ტოპიკის გახსნის ინსპირაცია იყოს ეს ვიდეო
ნაკრებია სხვადასხვა ცნობილი Talk-ების და ეხება თამაშების როლს და "ნამდვილ" ფორმას. კონკრეტულად კი კრიტიკა მიდის მეინსტრიმ ინდუსტრიის რომელიც მარტივ გეიმპლეის და გეიმპლეისგან დისონანსში მყოფი კინოსებრი ისტორიებს ტენის თამაშებში და ამ ფორმულის ერთადერთ განვითარებას მაშტაბების გაზრდაში ხედავს.
ამის ალტერნატივად საკმაოდ კონტროვერსიული აზრია მოყვანილი, რომ თამაშებმა უნდა დაანებონ წინასწარ გაწერილი ისტორიების მოყოლას თავი და მთლიანად ორიენტირდნენ თამაშის ძლიერ მხარეებზე. კონკრეტულად კი ინტერაქტიულობაზე და მოთამაშის თამაშის სისტემებთან ინტერაქციაზე გაკეთდეს აქცენტი. ის ემოციები, აზრები, თუ განცდები რაც იქმნება მოთამაშე<->სისტემას შორის, რომ განიხილოს როგორც მთავარი და ღირებული ამომავალი წერტილი თამაშების. ანუ AAA თამაშების იყოს მასეთი. კიდევ ბევრ საინტერესო თემას ეხება ვიდეო და ბევრ სალაპარაკოს და საფიქრალს ბადებს მგონი.
აი თვითონ ჯონათან ბლოუს ორიგინალი ვიდეო სადაც უფრო ვრცლად განიხილავს პრობლემას: https://youtu.be/mGTV8qLbBWE?t=2