Overthinking from Gaming, საკითხის გარჩევა: ბევრი ფიქრი გადაწყვეტილებებისას

| მოთამაშეებისთვის აქტუალური საერთო თემები |
საერთო თემები , საკითხების გარჩევა , გამოკითხვები , ჩამონათვალი , ხმის მიცემა , შედარებები , სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 4004
Contact:

Overthinking from Gaming

Unread post#1 » 18 Aug 2018 01:27

ერთ-ერთი რაც მიყვარს თამაშებში (გააჩნია თამაშს) ძალიან ბევრი დადებითი კუთხით რომ ავარჯიშებს ტვინს. სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, რესურსების მენეჯმენტი, არასტარდარტული გადაწყვეტების მოძიება, ტაქტიკური აზროვნება. ერთერთი განსაკუთრებულად გამავარჯიშებელი თვისება არის, მაქსიმალურად ოპტიმალური გასასვლელი გზის არჩევა, ანუ საუკეთესო არჩევანის გაკეთება მოცემული არჩევნებიდან.

რაც შევამჩნიე არის რომ ეს ითარგმნება ძალიან ხშირად რეალურ ცხოვრებაშიც. უმეტესობა დიდ სტაჟიან გეიმერს ვისაც ვიცნობ არცერთ საქმეს არ იწყებენ შესაბამისი რისერჩის და მომზადების გარეშე, შეილება არაადეკვატურად დიდი დრო დახარჯოს სიტყვაზე უმნიშვნელო ნივთის შოპინგზე და ა.შ.

ეს ბევრ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან გავს თანამედროვე ადამიანის ერთერთ ძალიან დიდ პრობლემას. Overthinking-ს, ანუ ზედმეტი ანალიზის გამო პარალიზებურ მდგომარეობაში ჩაგდებას თავის, სადაც საუკეთესო არჩევნის ვერ პოვნის გამო ფიზიკურად ცუდათ ხდები და შეიძლება საერთოდ უარი თქვა აქტივობაზე. რაც დიდ პრობლემად შეილება გადაიზარდოს, სადაც ძალიან ბევრ შესაძლებლობას მაზავ და ძალიან ყოყმანა როჟა იჩითები.

დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ სტაჟიან გეიმერში ვამჩნევ ამ თვისებას, ასევე ჩემში მარა მე პოხუიზმი მეხმარება პერსპექტივის დაბრუნებაში როცა რეალურად ხელს მიშლის, ზოგი იმენა პარალიზებული იჩითება მოქმედებაში.

მასიური მეცნიერული გამოკითხივს გარეშე ძნელია ძაან ამის ურთიერთქმედებაზე პარალელების გავლება, მაგალითად overthinking-ს კონკრეტულად ეს ჰობი იწვევს, თუ უბრალოდ Overthink-ერებს იზიდავს კომპლექსური თამაშები, თუ ორივე მოცემულობა სწორია და აღვივებს Overthinking-ს ეგ.

ცოტა ყ*ე, პაპსა ნიუს საიტის ჩანახატივით გამომივიდა, მარა მგონი საინტერესოა მაინც ჰობი და "Habit"-ების გავლენა ყოველდღიურობაზე.
:fairy:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1440
Contact:

Re: Overthinking და გეიმინგი

Unread post#2 » 27 Aug 2018 10:37

შემიმჩნევია მეც ეს კორელაცია. პირადი დამოკიდებულებაც შემიძლია დავადასტურო და რაც დავკვირვებულვარ უმეტესობა ასეა ;დ
ჰელვოკერ მგონი ფსიქოლოგიის დარგში გარღვევას მოაწყობ ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Overthinking from Gaming

Unread post#3 » 08 Sep 2018 21:23

 ! Message from: Riddick
კორექტირება გაუკეთე თემას. ამოვიღე პოსტები. საერთოდ სხვა რამეზე მიდიოდა ლაპარაკი და ამცდარი იყო აზრი ერთმანეთს.


პირველრიგში კი, მეც მაქ Overthinking პრობლემა რაღაც ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით და ვფიქრობ რო ძაან ფართე საკითხია იმისთვის, რომ ერთ კონკრეტულ მიზეზსს მიაბა.

თან საინტერესოა რას გულისხმობ კონკრეტულად, ანუ რა ტიპის არჩევანს, რამის ყიდვას? რამე აქტივობის დაწყებას? რამე ბიზნესის დაწყებას? თუ ...
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests