Realism, რეალიზმის მინუსები >> საითხის გარჩევა

თემების ფორმატები:
საერთო თემა . საკითხების გარჩევა . გამოკითხვა . არჩევანი . შედარება . ჩამონათვალი . სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9291
Contact:

Realism

Unread post#1 » 08 Feb 2019 18:04

ამ თემას დიდიხანია ვაკვირდები, მარა ესე ცალსახად გახსნა არ მომდომებია. იდეაში კარგ პარალელს ვერ ვპოულობდი მგონი და მაგის ბრალია. რამდენიმე დღის წინ შემხვდა ეს იმიჯი, რომელზეც ზუსტად ის დავინახე რაზეც მინდა ლაპარაკი. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი შეხედულებაა, რაც გამოცდილებს პეროდში ჩამომიყალიბდა და ქვევით მოცემულს არ ვწერ "საერთო ჭეშმარიტების" კონტექსტში.

>>>

ზევით 2004 წელს გამოსული Grand Theft Auto: San Andreas, ქვევით Grand Theft Auto V, სავარაუდოთ უკვე PC რემასტერი. გრაფიკულად მგონი შედარების საჭიროება არაა )) მარა ატმოსფეროთი აშკარად ზედას ვანიჭებ უპირატესობას და ვხვდები რო საინტერესო პარადოქსია...

რაც უფრო მეტ თანამედროვე 3xA თამაშს ვთამაშობ, მით უფრო ხშირად ვფიქრდები იმაზე, რომ ვიზუალური რეალიზმი სინამდვილეში შესაძლოა უფუნქციო აღმოჩნდეს. პირიქით, მინიმალიზმი და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე სტილიზებული "გრაფიკა" გაცილებით "კარგ" საქმეს აკეთებს.

აი თუნდაც ამ ორი სქრინის შედარება.
მარჯვენაში ყველა ტესტურა მიყვარს, მარა მარცხენასთან საერთოდ ვერანაირ ემოციურ კავშირს ვერ ვგრძნობ, არადა ორივე თამაში ნათამასებიმაქ. და აქ შეილება ვინმემ თქვას რო მაშტაბების ბრალია, მარა არც ეგ არაა - ჩანს რო თითქმის ერთი ზომისაა ორივე თამაშის რუკა. ანუ ისევე დეტალიზაციასთან მივდივარ.

იდეაში ვფიქრობ რო მარტივი რაღაც ხდება - დეტალიზაციის გაზრდით, იზრდება ინფორმაცია რასაც თამაშისას, მოთამაშის ტვინი იღებს, რაც "ერთგვარი მაგიის გაქრობის სინდრომივით მუშაობს" - ანუ დიდი რაოდენობით არა საჭირო ინფორმაციია გარემოს მის მხატვრულ ღირებულებას უკარგავს.

მაინტერესებს თქვენი აზრიც. თუ ეს ყველაფერი გარკვეულ წილად ესეა , მაშინ კარგი გაკვეთილი იქნება როგორც მოთამაშისთვის, ასევე იმათთვის ვინც თამაშებს აკეთებს.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4768
Contact:

Re: Realism

Unread post#2 » 08 Feb 2019 18:25

მეც შემჩნეული მაქ. იდეაში ეგ თემაა, დეტალიზაციის სატურაცია იწვევს მაგ ინფორმაციის overloads. + ამას ემატება სათამაშო გარემოს და ფონური გარემოს სულ უფრო ზრდადი გამოყოფა და ეგ კიდევ უფრო ბუტაფორიულ და უინტერესოს ხდის მაგ რეალისტურ პრიბამბასებს.

პრინციპში მაგიტომაც ყველაზე მეტად რეალისტური ვიზუალი ამართლებს როცა ზუსტად ატმოსფერული ფონის ხელსაწყოდ იყენებენ დეველოპერები.

კიდევ ერთი თემაა აბსტრაქციის მუღამი რაც ძველი თამაშების https://pbs.twimg.com/media/CK6QhTuUwAAiE39.png:large ვიზუალს ქონდა, ფანტაზიის აღრძვის და "იდუმალების" ეგ "ჯადოსნური" შეგრძნება. ეხა ფაქტიურად არტისტის ფანტაზია განაგებს მაგ აღქმას მთლიანად და აღარ იწუხებს შენი ტვინი თავს ისე ღრმად ჩასაჯდომად.

ცოტა დურაკულად ჟღერს მაგრამ თავის მხრივ ხმა და ვიზუალიც თამაშის ინტერაქტივის ნაწილია ფანტაზიის კუთხით. ანუ წარმოსახვის ჩართვას თითონ თუ დავუძახებთ ინტერაქტივს, მაშინ რაღაც მხრივ ფაქტორი ხდება ეგეც. თუ შეგილია წარმოსახვით თანამონაწილეობა გისწორდება უფრო და პირადული ხდება, თუ არ შეგიძლია და უკვე დაღეჭილი მოცემულობაა "ნახავ, დააფასებ, გაივლი" მომენტი იჩითება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4709
Contact:

Re: Realism

Unread post#3 » 08 Feb 2019 18:26

მხატვრულ ღირებულებას უკარგავს ფოტორეალიზმი ხშირად მარა არა ყოველთვის. მეტ შრომას მოითხოვს ფოტორეალიზმი, განსაკუთრებით დიდ მასშტაბებზე და ყველა ნამდვილად არ ცდილობს მაგას. როცა არ არსებობდა ფოტორეალისტური შედეგის დასადები ტექნოლოგიები, მაქსმალურად ცდილობდნენ სწორი დაგეგმარებით, მინიმალისტურად საინტერესო სივრცის მოწყობით და ფერებით შექმნილი განწყობით მოეხდინათ დამაინტერესებელი და ჩამთრევი ეფექტი. ტვინის აღქმაზე აზრს ვერ დავეთანხმები, სუფთა ხარიხიანად მოწოდების ამბავი მგონია ეგ.
რეალიზმი და დეტალიზაცა გაზარდეს მაგალითად პირველ Resident Evil Remake-ში მარა უმაგრესი შედეგი დადეს იმიტომ რომ პრიორიტეტი იყო სივრცე და მოთამაშის განწყობა, ატმოსფეროზე იმუშავეს. მესამე ვიჩერშიც მასე ქნეს, იზრუნეს ატმოსფეროზე (ზოგან კარგად ზოგან არ მომეწონა), მანდ უფრო დაგეგმარების პრობლემები მქონდა და სივრცით მოწყობაში დაფეილდნენ ჩემი აზრით დიდი მასშტაბების გამო. აი Vanishing of Ethan Carter არის კიდე PBR მატერიალებით (რეალური დასკანირებული პირდაპირ), მაქსიმალური რეალიზმია, სწორხაზოვანია თან თამაში მარა მანდაც ატმოსფეროზე ისეა ნამუშევარი და გარემო ისე მისტიურადაა მოტანილი რო ამართლებს მანდაც რეალიზმი. Riven მაგალითად კიდე ძველი თამაში, კი ძველია და რაღაც უცხო სამყაროშია დაფუძნებული მარა ტექსტურები რეალისტურია, გგონია ნამდვილ ფოტოებს უყურებ და განათებაც ძალიან ჩვეულებრივი და ნაცნობია, მარა ლოკაციებია ისეთი უცხო და ჩამთრევი რო პირიქით ძალიან უმატებს ხარისხს რეალიზმი. არარეალისტური გააკეთეს ახლახანს Obduction და საერთოდ სხვა ეფექტის თამაშია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9291
Contact:

Re: Realism

Unread post#4 » 09 Feb 2019 14:04

ზოგადად ძაან ფართო თემას შევეხე და ჯობია რო ფაქტებით ვილაპარაკო.

ეხა Red Dead Redemption 2 ზუსტად ანალოგიური რაღაც მომივიდა. ყველაფერი უაზროდ დეტალიზებული და რეალისტურია. ამინდი და განათება ისეთი მაგარია რო ყბა ჩამოგეწევა რო ნახავ. დადიხარ და დორბლი მოგდის, მარა ზედმეტად დეტალიზებული ვიზუალის გამო თამაშის მაგია ქრება. ძაან პატარავდები ამ სამყაროში და რაღაც აქტუალობა გეკარგება ))
ანუ იდეაში დეკორაცია ხდება იმდენად ცენტრალური რო მოქმედება კარგავს ფუნქციას.
ასევე, რეალისტური გარემოს გამო ემოციური დატვირთვა საერთოთ სხვანაირი, უფრო მძიმე და გართობის ელემენტს მოკლებული ხდება.

აი მაგალითად GUN, ძველი ოუფენვორლდ ვესტერნია და მაგრად მიყვარს, იმიტო რო სერიოზულად გავერთე და ვისიამოვნე იმ ველური დასავლეთით რომელიც რეალისტური არაა, მარა არი მხატვრული.

პ.ს. ეხა გამახსენდა იგივე თემაზე რო ვლაპარაკობდით ოღონ სხვა რაკურსით. მე და კიპერა ვკამათობდით ვიჩერის ოუფენვორლდზე. მე ვამბობდი რო ესეთი რეალისტური როა გარემო მაგრად ასწორებსთო და სანდრო ამბობდა რო ლანდშაფტის დამუშავება ჯობია, უფრო კარგია აღქმისთვისო. და მერე ვარჩევდით რეალიზმის და მხატვრულად დამუშავებული ოუფენვორლდის ამბავს. და კი, ვიჩერის გახსნილი სამყარო ძაან მომწონს, მარა ფუნქციის უქონლობის და დიდი მაშტაბის გამო ფაქტია რო ყველაფერი ბუტაფორიული, აზრს გამოცლილი იჩითება და მუზეუმის თვალიერებას გავს.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
SLaYeR
Posts: 4709
Contact:

Re: Realism

Unread post#5 » 09 Feb 2019 14:10

კი მაგ აზრზე ვარ მეც ოღონდ დიდ პროექტებზე უფრო ვხედავ მაგას, აი პატარა პროექტებზე ნაკლებად (მაღლა რეებიც დავწერე მაგალIთად), ეტყობა ხალტურობენ ან ვერ ასწრებენ დეტალებს ეგ უფრო მგონია მიზეზი, მაგას დამატებული ზომაში დატოლებები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9291
Contact:

Re: Realism

Unread post#6 » 09 Feb 2019 14:19

ხო ეგ ვიფიქრე მეც, მარა მერე მაგიტო მოვიყვანე მთავარ მიზეზად Grand Theft Auto: San Andreas, რომელიც არ ჩმოუვარდება მაშტაბით მეხუთეს და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული თამაშია, რომელიც იმენა გახსნილი სამყაროს მრავალფეროვნების გამო მიყვარს. მაგის რუკის ექსფლორაციის კაიფი დღემდე მომყვება. აი GTA5 კიდე არანაირი ფასეულობა არ გამხდარა მაგ მხრივ.

ანუ იდეაში მაშტაბების ბრალიც შეილება არ იყოს და ისევ იმ დეტალიზაციის თემა დარჩეს, რომელიც უბრალოდ ზედმეტია და განწყობას, ატმოსფეროს აქრობს.

აი ეხა მაგალითად უკვე დარწმუნებულივარ, რო თუნდაც ტომ რაიდერის ვენეციის მაგიას ვერანაირ რიმეიქში ვერ დამიდებს ვერავინ :) ერთადერთი შეილება ტექსტურას მოუმატო გაფართოვება, მეტი ყველაფერი გაფუჭებაზე იმუშავებს. ხოდა რავი მაგარი საინტერესო პარადოქსის მომსწრეებივართ :) აი ps5 ვინც ელოდება ისინი უკვე მართლა სტრანნი ხალხია )))
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
SLaYeR
Posts: 4709
Contact:

Re: Realism

Unread post#7 » 09 Feb 2019 14:30

Tomb Raider-ზე ბევრი მიფიქრია, დაჟე ხო ვითამაშე ახლო წარსულში ოთხეული აქაც რო ვწერდი, ხოდა სუფთა ლეველ დიზაინის ამბავი იყო რა. ამ ოთხკუთხედებით იქმნებოდა ძალიან მარტივი პლატფორმები, უკავშირდებოდა ერთმანეთს, ლოკაციებსაც არ ურღვევდა განწყობას, ხოდა მაგისი გარეალისტურება ნიშნავს რო მოთამაშე ან უნდა დაიკარგოს და გზა ვერ გაიგნოს, რასაც ცუდი შეფასება მოჰყვება მარა ხარისხიანი იქნება და ვიწრო მასისთვის, ან ის დედანაქაჩი სწორხაზოვანი ხელით სათრევი mass murder სირობები უნდა გამოაცხონ და ყიდონ. აქ შუალედი პრინციპში ის შუა ტრილოგია იყო მარა იქაც ზღვარზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9291
Contact:

Re: Realism

Unread post#8 » 09 Feb 2019 14:37

აუ ის შუა ტრილოგია ძალიან არ მომწონს. რაღაც პლასმასის ვეშია, ორიგინალის ეპიკი ვაფშე არააქ.

ეს რაღაც იდუმალი იყო. არვიცი ეხა რა შთაბეჭდილებას დატოვებს, ერთი 17 წლის წინ მაქ ნათამაშები ))) უნდა ვნახო რა :connie:
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
SLaYeR
Posts: 4709
Contact:

Re: Realism

Unread post#9 » 09 Feb 2019 15:02

კონტროლი თუ გახსოვს უფრო მალე, თუ არადა სადღაც 40 წუთში იქ იქნები უკვე ))))
აი ტენჩუზე მაგალითად მქონდა კონტროლის ბარიერი, მაინც სტელს ექშენია და ვერ დაძველდა კარგად, აი TR-ზე არა, ისევ ისეთი ექსპლორაციაზე მიმართული მისტიური თავგადასავალია, ნელი და ჩამთრევი :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9291
Contact:

Re: Realism

Unread post#10 » 18 Feb 2019 23:15

რეალიზმის კიდე ერთი მინუსი რასაც მივაქციე ყურადღება - თამაშის ნებისმიერი არარეალისტური ელემენტი, იქნება ეს გადამეტებული ექშენი, სიუჟეტური გადახვევა, თუ რაიმე სახის პირობითობა უკვე ათმაგად კონტექსტიდან ამოვარდნილიად აჩენს მოქმედებას.

მარტივი მაგალითი RDR2 ცხენი :) რომელიც შეეცადნენ რო რეალისტური გაეკეთებინათ. რაში გამოიხატება: სადმე თუ მიდიხარ ფეხით, ან სხვა ტრანსპორტით და ცხენს არ დაუშტვინე, უბრალოდ იმ ადგილას რჩება სადაც იყო და მერე გიწევს რო უკან დაბრუნდე ასაყვანად. მარა ღადაობა ისაა რო ყოფილა მომენტები, როცა ბანდის 5 წევრი ეტლით მივდიოდით და ეტლს უკან 5 მხედრის გარეშე ცხენი მოსდებდა )) ან თუ ვთქვათ მატარებლით წახვალ სადმე, ხედავ რო ცხენი მატარებელს მოსდევს ))) და ძაან მეცოდებოდა, ლამის გადმოვსულიყავი შუა გზიდან ))))
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Riddick
Posts: 9291
Contact:

Re: Realism

Unread post#11 » 18 Feb 2019 23:46

ყველაზე ღადოაბა RDR2 კვალობაზე მაინც ბანდის ლიდერია ))) ექშენის დაგენერირების გამო, ტიპი ყველა მისიის მერე უცებ ახალ, კიდე უფრო თავზეხელაღებულ გეგმას დებს და უკვე იავნად ხვდები რო რეალობაში პროსტა ვიღაც გიჟი ალკაშის იქით ვერ წავიდოდა
სიტყვაზე ბანკი გაგაქ მთავარი ქალაქის, ერთი 25 წუთიანი ფართომაშტაბიანი ომი მიდის, ვაფშე მთელი შტატი რო გეძებდეს მაგის მერე და უცებ ქემფში მიბრუნებული შემოგიტრიალდება და წამო ეხა მერი დავაგდოთ, რო თავი დაგვანებონო გეტყვის სერიოზული სახით ))) და იმენა ჭრიჭინას ხმა კადრში ))) მერს მოკლავთ და უცებ ვიღაც უფრო მაღალ შიშკას მიწვდება, წამო შეუთანხმდებით, ფული გადაუხადოთ და გაგვიშვასო. მიდიხართ, რაღაც დიალოგი და ბრახ იმასაც ზევიდან დააფენს და შენი რეაქცია
პარალელურად იქ რაღაც დილის 10 დან 12 საათამდე და საღამოს 6 დან 9 საათამდე გამოდის თევზი საჭმელათ და მაშინ ჯობია თევზაობაო გეუბნება თამაში )))) არვიცი იტოგში ... ძაან პოლარ დისორდერს იწვევს ეგ
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
Riddick
Posts: 9291
Contact:

Re: Realism

Unread post#12 » 26 Apr 2019 00:27

ფენომენი როცა შეზღუდვების გამო იჩითებოდა ყველაზე ატმოსფერული სამყაროები. პროსტა პოსტერი გავხსენი და მივხვდი როგორ მენატრება ესეთი ტიპის უცხო რაღაცეები https://i.imgur.com/w3UuKKO.png

რამე შრომას დავიცავდი ამ თემაზე )))
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4768
Contact:

Re: Realism

Unread post#13 » 26 Apr 2019 00:45

რეალიზმის კიდე ერთი მინუსი რასაც მივაქციე ყურადღება - თამაშის ნებისმიერი არარეალისტური ელემენტი, იქნება ეს გადამეტებული ექშენი, სიუჟეტური გადახვევა, თუ რაიმე სახის პირობითობა უკვე ათმაგად კონტექსტიდან ამოვარდნილიად აჩენს მოქმედებას.

რედიტზე იყო წეღან პოსტი ამაზე, რომ მოკლული მტრების რაოდენობა ნებისმიერ ექშენ თამაშის გმირს მასიურ მკვლელად აქცევს რის ფონზეც მისი პერსონალითი კონფლიქტში მოდის სიუჟეტურ რეალობასთან.

ერთერთი საინტერესო გამოსავალი რაც გამოიკვეთა, რომელიც შედარებით პატარა თამაშებზე კარგად იმუშავებს არის Theme-ბის, ანუ თემატური კონტექსტების შეზღუდვა და ამაზე აწყობა მთელი თამაშის გეიმპლეიან-სთორიანად.
უფრო მაშტაბური თამაშებისთვის ერთადერთი გამოსავალია Witcher 3-ივით მოქცევა. რომ ყველა ლოკაციას თავისი თემატიკა მისცენ და მასე გაანაწილონ სიუჟეტი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests