ინტერნეტის თემა მაშტაბურია და ნაკლებად შესწავლილი, როგორც საფრთხის შემცველი.
ეს ყველაფერი დადის უშუალოდ იმფორმაციასთან, რასაც მოვიხმართ და როგორც მოვიხმართ.
და კი, მეტყვით რო ყველა მხოლოდ მიზანმიმართულ კონტენტზე ზიხართ, მარა ძნელია მაგის დაჯერება იმის გათვალისწინებით როცა 24 საათიდან 5-12 საათს ტელეფონის, ან კომპიუტერის მონიტორთან ვატარებთ (თუ თვლით, რომ მაინც ასეა, ძალიან კარგი, ანუ თქვენ უკვე მოახდინეთ ადაფტირება და ველოდებით რჩევებს კომენტარებში)...
მაგალითად (ჩემი აზრით) სოციალურ ქსელებს პირდაპირი კავშირიაქ დეპრესიასთან, რადგან ადამიანს ვერ უნაცვლებს პირად ურთიერთობებს, რასაც ბევრი ვერ აცნობიერებს და იმყოფება დამოკიდებულების რეჟიმში, მუდმივად რაღაცის ლოდინში.
ვიდეო კონტენტი შედარებით განსხვავებულია სოციალური ქსელებიდან, მაგრამ გავს ტელევიზორის ზომბირებას, როცა ტვინი ძილის, ან მუდმივი გაბრუების რეჟიმში გაქ და კონცენტრაციას ვერ ახდენს. მითუმეტეს როცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ იდება და არ იცი რა მომენტზე გაჩერდე

აქედან ყველაზე ცუდი არი ზუსტად ეგ უწყვეტი იმფორმაციის მიღების პროცესი, როცა გონებას უბრალოდ იმის დროც არააქ, რომ რამის გაანალიზება დაიწყოს - რეალურად აქღიქვა, გადახარშო ის რაც გაიგე. ყოფილა უბრალოდ ჩაის დასალევად გავსულვარ, არაფრის კეთების გარეშე დავმჯდარვარ და ერთი 15 20 წუთში შვება მიგვრძვნია. გამოფხიზლების და დაწყნარების განცდა.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტი, გაუაზრებელი, გაუანალიზებელი ინფორმაციით (სულ რომც საჭირო იყოს), გროვდება სტრესი და ეს სტრესი არაა მითი. ძალიან რეალურ პრობლემად შეილება ჩამოყალიბდეს.
ხოდა რას მოვაყოლე ამხელა ამბავი. დაკარგა პოპულარობა ამ ტიპმა, მარა თემას აქტუალურ შეეხო და მინდა რო დაურთო ამასაც - ყურებისას ზუსტად ჩემი პრობლემები გამახსენდა
და ბოლოს მინდა გკითხოთ ორი რამე :
1. თქვენი აზრით, აღვივებს თუ არა თამაშები "ციფრულ აუტიზმს", თუ პირიქით ? (ანუ ტვირთავს თუ არა ადამიანს თამაში კიდევ უფრო ინფორმაციისგან, თუ პირიქით, ეხმარება განტვირთვაში?)
2. და არის თუ არა ციფრულ გარემოში, ნაწერი კონტენტის მოხმარება უფრო მიზანშეწონილი, თუნდაც იგივე ვიდეოსთან, ან აუდიოსთან შედარებით ? (იმის გამო, რომ წარმოსახვა და კითხვის მატორიკა მუშაობს)