Living Open World, საკითხის გარჩევა : გახსნილი სამყაროს მუღამი

მოთამაშეები - ძირითადი ფორმატები :
საერთო თემები , საკითხების გარჩევა , ჩამონათვალი , გამოკითხვები , ხმის მიცემა , შედარებები , სხვა
User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Living Open World

Unread post#41 » 18 Aug 2018 00:26

ანუ ელემენტებს კი არ აქვს მნიშვნელობა, აქვს როგორ დაამუშავებ და როგორ ჩასვამ ამ ელემენტებს მნიშვნელობა. ამ ელემენტების მიერ გამოწვეული შეგრძნება არის მნიშვნელოვანი და მაგ შეგრძნებების დატრიგერების წინაპირობები არის აქ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტ შედეგს გამოიწვევს, რომელიც ეხმარება სამყაროს გაცოცხლებას მით უფრო ცოცხალი იქნება ის ელემენტი.

არმესმის რასაც ამბობ. როგორ შეილება არ ქონდეს ელემენტს მნიშვნელობა და ქონდეს მარტო მისი შესრულების ხარისხს )) თუ ელემენტი (ფორმა, ყალიბი, მცნება, განსაზღვრება) არ გაქ როგორ შეასრულებ? მაგრად მაბნევ უკვე. "ელემენტი" თუ არ განსაზღვრე როგორ უნდა დაგიტრიგეროს რამე, რანაირად არააქ მნიშვნელობა :) და ყველაზე ტვინის გასხმა - "შეგრძნებების დატრიგერების წინაპირობები" ))) რომელიც ასევე "ელემენტის" (ფორმის, ყალიბის, მცნების, განსაზღვრების) მოწყობაა იდეაში, მარა აი ძალიან ჩერეჟოპუ ნათქვამი ))

მაგალითად მთავარი სიუჟეტიდან დამოუკიდებლად რატო უნდა გამოვყოთ სიუჟეტი? მთავარი სიუჟეტიც ხო პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას აჩვენებს? ასევე მთავარი სიუჟეტის გადმოცემის ბევრი ფორმა გვაქ, არაა აუცილებელი ეს იყოს სინემატიკი შეილება real time-ში ვითარდებოდეს ეგ სიუჟეტი.

იმიტო უნდა გამოვყოთ რომ შენგან დამოუკიდებელი გახდეს სამყარო, თავისით იფუნქციონიროს, ჩარევის გარეშე, რაც არი იდეაში მიზანი ამ თემის. შენზე დამოკიდებული ისედაც მთავარი მიმართულებაა და რადგან გვინდა რო გამოვყოთ ის რაც უშუალოდ შეილება აცოცხლებდეს სათამაშო სამყაროს მაქამდე მივდივართ. თავის უშუალო მექანიზმებს უქმნით.

რატო არ ვსვავთ თვითონ თამაშის ვიზუალურ, ფიზიკურ გარემოს ამაში? გარემოს დამუშავებით ჩვენ შეგვლია შევქმნათ ისტორიული სიღრმე ტერიტორიის, ვაჩვენოთ კვალი წარსული მოვლენების რომლებმაც დღევანდელ ფორმამდე მიიყვანეს სამყარო, და რომლის გაგრძელებაცაა ის ცოცხალი დინამიზმი რომელიც ვითარდება ინტერაქტიულად.

იმიტო არ ვსვავ რო უშალო ზეგავლენის მომენტები არ გამომიყვია ამ საკითხთან მიმართებაში. კი ნამდვილად დიდი როლიაქ, მარა კონკრეტულად რა არი ეს, რაიმე მარტივი განსაზღვრების სახით არ ვიცი. და არა იმიტო რო მნიშვნელობა არააქ. ზუსტად ეგ დავწერე როცა ვთქვი რო შევავსოთ და განვსაზღვროთთქო. მე არ ვიძახი იმას რო მთლიანი ფორმულაა რაც ჩამოვწერე ))) უბრალო დისკუსია იყო სანამ პოხუიმაროზ კამათში გადავიდოდით.

მთავარი გეიმპლეი რატო იყოფა დამატებითიდან?

იმიტო რო "მთავარი გეიმფლეი" ცენტრალური თემაა უკვე არსებული თამაშების. უშუალოდ ცენტრალური მოქმედებისთვის გამოიყენება, რომლის ფონიც არი ის სამყარო რომელიც ცოცხალი უნდა იყოს, მარა ვერ არი ისეთი როგორიც გვინდა. და ეს რომ ესე არ იყოს, ვდებთ ცენტრალურის როლს და თვითონ გარემოს ვხდით ცენტრალურს და არა მოთამაშეს.

რავი, მგონი გამომდის. ანუ სრულფასოვნად არ გამოვა იასნია, მაგრამ საკმარისი სიღრმით გამოვა რომ გამოყენების ეფექტური ფორმები გამოჩნდეს და ჩამოყალიბდეს.

თუ არ გაიგე რა ზღვაში ცურავ, წვეთების დათვლას რა აზრიაქ. არ გამოდისთქო არ დამიწერია, სიგიჟეა საერთო განსაზღვრებების გარკვევის გარეშე ესე ელემენტებით გარჩევა. ჯერ ის უნდა გაიგო რა მიმართულებები შეილება იყოს და მერე დაიწყო ამ მიმართულებების პუნქტებად დაშლა.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Re: Living Open World

Unread post#42 » 18 Aug 2018 01:09

როგორ შეილება არ ქონდეს ელემენტს მნიშვნელობა და ქონდეს მარტო მისი შესრულების ხარისხს

შესრულების ფორმას. ანუ მაგალითად MMO-შიც ყრია ტყეში მგელი და Skyrim-შიც, მაგრამ ერთში იმდენად არაადეკვატურია რომ არაფრის შეგრძნებას არ იწვევს, მეორეში შეილება დაგავიწყოს რო თამაშობ ისე დაგადგეს თოვლიანი ბურუსიდან და პირჯვარი გადაგაწერინოს.

ანუ ელემენტის ჩასმა თავისთავად არაა საკმარისი, ის ამუშავდება მხოლოდ გარკვეული ფორმით ჩასმის მერე.

იმიტო უნდა გამოვყოთ რომ შენგან დამოუკიდებელი გახდეს სამყარო, თავისით იფუნქციონიროს, ჩარევის გარეშე, რაც არი იდეაში მიზანი ამ თემის. შენზე დამოკიდებული ისედაც მთავარი მიმართულებაა და რადგან გვინდა რო გამოვყოთ ის რაც უშუალოდ შეილება აცოცხლებდეს სათამაშო სამყაროს მაქამდე მივდივართ. თავის უშუალო მექანიზმებს უქმნით.

ბიჭო რთული გამოსაყოფია ეგ. ტოესტ მაგ გამოყოფის გამართლება არის ჩემთვის რთული ეხლა. ანუ მაშინ უნდა ვთქვათ რომ ხისტად გაწერილი და სპეციალურად შენთვის დატრიგერებული ერთჯერადი მოვლენები გამოვყოთ. იმიტომ რომ მთავარი სიუჟეტის დიდი ნაწილი შეიძლება სრულიად გახსნილ ფორმატში ვითარდებოდეს. მაგალითად სიუჟეტური მიზანი იყოს ააგროვე 40 000 $ 4 დღეში თორე ფეხებს დაგამტვრევს ბარიგა, და ამ მიზნის მიღწევა მილიონი ფორმით შეილებოდეს მაგრამ თავისი არსით გაგდებდეს მოთამაშეს გამოუვალ და ტრაკში ანთებულ მდგომარეობაში, რაც ძალიან გაგიცოცხლებს სამყაროს და მასთან ინტერაქციის კონტექსტს. ანუ არ გეუბნებით როგორ ააგროვო ეს ფული და რაზე ხარ წამსვლელი შენ და შენ ნამუსზე იყოს.

მეორე პრობლემა ის მაქ მასეთ განსაზღვრებასთან, რომ არაა არასდროს სამყარო შენგან დამოუკიდებლობით ცოცხალი. ანუ შენ თუ არ დაინტერესდი და შენში არ გამოიწვია საჭირო შეგრძნება, იქნება პროსტა ბევრი აქტივობების და თესლი სიმულაციის ნაკრები.

მანდ ჩემი აზრით არის უფრო ბალანსის პრობლემა რომ სამყარომ არ გამოიწვიოს შენთვის დადგმული სპეკტაკლის შეგრძნება, რისი ერთადერთი ქაუნთერი არის რომ რაც შენზე მოქმდებეს მოქმედებდეს თამაშის სხვა მოქმედ გმირებზეც.

იმიტო არ ვსვავ რო უშალო ზეგავლენის მომენტები არ გამომიყვია ამ საკითხთან მიმართებაში. კი ნამდვილად დიდი როლიაქ, მარა კონკრეტულად რა არი ეს, რაიმე მარტივი განსაზღვრების სახით არ ვიცი. და არა იმიტო რო მნიშვნელობა არააქ. ზუსტად ეგ დავწერე როცა ვთქვი რო შევავსოთ და განვსაზღვროთთქო. მე არ ვიძახი იმას რო მთლიანი ფორმულაა რაც ჩამოვწერე ))) უბრალო დისკუსია იყო სანამ პოხუიმაროზ კამათში გადავიდოდით.

მმ სიტყვაზე რომ ვთქვათ სამყაროს წარსულის კვალის ასახვა. ანუ როგორც კულტურა, lore, და არქიტექტურის ფორმა იძენს მნიშვნელობას იმიტომ რომ წარსული კვალს აჩვენებს. სიღრმეს და ისტორიას უქმნის გარემოს მასეთივე დატვირთვა აქ მაგ ვიზუალს.
მაგაზე დავდებ რამდენიმე საათში გუგლის დოკის ლინკს.

იმიტო რო "მთავარი გეიმფლეი" ცენტრალური თემაა უკვე არსებული თამაშების. უშუალოდ ცენტრალური მოქმედებისთვის გამოიყენება, რომლის ფონიც არი ის სამყარო რომელიც ცოცხალი უნდა იყოს, მარა ვერ არი ისეთი როგორიც გვინდა. და ეს რომ ესე არ იყოს, ვდებთ ცენტრალურის როლს და თვითონ გარემოს ვხდით ცენტრალურს და არა მოთამაშეს.

ვერ მივხვდი ბოლომდე რას გულისხმობ.

თუ არ გაიგე რა ზღვაში ცურავ, წვეთების დათვლას რა აზრიაქ. არ გამოდისთქო არ დამიწერია, სიგიჟეა საერთო განსაზღვრებების გარკვევის გარეშე ესე ელემენტებით გარჩევა. ჯერ ის უნდა გაიგო რა მიმართულებები შეილება იყოს და მერე დაიწყო ამ მიმართულებების პუნქტებად დაშლა.

არ ვიცი, შენ კი გიყვარს კატეგორიზაციის მოფიქრება ჯერ. მაგრამ მე ეგრე არ გამომდის. კატეგორიზაციას ვიღებ საწყის წერტილად, მერე ვიწყებ გავრცობას, მერე ვუბრუნდები კატეგორიას და ვუყურებ სწორი და ოპტიმალური თვისებები ამოვიღე თუ არა და ეგრე წინ და უკან მივდივარ მანამ ოპტიმალურად არ გადმოვცემ იმ საერთო სურათს რაც ტვინში მაქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4353
Contact:

Re: Living Open World

Unread post#43 » 18 Aug 2018 01:41

კაროჩე აირევა ასე თემა. ორივე უყურებთ ერთ თემას სხვადასხვა მხრიდან.

ბაჩო ამბობს რომ ეს ჩამოწერილი ელემენტები, რომელიც იგულისხმება თავისი საუკეთესო განხორციელებით როგორიც იქნებოდა, არის გამაცოცხლებელი, ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით ეს ვერსია ჩამოყალიბდა ამ თემაში და ჯერჯერობით ეგ ოთხი ელემენტი დადო ბაჩომ. ამაზე შეიძლება იყოს ან თანხმობა რო კი ამ ელემენტებს შეუძლით გაცოცხლება, ან უნდა დაემატოს ელემენტები, ან უნდა იქნას უარყოფილი.

კიპერა ამბობს რომ ეს ელემენტები ზოგადად აღებული არ ნიშნავს უეჭველი იმას რო ცოცხლის შედეგს დადებს, ამ ელემენტის შემადგენელი ფორმები და კონსტრუქციები ბევრნაირია და მაგ ბევრიდან სწორი კომბოები არის გადამწყვეტი რამაც ეს ელემენტი ისეთად უნდა შექმნას რო ცოცხალი მიიღოს.

ბაჩოსთვის ეს ოთხი ელემენტი არის კონცეფციები, ერთგვარი საფუძველი მომავალში რაღაცის მიღების.
სანდროსთვის ეს ოთხი ელემენტი არის კონკრეტული საქმეებით მიღებული პროდუქტი, სხვადასხვა გზებით მიღებული ბოლო მოცემულობა.

ხოდა ასე არასდროს არ დაემთხვევა ეხლა აზრი და უსასრულო კამათი წავა. ამიტომ გამიჯნეთ ეხლა, თეორიული კონცეფციები (ბაჩოს აზრი) და პრაქტიკულობის შედეგად დადებული პერსპექტივები (რასაც სანდრო ამბობს)
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Living Open World

Unread post#44 » 18 Aug 2018 01:47

შესრულების ფორმას. ანუ მაგალითად MMO-შიც ყრია ტყეში მგელი და Skyrim-შიც, მაგრამ ერთში იმდენად არაადეკვატურია რომ არაფრის შეგრძნებას არ იწვევს, მეორეში შეილება დაგავიწყოს რო თამაშობ ისე დაგადგეს თოვლიანი ბურუსიდან და პირჯვარი გადაგაწერინოს.

ანუ ელემენტის ჩასმა თავისთავად არაა საკმარისი, ის ამუშავდება მხოლოდ გარკვეული ფორმით ჩასმის მერე.

რატო მიხსნი მაგას? შესრულების ხარისხია ეგ, მეტი არაფერი.

ბიჭო რთული გამოსაყოფია ეგ. ტოესტ მაგ გამოყოფის გამართლება არის ჩემთვის რთული ეხლა. ანუ მაშინ უნდა ვთქვათ რომ ხისტად გაწერილი და სპეციალურად შენთვის დატრიგერებული ერთჯერადი მოვლენები გამოვყოთ. იმიტომ რომ მთავარი სიუჟეტის დიდი ნაწილი შეიძლება სრულიად გახსნილ ფორმატში ვითარდებოდეს. მაგალითად სიუჟეტური მიზანი იყოს ააგროვე 40 000 $ 4 დღეში თორე ფეხებს დაგამტვრევს ბარიგა, და ამ მიზნის მიღწევა მილიონი ფორმით შეილებოდეს მაგრამ თავისი არსით გაგდებდეს მოთამაშეს გამოუვალ და ტრაკში ანთებულ მდგომარეობაში, რაც ძალიან გაგიცოცხლებს სამყაროს და მასთან ინტერაქციის კონტექსტს. ანუ არ გეუბნებით როგორ ააგროვო ეს ფული და რაზე ხარ წამსვლელი შენ და შენ ნამუსზე იყოს.

რთული გამოსაყოფი როგორ არაა, ვინ თქვა მერე რამე? მარა შენსავვით მილიონი რაღაც ელემენტის გაურკვეველი სრტუქტურით დაწერა უფრო რთულია და არ იქნება ეფექტური. რა მაგალითიც მოგყავს ეგ უნდა გამოყო როგორც მოვლენის სახეობა და ის უნდა დაწერო თუ თვლი რო აცოცხლებს. მეტი არაფერი არ ხდება.

მეორე პრობლემა ის მაქ მასეთ განსაზღვრებასთან, რომ არაა არასდროს სამყარო შენგან დამოუკიდებლობით ცოცხალი. ანუ შენ თუ არ დაინტერესდი და შენში არ გამოიწვია საჭირო შეგრძნება, იქნება პროსტა ბევრი აქტივობების და თესლი სიმულაციის ნაკრები.

მე არსად არ დამიწერია რო შენგან დამოუკიდებელი უნდა დარჩეს სამყარო. სამყარო უნდა აეწყოს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზმი და მერე დაიწყოს შენი მასთან ინტეგრაციის ფორმების განსაზღვრა. და არა ისე რო შენზე იყოს თავიდანვე მორგებული. რათქმაუნდა თუ გვინდა რო ცოცხალი გვეგონოს. ვერანაირ შეცდომას ვერ ვხედავ ამაში, სუფთა თეორიული მსჯელობის თვალსაზრისით მითუმეტეს.

მმ სიტყვაზე რომ ვთქვათ სამყაროს წარსულის კვალის ასახვა. ანუ როგორც კულტურა, lore, და არქიტექტურის ფორმა იძენს მნიშვნელობას იმიტომ რომ წარსული კვალს აჩვენებს. სიღრმეს და ისტორიას უქმნის გარემოს მასეთივე დატვირთვა აქ მაგ ვიზუალს.
მაგაზე დავდებ რამდენიმე საათში გუგლის დოკის ლინკს.

სათამაშო სამყაროს არქიტექტურაში ლორის ელემენტების შეტანა.

იმიტო რო "მთავარი გეიმფლეი" ცენტრალური თემაა უკვე არსებული თამაშების. უშუალოდ ცენტრალური მოქმედებისთვის გამოიყენება, რომლის ფონიც არი ის სამყარო რომელიც ცოცხალი უნდა იყოს, მარა ვერ არი ისეთი როგორიც გვინდა. და ეს რომ ესე არ იყოს, ვდებთ ცენტრალურის როლს და თვითონ გარემოს ვხდით ცენტრალურს და არა მოთამაშეს.


ვერ მივხვდი ბოლომდე რას გულისხმობ.

სამყარო იქმნება მოთამაშისთვის - ესაა მეინსტრიმის წესი დღეს. სამყარო უნდა შეიქმნას მოთამაშისგან დამოუკიდებელ წესებზე და არა მისთვის, ესაა იდეა. რო შექმნა ეს რამე ადგილი და ეს ადგილი არ იყოს თამაშისთვის ვაფშე და გააცოცხლო. მერე დაიწყო უკვე მოთამაშის შიგნით ინტერაქციის გზებზე ფიქრი. კიდე ვერ ხვდები?

არ ვიცი, შენ კი გიყვარს კატეგორიზაციის მოფიქრება ჯერ. მაგრამ მე ეგრე არ გამომდის. კატეგორიზაციას ვიღებ საწყის წერტილად, მერე ვიწყებ გავრცობას, მერე ვუბრუნდები კატეგორიას და ვუყურებ სწორი და ოპტიმალური თვისებები ამოვიღე თუ არა და ეგრე წინ და უკან მივდივარ მანამ ოპტიმალურად არ გადმოვცემ იმ საერთო სურათს რაც ტვინში მაქ.

ძაან მაგარია, როგორც გაგისწორდება ისე გააკეთე. პროსტა აქ შემოხვედი და ყველაფერი თავზე დამაყარე, ყველა ფრაზა და სიტყვა ცალცალკე ამახსნევინე და შენ რას რაში გულისხმობ ამ მომენტამდე ვერ გამაგებინე. და ამდენ ლაპარაკს ხო დავწერე არა რაც შეილება რო გავაკეთოთ, კაჩაობის თავიდან ასაცილებლათ? რამე კითხვები თუ გაქ კითვის სახით ჩამოწერე. ის რო მე შენ არ გეთანხმები და არც გესმის რაში ცოტა მოქმედებს უკვე რა. შენ სხვანაირად ყოფ კიბატონო. შენ სხვანაირად ხედავ, ბაზარი არაა. დაწერე როგორ ხედავ. აქ რა ვერ გაიგე, გამოუშვი კითხვების სახით და ეგრევე კამათი არაა საჭირო რაღაც სისულელეზე, იმიტო რო უკვე დავიღალე და რაც ანჩარედზე და სხვა მძღნერის დუღილით მორწულ თემებში მოხდა ის უნდა მოხდეს კიდე აქ და მაგის ნერვი არ მაქ ვაფშე. ამიტო ჩამოყალიბდი და ისე გადმოდი შესწორებებზე.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Re: Living Open World

Unread post#45 » 18 Aug 2018 02:07

კარგი გასაგებია. ეგრე ვქნათ.

საკამათოდ არც მე ვპოსტავ. შენს მიერ აღწერილ საერთო სურათის გაგებას ვცდილობ ხოლმე და მერე ჩემ აღწერილ საერთო სურათში რა ვერ ავღწერე კარგად მაგის გაგებას. პახოდუ საკუთარი ხედვის დეტალები იკვეთება ამ საუბარში. ამას კონკრეტული სიტუაციის ასახსნელად, კონკრეტულ კონტექსტში მოყვანილი მაგალითები რო ემატება და მერე მაგ მაგალითის საერთო სურათში გამართლება და კონტექსტის ახსნა და ა.შ. მანდ უკვე იწყება ეს პიზდეცები.

თემიდან დავაკოპირე რაც მჭირდებოდა. გაწმინდე თუ გინდა ამ პოსტებისგან და უკვე ეგრე კონკრეტული კითხვებით ან გავრცობით შევეცდები დავწერო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Living Open World

Unread post#46 » 18 Aug 2018 02:09

ბაზარი არაა.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Re: Living Open World

Unread post#47 » 18 Aug 2018 07:52

არ ვიცი დღეს თუ მეცლება კიდე ამისთვის და Work in Progress ფორმით დავაშეარებ. https://docs.google.com/document/d/11Tw ... gWGo/edit#
ვინმეს თუ დაგაინტერესებთ ნახეთ, თუ არადა დავასრულებ როცა მოვიცლი და მერე ნახეთ.

ერთი გადავლა უნდა რომ უფრო ლაკონურად, სტრუქტურულად და ორგანიზებულად დაიდოს, პირველი ნაწილივით. მარა აი სიის სახით რეებიც წერია * -ებით მგონი უკვე გამოსადეგია ამ თემის ორიგინალი საკითხის გასავრცობად ან კატეგორიების გასატესტად ყველას თუ შეიცავს.

კომენტები იქვე მოსულა დოკში აქ რო არ ვარჩიოთ: https://www.youtube.com/watch?v=_yvYOxbxNLs
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Living Open World

Unread post#48 » 18 Aug 2018 14:22

მთელი სათამაშო ექსფერიანსის ელემენტებად დაყოფის და მერე რაღაც მაქსიმალურად გასაგები კლასიფიკაციების მიცემის მცდელობაა, რომლის სტრუქტურაც მე პირადად ვერ დავიჭირე მაინც.
ძალიან განზოგადებულია ყველაფერი, იმიტო რო უშუალოდ ელემენტებად გაქ დაყოფილი და მათ უკან საერთო მიმართულებებს ვერ გამოყოფ. რავი დავწერე რაღაცეები მეც, მარა ძალიან შორს მიდის ამ თემიდან, იმიტო რო ეს ფორუმის თემაა და ეგ რაღაც დასკანალნი გარჩევაა RPG ჟანრის

მე მაინც სამ მიმართულებად დავშლიდი მაგას, როგორც დაგიწერე
ცოცხალი სამყარო
გმირის სამყაროსთან ინტერაქციის ფორმები
ცენტრალური სიუჟეტი

დაარქვი შენი სახელები, პროსტა გაყავი ერთმანეთისგან თორე ესე ეს ცოდნა არაფერში არ გამოგადგება. არაქმედითუნარიანია - "უნდა გავაკეთოთ ბევრი რამ რო იყოს იმერსიული". ესეთი მიდგომით არ გამოვა ფუნქციონირების საიდუმლოს გაგება.

ეს სამივე ერთ კონტექსტში, ერთ თემაში რო განიხილო არი რო მთელი ეს ფორუმი ერთი თემა იყოს. მაქსიმალურად უნდა გაექცემაგას. მაგიტო დავწერე რო განზოგადებას არაფერზე არ დავიწყებთო, მარა ...

მიმართულებების ჩამოყალიბებამდე მივედი და დავწერე ოთხი. მაქამდე მიდი და დაწერე ეგეთი მიმართულებები რო დაინახო მთლიანი სურათი.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Re: Living Open World

Unread post#49 » 18 Aug 2018 19:58

კარგი კომენტებია, დავინახე ბევრი რამე რაც გასასწორებელი მაქ.
გადავხარშავ ცოტა ხანი ტვინში და გავამარტივებ. იქ კომენტებზე გიპასუხე.

"უნდა გავაკეთოთ ბევრი რამ რო იყოს იმერსიული" - აი აქ მინდა მივაღწიო ესეთ რამეს "არის ელემენტები სამყაროში, თუ მათ გარკვეული პრინციპებით ავაგებთ, გააცოცხლებს სამყაროს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებით"

და მესამე ნაწილში უკვე ეგ პრინციპები როგორ შეგიძლია გამოიყენო როგორც ფილტრი, რომელიც განახებს კონკრეტული ელემენტი პოტენციურად რამდენად ეფექტურია და რა რაკურსით შეგილია დახვეწო რომ უფრო ეფექტური იყოს.

ცოცხალი სამყარო
გმირის სამყაროსთან ინტერაქციის ფორმები
ცენტრალური სიუჟეტი


[b]გმირის სამყაროსთან ინტერაქციის ფორმები

მაგის გამოყოფა მიჭირს, რადგან მოთამაშის ინტერაქცია იგივე NPC-ების და გარემოს ამ ინტერაქციაზე პასუხზეც არის დამოკიდებული. ანუ მაშინ უნდა იყოს გმირი როგორ რეაგირებს სამყაროზე + სამყარო როგორ პასუხობს მის ქმედებებს შესული ერთად. თუ არ ვიცი, აი ეგ მაბნევს.


ცენტრალური სიუჟეტი
აქ ცენტრალურ სიუჟეტში გულისხმობ მაგას როგორც, კონკრეტულად იმ მოვლენების ჯაჭვს რომელსაც გაგატარებს ეგ სიუჟეტი თუ იმ ფონსაც/გარემოებასაც რომელსაც ეგ სიუჟეტი უქმნის სამყაროს? ანუ მთავარ სიუჟეტს იდეაში შეიძლება თქვა რო მოაქ ის ფაქტებიც რომ ორ ნაციას შორის ომია და ა.შ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Living Open World

Unread post#50 » 19 Aug 2018 12:45

ხო ეგ რთული და მოსაფიქრებელი თემაა. სამივე პერსპექტივით შეილება იყოს დანახული ერთიდაიგივე ელემენტები, მარა გამოჩნდება სხვადასხვანაირად. მაგიტოა რო გამოდის ხუივოზნაერ რა.
აქ რაც დავწერე შევეცადე რო ყოფილიყო მოთამაშსგან დამოუკიდებელი სამყაროს პერსპექტივით. და გავაკეთე იმიტო რო ჩისტა გაცოცხლების კუთხით საინტერესო მექანიკები უფრო კარგად გამოკვეთილიყო.

ცოცხალი სამყარო
გმირის სამყაროსთან ინტერაქციის ფორმები
ცენტრალური სიუჟეტი

ალბათ ჯობია რო სამივეზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაკეთდეს და უკეთესად გამოჩდება რომელით უფრო მიზანშეწონილია ამათუიმ ელემენტებზე ლაპარაკი.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Living Open World

Unread post#51 » 19 Aug 2018 13:27

გმირი - პერსონალური აქტივობები, ურთიერთქმედება გონიერ არსებებთან, ფაუნასთან, ფლორის შემქნილ გარემოებებთან

ფაუნა - ფაუნის ურთიერთქმედება თავის თავთან, ფლორის შექმნილ გარემოებებთან, სამყაროს გონიერ არსებებთან და გმირთან

ფლორა - ფლორის შექმნილი გარემოებები ფაუნისთვის, გონიერი არსებებისთვის და უშუალოდ გმირისთვის

გონირერი არსებები - გონიერი არსებების ურთიერთქმედება ერთმანეთთან, ფაუნასთან, ფლორის შექმნილ გარემოებებთან და გმირთან

ჰა ყველაზე გასული პერსპექტივა :) ესე რო დავყოთ და ყველას თავისი გაუწეროთ გამოვა მარტივად დაყოფა იმ მასიური ელემენტების მგონი. პროსტა ცენტრალური სიუჟეტი და მოქმედების ადგილი ჯერ არ შემომაქ რო არ გართულდეს ძაან )) ვნახოთ ეს თუ იმუშავებს მერე მოვარგოთ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests