Developers, საყვარელი დეველოპერები >> გამოკითხვა

ფორმატები:
საერთო თემა . საკითხების გარჩევა . გამოკითხვა . არჩევანი . შედარება . ჩამონათვალი . სხვა
User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Developers

Unread post#1 » 27 Nov 2018 23:45

4 კითხვა მაქ

რომელი გეიმ დეველოპერები გიყვართ?

რომელი სტუდიები გიყვართ?

რომელი თანამედროვე სტუდიები მოგწონთ?

რომელი სტუდია გახსენდებათ ყველაზე ბევრი ჰიტით და მინიმალური ცუდი თამაშით? (ერთი)

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Game Developers

Unread post#2 » 28 Nov 2018 00:15

1. საკაგუჩი <3
2. ძველი Squaresoft, ძველი Konami, ძველი Capcom, ძველი Bioware + Black Isle, Lucasarts
3. როკსტედი ალბათ
4. მეორეში რაც დავწერე ეგენია პრინციპში მასეთი.

უცებ რაც გამახსენდა დიდი სახელები ესენია, ამომწურავად მერე გავაგრძელებ თუ რამეა, საკმაოდ გავმაზე ხალხი ვიცი :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: Game Developers

Unread post#3 » 28 Nov 2018 13:05

1. Fumito Ueda, Tim Schafer, Yu Suzuki, Hidetaka Miyazaki, Sam Lake, Jonathan Blow, Shigeru Miyamoto

2. ვისთანაც უკვე დიდიხანია ვმეგობრობ:
Codemasters (აქვთ საეჭვო ხარისხის თამაშებიც მარა რეისინგის ჟანრი დიდწილათ ამათმა შემაყვარეს)
Double Fine Productions (რაც მახსოვს სუ პოზიტიური და ექსპერიმენტალური ვეშებიაქვთ)
Arkane Studios (ძაან ნიჭიერი ტიპები მუშაობენ, პროსტა გაუჭირდათ თავიანთი სტილის ჩამოყალიბება, რაც ჩემ სიპატიას მაინც არ უშლის ხელს)
Irrational Games (Ken Levine დიდი სიმპატია არ მაქ, მარა მთლიანობაში ერთ-ერთი მთავარი სტუდიაა)
Frictional Games (მევასებია, საინტერესო რაკურსით გააცოცხლეს ჰოროროი)
Starbreeze (სუ წვალობენ რაღაც ორიგინალურის დადებას და სუ მგონია რო მაგრად უჭირთ ფინანსურად)
ion storm (ქონდათ თავიანთი მუღამი)
Relic entertainment (ყოველთვის დასტოინი ტიპები იყვნენ თავიანთ ჟანრში)


3. იმედის მომცემი ტიპები:
Amanita Design (ძაან უნიკალური ხედვააქვთ და უკვე კარგად აკრიფეს ტემპი)
Ice-Pick Lodge (მაქ იმის იმედი რო რესურსის შემთხვევაში კიდე დადებენ მნიშვნელოვან ვეშებს)
From Software (მინდა რო გაცდნენ თავიანთივე შაბლონებს)
Frozenbyte (ესენიც პერსპექტიული ტიპები მგონია)
Chucklefish (აქაც იგივე)

4. Rare (ზუსტად სახელის შესაბამის თამაშებს აკეთებდნენ)

User avatar
hellwalker
Posts: 4599
Contact:

Re: Game Developers

Unread post#4 » 28 Nov 2018 18:34

არცერთი. საყვარელი თამაშები მაქვს, დეველოპერები არა. არც საყვარელი მწერალი, არც კინომატოგრაფი და არც მუსიკოსი. არასდროს მაინტერესებდა ავტორზე ჩარღმავება ან მისი ბიოგრაფიის გარჩევა თუ უშუალო გავლენა არ ქონდა ამას მის შემოქმედებასთან(პო, ლავკრაფტი). მარტო საჭიროების(გეიმდეველოპმენტი პროფესიული) ან გარემოების(პოპ კულტურის ნაწილია) გამო ვაქცევ ყურადღებას ავტორს ხოლმე. არ ვამბობ რომ ეს არაა საინტერესო, უბრალოდ მე არ მიზიდავს ზოგადად.

ამიტომ იმის მიუხედავათ რომ შეილება იყოს სტუდია რომლის ყველა თამაში მომწონს, ვერ ვიტყვი რომ მიყვარს ან საყვარელი სტუდია მყავს. რო ჩამოვწერო ისე გამომივა, საყვარელი ფერი რა არიო შენი რო გეკითხებიან და რო ირჩევ რაღაცას, მარა თითონ საყვარელი ფერის ქონის საჭიროება არ გაქ და არ გექნებოდა რო არ ეკითხათ.

მარტო თანამედროვე სტუდიის კითხვას შემიძლია გავცე პასუხი. ისიც ცოტა სხვა კონტექსტში. დღევანდელ გეიმ დეველოპმენტში მაინტერესებს მარტო Rockstar-ის შემოქმედება და აქტივობა. მარტო ეგ სტუდიაა რომელიც ჩალიჩობს ჩემთვის მართლა საინტერესო თემების (ღია სამყარო, ინტერაქტიული ცოცხალი სამყაროს სიმულაცია) მართლა მიზანმიმართულ, გააზრებულ და ხედვიან ევოლუციას. რაც(მიზანმიმართული, გააზრებული ევოლუცია) ჩემთვის ბევრად უფრო დასაფასებელი და საინტერესოა ვიდრე სტუდიები რომლებიც პროსტა ექსპერიმენტობენ და ორიგინალურ თემებს ეძებენ.

ამიტომ იმის მიუხედავათ რომ ვერც ერთ Rockstar-ის თამაშზე ვერ ვიტყვი რომ Top 10 თამაშში იქნება ჩემსაში, მაინც ყველაზე დიდ ინტერესს ეს სტუდია იწვევს. (Bethesda-მ შეილება დამაინტერესოს ისევ თუ ადგილზე ბუქსაობას მორჩებიან.)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Game Developers

Unread post#5 » 01 Dec 2018 16:52

მოკლედ რომელმა დეველოპერებმაც ყველაზე მეტი გავლენა მოახდინეს, მაფიქრეს და შთამაგონეს ამათ ჩამოვწერ, ზოგი დაიშალა და ვინც მოღვაწეობს დღემდე ვგულშემატკივრობ პრინციპში ერთი იაპონელის გამოკლებით ყველას.
1.
იაპონია - Hironobu Sakaguchi, Tetsuya Takahashi, Fumito Ueda, Hidetaka Myiazaki, Hideo Kojima, Keiichiro Toyiama, Hideki Kamiya, Yu Suzuki, Yasumi Matsuno,
დასავლეთი- Chris Avellone, Jonathan Blow, Tim Schafer, Todd Howard

2.
იაპონია - Squaresoft, Konami (ძველი Team Silent, Kojima Productions, Castlevania გუნდები), Capcom (ძველი), From Software (მიაზაკის პერიოდის), Monolith Soft, Clover Studio, Sega (სონიკის, სუზუკის და იაკუზას გუნდებით), Atlus (Shin Megmai Tensei+Persona გუნდები)
დასავლეთი - Bioware (ანდრომედამდე), Black Isle, Obsidian Entertainment, Lucasarts, Crystal Dynamics (ემი ჰენიგის Legacy of Kain პერიოდი), Funcom (TLJ სერიები მესამემდე), Microids, telltale games, Shiny Entertainment, Looking Glass+Ion Storm+Irrational Games (ამათ ერთად მოვიაზრებ), Core Design, Rocksteady

3. ამას გამოვტოვებ, ძველი ჩამოყალიბებულიც თუ იგულისხმება ვინც ახლა მოღვაწეობს. ახალი ინდიც ბევრია როგორც სოლო ისე სტუდიები ვისაც დიდ პატივს ვცემ და თან არც ვიცი რამდენად აგრძელებენ ან აპირებენ მოღვაწეობას მომავალში, ამიტო მეზარება ამოქექვა ყველასი :D ნუ მაგალითისთვის Rocksteady როგორც მაღლა დავწერე, Daedalic Entertainment არის ძალიან კარგი სტუდია, Wadjet Eye არ ვიცი რას შვრება..

4. აქაც ვისაც ვგულშემატკივრობ და რა გუნდებსაც, ყველაზე ნაკლები ფეილი მაჩვენეს კარიერის პიკში როცა იყვნენ და ამიტომ მიწერია მაღლა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Shut
Posts: 251
Contact:

Re: Game Developers

Unread post#6 » 08 Dec 2018 13:44

რაღაც პონტში მეც საყვარელი გეიმ დეველოპერი და მწერალი, ა.შ. არ მყავს არავინ, პირადად რო ვიცნობდე ვინმეს კიდევ ხო მაგრამ როცა ყველაფერი ფულთან არის მიბმული და გარედან ვარდისფერია შიგნიდან ძაან სხვა ფერია და არ შემიძლია. ისეთი ნათელი ხდება უკვე ყველაფერი მითუმეტეს ეხლანდელ დროს რომ საყვარელი კი არა შეგაზიზღებენ თავს. Rockstar-ი მევასებოდა და ეგეც ისე გაღორდა გულის ამრევი სიტუაციაა უკვე.

ყველაზე მეტად cd projekt -ი მაინტერესებს დღეს, რაღაც სერიოზულად განვითარდნენ და იმედი მაქვს არ ჩაიჯვავენ ეგენიც. მთავარია valve არ დაემართოს არც ერთს ))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: Game Developers

Unread post#7 » 01 Mar 2019 23:35

Piranha Bytes-ს ვამატებ ჩემი საყვარელი სტუდიების სიას. რეალობას მოწყვეტილი, მაგარი ჰარდკორ ტიპები. რაც დავიბადე იმის მერე ერთი ენჯინით აკეთებენ მგონი თამაშებს და ყველანაირი პროგრესი კიდიათ, იმენა ჩემსავით, ფეინთის გარდა რო არცერთ პროგრამას არ ვხმარობ. მარა იმდენად საკაიფოდ გამოსდით სიმყუდროვის შექმნა თავიანთ ოუფენვორლდებში რო ძაან ცოტა თუ შეედრება (მეორე მესამე რიზენს სწორხაზოვნების გამო არ უთვლი)). ერთი სიტყვით Piranha Bytes თავიანთი ფეინთში გაკეთებული თამაშებით <3

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests