WTF is Cloud Gaming?, მომავლის გეიმინგი >> საკითხის გარჩევა

ფორმატები : საერთო თემა , ჩამონათვალი , საკითხების გარჩევა , გამოკითხვა , ხმის მიცემა , შედარება , სხვა
Riddick
Posts: 9419
Contact:

WTF is Cloud Gaming?

Unread post#1 » 12 Apr 2019 03:26

მარტივი, მოკლე თემის გახსნა მინდოდა, მარა იმხელა ცვლილებაა და იმდენად არაცალსახა, რო სავარაუდოთ პრინციპულად შეცვლის თამაშების სახეს, თან არა მოთამაშეების სასარგებლოთ, ამიტო ცოტა ჩაღრმავება მომინდა.

მთელი Cloud Gaming იდეა - კომპანიაზე მიბმული გეიმინგი, ანუ მუდმივ ონლაინზე გადასვლა, ჩვენთვის კარგს ბევრად ნაკლებს მოიტანს, ვიდრე მათთვის ვინც ამ სერვისს გაწევს. ეხა კი შევეცდები ავხსნა, როგორ ვხედავ დეტალებში ამ ყველაფერს და რატომ არის გასათვალისწინებელი.

მოცემული მოვლენის სიდიდე GooGle-ის გეიმინგთან დაკავშირებული ანონსის მერე გამოჩნდა, როცა გამოვიდნენ და "დააწესეს" რო Cloud Gaming აწი სტანდარტი გახდება. და უცებ გაირკვა რო თურმე ყველა სხვა მსხვილი კომპანიაც უკვე რაღაც დონეზე მზადაა მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად . რეალურად ხდება ის რო ტიპები მიხვდნენ მუდმივად ონლაინზე მყოფი მოთამაშეების ყოლის პოტენციალს , რომელიც მართლა შემაშინებელი მაშტაბების პერსპექტივებს იძლევა. აი დაახლოებით:

1. კონსოლების წარმოებისგან განთავისუფლება (ანუ გასაყიდი ჰარდის).
2. თამაშების ფიზიკური დისკების წამოებისგან განთავისუფლება.
3. ნახმარი თამაშების გადაყიდვის პრობლემისგან განთავისუფლება.
4. პირატობისგან განთავისუფლება.
5. სერვისის ყოველთვიური გამოწერის შემოსავალი.
6. თამაშების მაგივრად, თამაში-სერვისები, რომელშიც იყიდება შიდა კონტენტი - ვალუტის, ლუტბოქსების, სკინების და სხვა ელემენტების სახით.
7. მოთამაშეების პირადი ინფორმაცია, სტატისტიკები, რომელიც ცალკე შემოსავლის წყაროა.
8. საკუთარი ცენტრალური კომპიუტერის ქონა, რომელზეც გამოვა შეუზღუდავ რესურსზე გაკეთებული, შენივე კორპორაციის ექსკლუზივები.

ეს ის რაც ეხა გავიაზრე.

მამენტ, ცოტა წინ რო წავიდე, ვხვდები კიდე რა გარყვნილი ვეშები შეილება მოვიდეს - სუპერ კომპიუტერების რესურსების თამაშები, რომლებიც ალბათ 10 15 წელიწადში მართლა რეალობის დონეზე დაიხვეწება (Matrix). ანუ ფაქტიურად იქნება ალტერნატიული რეალობა, რომელშიც შეგეძლება უკვე რაღაც სრულიად სხვა დონის არსებობა ... ეხა ძაან შორს წავედი, მარა რა დაუშლით?)

ხოდა დროზე ადრე რო არ დაგვჭირდეს ფსიქიატრიული დახმარება, ცოტას დავზადნავ და დავდებ ერთ სიუჟეტს ამ თემაზე (რატომაც მომინდა თემის გახსნა). ვდებ იმიტო, რო კონტენტში ერთიანადაა თავმოყრილი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სიახლე Cloud Gaming გარშემო, რაც კარგ პერსპექტივას იძლევა საკითზე.

პ.ს. ეს ყველაფერი კარგია, მარგამ რეალურად მაინც ვფიქრობ, რომ საღი აზრის მიხედვით, ყველა ახალ ტექნოლოგიას თავისი კონკრეტული ნიშა ჭირდება და არა ყველაფრის შთანთქმა, რაც მანამდე იყო. თუ ზევით ნახსენები დუღილი, ბოროტება არ გახდება და რაიმე რეალურად ადამიანურ გამოყენებას ჰპოვებს, ძაან კარგი იქნება - განსაკურთებით MMO თამაშებისთვის.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
SLaYeR
Posts: 4821
Contact:

Re: WTF is Cloud Gaming?

Unread post#2 » 12 Apr 2019 03:42

სხვის კომპიუტერზე თამაშის დედაცმოვ**ან, ამას ვიტყოდი :D:D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9419
Contact:

Re: WTF is Cloud Gaming?

Unread post#3 » 12 Apr 2019 10:00

კი, მეც ეგეთ განწყობაზევარ, მაგიტო მგონია რო ჩაუვარდებათ ეს დიდი ღორობის გეგმა, მარა ვისაც რეალურად ჭკუა ეყოფა, არ გაღორდება და ვთქვათ, ამ სუპერ კომპების ექსკლუზიურ კონტენტს დადებს, იმათ მგონია რო აქვთ გზები. ჩისტა ონლაინ დისწიპლინებისთვის არი ძალიან დიდი პოტენციალი.

ნებისმიერი MMORPG MMOFPS გან საერთოდ სხვა მაშტაბების თამაშების დადება შეილება, რასაც სავარაუდოთ პირველ რიგში გამოიყენებენ (სერვერზე ჩაწერილი wow თამაში ჯობია, თუ სახში 300 GB რო გიყენია? თუ მითუმეტეს პინგი ერთი და იგივეა).

აი სოლო გეიმინგისთვის დამაჯერებლის, მგონი არაფრის შეთავაზება არ შეულიათ საერთოჯამში.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9419
Contact:

Re: WTF is Cloud Gaming?

Unread post#4 » 15 Apr 2019 23:45

თემასთან ახლოს ნიუსები

თანამედროვე თინეიჯერებში ჩატარდა გამოკითხვა როგორი ფორმატის თამაშების ყიდვას ანიჭებენ უპირატესობას - https://gamemag.ru/news/136130/dlya-roz ... enie-cifro

Microsoft გამოვარდა სცენაზე, ჩვენ უფრო მეტი კონტენტი გავქო - https://gamemag.ru/news/136082/stadia-microsoft
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests