Hackwork, გავარჩიოთ ხალტურა, თამაშებისგან >> გამოკითხვა

ფორმატები:
საერთო თემა . საკითხების გარჩევა . გამოკითხვა . არჩევანი . შედარება . ჩამონათვალი . სხვა
Riddick
Posts: 9190
Contact:

Hackwork

Unread post#1 » 01 Mar 2019 13:48

1. დაწერეთ თამაშის სახელი, თუ გაინტერესებთ რამდენად სანდოა ხალტურის თვალსაზრისით.
2. დაწერეთ თუ შეგხვდებათ რამე მსგავსი.

ციფრული დისტრიბუციის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მინუსი არი ბაზარზე დაუმთავრებელი კოდების გამოჩენა, რომელსაც თამაშებს ეძახიან, მარა საქმეზე ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რო უბრალოდ ტრეილერის გადასაღებად შექმნილ დეკორაციაში დარბიხარ.

მახსოვს რო ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ, უცხო სტუდიების თამაშების გატესტვა განსაკუთრებული ექსფერიანსივით იყო, კი ხალტურა მაშინაც იყო , მარა მთლიანობაში დეველოპერების ორიგინალური მიგნებები გაცილებით ჭარბობდა, რის გამოც მთლიანად სათამაშო ინდუსტრია თვითონ წარმოადგენდა ერთგავრ ექსფლორაციის სივრცეს. დღეს მსგავსი "ექსფლორაცია" უფრო იმედგაცრუებაა, ვიდრე რამე ახალის აღმოჩენის მუღამი.

ამ თემის გახნსა We Happy Few თამაშის მერე მომინდა. თავიდან ძაან მომეწონა იდეა, რომელიც თანამედროვე, რიგითი ტიპის ცხოვრებას კარგად გამოხატავს. რეტრო ვიზუალი და მუსიკა, ორიგინალური გეიმფლეი მექანიკები და ვთამაშობ სიამოვნებით, მარა უცებ გავდივარ მთავარ ლოკაციაზე და იჩითება ბაგებით გატენილი, ცარიელი, ბრტყელი, საერთოდ დაუმუშავებელი სივრცე და თამაშის მაგივრად იჩითები რაღაც დეველოპერების ვერსიაში...
ეს არი თამაში რომელიც ყურადღებას იქცევს საინტერესო იდეით, მარა საქმეზე ამ იდეის რეალიზაციასაც ვერ ახერხებს.

არი კიდე მზა ასეტებით აწყობილი თამაშები, ანუ თამაშები რომლებიც აწყობილია დეველოპერისგან დამოუკიდებელი ტიპების შექმნილი კონტენტით, დეველიპერი კი ამ შემთხვევაში გამოდის კონსტრუქტორი. და ვითო რაარი ცუდი? მაგრამ მსგავსი თამაშების უმეტესობა, თითქმის ყოველთვის, სხვა, შედარებით კარგი პროექტების, დაბალ ხარისხიან კლონებს წარმოადგენენ და ფაქტიურად არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ.

კიდე მახსენდება თამაშები, რომელიც ტექნიკურად იდეალურადაა გამართული, მაგრამ 3 საათში მთავრდება. კი ის 3 საათი შეილება კარგი იყოს, მაგრამ 3 საათი თამაშისთვის ... ჯერ დაწყებული არ გგონია, უკვე დახურულიგაქ. რავი ჩემთვის ეგეც გარკვეული ტიპის ტყუილია.

რას ვგულისხმობ ხალტურაში:
1. თამაში რომელშიც იმდენი ბაგია, რომ დასრულებულ პროექტად არ აღიქმება.
2. მზა ასეტებით აწყობილი თამაშები, რომლებშიც არაფერი არაა საავტორო.
3. თამაშები რაიმე ორიგინალური იდეით, რომლებშიც სხვა არაფერი არაა კარგად გაკეთებული და პლიუს არც ეს იდე არაა სრულფასოვნად ათვისებული.
4. 2 3 საათიანი თამაშები.
- https://coub.com/view/1qfz5x

User avatar
hellwalker
Posts: 4435
Contact:

Re: Hackwork

Unread post#2 » 01 Mar 2019 14:37

სტიმის რევიებს ვკითხულობ და ზოგადად მაძლევს კარგ სურათს ტოპ რევიების გადახედვა. სტიმი მაგ მხრივ კარგად ფილტრავს, შეგიძლია ბოლო პატჩების რევიებს შეხედო ახლებს და თუ გაასწორეს ბაგები დეველოპერებმა უკვე ნაკლები კრიტიკა იქნება.

დალშე რავი. თუ თამაში Early Access არის იქ უკვე გარანტირებულია რაღაც ბაგები. თუ თამაში ახალი გამოსულია უნდა დააცადო ცოტა. Open World და RPG-ებს 3თვე ვაცდი ხოლმე მინიმუმ თუ ძაან არ წამძლია გულმა. დანარჩენებს 1 თვე ყოფნის ნაკლებ მაშტაბიანს.

ეგ ვაბშე ზოგადად PC Only თამაშების პრობლემა იყო კაი ხანია. Dungeon Siege და Divine Divinity-ს ეპოქაში მახსოვს 15 საათიანი პროგრესის დაკარგვა რო მიწევდა ბაგების გამო და მაგის მერე დავამუღამე რო დავაცადო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9190
Contact:

Re: Hackwork

Unread post#3 » 02 Mar 2019 00:06

თქვენც რო აუღოთ ალღო დავწერ იმ თამაშებს რომლებიც რეალურად მაინტერესებს ხალტურაა თუ რამე ღირებული. თუ იცით მირჩიეთ ღირს დროის დაკარგვა და თუ არა. იმდენი მქონია ვიშლისტში აშკარად აზრიანი რაკურსით შევხედე თემას:

Death's Gambit - ამ ტოპიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვეში.
Salt and Sanctuary - ანალოგიურად.
Call of Cthulhu® - კიდე ერთი იდეალური კანდიდატი.
Seasons after Fall - Ori and the Blind Forest-ის დამატება მეგონა თავის დროზე, რაარი დღემდე არ ვიცი.
The Forest - ესეც მაგარი კანდიდატია აქაურობის. დაამთავრეს, კაი შეფასებებიაქ, მარა აი საქმეზე რა დარჩა ეგ არვიცი.
The Long Dark - ესეც ძაან მეეჭვება რო შემერგოს.
Cradle - სანამ ვოლქინგსიმულატორები გაიჩითებოდა მანამდე ჩავაგდე ლისტში და დღემდე არვიცი რაარი წესიერად.
RiME - არ ვენდობი ამ თამაშის ხარსიხს შორიდან, მარა ზედაპირულად მომწონს.
Hob - აქაც ანალოგიურად.
What Remains of Edith Finch - მაგარ ტრაკში პერო ვეშს გავს, ვერგავიგე.
Ghost of a Tale - იდეა კაია აქაც, შესრულება ხუივოზნაეტ.
Nine Parchments - ტრაინის დეველოპერისაა და არვიცი საერთოდ რა გააკეთეს.
Agony UNRATED - მეორე ვერსია, რომლიდანაც ცენზურა ამოიღეს. ის პირველი ვიცი რო ჯოჯოხეთზე უარესი იყო.
Empires of the Undergrowth - "წიომნაია ლაშადკა"
MegaSphere - "წიომნაია ლაშადკა" 2
AWAY: Journey to the Unexpected - იდეაში რაღაც კაის გავს.
Steel Rats™ - რაღაც თვალი მოვკარი ადრე და მივაბუქმარკე.
Syberia 3 - ხო არ იცით გამოვიდა თუ არა ამისგან რამე ბაგების გასწორების მერე?
- https://coub.com/view/1qfz5x

User avatar
hellwalker
Posts: 4435
Contact:

Re: Hackwork

Unread post#4 » 02 Mar 2019 00:25

Cradle - არაა ცუდი. მთლად "აუდიწიგნი და სიარული" არაა. მინიმალისტური პაზლებია და რაღაც Goal-ები როგორც მახსოვს. დეტექტიური მინიმალისტური ედვენჩურასავითაა და რაღაც მარტივი მინიგეიმები ქონდა.

მთავარი მუღამი მაინც თითონ თამაშის პარადოქსია. უკრაინელების გაკეთებული თამაში მონღოლეთის მიყუჩებულ ლოკაციაზე. და რაღაც ეგ საბჭოთა სლავური და მონღოლური ესტეტიკის უცნაური სინთეზია. უაზროდ გასექსუალებული ფორმების რობოტი ქალი, დიდ-დიღომის მინდვრები, საჰაერო რელსებზე გაკიდული საბჭოთა ავტობუსი და ხაშურელი ასტრონავტებით ინსპირირებული მიტოვებული გასართობი პარკი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9190
Contact:

Re: Hackwork

Unread post#5 » 09 Mar 2019 12:46

Left Alive - MGS კონცეპტის გამო მივაქციე ყურადღება. თან სტელსია, არიან მექებიც, თან კაი საუნდტრეკით. იდეალური ხალტურაა.
- https://coub.com/view/1qfz5x

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests