ღია დიზაინის თამაშები, გამოკვლევა

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

ღია დიზაინის თამაშები

Unread post#1 » 17 Jan 2020 00:55

ზოგადად ხელოვნებაში, და მათ შორის თამაშებში არსებობს ეგეთი ტექნიკა რომ ავტორი კარგად ჩამოყალიბებულ კალაპოტს ქმნის ნამუშევარზე მაგრამ ბევრ დეტალს ტოვებს დაუმუშავებელს ან უთქმელს. და სწორედ გათვლის შემთვევაში ამ "ნეგატიურ სივრცეს" ავსებს ხოლმე მომხმარებლის წარმოსახვის უნარი.

ეს მომხმარებლის ძლიერ დონეზე ჩაბმას იწვევს ნამუშევრის ნახვისას, და შემოქმედებითი თანამონაწილე ხდება მომხმარებელი პროდუქტიდან მიღებულ საკუთარ ექსპერიენსში.

ზოგჯერ ეს ძაან პირდაპირი ფორმით ხდება, როგორც სამაგიდო RPG თამაშების შემთხვევაში. როდესაც მოთამაშეს ეძლევა სამყარო და წესები და მაგ კალაპოტის გათვალისწინებით მოთამაშე პირდაპირი გაგებით ქმნის კონტენტს თავისი თანამონაწილეობით.

ზოგჯერ ეს უფრო ირიბი ფორმითაა, მაგალითაც როგორც Dark Soul-ის მსგავსი თამაშის შემთვევაში. როცა ერთგვარი "სპეკულაციური არქეოლოგიით" ხდება სიუჟეტის და სამყაროს გაცნობა.

რას ფიქრობთ ასეთ პროექტებზე? რომელი პროექტები მოგეწონათ ან პირიქით არ მოგეწონათ? Discuss.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#2 » 17 Jan 2020 02:14

კოლოსუსი და სოულსია ბოლო დროს ყვეელაზე თვალსაჩინო ალბათ. კოლოსუსი უფრო არქიტექტურით და ლანდშაფტით მიგანიშნებს დეტალებზე, სოულსი გაფანტულ დეტალებს გიყრის და ფაზლს გაწყობინებს. არის კიდე ძველი თამაში რამაც ICO-ს შექმნა შთააგონა უედას, Another World, სინემატიკური პლატფორმერი, მიდის სიუჟეტი და სამყაროს დეტალები ფანტაზიას ავსებს პარალელურად ძალიან მინიმალისტური ვიზუალით. საილენთ ჰილების სამყაროს აწყობაც მსგავსი დეტალებზე დაკრივვებით ხდება, საირენზეც ფაზლია ყველაფერი ბევრად ჩახლართული. ბრეიდს აქვს კიდე ეგ მომენტი, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ბევრი რამ და პატარა პორტალებს დებს ფილოსოფიურად რო გაყვეს მოთამაშე თამაშის მიმდინარეობას. Oddworld-მაც ძალიან დამაინტერესა თავის დროზე სამყაროთი, ძალიან ბნელი და მისტიური იყო ყველაფერი, ამავდროულად კინემატოგრაფიული სისასტიკე დაყვებოდა და რეალიზმს სძენდა, ნუ ეს რიმეიქში დაიკარგა და მულტფილმს დაემსგავსა ყველაფერი.
ნუ ზოგადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი hook-ია ეგ მომენტი, ტვინი როცა მუშაობას იწყებს სიუჟეტის პარალელურად და გარემო მისტერიებს მიჩვენებს, მათზე დაკვირვების საშუალებას მაძლევს და ცალკე ამბის მოყოლას იწყებს რავი, ნებისმიერ დროს მირჩევნია ასეთი თამაში ერთ რელსზე შემდგარი სიუჟეტის მიყოლას
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#3 » 17 Jan 2020 03:30

ჰორორის და მისტიკის შესაქმნელად სერიოზული მიგნებაა აშკარათ.
DS არი მსგავსი სტილით შექმნილი დარქ ფენტეზი, ანუ ფენტეზიზეც მუშაობს.

ზოგადად DS ამდე ბევრად ადრე, შეილება ითქვას პირველი შეხება, SH და SH2 იყო. თამაშის უშუალო გასვლის პარალელურად ხსნი წარმოსახვით ფაზლს (რასაც გარემო და ფრაგმენტული ინფორმაცია კვებას), რომ ჩაწვდე მიმდინარე მოვლენებს და ბოლოს ეგ ფაზლი ხდება მთავარი შთაბეჭდილება. თან SH2 ისეთი მოვლენაა რო ხალხი წლობით რჩებოდა მაგ სამყაროში და ცდილობდა ყველაფერი ერთმანეთთან დაეკავშირებინა.

პრინციპში ბოლოს სადაც მსგავსი სთორითეილინგით ვიკაიფე იყო Darkwood, რომელშიც სულში მოგყვება დეველოპერი, ისე კარგადააქ გათვლილი ყველაფერი.
და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვეში naissancee, რომელიც ალბათ ყველაზე ცალცსახა წარმომადგენელია ამ სტილის სთორითელინგის, იმიტო რო თამაშში საერთოდ არანაირი სიუჟეტი არ მოგეწოდება პირდაპირ. მარტო გარემოა და ეს გარემო გაძლევს ყველაფერს.

პ.ს. The Vanishing of Ethan Carter

Riddick
Posts: 11696

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#4 » 17 Jan 2020 03:38

Antichamber, Machinarium და Gris სამივე ამ სტილს განეკუთვნება და მაგრად მომწონს.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#5 » 17 Jan 2020 10:14

დიახ, ჩემთვის ეს არის თამაშის, როგორც ხელოვნების მედიუმის საუკეთესო გამოხატულება(თუ ასეთად შევხედავთ). სოულზები და კოლოსუსი, როგორც სლეიერამ ახსენა, არის საუკეთესო მაგალითი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#6 » 17 Jan 2020 14:47

ჩემთვისაც არ გაგიკვირდებათ და საყვარელი ფორმაა სთორითელინგის.
ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი ამ მხრივ ალბათ Ice Pick Lodge-ის თამაშები იყო Pathologic და Tyrgor. ავტორის მიერ ჩადებული პაზლის ამოხსნაზე და მისი ჩანაფიქრის გაშიფრვის ექსპერიენსზე მეტად აქ მაინც იმერსიული სიმულაციის და ღია დიზაინის გასაყარზე წარმოქმნილი ექსპერიენსი მისწორდება როგორიც იყო მაგ თამაშებში.

Real Time მოვლენები და ციკლები რომ ხდება "სიუჟეტი" და შენს მიერ ამათი ფენა ფენა აღქმა, დაფიქრება და წარმოსახვის გახსნა რომ ხდება მთავარი ექსპერიენსი. ანუ დასკვნები რომ შენ გამოგაქ არა პერსონაჟის ან ავტორის თვალით, არამედ შენი თვალით და შენ გაყენებს დილემების, კითხვების და გამოსავლის ძიების წინაშე, პერსონაჟის ლეიერის თქვენს შორის მოხვედრის გარეშე.

Pathologic-ში რომ რაღაც რენდომ სახლის გალუტვა გამიტყდა და მივხვდი რომ გეიმპლეი ექშენიდან, რეალური ექშენის მსგავსი დატვირთვა და დილემა მაგრძნობინა იყო ერთ-ერთი პირველი ბომბი ასეთი სთორითელინგის რასაც შევხვდი. და Tyrgor-შიც მქონდა მსგავსი შემთხვევა როცა გავიაზრე რომ თამაშში არ იყო პასუხი იმაზე თუ საით უნდა მევლო და რისთვის მიმეღწია. ენდინგის არჩევნები რეალურად იყო არჩევნები და რომელზეც არ უნდა წავსულიყავი ყველა იქნებოდა "სწორი" და "კანონიკური" არჩევანი რადგან აზრიც თამაშის ეგ იყო, მე როგორ მოვიქცეოდი მაგ სიტუაციაში და რა იქნებოდა ჩემთვის სწორი ღირებულება მაგ მომენტში.

უფრო ხშირად უნდა იყოს და მოუხდებოდა თამაშებს ეგ მომენტი ჩემი აზრით რომ იგრძნო რომ ავტორის მიერ წინასწარ შექმნილი გამოსავალი არ არსებობს, და მართლა რამე უნდა ქნა თორე დაფეილდები. წარმოუდგენლად დამთრგუნველი და ამავდროულად აღტაცების მომტანი მომენტია ავტორის მიერ ჩანერგილი დამცავი ბადის არ ქონა. ტირგორზე უფრო რეალისტურ ფორმებში მაგის მიღწევა პიზდეც ექსპერიენსს დადებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#7 » 24 Feb 2020 23:50

ღია სიუჟეტი არ ჯობია სახელი? დიზაინი ხო იდეაში თამაშის ყველა მომენტზე გადის?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#8 » 25 Feb 2020 00:22

სთორითელინგის თემაა უფრო, ანუ პროცესის რა, ნარატივის, გადმოცემა როგორ ხდება სამყაროში მოცემული დეტალებით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#9 » 25 Feb 2020 00:35

სიმართლე ვთქვა სულერთია რა ერქმევა თემას.
მაგრამ იდეურად რავი რთული სათქმელია.
რაღაც მხრივ არაა სიუჟეტზე შეზღუდული ეგ თემა. ანუ "სპეკულაციური არქეოლოგია" იგივე "სიმბოლიზმით თხრობა" არის ერთერთი გავრცელებული ფორმა მაგისი სადაც მარტო სთორია ეგრე გადმოცემული. ანუ ავტორის დამალულ ჩანაფიქრს რო ეძებ ძირითადათ ან სიმბოლურ დატვირთვების გაშიფრვას ცდილობ.

მაგრამ იგივე ტირგორზე რაც აღვწერე, სადაც სიუჟეტი, გეიმპლეი, მისიები, და მექანიკები ერთიანობაში ქმნის ექსპერიენს ეგ უკვე ცდება სიუჟეტს ჩემი აზრით. მაგათი შედეგი უფრო ექსპერიენსის განცდაა და საკუთარ თავზე გადატანა, (სიმულირებულ ფორმაში), ვიდრე კლასიკური გაგებით ამბის თხრობის მოსმენა. ანუ ჩვეულებრივ ინტერაქტიული სიუჟეტისგან განხვავებული რაღაცაა.

ალბათ უფრო პირველ პოსტს უნდა გადავლა რომ ეს მაგალითიც შეითავსოს. იმიტომ რომ ამ განხილვის პოტენციალით უფრო საინტერესოა თემა ჩემი აზრით. იმიტომ რომ სხვა მხრივ მაშის უფრო თემა უნდა იყოს "სიმბოლური თხრობის მქონე თამაშების სია" ან რამე ეგეთი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#10 » 25 Feb 2020 14:17

ლორი და არა სიუჟეტი. გმირის ამბის მაგივრად არი ინფორმაცია მხოლოდ თამაშის სამყაროზე, ისიც ფრაგმენტული და მოგვეწოდება სხვადასხვა ხერხებით - რამე რეჟიმია თამაშში, აქიტექტურაა სახასიათო, ბუნებრივი მოვლენები, სხვა მოვლენები ( მაგალითად ვინმე ომობს ერთმანეთში), ნივთები (DS) და ა.შ. ანუ ნებისმიერი ზოგადი ინფორმაცია რაც შენზე არაა მომართული და ოფციონალურია ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც.

ამ ყველაფერში მთავარი მაინც უფრო მოთამაშისადმი დამოკიდებულებაა, სადაც იგი არაა ცენტრალური მოქმედი ელემენტი სამყაროსი. აქედან გამომდინარე გვინდა რამე სახელიც.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ღია დიზაინის თამაშები და თამაშების ისტორიები

Unread post#11 » 13 Mar 2020 16:10

ცენტრალურიც შეილება იყოს, მაგაზე არაა. მთავარია სწორხაზოვანი და ბოლომდე დეტალებში გაწერილი ექსპერიენსი არ იყოს. ანუ ისეთი რამე არ იყოს სადაც ავტორი გაძლევს ყველაფერს და ღია კითხვები არ რჩება. პირიქით უნდა მოგცენ სამყარო და დატოვონ იმდენი დაუმთავრებელი ამ სამყაროში რომ შენი მუღამით შეავსო ეგენი.

მოთამაშისადმი მიდგომას და მაგ ყველაფერს ქვია დიზაინი ტექნიკურ ენაზე. დიზაინი ტერმინი გულისხმობს კონკრეტული ფორმის, განწყობის ან შედეგის მომტან ფორმაში მოყვანას რაიმესი.

მაგალითად ტანსაცმლის დიზაინი გულისხმობს ხასიათის, სტატუსის და განწყობის გამოხატვას ფორმებით, ფერებით, მატერიით. იგივე სიტყვაზე ინტერიერის დიზაინი, ან საიტის დიზაინი. ფორმის, ფუნქციის და ექსპერიენსის შეხამება კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

გეიმ დიზაინი, ნარატიული დიზაინი და ა.შ. იგივეს მოიაზრებს. ანუ თამაშს როცა ისე აგებ რომ ნეგატიური სივრცე (მხატვრობის ტერმინია, ნახატის სუბიექტის გარშემო დაუმუშავებელ სივრცეს გულიხმობს https://cloudmakers.ru/negativnoe-prostranstvo/) კონტენტის გარშემო და ინსტრუქციების ნაკლებობა, ნაკლის მაგივრად პირიქით ღირებულების მომტან ექსპერიენსად აქციო. მაგი პროცესი არის თამაშის დიზაინი. და მაგის კონკრეტულ გამოხატულებას, ანუ მასეთ დიზაინზე გათვლას შეიძლება დაარქვა ღია დიზაინი.

ისევე როგორც მაგალითად Emergent Design -ს ხმარობენ ტერმინს. (როცა თამაშის გარემოებები კარნახობს დინამიურად მოთამაშეს პრიორიტებს.)

სიუჟეტით, ლორე-ით და სამყაროზე ინფორმაციით არ იზღუდება ამისი შესაძლებლობა როგორც დავწერე. იგივე ტირგორის მაგალითზე. მარა შეიძლება ვაბშე არ იყოს სიმბოლიზმი და სიუჟეტი, და არც ეგ მხატვრული დამუშავება არქიტექტურის და სტილისტიკის მიერ და მაინც ჯდებოდეს ღია დიზაინის პრინციპში. რთული მოსაცემია მაგალითი რადგან ბოლომდე ამაზე აგებული თამაშები იშვიათია weird ინდი პროექტების მიღმა. მაგრამ სიტყვაზე სენდბოქს თამაში რო გააკეთო სადაც ბევრი სხვადასხვანაირი აქტივობა შეუძლია მოთამაშეს(ინადიროს, იბძოლოს, იფერმეროს, ბარდი იყოს, ივაჭროს), და რაღაც ინტერაქციები პერსონაჟებთან მაგრამ კონკრეტული მიზანი არ მისცე. და ზოგმა მოთამაშემ ფერმერობა დაიწყოს შიგნით, ზოგმა მოგზაურობა, ზოგმა სერიული მკვლელობა (ანუ როლეპლეი) ეგეც იგივე კატეგორიაში ჯდება რაზეც გავხსენი თემა. Sims თამაშიც მაგალითად რო გადააკეთო ცოტა და აქცენტი მოუშალო ცხოვრების სიმულაციაზე შეილება ეგეთი იყოს.

ანუ ნაკლებად ათვისებელი მიმართულებაა, და რახან უმეტესად სიუჟეტზე იყენებენ ეგ არ უნდა ზღუდავდეს დისკუსიას ჩემი აზრით, რახან უფრო ფართო გამოყენებაზე მსჯელობა უფრო საინტერესოა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 201 guests


cron