია პროგრესი.
ხოდა რავიცი, მგონი ფანბოებიც უდნა დაფიქრდნენ და კომპანიებიც თუ საით მიდის ეს ტენდენცია. ფაქტია რომ რიმეიქები, რიბუთები, რემასტერები (საჭიროა და ცუდი ნამდვილად არ არის) და ცოტაოდენი ახალი არის დღევანდელი დიდი კომპანიების პოლიტიკა, ეს კი იმდენად ცოტაა რომ ახალ იდეებს ვერ აძლევს და ვერც მისცემს გასაქანს. რამდენჯერ უნდა გაგრძელეს დამთავრებლი სიუჟეტები და რამდენჯერ უნდა შეიძინონ ახალი თვისებები ამოწურულმა პერსონაჟებმა? მეტი კითხვების დასმა ჯობია მემგონი დღეს იმ ხალხისგან ვისაც სფეროზე შესტკივა გული და ამავდროულად ხარისხს ითხოვს.