WTF is Game Services ?, რა არი თამაში სერვისი? >> საკითხის გარჩევა

ფორმატები . საერთო თემა . ჩამონათვალი . საკითხების გარჩევა . გამოკითხვა . ხმის მიცემა . შედარება . სხვა
Riddick
Posts: 9412
Contact:

WTF is Game Services ?

Unread post#1 » 27 Dec 2018 06:01

იდეაში თამაში სერვისი არი ონლაინ პროექტი რომლისთვისაც დეველოპერები დიდიხნის განმავლობაში უშვებენ სხვადასხვა ტიპის განახლებებს. ძირითადად ფასიანს. ფასიანი დამატებების გარდა, მსგავს თამაშებში ხშირ შემთხვევაში ჩაშენებულია მიკროტრანსაქციების სისტემა, რომლის მეშვეობითაც რეალურ ფულზე იყიდება გარკვეული შიდა სათამაშო "სიკეთეები", იქნება ეს ამუნიცია, თუ უბრალოდ პერსონაჟის ჩქარი განვითარების ბუსტი... განსაკუთრებით კარგი მაგალითებია Electronic Arts-ის 60 დოლარიანი თამაშები, მაგ. Star Wars Battlefront II რომლის ღორობაც ალბათ დიდი ხნის მანძილზე სამაგალითო იქნება.

მაგრამ ამ მოვლენას აქვს სხვა, გაცილებით არა ადეკვატური მხარეც. მაგალითად მუდმივ ონლაინზე მიბმული Single Player თამაშები, რომლებიც თავდაპირველად პირატებისგან თავდასაცავად გახდნენ ასეთები, მაგრამ ნელნელა მათშიც გადავიდა ზევით ნახსენები, ფულის ამოღების მექანიზმები და თუ სიტყვაზე რაიმე უფასო ონლაინ თამაშში გარკვეულ უპირატესობაში გთხოვდნენ დონატს, ეხა ჩვეულებრივ სიუჟეტურ კომპანიებში უდანთ რო "ვირთხის მოსაკლავი ხმალი რეალურ ფულზე გაყიდინონ".

მოთამაშეების მხრიდან, მსგავს ნაბიჯებს თითქმის ყოველ ჯერზე სერიოზული ღელვა მოყვება ხოლმე, მაგრამ გადის დრო და დაწყნარებულზე ახალი მცდელობა გორდება ... ანუ იმის თქმა მინდა, რომ დღესითვის სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა. მაგ. Ubisoft ცნობილი სერიების ბოლო ნაწილები. ყველგან ერთი მოდელია - ყიდულობ თამაშს და პლიუს იხდი იმისთვის რო თამაშში, ხელოვნურად მოგონილ მოსაწყენ გეიფლეიში ზედმეტი დრო არ ხარჯო. პარალელურად გამოდის თამაშის დამატება, მერე კიდევ ერთი მიკრო დამატება და ასე თამაშის მომდევნო სერიის გამოსვლამდე - იქამდე სანამ გამოვა მიმდინარეს Super Gold Edition, რომელშიც ამოღებულია რეალური ფულის მაღაზია და უკვე მთლიანი თამაშია ჩაწერილი... :sdaus:

აი ეს არის ძირითადად ის ინფორმაცია რისი შემსწრეც ვარ პირადად მე ფორმატში - თამაში სერვისი. ანუ როცა ყიდულობ "თამაშს" და რეალურად არ იცი ამჯერად რა ტიპის ფინანსურ მაქინაციაში ყოფ თავს. ჩემთვის ერთი ფაქტია, რომ მსგავს მიდგომას კარგი საბოლოოჯამში ჩვენთვის ნამდვილად არ მოაქ.

რას ფიქრობთ თქვენ?
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
hellwalker
Posts: 4868
Contact:

Re: wtf is Game Services ?

Unread post#2 » 27 Dec 2018 10:17

მობილურ თამაშებში გაჩენილი ტრენდია, სადაც ხალხი რადგან არ იხდიდან უბრალო ფასიან პროდუქტში ფულს, ალტერნატიულ მეთოდებს ეძებდნენ ფულის ამოღების. ჯერ რეკლამები ცადეს, მერე მიაგნეს ნარკომანიას და ოპაო დაიძახეს.
მერე მაგი გადმოიტანეს ჩვეულებრივი ფასიანი გეიმინგის ფორმატში და უკონტექსტო მარაზმი გაიჩითა.
დაცვის მექანიზმი საბოლოოდ მთავრობის რეგულაციებზე დადის ხოლმე მასეთ რაღაცეებში. ევროპაში უკვე ეჩალიჩებიან ლუტბოქსების გემბლინგად გაყვანას. რაც მოშნად შეზღუდავს ბეზპრედელს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9412
Contact:

Re: wtf is Game Services ?

Unread post#3 » 27 Dec 2018 13:16

რო ვფიქრობ, ყველაფერი მაინც მუდმივი ონლაინის რეჟიმიდან მოდის. თამაშეიბს ციფრულ დისტრიბუციაზე გადასვლა + რამე ონლაინ სერვისიდან თამაში, რაც ფაქტიურად მუდმივად ქონექტზე გამყოფებს და უკვე აქედან გაიხსნა ამ მაქინაციების გზაც.

შორიდან ეს ყველაფერი მაინც ქლაუდ გეიმინგზე გადასვლის ეტაპს გავს. ჯერ სერვერზე არ ეშვება თამაში, მაინც გიწევს ჰარდის ყიდვა, მარა ზატო კონტროლი უკვე სერვერებზეა. იდეაში ქლაუდ გეიმინგი ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა და სასაცილოა ესეთი გარდამავალი პროცესის რეალობა. ჩვენთვის ვთამაშობდით პირატულ თამაშებს, როგორც გვისწორდებოდა. ეხა ონლაინ ქონექშენზევართ და კონტენტს პაკეტებით ვყიდულობთ, თამაშის ყიდვის მერე.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9412
Contact:

Re: wtf is Game Services ?

Unread post#4 » 15 Jan 2019 14:40

https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9412
Contact:

Re: wtf is Game Services ?

Unread post#5 » 28 Jan 2019 11:35

:whitewolf:
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9412
Contact:

Re: WTF is Game Services ?

Unread post#6 » 12 May 2019 17:27

თამაში სერვისების გაჩენის ქრონოლოგია. პარალელურად ცდილობს გამართლებას, მაგრამ ჩემი აზრით ცოტა საეჭვოთ და გაუგებრად გამოსდის.

მუდმივმა ონლაინმა გააჩინა ეს შესაძლებლობა და ყველა დეველოპერი, მისთვის ჩვეული ფორმატიდან გადაეწყო ონლაინზე (საილენთჰილი "დესმაჩით"). დაიბადა დოხუია ონლაინ თამაშების ვარიაციები და ეხა ყველა მათგანს თამაშ სერვისს ეძახიან, მარა რეალურად რაღაც ქაოტური მასაა, რომელიც სავარაუდოთ დროთაგანმავლობაში უფრო გარკვეულ მიმართულებებათ ჩამოყალიბდება.

ქლაუდ გეიმინგი და თამაში სერვისები უკვე რადიკალურად ცვლის ინდუსტრიის სახეს, მარა მე ვფიქრობ, რო სინგელფლეიერი თავის ნიშაში უნდა დარჩეს და რაღაც პონტში დაცვაც დაჭირდება.

მთლიანობაში მაინც არ მომწონს. პირველ რიგში იმის გამო, რომ არც თავიაქ, ესეთ თამაშებს და არც ბოლო. რაღაც უფორმო, სადაც ფულის საბადოს გაატ*ნავს იქ დააშენებს ფორმატია ჩემთვის. ფუნდამენტურად მოკლებულია ეს ყველაფერი რამე სახის ხელოვნების პროცესიგან, სუფთა იმის ძიებაა რო მიაგნოს ადამიანის ფსიქიკის სტიმულატორს და იმაზე მორგებული მოდელით მერე ფულები იშოვოს.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests