Most Annoying Elements (?), გამოკითხვა > რა გაღიზიანებთ თამაშებში?

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11696

Most Annoying Elements (?)

Unread post#1 » 09 Aug 2017 21:55

რა ელემენტები გაღიზიანებთ თამაშებში ? :brain:

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: What makes you angry?

Unread post#2 » 09 Aug 2017 22:40

ოო სად დავიწყო :D

ყველაზე მეტად ალბათ ორი რამე არ მიყვარს თან თანაბრად.
* როცა სეტინგში და სთორიში არაა სტილისტიკა დაჭერილი და კარგად დაცული, და ძალიან ბევრი რამეა შერეული ლოგიკური კავშირის გარეშე. მაგის გამო პროსტა ვერ ვთამაშობ ბევრ ჯრპგ-ს და Silly ან Arty ინდი თამაშებს. აჯაფსანდალი რო დგება სეტინგისგან მეთიშება ინტერესი ეგრევე. არის გამონაკლისები სადაც ეგ თითონ თამაშის იდეის ნაწილია სეტინგის ულოგიკობა, მარა რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს ორჯერ უფრო მეტი ლოგიკური დამუშავება და სტილისტიკური სიმტკიცე ჭირდება ეგეთ სეტინგს რომ ხარისხიანი იყოს თავის ქაოტურობაში და ექცენტრიულობაში.
* ვერ ვიტან რესპაუნიან გრაინდინგს, თან ბევრი კი არაფერი ჭირდება რომ მილიონჯერ გააუმჯობესო ექსპერიენსი. გაანაწილე ნორმალურად რუკაზე მონსტრები და რაღაც პროგრესის შეგრძნება მიეცი. მეტი ექსპი მიეცი მონსტრს.
ცხვირწინ გაჩენილ მონსტრს ან იგივე რუკაზე გაჩენილს რო მაკვლევინებ 10 ჯერ ლეველის ასაწევად, რომ ყოვლად უაზრო დროის კარგვით იიი 100+ საათიანი თამაშია მიიწერო, თქვენთან ბოდიში და ეგეთი ყველა თამაშის ***** . და კი დარკ სოულიც მეტასკავება მაგის გამო.
ვიცი რომ ზოგიერთ თამაშში გისწორდებათ ზოგს მარა მე არასდროს გამსწორებია და არც პატივისცემა მაქ ეგეთი დიზაინის მიმართ.

დალშე უფრო ზოგადი დისკომფორტის და დაწუნების მომენტი
*არ მიყვარს უაზრო რუტინის გამომწვევი რეალიზმის ელემენტები თამაშებში სადაც ძალიან დიდი დრო უნდა გაატარო და სადაც მნიშვნელოვანი სიუჟეტური და ატმოსფერული როლი არ აქ მაგ ელემენტებს. კერძოდ იარაღის დეგრადირებას, წონის მექანიკას და მასეთებს ვერ ვიტან. (სადაც მართებულია მათი გამოყენება (survival horror) არ ვგულისხმობ)
*ვერ ვიტან უაზროდ გრძელ ანიმაციებს თამაშებში. იქნება ეს დარტყმის ანიმაცია თუ სოკოს მოკრეფის. 10000ჯერ თუ უნდა გავაკეთო ეგ ქმედება თამაშში რაც არ უნდა ლამაზი იყოს გამაღიზიანებელია. იგივე ეხება ყოვლად არასაჭირო უაზრო სკრინებს და ანიმაციებს, მაგალითად გამარჯვების აღნიშვნა ანიმაციით ან შემყვანი და შემაჯამებელი მენუები. ამ ყველაფერს აქ თავისი ადგილი, და ეს ადგილი 200 საათიან RPG-ში სადაც ნახევარ პლანეტას ხოცავ არ არის.
*არ მიყვარს პატარა ულოგიკირობები თამაშებში. მაგალითად დათვს რო მოკლავ და არმორს რო ყრის ლუტად.
*არ მიყვარს როცა სენდბოქს თამაშებში დეველოპერს "სწორი გასვლის" მეთოდი შემოყავს. ერთადერთი გამონაკლისი სადაც ეს კარგად იყო გაკეთებული Hitman 2~3 არის. შემდეგებში ამათაც მიქარეს. თუ თავისუფლებაა მათამაშე როგორც მე მინდა.
*არ მიყვარს როცა თამაში ლაბორატორიის ვირთხასავით გექცევა ამიტომ დავიკიდე პაზლების თამაში.
*არ მიყვარს როცა სეტინგი ან გეიმპლეი შუა თამაშში იცვლება რადიკალურად. VTM: Redemption-ის ლონდონში გადასვლა და პირველი კრიზისის ტაქტიკური შუტერიდან ტუპოი არკადაზე გადასვა ალიენების გამოჩენით მაგალითად.
*არ მიყვარს როცა ორ ელემენტიანია პერსონაჟის მორალის სისტემაა თამაშში და გაიძულებენ რომელიმე ექსტრიმი ბოლომდე მიიყვანო და ჩაგრავენ ნეიტრალურ პერსონაჟებს.
*არ მიყვარს როცა კომპანიონები თამაშში ისტერიჩკა თინეიჯერებივით რეაგირებენ შენ არჩევნებში და გიწევს პერსონაჟის მოსაწონებლად გადაწყვეტილებების მიღება. კარგი მაგალითია ამის თავიდან ასაცილებლად Tyranny სადაც შეილება ეზიზღებოდე კომპანიონს მარა შიშის გამო მაინც მოგყვებოდეს ან რესპექტის გამო.
*არ მიყვარს სთორიან თამაშში დრამატულში როცა მეოთხე კედლის გამტეხავი ან შეუსაბამო შუტკები ეძრობა. ეგრევე მაგდებს დრამიდან და მახსენებს რომ პროსტა თამაშს ვთამაშობ და შიგადაშიგ სინემატიკებს ვუყურებ.

End of Part one :D კიდე მექნება ფართები ვატყობ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: What makes you angry?

Unread post#3 » 09 Aug 2017 23:38

რუტინა მეზიზღება ყველაზე მეტად, სამუშაოსავით საკეთებელი საქმე როა რაც არ უნდა კარგი იყოს, მარა არის გამონაკლისები რამაც საპირისპირო შემომთავაზა. Shin Megami Tensei: Nocturne იყო ნათელი მაგალითი ამის. როცა ლაბირინთულ დანჯენებში დამღლელი და მოსაწყენი გრაინდინგი აქცია ძალიან მაღალი დონის ტაქტიკურ და დაბალანსირებულ ჩელენჯად. ჰარდკორია მარა ისეთი ჰარდკორი ღირსეულად გამარჯვებას რო იგრძნობ და წინსვლის და კიდე ათი ბრძოლის მუღამი გაგიჩნდება, თვითშეფასებას რო გიმაღლებს და საკუთარი შესაძლებლობებით სიამაყის შეგრძნება რო მოაქვს. :D:D ამიტომ მივედი დასკვნამდე რო თუ რუტინა ინტელექტუალურ ჩელენჯს არ წინსვლის მოტივაციას არ მაძლევს მაშინ მაღიზიანებს. ქვესტი რომელიც სთორიში არ ჩამითრევს ან ინტელექტუალურ ჩელენჯს არ დამიდებს მაღიზიანებს.

კარგად შექმნილი მექანიკა ან სიახლე როა შემოტანილი თამაშში და ყოველ ფეხის ნაბიჯზე რო საჭიროს ხდიან და გაყენებინებენ ეგ არ მიყვარს, ეგრევე მბეზრდება. მაგ დროს წყდება თითქოს თამაშის ერთიანობა და ვგრძნობ რო რაღაც დაპროგრამებული სამუშაო ამბავი უნდა მოვაგვარო. ხასიათზე თუ არ ვარ შეიძლება გამაღიზიანოს. მაგალითებისთვის Arkham Knight-ის მანქანით კომბატი და ვიჩერის დეტექტივ მოუდი. იქამდეც არაერთი მექანიკა მინახავს ასე დასმული პროსტა ბოლო ეს ორი შემხვდა.

კომპანიონებთან შემოტენილი რომანსები არ მიყვარს RPG-ში, შემოტენილში ვგულისხმობ იმას რო ბექგრაუნდი არ აქვს ურთიერთობას რამდენიმე საინტერესო დიალოგის გარდა და ეგრევე სექსი იჩითება - Mass Effect მაგალითად ბევრი სიკარგის მიუხედავად. აი რომანსი კარგი და დამაჯერებელი არის Baldur's Gate 2-ში, დროც გაქვს პერსონაჟის გასაცნობად და დიალოგებიც დამაჯერებლად გადადის ემოციურ ფაზაში.

კიპერას ჩამოწერილებსაც ჩამოვყვები ბარემ გამზადებულად:

წონა და ინვენტორის მენეჯმენტი, ზიზღით არ მეზიზღება და მგონია რო საკმაოდ საიტნტერესოდ გამოსაყენებელი მექანიკაა მარა ტყუილ და უაზრო ტვინის ტყვნად მიმაჩნია უმეტეს შემთხვევაში სადაც მინახავს. შე დედააფეტქებულო თამაშს რო მიკეთებ სადაც ლუტი უნდა ავიღო და ინვენტორის სიმძიმით მაკონტროლებ რო ბევრი არ ავიღო, მაშინ საერთოდ რატო მილაგებ ლოკაციაში ლუტს?? უმეტესობა RPG-ში თან დგანან და იმეორებენ ამ სირობას, ჩანთების და სტატების გაზრდის დედავატირე წონის გამო. მესმის ისეთი თამაში იყოს სადაც 10 საჭირო ნივთი დევს და აქედან მხოლოდ რამდენიმეს კომბინაციით შეგეძლოს ჩელენჯიანი გასვლა და იმას გიზღუდავდეს რო ყველა არ აიღო.

იარაღის გაფუჭება - ესაც საინტერსო მექანიკაა მარა არასწორად თუ იზავ ჩაჯმა გამოდის. სოულსებში ვიგრძენი ამისი პლუსი, როცა ორი იარაღის დაჭერა შეგიძლია შეიძლება ერთი იარაღით ვერ გაიტანო ლოკაცია და სტილის შეცვლა დაგჭირდეს, ბრძოლა გადარჩენისთვის მიდის ლეველში და ყველანაიად მომზადებული უნდა შეხვდე, უიარაღოდ რო იატაკი ჩაგენგრეს და 30 მონსტრთან ჩავარდე მზად უნდა იყო რო მეორე ამოიღო და იმით გაუმკლავდე ყველას. აი ცუდი ვარიანტი ბოლოს რაც ვითამაშე ვიჩერ 3 ში შემხვდა და იქ სრულიად უაზრო იყო, ორი ხმალი მიდევს ისედაც, ერთი მონტრებთან ერთი ადამიანებთან, ამ ხმალს რო გამიფუჭებ შუა ექსპლორაციისას ვიღაც დრაუნერთან ბრძოლაში როელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხტებიან, რა უნდა ვქნა, მეორე ვერცხლის ხმალი და მეორე ადამიანის ხმალი გადმოვიღო თუ მაინცდამაინც ცხენით ვირბინო რო ბრძოლა არ დამჭირდეს?

გაწელილი ანიმაციები - დღეს ტასკაა უკვე მარა 90-იანებში როცა თამაშებში სინემატიკური იქსპერიენსის თემა შემოდიოდა სპეციალურად ითხოვდა ხალხი და აფასებდა რაც მეტი და გრძელი ანიმაციები იქნებოდა. მაგალითად FF9-ზე მაქვს წაკითხული ასეთი შემთხვევა რო ხალხმა ტვინი მოტყნა და სპეციალურად მაგ მიზეზით გააკეთეს ანიმაციები ბრძოლის დაწყების, სცენის დატრიალების და მონსტრის სიკვდილის. თითო ბრძოლა ერთი სასცენო დადგმაა თავისი კამერის შემოსვლით და რაკურსებით და მონსტრის განგმირვით თავისი ბოლო ამოგმინვით. ასეთი ვიზუალური პრეზენტაციის მარიაჟობა მაშინ ძალიან ბევრს ნიშნავდა, მიტუმეტეს Playstation 1-ზე 2MB RAM და 1MB VRAM-ზე. მარა 2000-იანებში ახალი რესურსების გაჩენისთანავე შეიცვალა ეგ მიდგომა უკეთესობისკენ და საკმაოდ მალევე.

Resident Evil 4-შირო ყვავი ყუმბარას ტოვებს მაგის დედაშ**ი. მართალია ადრე იყო ხოლმე ასეთი ლუტის ამბები მარა მალევე შეიცვალა და იგივე RE4-ში ეგ სირცხვილია. აი კლასიკურ Tomb Raider-ებში ზოგან აფთიაქებს და ტყივიებს რო პულობ ეგრევე ფიქრობ რო ეტყობა ვიღაც იყო ლოკაციაში, თან არაბუნებრივად გეჩვენება მარა თან ვერც გამორიცხავ და მაგარ მისტიურობას მატებს ეგ. ასევე ცხოველი ძალიან იშვიათად თუ (არ მახსოვს კი თუ არა) ტყვიას დატოვებს ეგაც ბუნებრივია რო შეიძლება შეჭმული ყავს ვიღაც, ჩონჩხსაც შეიძლება შეხვდე სადმე რაც იმას მოწმობს რო გაუვლია ვიღაცას იქ.

ჯერჯერობით ეს იყოს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: What makes you angry?

Unread post#4 » 10 Aug 2017 00:31

ვაფშე ვიჩერი თანამედროვე ეტალონია პატარა ჩაჯმებით. და რადგან ეხა მაგას ვთამაშობ კაკრას ვიჩერით დავიწყებ.

კითხვის ნიშნებზე მგონი შეთანხმდა მსოფლიო რო კაცობრიობის წინაშე დანაშაული იყო. მარა აი ეს ვაფშე სხვა დონეა. ეს დედა მო*ყნული, აკეთებ ესეთ სასწაულ რამეს და ერთი უმნიშვნელო დეტალით როგორ უნდა მოახერხო ყველაფრის გაფუჭება? ალბათ ვიღაც ყავდათ ძაან ცუდი ტიპი, რომელსაც ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ ჩააბარეს. მისცეს მინიმალური თავისუფლება და მაინც ჩა*ვა

გამაგებინეთ რათ უნდა ყველა NPC ნახევარი ეკრანის ხელა დალაპარაკების იკონკა თავზე? http://i.imgur.com/O5NGEus.png ამდენს მართლა არასდროს არ ვიგინები ფორუმზე, პროსტა ცვეტში წნევა მიწევს ამაზე.
დადიხარ და ქალაქს ვერ ათვარიელებ წესიერათ იმიტო რო ყველა მუნჯს თავზე "პაგავარიწ" "E" აწერია და ირონია კიდე იმაშია რო ვაფშე არავის არ ელაპარაკები გამყიდვლების და ქვესთ გივერების გარდა...

ზუსტად იგივეა წონაზე, აფსოლიტურად არ მუშაობს მექანიკა, იარაღების გაფუჭება ვაფშე სისულელე და არვიცი თქვენ რატო არ მოგხვდათ, მარა მისიების მენეჯმეტია კიდე სიბნელე.
ვთქვათ გინდა, რო ნახო სადაც ხარ იმ მომენტში იქ ყველაზე ახლოს რა მისიაა. ჩემი ყ*ე ნახე. ერთი 15 წუთი გინდა მაგის გასარკვევათ, იმიტო რო ჯერ მისია უნდა აირჩიო, მერე მეფსზე გადმორთო, მერე უკან რო გადართავ, ის მისია ადგილს შეიცვლის და შენ უკვე სხვა მისიას მონიშნავ შეცდომით და მეფზე გადასული სიტუაციას რო გაანალიზებ სახეს დაიპორჭყნი (თან სუ მეორდება ეს მომენტი).

Riddick
Posts: 11696

Re: What makes you angry?

Unread post#5 » 20 Aug 2017 19:09

რაც ცალსახად მაღიზიანებს ესენია ალოგიკური ინტერფეისი ,ინვენტარი და განვითარების სისტემა . ძალიან ხშირად ყოფილა მომენტი როცა მინდა რაღაც თამაშის დაწყება და ამ მტკივნეული ეტაპების გავლის გამო არასდროს არ დამიწყია. განსაკუთრებით დიდ RPG მომდის ხოლმე, როცა თითქმის ლექციის დონის ფუნქციონალიგაქ თამაშის დასაწყებად ასათვისებელი. და კიდე არაფერი თუ ეს მომენტები ხარისხიანად და საინტერესოდაა გაკეთებული, მარა თუ არ ვარგა ისეთ ტასკას მიჩენს რო შეილება დასაძინებლად წავიდე.

მაგრად მაღიზიანებს უდონოთ გაკაზუალებული როა თამაში და ისეთ სისულელეს რო გიხსნის დეველოპერი როგორიცაა კამერის მოძრაობა მაგალითად. დეველოპერს ხელჩაკიდებული რო დაყავხარ, როგორც მამას გასართობ პარკში. ოუფენ ვორდზე იგრძნობა ეს მომენტი ყველაზე ცუდათ. ვითო თავისუფლებაში ტვინს რო გიბურღავს რაღაც კონკრეტულის გასაკეთებლად. ვაფშე ქრება გართობის ელემენტი.

მაგრად მაღიზიანებს უფუნქციო, უაზარმაზარი ოუფენვორლდები. სადაც ვერაფერს ვერ იმახსოვრებ ზომების გამო და 60% ტერიტორიაზე შეილება არც მოხვდე სათამაშო კონტენტის სიმწირის გამო. თამაშს რო იწყებ, ამთავრებ და ქალაქი მაინც უცხო რო რჩება...

კლიშე, ერთ წინადადებიანი სიუჟეტები, სადაც რაღაც ძველი ბოროტება იღვიძებს და შენ მსოფლიო უნდა გადაარჩინო )) ან კოსმოსიდან ნიპრიჩომ აგერსიული დამპყრობლები რო იჩითებიან და დედას რო გიტ*ნავენ პროსტა იმიტო რო ცუდი ტიპები არიან )) ხო და ყველაფერი სადაც ძველი არტეფაქტი ფიგურირებს ))

აქვე მოვაყოლებ კლიშე, ერთ უჯდერიან ვილანებს, რომლებსაც მსოფლიო მართველობა უნდათ. აი რამე რუსი გენერალი, ან თვიურიანი მაგიკოსი )) არ შემილია ეგ ამაბავი.

ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეების უსახურობა და უშინაარსობა. როცა ვიღაცეებს ხოცავ და არც ის იცი რატო და არც ისი იცი ვის. არადა მოწინააღმდეგეების დამაჯერებლობის გაწერა სერიოზულად წევს თამაშს წინ.

სწორხაზოვნება - ძაან იშვიათად ვპატიობ. და ისიც უმეტესობა ვარიანტში ფსევდო თავისუფლების ელემენტები გამო.

ალოგიკური ფაზლები - მიზეზი რატომაც არ ვიცნობ ძალიან დიდი და საინტერესო ჟანრს.

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 133 guests


cron