ცენტრალურიც შეილება იყოს, მაგაზე არაა. მთავარია სწორხაზოვანი და ბოლომდე დეტალებში გაწერილი ექსპერიენსი არ იყოს. ანუ ისეთი რამე არ იყოს სადაც ავტორი გაძლევს ყველაფერს და ღია კითხვები არ რჩება. პირიქით უნდა მოგცენ სამყარო და დატოვონ იმდენი დაუმთავრებელი ამ სამყაროში რომ შენი მუღამით შეავსო ეგენი.
მოთამაშისადმი მიდგომას და მაგ ყველაფერს ქვია დიზაინი ტექნიკურ ენაზე. დიზაინი ტერმინი გულისხმობს კონკრეტული ფორმის, განწყობის ან შედეგის მომტან ფორმაში მოყვანას რაიმესი.
მაგალითად ტანსაცმლის დიზაინი გულისხმობს ხასიათის, სტატუსის და განწყობის გამოხატვას ფორმებით, ფერებით, მატერიით. იგივე სიტყვაზე ინტერიერის დიზაინი, ან საიტის დიზაინი. ფორმის, ფუნქციის და ექსპერიენსის შეხამება კონკრეტული შედეგის მისაღწევად.
გეიმ დიზაინი, ნარატიული დიზაინი და ა.შ. იგივეს მოიაზრებს. ანუ თამაშს როცა ისე აგებ რომ ნეგატიური სივრცე (მხატვრობის ტერმინია, ნახატის სუბიექტის გარშემო დაუმუშავებელ სივრცეს გულიხმობს
https://cloudmakers.ru/negativnoe-prostranstvo/) კონტენტის გარშემო და ინსტრუქციების ნაკლებობა, ნაკლის მაგივრად პირიქით ღირებულების მომტან ექსპერიენსად აქციო. მაგი პროცესი არის თამაშის დიზაინი. და მაგის კონკრეტულ გამოხატულებას, ანუ მასეთ დიზაინზე გათვლას შეიძლება დაარქვა ღია დიზაინი.
ისევე როგორც მაგალითად Emergent Design -ს ხმარობენ ტერმინს. (როცა თამაშის გარემოებები კარნახობს დინამიურად მოთამაშეს პრიორიტებს.)
სიუჟეტით, ლორე-ით და სამყაროზე ინფორმაციით არ იზღუდება ამისი შესაძლებლობა როგორც დავწერე. იგივე ტირგორის მაგალითზე. მარა შეიძლება ვაბშე არ იყოს სიმბოლიზმი და სიუჟეტი, და არც ეგ მხატვრული დამუშავება არქიტექტურის და სტილისტიკის მიერ და მაინც ჯდებოდეს ღია დიზაინის პრინციპში. რთული მოსაცემია მაგალითი რადგან ბოლომდე ამაზე აგებული თამაშები იშვიათია weird ინდი პროექტების მიღმა. მაგრამ სიტყვაზე სენდბოქს თამაში რო გააკეთო სადაც ბევრი სხვადასხვანაირი აქტივობა შეუძლია მოთამაშეს(ინადიროს, იბძოლოს, იფერმეროს, ბარდი იყოს, ივაჭროს), და რაღაც ინტერაქციები პერსონაჟებთან მაგრამ კონკრეტული მიზანი არ მისცე. და ზოგმა მოთამაშემ ფერმერობა დაიწყოს შიგნით, ზოგმა მოგზაურობა, ზოგმა სერიული მკვლელობა (ანუ როლეპლეი) ეგეც იგივე კატეგორიაში ჯდება რაზეც გავხსენი თემა. Sims თამაშიც მაგალითად რო გადააკეთო ცოტა და აქცენტი მოუშალო ცხოვრების სიმულაციაზე შეილება ეგეთი იყოს.
ანუ ნაკლებად ათვისებელი მიმართულებაა, და რახან უმეტესად სიუჟეტზე იყენებენ ეგ არ უნდა ზღუდავდეს დისკუსიას ჩემი აზრით, რახან უფრო ფართო გამოყენებაზე მსჯელობა უფრო საინტერესოა.