Information overload, საკითხის გარჩევა >> "ციფრული აუტიზმი"

სადისკუსიო ▶ საერთო თემა ▶ კითხვა ▶ გამოკითხვა ▶ შედარება ▶ ჩამონათვალი
User avatar
Riddick
Posts: 10122

Information overload

Unread post#1 » 02 Mar 2020 20:19

ადრეც დავწერე ამაზე, თან ცოტა ისტერიჩკასავით ვწუწუნებდი, მარა მოქმედებდა მაშინაც და მოქმედებს ეხაც (ანუ პირადად მე, ბოლომდე ადაპტირებულად არ ვთვლი ჩემ თავს ამ საკითისადმი).

ინტერნეტის თემა მაშტაბურია და ნაკლებად შესწავლილი, როგორც საფრთხის შემცველი.
ეს ყველაფერი დადის უშუალოდ იმფორმაციასთან, რასაც მოვიხმართ და როგორც მოვიხმართ.
და კი, მეტყვით რო ყველა მხოლოდ მიზანმიმართულ კონტენტზე ზიხართ, მარა ძნელია მაგის დაჯერება იმის გათვალისწინებით როცა 24 საათიდან 5-12 საათს ტელეფონის, ან კომპიუტერის მონიტორთან ვატარებთ (თუ თვლით, რომ მაინც ასეა, ძალიან კარგი, ანუ თქვენ უკვე მოახდინეთ ადაფტირება და ველოდებით რჩევებს კომენტარებში)...

მაგალითად (ჩემი აზრით) სოციალურ ქსელებს პირდაპირი კავშირიაქ დეპრესიასთან, რადგან ადამიანს ვერ უნაცვლებს პირად ურთიერთობებს, რასაც ბევრი ვერ აცნობიერებს და იმყოფება დამოკიდებულების რეჟიმში, მუდმივად რაღაცის ლოდინში.

ვიდეო კონტენტი შედარებით განსხვავებულია სოციალური ქსელებიდან, მაგრამ გავს ტელევიზორის ზომბირებას, როცა ტვინი ძილის, ან მუდმივი გაბრუების რეჟიმში გაქ და კონცენტრაციას ვერ ახდენს. მითუმეტეს როცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ იდება და არ იცი რა მომენტზე გაჩერდე :wtf:

აქედან ყველაზე ცუდი არი ზუსტად ეგ უწყვეტი იმფორმაციის მიღების პროცესი, როცა გონებას უბრალოდ იმის დროც არააქ, რომ რამის გაანალიზება დაიწყოს - რეალურად აქღიქვა, გადახარშო ის რაც გაიგე. ყოფილა უბრალოდ ჩაის დასალევად გავსულვარ, არაფრის კეთების გარეშე დავმჯდარვარ და ერთი 15 20 წუთში შვება მიგვრძვნია. გამოფხიზლების და დაწყნარების განცდა.

ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტი, გაუაზრებელი, გაუანალიზებელი ინფორმაციით (სულ რომც საჭირო იყოს), გროვდება სტრესი და ეს სტრესი არაა მითი. ძალიან რეალურ პრობლემად შეილება ჩამოყალიბდეს.

ხოდა რას მოვაყოლე ამხელა ამბავი. დაკარგა პოპულარობა ამ ტიპმა, მარა თემას აქტუალურ შეეხო და მინდა რო დაურთო ამასაც - ყურებისას ზუსტად ჩემი პრობლემები გამახსენდა

და ბოლოს მინდა გკითხოთ ორი რამე :

1. თქვენი აზრით, აღვივებს თუ არა თამაშები "ციფრულ აუტიზმს", თუ პირიქით ? (ანუ ტვირთავს თუ არა ადამიანს თამაში კიდევ უფრო ინფორმაციისგან, თუ პირიქით, ეხმარება განტვირთვაში?)

2. და არის თუ არა ციფრულ გარემოში, ნაწერი კონტენტის მოხმარება უფრო მიზანშეწონილი, თუნდაც იგივე ვიდეოსთან, ან აუდიოსთან შედარებით ? (იმის გამო, რომ წარმოსახვა და კითხვის მატორიკა მუშაობს)
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5277

Re: ციფრული აუტიზმი

Unread post#2 » 02 Mar 2020 20:46

აუტიზმს რა აღვივებს არ ვიცი მარა დეპრესიაზე ვიტყვი ერთ ორს:
ნებისმიერ რამეზე მიჯაჭვულობა ან რაღაცით ცხოვრება ერთგვარი ნაღმია დეპრესიისთვის და როდის ამოქმედდება არავინ იცის, შეიძლება არც ამოქმედდეს არასდროს.

თუ დეპრესიული ფონი მაღალია ამ რაღაცაზე მიჯაჭვულობამ ანრუტინაშI ჩართვამ შეიძLება კიდე უფრო მეტად დაძაბოს ადამიანი.

თამაშის ინტერაქტიულობას ან არაინტერაქტიულობას არანაირი აზრი არ აქვს, დეპრესიულ მდგომარეობაში თავისუფლად შეიძლება ჩავარდე იმიტო რო მიზეზი არსებობს უკვე.

ზოგადად დეპრესიის გამომწვევი მიზეზები როგორც წესი თამაში, სოც ქსელი, ბურთი, კეგლი და ასეთი რამეები არ არის, შინაგანი პრობლემაა რომელიც მერე კონკრეტული ადამიანის რაღაცასთან ურთიერთქმედების დროს (დამოკიდებულება, რუტინად ქცევა, დღის რეჟიმში დიდი დოზით შემოშვება) აქტიურდება და მერე უკვე ამ რაღაცის ხასიათს გააჩნია, რანაირად წაუვა პროცესი.

მე პირადად დეპრესიული ფონის დროს თამაშები მამშვიდებდა, ერთგვარი ისკეიპიზმიც იყო შეიძლება მარა ეფექტი ქონდა, სხვისთვის შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო. ზოგჯერ იმის ფიქრი რო ვთამშობდი და პრობლემა გარეთ მრჩებოდა მაწუხებდა და მერე ვცდილობდი პრობლემა მომეგვარებინა და დამშვიდებულს მეთამაშა. ისეთი სიტუაციაც ყოფილა როცა დიდი ხანი არ მქონდა ნათამაშები და მომნატრებია, თან თამაშში უაზროდ დროის კარგვაზე დავგრუზულვარ, ანუ მასე აღვიქვავდი მაგ პერიოდში თამაშში დროის ინვესტიციას, ხოდა ეგ იმას ნიშნავდა რო რაღაც სხვა იყო პრიორიტეტული, რაღაც ნაყოფიერით დაკავება მჭირდებოდა რუტინით გადატვირთულს, მაგაში უკვე მე ინფორმაცია მეხმარება, იქნება ეს წიგნი, ლექცია, რამე გამოსაყენებელის სწავლა თუ რამე მსგვავსი (უნდა მაინტერესებდეს). აქ ეხლა თამაშის ნაცვლად შეიძლება წიგნზე, სერიალზე, ფილმებზე ან დაჟე რამე სოც აქტივობაზე დამმართნოდა იგივე, უბრალოდ მიდგომა არის შინაგანი რას აღიქვავ და რა დროს გასართობად ან უაზრო დროის კარგვად ან ინფორმაციის მიღებად.

დეპრესიულ ფონს შველის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხალხთან (ძირითადად მეგობრებთან) მარტივი ურთიერთობები, შეიძლება მსუბუქი ბალახეული დამამშვიდებელიც, გამაღიზიანებელი ფაქტორების უკანა პლანზე გადაწევა. თუ ამან არ უშველა მერე უკვე ექიმია საჭირო.

მე მთლიანობაში ვერ დავაბრალებ სოც ქსელებს ან ეგეთებს რო პრობლემატური რამეა, მე პირადად რო ვიცი და მჯერა რაც არის, ნაკლებად ვიყენებ და არ გამოვირჩევი აქტივობით, სამესიჯოდ და კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ ვიყენებ. ყოფილა ისეც რო მთელი დღე მისკროლია მარა დამიჭერია თავი მაგაზე და შევშვებივარ, სოც ქსელამდე უბრალოდ ეკრანიც მირეფრეშებია ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5526
Contact:

Re: Information overload (Digital Autism)

Unread post#3 » 16 Mar 2020 00:52

ტაკ რაც შეეხება ზოგადს. ცხოვრება არის გაადვილებული ეხა ბევრად ვიდრე ოდესმე ყოფილა. რაც ნიშნავს რომ ყველაფრის მოპოვება მოითხოვს ნაკლებ შრომას და დროს. ეს პროცესი მიმდინარეობს იქიდან რაც ადამიანმა ტულების გამოყენება ისწავლა, შემდეგ შექმნა აგრიკულტურული საზოგადოება და ა.შ.

შესაბამისად დაბალანსებული ცხოვრების მისაღებად იზრდება პირადი კონტროლის და "დიეტის" საჭიროება. იმიტო რო ბევრად მარტივად შეგიძლია ზედმეტად მოიხმარო ყველაფერი. და ბევრად ისჯები უკონტროლო მოხმარებისთვის.

საჭმელი გინდა, არ გააკონტროლებ გასივდები.
ალკოჰოლი გინდა, არ გააკონტროლებ გალოთდები.
გართობა გინდა, არ გააკონტროლებ ბლოუჯობებით იშოვი ჰეროინის ფულს სადმე ბანკოკში.
კომფორტი გინდა, არ გააკონტროლებ ლოგინიდან ვერ ადგები კუნთი რო არ გაგენასკვოს.


იგივე ვრცელდება რათქმა უნდა ინფორმაციაზე და ვაბშე ყველა ასპექტზე ცხოვრების. რუსული ან ქართულ სივრცეში არ ვიცი, მაგრამ ამაზე ლაპარაკობს უმეტესობა პოდკასტები ინგლისურ ენოვანი. სადაც ხალხი განიხილავს და პირად მაგალითზე აჩვენებს როგორ ცდილობენ ჭამა, ვარჯიში, სოციალური ცხოვრება და ა.შ. მოიწესრიგონ. ურჩევენ ერთამენთს გზებს და განიხილავენ მუდმივად. სერიოზული თემაა და სერიოზულ ჩართულობას იწვევს ინტერნეტ სივრცეში და youtube-ზე. თუნდაც Joe Rogan Experience როა მანდ არის ძაან ხშირად.


შესაბამისად როგორც ჭამაზეა რო ყავით, ტკბილეულით და ცომეულით თუ გამოივსებ კუჭს დაგ*ნძრევა წონაზე, ზურგზე, ენერგიის დონე არ გექნება მთელი დღე თანაბარი, ძილს გაეძრობა სახე და ეს ყველაფერი გაგაუბედურებს კომბო პრინციპით. და როგორც კი გამოასწორებ ამას უკეთესად იგრძნობ თავს.

ეგრე უნდა მიუდგე ინფორმაციის მიღებასაც, ინტერნეტსაც და ციფრული/რეალური ინტერაქციების ბალანსს. რო იპოვო ისეთი დიეტა მაგისი რაც კონკრეტულად შენ გჭირდება და გამყოფებს უკეთესად.

რაც უფრო დაალაგებ დიეტას, ვარჯიშს, ფინანსურ მდგომარეობას, ურთიერთობებს და ა.შ. სწორე წონით და ზომით მიიღებ ყველაფერს უფრო კარგად იგრძნობ თავს. არ მიხედავ კომბო პრინციპით დაგ*ძრევა.

კონკრეტულად კი, სიტყვაზე მე ეხა მაგ მხრივ დიდ წნეხში ვარ. უნდა ვიმუშავო აუთსორსი რო მინიმალური თავი შევინახო და პახოდუ ჩემ თამაშზე ვიმუშავო დიდ დრო. სადაც დიდი ნაწილი რისერჩს, მარკეტინგს და სოციალკებზე პოსტვას მიაქ.

ამიტომ პირველ რიგში ჭამას ვაკონტროლებ მეტად. მეორე ძილს არ ვიკლებ. მერევა ხოლმე ძილი მარა 8-10 საათი მძინავს მაინც დღეში. შეილება 4 საათი და 4 საათი მარა მაინც მძინავს. დღის განმავლობაში გავდივარ ერთი საათით გარეთ ან რამე საქმეზე, ან საყიდლებზე ან სასეირნოდ.
დაძინებამდე საათნახევარი ვშორდები სამუშაოს, სოციალკებს და ა.შ. რამეს ვთამაშობ ან ვკითხულობ. ნახევარი საათით ადრე მაგასაც ვიკიდებ გავდივარ ჩაით ხელში აივანზე და მეორე დღის გეგმებს ვაწყობ.

ინტერნეტის კონტროლს რაც შეეხება. პირველ რიგში დავანებე ნიუს საიტების კითხვას თავი. unfollow ვუქენი ყველას ვინც პოლიტიკით და Liberal vs Conservative გამოხტომებით ტვინს ღუნავდა. Youtube-ზე წავშალე და გამოვრთე search history რომ ტვინი არ გაბურღოს უაზრო ვიდეობით და მეტი აზრიანი და შემეცნებითი პოდკასტების მოსმენა დავიწყე.

გასართობი საიტებიდან ერთი ავირჩიე (9gag) და მარტო იმაზე შევდივარ. ისიც მ*ჯმისას )))

მივეცი კონკრეტული დრო სოციალკების, ემაილის და ა.შ. შემოწმებას. დღეში სამჯერ ვამოწმებ ძირითადათ და მიადვილდება ეგრე რო არც ხელი შემიშალოს მუშაობაში და არც დამღალოს ერთიანად მოცილებით.

თუ მივხვდი რომ გადავიტვირთე და სტრესი მაქ, ერთი 3-4 საათით ვიკიდებ ყველაფერს და ვერთობი. მაინც სტრესის ქვეშ არ ვიქნები პროდუქტიული და long term-ში გამიუარესებს.

ამის გარდა არ მაქ ბუნებრივი მიდრეკილება თვით-დემოტივაციის მიმართ და ზედმეტად არ ვნერვიულობ ხოლმე. მაგრამ მაინც მუდმივად ვაკვირდები მაგას და მაქსიმალურად არა-ემოციურად და კონსტრუქციულად ვუდგები მაგ თემას.

ეს ყველაფერი მოშნად აადვილებს ყველაფერს. მარა წნეხი მაინც დიდია სტარტ აპის პონტში. ამიტომ როგორც კი დავასტაბილურებ შემოსავალს შევამცირებ მუშაობის დროს რაღაც ჯამრთელ ფორმამდე და მეტ დროს დავუთმობ გარე აქტივობებს.

ამასობაში ვარჯიშის ათვისებას ვცდილობ რამე ფორმით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5526
Contact:

Re: Information overload (Digital Autism)

Unread post#4 » 16 Mar 2020 01:04

ასევე ცალკე გამოვყოფ ერთ პრინციპს რომელიც ძაან მეხმარება.
ანუ ნებისმიერ რამეს რო აკეთებ დავყოთ ორ რეჟიმად. როცა ახერხებ შენარჩუნებას ფორმის, და როცა crash გაქ. უმეტესობა შვება ესე რომ მარტო ახდენს ფორმის შენარჩუნებაზე ოპტიმიზაციას ყველაფერის. და კრეში როცა მოუვა თვითგვემით ი*ნავს ტვინს, არარეალისტურ გეგმებს ისახავს და რო არ გამოვა კიდე უფრო თვიგვემაში მიდის და ნებისყოფაზე გაყავს ყველაფერი და კიდე უფრო დიდ სტრესში ამყოფებს თავს. ანუ ხშირად რამის გაკეთებაზე ფიქრით და გაკეთების დასაჯდომად უფრო მეტად ისტრესება და იღლება ვიდრე რეალურად რამის კეთებით.

და მაგის კარგი გამოსავალია რომ crash-ის მომენტს შეხედო როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. ანუ გაითავისო და მიიღო რომ მოგივა პერიოდულად. განსაკუთრებით როცა ახალ რამეს ითვისებ ან წნეხის ქვეშ მუშაობ.

უნდა დაიწყო ქრეშის ოპტიმიზაცია და კონტროლი. სიტყვაზე თუ დიეტაზე იყავი და ფორმაში 2 თვე და მერე უცებ შეწყვიტე და ტკბილეულით და ქეიფებით სივდები ისევ. როგორც ცალკე მოვლენას შეხედე მაგას და დაამუღამე როგორ შეამცირო ქრეშის ხანგრძლივობა რეალისტურად. ეგრე მალევე ამუღამებ ტექნიკებს რომ ნაკლები დრო იყო ქრეშდ მდგომარეობაში და მენტალური წნეხიც და თვითგვემა უაზროც იკლებს.

უხეშად რო შეადარო, წნევა როა მილში ზედმეტი და ცოტა ხნით რო უშვებენ წყალს რომ დაიცალოს წნევისგან და ნორმალური დინება აღდგეს. ეგრე კონტროლერაბადი "Cheat პერიოდი/ქრეში" უნდა მოიწყო.

გამოცდილებით ეს თემები იხვეწება და ადვილდება მოშნად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 10122

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#5 » 16 Mar 2020 19:06

ციფრული აუტიზმი სპეციალურად ჩავწერე ფრჩხილებში, რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოს არავინ. გადატანითი ვარიანტი მართლა კარგად გადმოსცემს ციფრული ეპოქის ადამიანის ყოველდღიურობას (ჩემი აზრით). და თემას ზოგადად დავარქვი Information overload.

თამაშების შესახებ კითხვა გამომივიდა კონტექსტიდან ამოვარდნილი. რეალურად მაინტერესებს გადის თუ არა Information overload-ში ეს პროცესი. და თუ არ გადის, ეხმარება თუ არა ადამიანს ამ Information overload გან განტვირთვაში.

მთავარ პოსტში რედაქტირებას გაუკეთებ კითხვას.

hellwalker - პირველ პასუხში ძაან არასწორი მიმართულებით გაგიშვი და მაპატიე. ინტროვერტების ამბავს ვგულისხმობ.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
hellwalker
Posts: 5526
Contact:

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#6 » 16 Mar 2020 22:48

თამაშიდან არ ვიცი როგორ უნდა მიიღო ინფომაციული ოვერლოადი. ალბათ ცალკეული ზედმეტად კომერციულად გარყვნილი ონლაინ და მობილურის თამაშების განხილვა შეილება მაგ კუთხით. მაგრამ მანდაც ალბათ სხვა მიმართულებით გაზიანებს უფრო. ანუ დიდ წილად თამაში ინტერაქტიული ექსპერიენსია სადაც გეიმ დიზაინერები მუშაობენ იმაზე სპეციალურად რომ არც ძაან ნაკლებად დატვირთონ ტვინი, არც ძაან ზედმეტად. თუმცა რაც უფრო არა-ინტერაქტიულ და სწორხაზოვან, და Todo list და ქუესტ კომპასებზე აწყობილ რამეს თამაშობ მით უფრო ემგვანება ვიდეოს მოხმარებას ალბათ. მარა მაინც მაგ დონეზე არ დადის ეხა როგორც ტუპოი youtube-ის ყურება. რო დადიოდეს ეგრევე დაიკიდებდი და აღარ ითამაშებდი. ძაან დამღლელი გახდებოდა.

თამაშშმა შეიძლება გაგიადვილოს განმარტოვება დიდი ხნით.
გაგხადოს დამოკიდებული ონლაინ ან მობილურ თამაშშზე და ფული გაგიფლანგოს.
ბევრი დრო დაგაკარგინოს და სამუშაოში შეგიშალოს ხელი.
თვალები დაგიზიანოს ან ჯამრთელობა თუ ძაან გარეკავ პლეი თაიმში.
ამოგაგდოს ყოველდღიური რუტინებიდან.
ლაითი ფსიქოზი დაგმართოს მოკლე ხნიანი თუ ძაან frustrating ექსპერიენსია და ბრაზდები.

სხვა მხრივ არ ვიცი. მე თუ ხოდზე არ ვარ ვერ ვუჯდები თამაშს მასე. სერიალს შემიძლია ჩავუჯდე დადებილებულ მდგომარეობაში (ავად რო ხარ არაფრის თავი არ გაქ). მარა თამაშს და დაჟე კინოს ვერ ვუჯდები მაგ დროს, ყურადღებას და ენერგიას მოითხოვს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 10122

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#7 » 16 Mar 2020 23:42

მე პირადად როცა კომპი ამოსულიმაქ, მაგ დროს თამაში არ ჩამირთია და არ დავკვირვებივარ. არვიცი მისწორდება თუ არა იუთუბის და ფეისბუქის მერე და მშველის თუ არა. კითხვაც მაქედან გამიჩნდა.

მაგრამ ეს კითხვები უფრო ზედაპირულია. მთავარი არი Information overload - მისგან მომდინარე პრობლემების ანალიზი და მათი ეფექტურად მოსაგვარებელი გზების ძებნა.

მე მარტო ნაწილობრივ გეთანხმებით იმაში, რომ ზიანი გამოყენებაზეა. გამოყენებაზე არი რაღაც დონეზე და ძაან რთულია ამხელა ცდუნების მქონე რესურსზე ფსიქიური რეგულაციების ისე მორგება, რომ მხოლოდ სარგებელი მოქონდეს. მითუმეტეს როცა ამაში მუშაობ, ამაში კონტაქტობ, ამაში ნახულობ კონტენტს და ამაში თამაშობ. ფაქტიურად მთელ რეალობას გიცვლის და ინტერესს არ გიტოვებს ეკრანს იქით. ხოდა მე ძაან არ მომწონს ეგ ამბავი. სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ რასაც პირადად ვაკვვირდები ფაქტია, რომ ძალიან ბევრ ხალხს ტრამვავს ესეთი მდგომარეობა. რაღაც მიმართულებებში ფსიქოლოგიური მონობაა უკვე.

აი სოციალური ქსელი ნამდვილად მაგ პრინციპით მუშაობს. შენი ყურადღების მექანიზმებით, მოქმედების ფსიქოლოგიური ციკლის ტყვეობაში გაგდებს.

მყავს სოციალურ ქსელებში ისეთი ხალხი, რომ ყოველ დღე 10 პოსტს მაინც დებენ. რო ძინავთ მაინც ფეისბუქსე არიან. დაჟე ველაპარაკე რამდენიმეს მაგ თემაზე და თითქმის ერთიდაიგივე პასუხია. ვერ ძლებენ შესვლის გარეშე (ძირითადად გოგოები).

მაქედან ჩანს, ის თუ როგორ მუშაობს სოციალური სფერო. ყველა თავისი პოსტებიდან ელოდება რაღაცას, გონია რო იქ ყოფნას და აქტივობას, მისთვის სასურველი შედეგი მოყვება, ვერ იღებს ამის კომპენსაციას, რაც დედას უ*ნავს (და ეს მეორდება ციკლურად). იწვევს ანექსიას, სოციოპატიას და მსგავს ყ*ეობებს. მარტივად რო ვთქვათ ხალხს პროსტა ერთმანეთი ეზიზღება ბოლოს, იმიტო რო ქვეცნობიერად რჩებათ მარტო გაცემული და მიღებული არაფერი არაა. არაფერი, იმიტომ, რომ ამ ვირტუალური სივრცის ბუნებაა ესეთი. ცარიელიდა და ცივი ეს დედამოტ**ული, ვერ ცვლის რეალურ გარემოს.

შეილება შენთვის მარტივია, გამოცდილი ხარ. სლეიერაც გააზრებულად უდგება. მარა ვინც ვერ უდგება იმას არ ნიშნავს რო პროსტა ცალსახად ლოხები არიან. ძალიან რთულია მილიარდობით დოლარის მქონე კომპანიის მიერ შემუშავებულ, შენს ფსიქიკაზე მორგებულ შაბლონებს ეჭიდაო ყოველ დღე. თან ისე რო მარტო სარგებელი გამოგქონდეს.

ამ ყველაფრის შემყურეს კარგად მესმის რატომაც არი ეს რაღაც საერთო დეპრესიული ფონი, შფოთი, პარანოია და ა.შ. მითუმეტეს ჩვენხელებში და ქვევით.

აქ ხდება კიდე ერთი სახასიათო რამ, რაც წლების განმავლობაში დავიჭირე. რაც უფრო დიდ დროს ატარებ კომპთან, მით უფრო იცლები ჩვეულებრივი, ადამიანური გრძნობებისგან. თითქოს თავში რაღაც რეცეპტორები გიბლაგვდება. და როცა ისევ ონლაინში აგრძელებ ამ გრძნობების ძიებას, სუფთა ნარკომანის ფსიქოლოგიის მოდელი გამოდის, რასაც კვლავ Information overload მივყავარ.

ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ძალიან თანამედროვე და ძალიან რთული ამბავი. რომელიც უკვე აგენერირებს გარკვეულ, მასიურ განსყობებს და უფრო და უფრო მწვავდება. ამიტო ცუდი ნამდვილად არ იქნება ამაზე ლაპარაკი და მითუმეტეს ამასთან ეფექტურად ურთიერქმედების, ან თავდაცვის გზების მოძებნა.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
hellwalker
Posts: 5526
Contact:

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#8 » 17 Mar 2020 00:46

მე პირადად მანდ მიჭირს გამოყოლა ამომავალი წერტილის არ ქონის გამო. ანუ ის უკეთესი გარემო სადაც იგივე პრობლემები (ნაკლები მაშტაბით) არ ხდებოდა. ისტორიულად რო გადახედო ანუ დეკადა, ან საუკუნე ან რავი რამე.

ცირფული სამყაროს მაშტაბების და ინტენსიურობის გამო გაღვივების ან გამასიურების კონტექსტში მესმის ეს ყველაფერი. მარა გამომწვევ მიზეზად ვერ აღვიქვავ.

კონკრეტული ერთი მაგალითი რო ავიღო სიტყვაზე რო არ გართულდეს დისკუსია. რამე ღირებული ექსპერიენსების მიღება ცხოვრებიდან. ანუ აქ უმეტესად თუ პროაქტიული არ ხარ, კარგად გააზრებული ღირებულებებისკენ არ მიილტვი და შრომას არ დებ ამ კუთხით. ან რაღაცაზე ხდები დამოკიდებული ან "კონსერვდები", ანუ განვითარებას წყვეტ და ყოველდღიურ რუტინას მიყვები რაც არაფერს აღარ გაძლევს და პროსტა არსებობ.

თუ არ გაქ ნანახი American Beauty https://www.imovies.cc/ka/movies/2091/American-Beauty ძაან კაი ფილმია მაგ თემაზე ზუსტად. (რავი თუ არასწორედ აღვიქვი კონტესტი მაგ გამოფიტვის მითხარი)

შეილება იმის თქმა რომ დაკონსერვებიდან შეილება რამემ რენდომზე გამოგიყვანოს, მარა ყალბი ექსპერიენსები რომ გაძლევს ილუზიას რომ არ ხარ დაკონსერვებული მაგითი საბოლოოდ ბოლოს გიღებს და მაგ რანდომ გამოღვიძების შანსსაც არ გიტოვებს. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ პირადი დაკვირვებით ამ აზრამდე მივდივარ.

ანუ კიდე ერთხელ რო გავუსვა ხაზი, მე მიჭირს ეხა მანდ დანახვა ისეთი მომენტის რომ "ეგ რომ არ იყოს, უკეთესად იქნებოდა ხალხი", იმ კონტექსტში რომ უფრო ფუნდამენტურ პრობლემას აღვიქვავ ფუძედ და ამას უფრო სიმპტომად.


Off Topic
ცოტა საკამათო რამე შეილება ვთქვა ეხა მე. მაგრამ რამდენადაც ვაკვირდები მეცნიერულად ბოლო გათვლებს ემოციური ვალიდაცია და დაკმაყოფილება ბევრად აცდენილია ლოგიკას და რეალობას ვიდრე ზოგადად ადამიანი თვლის ამას. ანუ საკუთარი ემოციების და ინსტინქტების კომპასად გამოყენებას და რაციონილიზებას ფიზიკურ ღირებულებებთან მიმართებით ხშირად არასწორ დასკვნამდე მიყავს ადამიანი. გლეხურად რო ვთქვათ "სიმართლეს ვერ იგრძნობ", თუ სუფთა მეცნიერულ კუთხით შეხედავ და მისტიკურ ახსნას არ ამოუდებ.

რა შუაშია ეხა ეს ამ თემასთან. დეპრესიის ან ჰიპერ-გადატვირთული ტვინის შემთხვაში ეგ დისონანსი ემოციებს და რეალობას შორის კიდევ უფრო მძაფრდება და overthinking, სტრესი, გაურკვევლობა და დაპანიკებული თვით-დიაგნოზები რო ემატება ვაბშე პიზდეცი ხდება.

ამიტომ ეგეთი მასიური სოციალური ფენომენების ლოგიკურად ახსნა ძალიან ძალიან რთული ადამიანისთვის და ადამიანის ტვინისთვის. სერიოზული Data ჭირდება და ვიტყოდი Machine Learning-ის ჩართვა რომ რეალურ სურათთან მიახლოვდე.
ათასი გაუგებარი ხლამის ჭამა, ინფორმაციული ოვერლოადი, გაზრდილი სტრესი, გაზრდილი პასუხისმგებლობა, გაზრდილი ინტერაქციები, დაურეგულირებული ცხოვრების გრაფიკი, გენეტიკური გადარჩევის მხრივ ცვლილებები (უფრო ადვილია "სუსტი" გენების გავრცელება). ამ ყველაფრის ფონზე რა რა დონეზე ატრიგერებს ტვინში ქიმიკატების კომბინაციებს რომლებიც ცუდათ გაგრძნობინებს თავს არაა მარტივი თემა მაგისი ანალიზი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 10122

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#9 » 17 Mar 2020 01:13

ანუ შენ როგორი პოზიციაგაქ იცი ყოველთვის. იძახი, რომ "გემი ადრე პირატების ნასროლი ბომბებით იძირებოდა, ბევრად მეტი აგრესიის ფონზე. დღეს კი გემი უბრალოდ ღიად დარჩენილი ტრიუმის გამო მიდის ფსკერზე". ანუ მიხსნი რო ადრე უფრო ცუდი იყო და ამითი მეუბნები რომ ეს სურათი ნორმალურია, უფრო ნორმალური ვიდრე იყო იმაზე. ეს კონცეპტი დავიჭირე რამდენჯერმე შენ ნაწერში. მარა თუ გემი იძირება აზრი არააქ რა ფორმით მიდის ფსკერზე, დეგრადირება დეგრადირებაა ყველა ვარიანტში და თუ ადრე ვიღაცის ხმლით კვდებოდი ეხა ფსიქიური აშლილობისგან იტანჯები.

თითონ კონცეპტი რომ ადრე უარესი იყო და ეხლა უკეთესია, არი მცდარი ამ თემასთან, იმიტომ რო, უშუალოდ იმ გამოვლინებაზემაქ ლაპარაკი რასაც კომპიუტერი და ინტერნეტი ქვია და არა ზოგადად კაცობრიობის განვითარებაზე. მე ვამბობ, რომ ამ მანქანას ბორბალი ძვრება, შენ კიდე მეუბნები რო ეს მანქანა ეტლით სიარულს ჯობია. და ეს იმიტო ხდება რო უბრალოდ გაზიარება არ გინდა იმის რასაც ვწერ და ისევ რაღაც კონტრ პოზიციით უნდა შემოხვიდე, რომელიც მე არ მაინტერსებს, იმიტო რო "პრობლემა არ მაქ" არ მაწყობს, მაქ და მინდა მოგვარების სწავლა და ეგ ფუნდამენტური სხვაობაა. ახსნა არმინდა იმის რო ცუდათ არ ვარ, ან არ უნდა ვიყო კაი ტიპი რო ვიყო. არმინდა კამათში გადასვლა და შეეცადე რო მიხვდე ჩემ პოზიციას, იმიტო რო საკამათო არაა ეს თემა.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
hellwalker
Posts: 5526
Contact:

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#10 » 17 Mar 2020 02:01

► Show Spoiler


გაქ ეგეთი მოცემულობა. გაქ წვდომა ინფრასტრუქტურასთან რომელიც გთავაზობს გაუთავებელი სახის ინფორმაციას, გაუთავებელი ფორმებით. (ინტერნეტი, სოციალური ქსელები.)

ამ ინფორმაციის დიდ ნაწილს არ მოაქ შენთვის ღირებულება ან შეილება ზიანიც მოგიტანოს. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული:
1) დაბალი ხარისხის ინფორმაციით მარკეტის flood -ით სადაც ძნელია ღირებულების გამორჩევა.
2) ცუდი აქტორებით. ვინც ცდილობს ექპლოიტაცია გაგიკეთოს თავის სასარგებლოდ.
3) შენით. უცოდინარობით, მიდრეკილებებით ან სიზარმაცით გაფლანგო დრო და ვერ მიიღო სარგებელი.

ეხა რა შეილება ქნა თითოეულზე (რაც მე მომდის თავში და რისი რჩევაც შემიძლია, სხვებმა შეგიძლიათ გაავრცოთ.)

1) კარგი და ღირებული ინფორმაციის პოვნა.
- შეგიძლია მიმართო სხვადასხვა კურატორებს და გაიადვილო ღირებულ ინფორმაციაზე წვდომა.
- Unfollow უქნა არასაჭირო ინფორმაციის დისტრიბუტორებს.
- უკეთესად ჩამოყალიბდე რა მოგწონს და რა გჭირდება და პროფილირება გააკეთო მაგაზე.

2) ცუდი აქტორები.
- თუ გაქ საშუალება შეწყვიტო მათი მოხმარება ან უკეთეს ალტერნატივაზე გადახვიდე.
- იპოვო ჯგუფები და ორგანიზაციები რომელიც წნეხის ქვეშ აქცევს ცუდ აქტორებს და აქტივისტად ჩაერთო. (იქნება ეს რეგულაციები თუ რაც.)
- იპოვო თანამოაზრეები და შენ თითონ შექმნა ალტერნატივა ცუდი აქტორების. თუნდაც პატარა მაშტაბში რომ გააუმჯობესო სიტუაცია. :guitara:

3) მომხმარებილის პრობლემა.
- გაიღრმავო ცოდნა იმ საკითხებთან დაკავშირებით რაც გიქმნის პრობლემას და მოისმინო სხვების გამოცდილება. (ეს თემა მარა + პოდკასტებით და ინტერვიებით უფრო მეტი შედეგის მიღება შეილება აქ რადგან უფრო სერიოზულად და საფუძვლიანად განიხილავენ).
- ჩამოიყალიბო რუტინები რითიც შეძლებ პირველ რიგში დაარეგულირო მოხმარება, მეორე რიგში შენ სასიკეთოდ გამოყენება ისწავლო. (ჩემი რუტინებიც გაგიზიარე რასაც მე ვიყენებ.)
- შექმნა შენი ჩენელი საკუთარი და სხვისგან ნასწავლი ცოდნის გაზიარების და დაეხმარო შენს გარშემო community-ს რომ შენი ცოდნით მათაც ისარგებლონ.


ზოგადი მიდგომაა, მაგრამ პირველ რიგში ეგ ზოგადია ჩემი აზრით საჭირო და მერე შეილება კონკრეტული მეთოდების გავრცობა. რაზეც ეხა ჩემი პირადი feedback ვერ იქნება ღრმა და ფუნდამენტალური. არ ვიცი მაგდენი საკითხზე. უფრო პოდკასტებით და ინტერვიებით შეილება ჩაღრმავება. თუ გავიხსენე ზუსტი პოდკასტები დაგილინკავ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 10122

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#11 » 17 Mar 2020 18:28

ჩემი ფეისბუქი ხო იცი როგორიც არი? :) ეგრემაქ ყველაფერი გაფილტრული. ისეთი არხებიმაქ რაც მაინტერესებს, დიდი ხნის სტაჟით, რო ვიცი რო არ გაფუჭებულან. გამოწერილი მყავს მარტო ის ხალხი ვინც მაინტერესებს. უბრალოდ იმდენი რამეა რო ყველა ვარიანტში გიპრობლემდება.
ძალიან ბევრი ცხოვრების ასპექტი მიიბა კომპიუტერმა და ჩემი აზრით ზუსტად ესაა მთავარი ტკივილი აქ.
საქმეს რო მორჩები, სერიალს ამოკეცავ, მერე სოციალურ ქსელში შეხვალ, მერე ფორუმზე შემოხვალ, მერე საქმეს დაუბრუნდები, მერე თამაშობ. გავიდა მთელი დღე და ზიხარ, გავიდა თვე და ზიხარ, გავიდა წელი და ზიხარ. და ესეთი სტილით მაცხოვრებელ ხალხს უნდა პირადი ურთიერთობების ქონა, ან წესიერი ჯამრთელობა და სტაბილური ფსიქიკა, რაც გამორიცხულია. და იმის მაგივრად რო სხვა აქტივობა შემოიტანონ, უფრო მეტ ენერგიას უთმობენ ინტერნეტით მოცემულ "საშუალებებს", რომ ვითო მეტი ენერგიის ჩადება უფრო ეფექტური იქნება და იღებენ იმ 10 პოსტს დღეში ფეისბუქზე. ძილის დროსაც რო ონლაინში არიან, იქნებ რამე ისეთი მოხდეს რაც ჭირდებათ. და ამის მეტნაკლებად ლაითი, ნარკომანული ფორმატებია უმეტესობაზე რასაც უყურებ. მათ შორის ჩემზე.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
hellwalker
Posts: 5526
Contact:

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#12 » 17 Mar 2020 23:36

ბიჭო ხო არ ვიცი. ეხა ფაქტია რომ ადამიანი ციფრულად აუგმენტირებულ(წვდომას ვგულისხმობ და არა ღირებულებას) არსება გახდა და დიდი ალბათობით მასიურად კიდევ უფრო გაიზრდება მაგისი ჩართულობა ყოველდღიურობაში, ტვინის კლაუდ ინფორმაციაზე პირდაპირ მიერთების ჩათვლით. (https://www.youtube.com/watch?v=x5pgAM26wuM).

მასიურად მართლა ვერ ვხდები რა გამოსავალი შეილება მაგისი რაც მომხმარებელის მიერ ცხოვრების სტილზე და გარემოს შეცვლაზე არ გადის. ხო არ ჩაუხსნი ინტერნეტს ეხა მთავრობის დონეზე ან quota-ს დააწესებ. მითუმეტეს როცა Bad Actor-ებსაც რო აღარ ეხება ეს და იმაზე დადის რომ საშუალება და არჩევანი გაქ დიდი დროის კომთან გატარების და ეგ გითრევს.

მანდ უკვე მიბმულია ეკონომიკურ განვითარებაზე (მეტი თავისუფალი ფული აჩენს მეტ ინტერესს და გასაქანს სხვადასხვა ჰობიებზე, აქტივობებზე და ბიზნესებზე) ეგ ყველაფერი ლომის წილად. და გარკვეულ წილად ე.წ. "Influencer"-ების აქტიურობაზე, ანუ სიტყვაზე როგორც ლარპი წამოიწყეს და გაყარეს ხალხი გარეთ ეგეთი რაღაცეები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 10122

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#13 » 18 Mar 2020 13:33

ეს ვერ დავამუღამე
მითუმეტეს როცა Bad Actor-ებსაც რო აღარ ეხება ეს და ...

ტვინის ქლაუდ ინფორმაციაზე მიერთება, რო ინდივიდუალიზმს გაგიქრობს გამოიწვევს (პირადის) და პირიქით იმ ქლაუდის თული რო გახდები, მაზე არ უფიქრია ნეტა არცერთ დედა მო*ნულს ვინც ამის გაკეთებას ცდილობს? ან უფრო იმას ვინც ამას ბედნიერი ელოდება?
კამფეტად შემოპარებული, ტოტალური მონობა. ჩვეულებრივი პარაზიტის საქციელი, შენს სხეულს რო თავის კვერცხების დასადებად იყენებს, ეგეთი პრინციპია.
ერთი რაც დარჩა სხეული გაქ და ისიც უნდათ რო თავიანთი იყოს და გტენიან სუპერფაუერის ფორმით ჩიპს :) რო აი ეხა მთელი ვიკიპედია გეცოდინება შეჩემა, თან სუ ონლაინ იქნები, რო მოკვდები მერეც )))) რამხელა წინსვლაა მაინც ))) მარა ესეთ გულის ამრეობას თუ გაბედავენ ჯერ მაგასაც ვერ ხვდება ვერავინ :) პირიქით ოვაციებია. მასკია დღეს კაცი... ველოდებით...

ამ სიტუაციის მასიურად შეცვლაზე არც ვლაპარაკობ მე. მასიური უკვე ყველაფერი იმათ ხელშია ვისაც მე და შენი ამ რეჟიმში ცხოვრება პირდაპირ ფულს აკეთებინებს.
ერთადერთი პირად დამოკიდებულებას და სწორი კულტურის ჩამოყალიბებასააქ აზრი . ისიც თუ შესაძლებელია საერთოდ, ამ ზედმეტად ამბიციური ხალხის ფონზე ))

მარტო თავისუფალი ფული არაა რეალობაში ყოფნის და რაიმეს კეთების შესაძლებლობა. უფასოდაც შეგილია ეგეთი რაღაცეები, პროსტა ესენი არ გვეუბნებიან :) ვაფშე იქამდე მივა ალბათ რო უბრალოდ რეალობაში სამყოფელად მოგიწევს ბოლოს ფულის გადახდა. და მერე რო ვხსნი ესეთ თემას და მაინც რო ფიქრობ, რომ წარსულში უარესი იყო და ეხა უფრო მეტი შესაძლებლობები გვაქ ))
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
hellwalker
Posts: 5526
Contact:

Re: Information overload "Digital Autism"

Unread post#14 » 18 Mar 2020 18:30

უფასოზე არაა. არ ჩნდება ხოლმე მასიურად ინტერესი ეგეთი რაღაცეების განვითარებად ქვეყნებში. რაღაც დონის სტაბილურობა და მენტალური წნეხის ნაკლებობაა საჭირო რომ ხალისი გაუჩნდეს მაგის ხალხს.

თორე ინდივიდუალურად თუ მოინდომე რასაც გინდა იზამ. პირველ რიგში რამე რუტინები უნდა გამოიმუშავო, რომელიც უფრო მეტად გაგიყვანს იმ ცხოვრების სტილზე რაც გინდა. მაგის გარეშე რთული თემაა. კონკრეტულ დროს და ფორმას რასაც არ გამოუნახავ უფრო დიდი შანსია ჩაგრჩეს რუტინაში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests


cron