Beauty Contest, ჩამონათვალი / გამოკითხვა / განხილვა

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Beauty Contest

Unread post#1 » 04 Aug 2017 02:18

ლამაზი თამაშის აზრი მრავალმხრივ საინტერესო საკითხია. პირველ რიგში იმიტო რო მარტივად გამოეყოფა ისეთ ბუნდოვან ყლეობას როგორიცაა მაგარი გრაფიკა, სადაც ძირითადად საერთოდ ყველაფერი მოიაზრება რაც კი ოდნავ მაინც კავშირშია თამაშის ვიზუალთან, მაგრამ რეალურად მხოლოდ იმის განმსაზღვრელია თუ რამდენად რეალისტურად გამოიყურება ესათუის პროექტი. რეალიზმი კი ამ თემაში მაგრად გვკიდია. გვკიდია პოლიგონების რაოდენობაც და მათი ევოლუციის ისტორიაც. რაც გვაინტერესებს ესაა მხატვრული თვალსაზრისით, ვიზუალურად ლამაზი თამაშები და არააქ მნიშვნელობა 2D, თუ 3D, ძველი, თუ ახალი. უბრალოდ გაიხსენეთ თამაშები რომლებიც გიყვართ, მათი სილამაზისგან მიღებული სიამოვნების გამო და დაწერეთ მხოლოდ პირადი გამოცდილებით. რაც ჯერ არ გითამაშიათ იმას ნუ ჩამოწერთ, რადგან ძაან ბევრია და თემას აზრი დაეკარგება.

პ.ს. სია უმჯობესია რო დანომროთ, შედარებით კარგიდან საუკეთესომდე.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Beauty Contest

Unread post#2 » 05 Aug 2017 12:53

იმის მიუხედავათ რომ ბევრი ლამაზი თამაში მითამაშია, ძალიან ცოტა დამამახსოვრდა და მიყვარს მაგ კუთხით. სთორის და ექსპლორაციას ყოველთვის მეტად ვაფასებდი და გრაფიკა რამდენიმე საათში გამჭირვალე ხდებოდა. მარა არის რამდენიმე ვეში რომელიც ჩამრჩა მაგ კუთხით და ეხლა გამასხენდა.

ბავშობიდან Lion King მახსოვს სილამაზით. სხვა ვეშები არ მახსენდება ბავშობიდან გრაფიკით რომ დამამახსოვრებოდა. დღესაც არაა მგონი ეგეთი დამუშავებული ანიმაციები 2დ თამაშში.

შემდეგ იყო Morrowind და Gothic, პირველი თამაშები რომლის სამყაროში ჩავიფლე იმენა. და გრაფიკული პრობლემების მიუხედავათ ულამაზესი ხედები და თავგადასავლები მახსოვს მოროვინდში. ვულკანური ფერფლით მოფარულ გორაკებზე ორი მთვარის ფონზე სიარული <3 ვივეკიც რომ ვნახე პირველად პირდაღებული ვუყურებდი, მერე კიდევ უცნაურმა არქიტექტურებმა კიდევ უფრო მასიავმონა და ჩამითრია სამყაროში.

პირველი პრინც ოფ პერსია იყო კიდე ძალიან ლამაზი. და ეხლაც მირჩევნია სხვა ნაწილებს. ზღაპრული/დისნეი ატმოსფეროთი იყო გაღღენთილი და ბავშობაში წაკითხული ისტორიები გამიცოცხლა თვალწინ, იმის მიუხედავათ რომ არ იყო დიდად აუთენტური.

მერე იყო ბიოშოკში ჩაკარგვა თავფეხიანად, ყველა კუთხე კუნჭულის თვალიერება.

შემდეგ ალბათ Red Dead-ამდე ბევრმა ვერაფერმა იმოქმედა, სადაც იმენა ჩავიფლე ასევე ატმოსფეროში. სასეირნოდ რომ მომინდებოდა წასვლა თამაშს ვრთავდი და პროსტა დავდიოდი ცხენით კანიონებს შორის.

კიდე მეორე ალისა იყო, თითქოს დიდი ვერაფერი მაგრამ ვისიამოვნე სამყაროთი.

ინდი თამაშებიდან, რეალურად მაქინარიუმმა და Journey-მ გამისწორდა. სხვები მომწონს მაგრამ ვერ ჩამითრია ატმოსფეროში ეგრე.

და ბოლოს ვიჩერის სისხლი და ღვინო. ეგეთი სილამაზე იშვიათად რო მენახოს. რაღაც ზე დეტალური რენესანსის ნახატივით არის. საკუთარი საქმის სიყვარული როა ჩაქსოვილი ყველა დეტალში.

სხვა ბევრი მახსენდება, მაგრამ თან რო ლამაზი იყოს და თან რომ მაგრა ემოქმედოს არა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Beauty Contest

Unread post#3 » 07 Aug 2017 02:42

ჯერჯერობით რამდენიმეს დავწერ რამაც უცხო სამყაროების ინტერესი გამიღვივა და სილამაზე და წარმოჩენის ხარისხი ერთიან პროცესად აქცია. ჩემთვის ლამაზი ამავდროულად აზრიანიც უნდა იყოს და ესენიც მათ სიას ეკუთვნის ფიქრით და ემოციებით რო აღგაქმევინებს სამყაროს სილამაზესთან ერთად და არა ისე რო უბრალოდ ლამაზია. ჯერ რამდენიმეს დავწერ რომელმაც უფრო გავლენა მოახდინა და მერე სხვებსაც და დამსახურებულ თამაშებსაც გავიხსენებ რომელსაც ეს ღირსება აქვს.

Final Fantasy სერიებს ქონდათ განსაკუთრებულად ლამაზი სამყარო, მეცხრე იყო მაგ მხრივ ყველაზე გამორჩეული, ghibli ანიმეების დონე ეჭირა კონცეპტუალურად თუ უფრო უკეთესი არა და იმ დროისთვის მაგაზე ლამაზი დარენდერებული ბექგრაუნდები მე არ ვიცი მეტი. ამ ლოკაციების უმეტესობას, მათ მასშტაბებს და ხედებს ყოველთვის ხასიათი აქვს. აი ამას გადახედეთ და მიხვდებით რასაც ვამბობ http://imgur.com/a/A09TB, 350 სურათია და ამის ფონზე გაუშვით https://www.youtube.com/watch?v=e2tRvtWZpHI relaxing რო იყოს. ამ ლოკაციებში იყო დასმული კოლიზიები და ისე ხდებოდა გადაადგილება ზედვე, სამწუხაროდ მაღალი ხარისხი არ არსებობს და სამუშაო მასალა დაკარგულია თორე უპრობლემოდ მოხდებოდა დღეს ამათი მაღალი ხარისხის დადება :(
ეს კი მეშვიდე, აქედან დაიწყო ყველაფერი http://imgur.com/a/shRaP, ლოკაციას და სთორის კინემატოგრაფიული ხარისხი რო უნდა ჰქონოდა.

Ico და Shadow of The Colossus იყო კიდევ ერთერთი გარდამტეხი. ანტიკური სილამაზე, უცხო და მიტოვებული, კონსტრუქციები და გარემო ყოვლად ბუნებრივი იყო, თითქოს შემოქმედებაში შემოქმედება იდო, სამყაროში აშენებული და მივიწყებული ძეგლები დროსთან ერთად.

Dark Souls და Dark Souls 3 იგივე შეგრძნებები გაიმეორა მომავალში ზუსტად რაც ადრე FF9-მ, ეს განსხვავებული ლოკაციების სინთეზი და ერთ მთლიანობად წარმოჩენა ზუსტად იგივე მიდგომით არის, სტილისტურადაც ძალიან ახლოა.

Oddworld იყო ძალიან უცნაური და ლამაზი, განსაკუთრებით ტყის ლეველები, ძალიან ცოცხალი შეგრძნება მოქონდა და ამავდროულად ველური და საშიში რო იყო კარგად ჩანდა.

Siren და Fatal Frame. მართალია Silent Hill სერიები როგორც ლამაზი ძნელია აღიქვა თავისი სიბნელის გადამკიდე, 80-90-იანების ამერიკული სტილიც რაღაც მხრივ უსახურია, მარა არის მომენტები როცა მთლიანობაში ძალან შარმიანი ხდება, მაგრამ ეს ორი თამაში უფრო მეტი სიბნელის მიუხედავად მაინც ლამაზია, ამავდროულად იაპონური სოფლის და ზოგადად სოფლის შარმი იდეალურადაა გადმოცემული. Fatal Frame-ებში არქიტექტურა და ლოკაციების დეტალიზაცია იძლევა ამ სილამაზეც, ხოლო Siren-ში უფრო შავის და წითლის გემოვნებიანი კონტრასტი.

Earthworm Jim სერიები მიყვარს ბავშვობიდან, ძალიან ხალისიანი და თამამი სამყარო აქვს, თითქოს მთელ 90-იანების კლიშეებს დასცინის და ლამაზ კონტრასტულ ფერებში ხატავს, მუსიკალურადაც ისე აფორმებს რო თითოეული გასვლა ახალი სიამოვნებაა.

Morrowind და Skyrim. ორივეს ძალიან უცნაური შარმი აქვს, მოროვინდში არქიტექტურული მხარე ძალიან საინტერესოა და ვიღაცას კარგად აქვს ნაფიქრი სხვადასხვა სტილების შერწყმაზე და მათგან რაღაც ფენტეზი სამყაროს გამოყვანაზე, თანაც სამყარო ისეთია ვერსად რო ვერ ნახავ კაცი, დასანანია რო მაღალ პოლიგონიანი არაა ეს ყველაფერი, ბევრად უკეთესად გამოჩნდებოდა ამ თამაშის მხატვრული ღირსებები. სკაირიმი სიუცხოვით არ გამოირჩევა მარა დაგეგმარება აქვს ძალიან საინტერესო, მასშტაბებზე თამაშობს მაღალ დონეზე და პატარა სოფელს ისე წარმოაჩენს თითქოს სული აქვს იქაურობას, ლანდშაფტური გეგმარებაც ხარისხიანი აქვს და ბუნება და კაროჩე ამბავს ბევრად ლამაზს ხდის ამით, მითუმეტეს რო გრაფიკა მალევე ჩამორჩა სტანდარტებს.

Heroes of Might and Magic III აი ეს კი საუკეთესო პრეზენტაციაა იმ ფენტეზი შეხედულებების თუ კლიშეების სანამ მეინსტრიმ ეკრანებზე ლოტრმა არ დაამყარა ახალი სტანდარტი. DnD, ძველი ჰორორ ფილმები და რამდენიმე რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორი ისეა შეზავებული რო არც თრეშის განწყობას ქმნის და პირიქით ძალიან გემოვნებიანად ეწყობა ერთმანეთს, მისი პიქსელარტი და სამყაროზე მოგზაურობა ლამაზი მუსიკის ფონზე კი მთელი სიამოვნებაა.

Soul Reaver აქ შეიძლება ცოტა სუბიექტური ვარ მარა ეს გოთიკური სამყაროს ნანგრევები, აზიდული ინტერიერები, გდმოფენილი დროშები ასე ეფექტურად რო ემოქმედა მეტი არც მინახავს მგონი არსად, არადა სპიჩკა გრაფიკა აქვს თამაშს.

Tomb Raider 2,3,4 ამ სერიებზეც სუბიექტური ვიქნები ალბათ არ ვიცი, მარა როცა მე და ძმაკაცი ვთამაშობდით, ნებისმიერ სერიაში და ნებისმიერ ოდნავ გახსნილ ლოკაციაში, ყოველთვის ვცდილობდით რაღაც მაღალი წერტილი გვეპოვა და გვეფიქრა თუ შეიძლებოდა იქ ასვლა, ზოგჯერ გვიპოვია კიდეც და ისეთ წერტილებზე დავმდგარვართ დეველოპერებსაც რო არ უფიქრიათ და ალბათ გამოეპარათ კიდეც რო ლარას როგორღაც იქ ჩამოკიდება შეეძლო, მარა ამ სიმაღლიდან ყურება მთელი სიამოვნება იყო ხოლმე, ხშირად ქვემოთ რო მზეზე მოციმციმე ტექსტურით ლურჯი ან მწვანე წყალი იყო ხოლმე, ან მდინარე ან ოკეანე, ან უბრალოდ დიდი ტბა. ეხლა რო ვფიქრობ მთელი ამ თამაშის სილამაზეს სწორად გათვლილი და დაგეგმარებული ლეველ დიზაინი უნდა წარმოადგენდეს, რაც შეიძლება რესურსების მხრივ შეზღუდვამ გამოიწვია რო ერთად მოეყარა ყველაფერს თავი მარა გაამართლა და ისე გაამართლა რო დღემდე ცოცხლად მახსოვს ყველაფერი, გადათამაშების შემდეგაც კი რომელიც 1-2 წლის წინ ვქენი დაახლოებით და რა თქმა უნდა არც ის მაღალი წერტილები დამვიწყებია, თუმცა ბევრი ვერ ვიპოვე :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Beauty Contest

Unread post#4 » 08 Aug 2017 01:13

გრაფიკა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემთვის არასდროს არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვი თამაშის სტილზე. სტილი ზუსტად ისაა რაც ქმნის ატმოსფეროს მთავარ ნაწილს, ამიტო მნიშვნელობასაც ყოველთვის დიდს ვანიჭებდი. ზოგადად პოლიგონების რაოდენობა და ვიზუალური სტილი ძალიან ხშირად ხვდება ერთ თემაში, რადგან თითქმის ყველა შემთხვევაში იკვეთებია, მარა რეალურად ცა და დედამიწაა. აი მაგალითად მე კლასიკური World of Warcraft სტილს ბევრად უფრო ვაფასებ ვიდრე პირველი კრიზისის გრაფიკას ))

სტილის მუღამიც ესე ჰაერიდან არ მოსულა. ვიზუალის გამოყოფა თამაშებში Sega Mega Drive დავიწყე. Dendy მაგრად მიყვარდა, მარა MK2 დანახვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა ) თან იმ დროინდელი ბოევიკების ეპოქაში და პლიუს ჩემი ასაკის გათვალისწინებით, ესეთ სითესლეს სხვას პროსტა ვერაფერს ვერ შემომთავაზებდა იმ მომენტში პლანეტა. ყოველთვის პირველ ადგილას იქნება ჩემთვის ეგ კონსოლი თავისი დაუვიწყარი თამაშებით.

ზოგადად ვიზუალური სტილის გამოკვეთა და მისი პროგრესი ორი ბუნებრივად შექმნილი გარემოების გამო დაიწყო. პირველი, 16 ბიტის მოსვლა, როცა უკვე შესაძლებელი გახდა დეველოპერის ვიზუალური ხედვის გადმოცემა. და მეორე, კონსოლის შესაძლებლობის ჩარჩოები. ანუ ერთგვარი ფიქსირებული ტილო რომელზეც, PC მსგავსად, მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციით თამაშის გაყიდვას ვერ შეძლებ. ამიტომ ერთადერთი რამაც შეილება რო გამოარჩიოს თამაში ეს არის ორიგინალური გეიმფლეი მექანიკა (2D თამაშის ფარგლებში) და ვიზუალი. ზუსტად ამ გარემოებების ტყვეობაში მოხვდა გენესისი ყველაზე მჭიდროდ და ზუსტად ამ შეზღუდვებმა მოიტანა უამრავი ძალიან ლამაზი თამაში.

ეხა კი რაც შეეხება უშუალოდ სიას, რომელშიც ბოლოდან პირველისკენ ჩამოვწერ თამაშებს რომლების ვიზუალმაც სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა:


17 DMC 2013 - თამაში რომელსაც გამოსვლამდე უზნეოთ ვაჯვავდი, საბოლოოთ კი სიას ამით ვიწყებ. ნამდვილად გემოვნებიანი ხალხის გაკეთებულია და იმის მიუხედავათ, რომ ჩემთვის მსგავსი პოლუ-თინეიჯერული მოტივებით მოსული სტილი ახლოს არასდროს არ ყოფილა, ვიზუალი ერთ-ერთი საუკეთესოა რაც კი მინახავს. მხატვრების შექმნილი გარემო და პერსონაჟები ძალიან ბევრ მომენტში სთორითელერის ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე.

16 Mad Max - თამაში ძალიან მცირე სიუჟეტური შემადგენელით, უამრავი ერთფეროვანი, მაგრამ კარგად გაკეთებული საიდ მისიებით და ვეისთლენდით რომელზე ლამაზიც არცერთ თამაშში არ მინახავს. ვითო უკაცური და მოსაწყენი უდაბნო, საქმეზე ისეთი ატმოსფერული გამოდგა რო ყოველი "ერთფეროვანი" საათით სიამოვნებას ვიღებდი.

15 The Saboteur - ეს თამაში საერთოდ აღარ ახსოვს ალბათ არავის. ერთის მხრივ მობეზრებული ანრეალ ენჯინი და არც ისე კარგი ვიზუალური სტილისტიკა, მაგრამ მეორეს მხრივ შავთეთრი პარიზი, საკმაოდ გასართობი გეიმფლეი მექანიკები და თამაშებისთვის უჩვეულო მუსიკა რაღაც დაუვიწყარ შარმს აძლევდა Saboteur'ს

14 antechamber - სრულიად მოულოდნელი და ამავდროულად დაუვიწყარი, ვიზუალურის და ლოგიკურის სინთეზით შექმნილი თავგადასავალი, რომელიც ყველამ უნდა გამოცადოს თავის თავზე.

13 Monument Valley - აბსოლიტურად ფანტასტიური მობილურის ქვესთი. კიდევ დიდხანს იქნება სამაგალითო მოცემულ პლადფორმაზე.

12 Machinarium - სევდის ვიზუალური სახე თამაშებში ესე კარგად ალბათ არავის არ უნახებია.

11 ABZY და Journey - ეს წყვილი ერთ ადგილზე მინდა რო დავაყენო, რადგან ძაან ბევრიაქვთ საერთო. მეორესგან განსხვავებით, პირველი ბოლომდე არ მითამაშია, მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებ ამ მომენტის გამოსწორებას და უფრო დეტალურად დავწერ თამაშის, კერძოდ კი მისი სილამაზის შესახებ, რადგან ნამდვილად იშვიათია.

10 The Neverhood - ამბავი ლეგენდარულ და ქარიზმატულ პლასტელინის ნაბოზარზე, რომელიც დარწმუნებულივარ ყოველთვის მარტივად შეძვრება ნებისმიერ მსგავს ტოპში.

9 Fear Effect - ძუძუების და სექსის გარდა იყო ამ თამაშში რაღაც განუმეორებელი რაც არც მანამდე და არც მერე არ შემხვედრია. ორივე ნაწილი ერთად ვიყიდე და რო დავიწყე თამაში მახსოვს რო მარტო სკოლაში წასვლაზე ვცდებოდი. ძალიან მაგარი საუნდტრეკი, რომელიც ორივე სერიაში იდეალურ განწყობას ქმნიდა, ანიმირებული ბექგრაუნდები, მულთფილმის სტილში ანიმირებული პერსონაჟები, რაც გრაფიკული მინუსის მაგივრად, ორიგილანურად სტილიზებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა და რაცმთავარია მაღალი კინომატოგრაფიულობა.

8 Trine 2 - ტრაინს შორიდან რო უყურებდი (ანუ სქრინებს და ინფოს) ძალიან არ მომწონდა. 3D რომელსაც უნდა რომ იყოს 2D, რაღაც არასდროს არ იყო ჩემთვის მიმზიდველი წინადადება, მაგრამ იშვიათია თამაში რომელიც კონკრეტულად მეორე ნაწილს დაუდგება ვიზუალით. მუსიკის, განათების, მოდელების და სცენების ოსტატური ურთიერთქმედება, ბავშობის ყველაზე თბილ და კეთილ ზღაპრებს მონიტორზე ისე ბუნებრივად აცოცხლებს, რომ გამოცების ადგილიც კი არ გრჩება.

7 Comix Zone - არის პირდაპირი გაგებით გაცოცხლებული კომიქსი, რომელიც 2017 წელსაც ისეთივე ბედ-ეს ვიდზეა როგორიც გამოსვლიას (და წარმოიდგინეთ იმ დროს რა იყო).

6 Uncharted 4: A Thief's End - 3 ნაწილის ევოლუცია, რომელიც თავიდან ინდიანა ჯონსის ფილმების სტილს ებღაუჭებოდა და ბოლოს ისეთი სილამაზე გამოწურეს, რომ აწი ფილმებში პირიქით ამას მიბაძავენ. ულამაზესია მეოთხე.

5 Batman: Arkham - ამაზე ნოყიერი და დეტალურად შექმნილი კომიქსების სამყარო თამაშებში დარწმუნებულივარ რო 10 წლის მერეც არ იქნება ბევრი. სერიამ დაამტკიცა, რომ კომიქსების თამაშების მედიუმში გადატანა ძალიან ჰარმონიული ამბავია და დადო ხარისხის საზომი რომელიც გულის ამრევ ტიპებს საერთოდ არ მისცემს არანაირ გასაქანს.

4 Dishonored 2 - ამ თამაშის სილამაზეზე ლაპარაკით უკვე თავი მოგაწყინეთ, მარა ერთხელ კიდე უნდა შემოვიყვანო ყურადღებიც ცენტრში. როგორც ესეთი, სტილის შეგრძნება, ამ სიაში ჩამოთვლილიდან Dishonored 2 კარგად არცერთ თამაშში არაა გამოკვეთილი. ესაა ძალიან ნიჭიერი მხატვრის შექმნილი სამყარო, რომელსაც სტილისტიკით ალბათ ვერცერთი თამაში ვერ დაუდგება გვერდით.

3 The Witcher 3: Wild Hunt – Blood and Wine - და აი ისიც. დამატება რომელმაც მომანდომა მსგავსი თემის გახსნა. ორიგინალის სილამაზეზე ბევრი ვილაპარაკეთ ადღეც, მარა ამ DLC საერთოდ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ტუსენტი იმდენად ლამაზია, რომ სევდა მორეული დავბოდიალობ, ვიცი რო დიდიხნის გატარება არ მომიწევს შიგნით, ვიცი რო საკუთარი ხუთი თითივით დამახსოვრებას ვერ მოვასწრებ და მაგრა მიტყდება. ცხენს საერთოდ აღარ ვიყენებ და თითქმის სუ ნელი ნაბიჯით დავდივარ )

2 BioShock 1 / 2 Remastered - და რემასტერს ვაწერ სპეციალურად, რადგან ზუსტად ის ვერსიაა თამაშის როგორიც იყო ჩაფიქრებული. ჩემი დამოკიდებულება ამ თამაშისადმი ყველამ იცით ალბათ, მარა რემასტერმა იმდენად ბევრი პოზიტივი დადო რო თითქმის პირველად თამაშის შთაბეჭდილებას გაუტოლდა. თუ მოგწონთ ბიოშოკი და არ გეზარებათ რეფჩურში დაბრუნება, მიზეზი საკმარისზე დიდია. თითონ თამაშის ვიზუალურ ღირებულებას რაც შეეხება საინტერესო და სასიამოვნო სიზმარს შევადარებდი, რომელსაც ერთხელ ნახულობ, მთელი ცხოვრება მიგყვება და რაცმთავარია არაფერს არ გავს.

1 Earthworm Jim 2 - და პირველი ადგილი თამაშს რომლის სითესლეც სიტყვებით ძალიან რთული გადმოსაცემია. ეს არი პოზიტივის, იუმორის, სტილის და ქარიზმის ეტალონი. ესაა თამაში რომელიც რეალურად მიმტკიცებს იმას, რომ ტყუილა არ მიყვარს ჩემი ბავშობა.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Beauty Contest

Unread post#5 » 10 Aug 2017 02:09

ესაც გაგრძელება. ძალიან მიჭირს ადგილების მიხედვით დალაგება ამათიც და იმათიც ზემოთ რაც დავწერე მარა გამაზვა არ შემიძლია:

Braid აუცილებლად ზედა ლისტში უნდა დამეწერა. ბექგრაუნდებითაც, მუსიკითაც და სთორითაც ჩამძირა შიგნით, ძალიან უცნაური და აზრიანი თამაშია და ზემოთ დაწერილების მსგავსად დღემდე მომყვება ამისი ზეგავლენა.

Deus Ex: Human Revolution - ზოგადად საიბერპანკის ვიზუალურ მხარეებს ყველა Blade Runner-ს და Ghost in The Shell-ს უნდა უმადლოდეს, გამონაკლისი არც ეს თამაშია გარკვეულწილად, მარა ინერციით ისეთ გზაზე დადგა რომ საკუთარი სტილი შექმნა და თავი ჩამოიყალიბა. იშვიათი პროდუქტია რომელიც საიბერპანკის მიმართულებას ძალიან მიმზიდველს, ჩამთრევს და საინტერესოს ხდის.

Xenoblade Chronicles - ამ თამაშის სილამაზე უმეტესად სამყაროა და ექსპლორაციისას მუსიკალური გაფორმება. სამყაროში მონსტრები MMO-ს მსგავსად არის ჩაყრილი მარა ისე სიფრთხილით რო ექსპლორაციაში შეიძლება ხელი არც შეგეშალოს. გაქცევაც მარტივად შესაძლებელია, ხოლო ზოგიერთი მონსტრი საერთოდ არ არის აგრესიული. ძალიან დასამახსოვრებელი ლოკაციებია: გაშლილი მინდვრები, ჩანჩქერთან ახლოს მდებარე ტყე, თოვლიანი ველი, უცნაური და ძალიან ეგზოტიკური ზღვა. იაპონელები აქაც იმეორებენ იმ გულით შრომას რაც FF სერიებში და Dark Souls-შია ნაჩვენები, იმის მიუხედავად რო ბევრად რეალისტური და მაღალპოლიგონიანი სამყაროების შექმნაა დღეს შესაძებელი, ვიზუალურად უფრო ეფექტურიც, აქ მთელი ყურადღება დათმობილია იმაზე რო მოთამაშისთვის სასიამოვნო, ემოციური და დასამახსოვრებელი გახდეს მოგზაურობა, დღე-ღამის და ამინდის ცვლილებები ისე ცვლის გარემოს ხასიათს რო ალბათ ამ პლანეტაზე საუკეთესო ადგილებში იმოგზაურეს და ისე შექმნეს ეს. LVL Asian მოკლედ :D

Persona 4-მა გამაკვირვა თავის დროზე, ყოველდღიურობა პატარა იაპონურ ქალაქში, რამდენიმე ქუჩა რომელსაც ხშირად სტუმრობ, ეჩვევი, იცნობ ხალხს, უახლოვდები, იცვლება ამინდი, სეზონები, ამ ყველაფრის მონაწილე ისე ხდები თითქოს მართლა შენი თავგადასავალია. ქალაქში გასვლა და რამდენიმე ქუჩაზე სტუმრობა არასდროს არ არის მსაწყენი, ამინდიც და მოვლენებიც სულ სხვადასხვა სახით გახვედრებს ყველაფერს, პირიქით უფრო ეცნობი, უხლოვდები, აშკარად ყავდათ აქ საინტერესო დიზაინერი, რომელიც კარგად ერკვევა ურბანულ პრინციპებში და იცის რითი და როგორ გახადოს ლოკაცია საინტერესო. აქ გატარებული ზაფხული ისე მახსოვს როგორც რეალური. ელეგანტურობის მწვერვალია ეს თამაში.

Chrono Cross - Squaresoft-შია ესაც შექმნილი ოქროს პერიოდში: http://imgur.com/a/7E4oK#191. ძალიან ატმოსფერული და ამავდროულად ძალიან ეგზოტიკური თამაშია, შინაარსითაც საკმაოდ ჩახლართული და საინტერესო. ზაფხულის ეგზოტიკური ატმოსფერო ისეა დაჭერილი, ზამთარში ვითამაშე და ისე მახსოვს თითქოს პაპანაქება ზაფხულში ვთამაშობდი ))

Monkey Island 1,2,3 - პირველი და მეორე Special Edition-ებია ძალიან ლამაზი, მესამე თავის დროზეც ულამაზესი იყო, ფაქტიურად მულტფილმს თამაშობ და თან ძალიან გაპოლიშებულს და კარგს. კარიბის ზღვა, პირატები, ეგზოტიკა, განძის ძიება, ვუდუ და მთელი ეს ამბები ვისაც უნდა ზაფხული ყოველთვის საუკეთესო დროა ამათ სათამაშოდ, კარიბის ზღვაზე ყოველ ზაფხულს ვერ წავა კაცი აქედან :D

Dishonored - ინგლისური გარემო, ვეშაპმონადირეები, ძალიან სტილიზირებული სტიმპანკი, ლუდი, თევზი, დაშნა და ბუტაფორიული დამბაჩა მედო გვერდით ამის თამაშისას ისე შემითრია და ჩამძირა ))) იშვიათი აზროვნების შედეგია Dishonored-ის ვიზუალური მხარე. მეორე ნაწილი არ ვიცი და მგონი ის უფრო განმაცვიფრებს.

Metal Gear Solid 3 - პოეტური ლამაზი სცენები ICO-ს სტილის განათებით და ფერებით (რაც ICO-ს შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა და რამდენიმე მაღალი დნის თამაშებში გაიმეორეს: MGS3, Twilight Princess, Prince of Persia). სთორიც დ პერსონაჟებიც ხელს უწყობენ თავიანთი სტილიზირებით და ბექგრაუნდით ამ სილამაზეს. ჯარის და ზოგადად ომის ამბებზე ასეთი ესთეტიკა და პოეტურობა არ მინახავს არსად - არც ფილმებში. საკმაოდ ბევრი კარგი ფილმიდან არის აღებული შთაგონება და შემდეგ შეზავებული ძალიან განსხვავებული შტრიხებით. კოჯიმას საუკეთესო ნამუშევარია ეს თამაში როგორც სინემატიკური იქსფერიენსის, რაც არ უნდა გამოუშვას აწი არამგონია ასეთი სცენები გაიმეოროს კიდე აზრობრივად, სიღრმით და სილამაზით. Phantom Pain-ში აქედან აკოპირებდა დაჟე რაღაცეებს და აშკარად ეტყობოდა იმ პროექტს რო მაქსიმალურად უნდოდა წარსულის ჩრდილიდან გამოსვლა და ექსპერიმენტები ექსპერიმენტებზე მიაწყო ))

Syberia - საინტერესო და უცხო თავგადასავალი ძალიან უცნაურ გარემოში რომელიც შეზავებულია აღმოსავლეთ ევროპული და რუსული ელემენტებით. ყველა ლოკაცია თითქოს რაღაც ახლისთვის გამზადებს და გაგრძნობინებს რო თითოეული შენობა თუ საგანი ვიღაც გენიოსის თავში მოხარშული ქმნილებაა ვის კვალსაც მისდევ და იქამდე გიცოცხლებს ეს ყველაფერი პერსონაჟს ვიდრე შეხვები.

Red Dead Redemption - ვესტერნები გამიცოცხლა, რაც მაქვს ნანახი ალბათ ყველაფრიდან რაღაც როულფლეი მაგრძნობინა Action Adventure-თამაშმა. ცარიელი უდაბნოები, ღორღიანი გზები, ჩაფიქრებული რო გიწევს სიარული ცარიელ და ამავდოულად სიგიჟით სავსე ველურ სამყაროში, სადაც კაცმა არ იცის როდის რა მოხდება.

Bioshock 1,2 - ნუ ამათ აღარაფერს დავამატებ,ისედაც ახსენეთ. სევდიანი, დეპრესიული და დამთრგუნავი გარემოს ერთერთი ულამაზესი წარმოჩენაა, თან სტილთან ერთად დეტალურად მოწყობილი გარემო ცალკე ხარისხს და შარმს მატებს.

Okami - იაპონური მითოლოგია და სტილისტიკა, დარბიხარ და გგონია იაპონური ფოლკლორის გმირი ხარ, თითქოს ზღაპარს კითხულობ რომელიც არ მთავრდებადა გარემოცული ყავხარ ატმოსფეროთი, თან ეს ინოვაციური ელემენტი რაც აქვს ფუნჯით ხატვაა და უცებ გაშავთეთრებულ ეკრანებზე ძალიან ლამაზი და დამამშვიდებელია ფუნჯის მოსმები.

Witcher - პირველი სერიაა ის რაც თავისი ატმოსფეროთი ერთერთი იშვიათი ქმნილებაა. იდეალურად ქმნის ეს თამაში თავისი ფერებით და ლოკაციებით აღმოსავლეთ ევროპულ ფოლკლორულ ბნელ გარემოს. სლავური ელემენტებიც იგრძნობა და კარგად არის წარმოჩენილი, რაც შემდეგ სერიებში ფაქტიურად ნულია და დასავლეთ ევროპული სტილიზირება ჭარბობს რამდენიმე პერსონაჟის სამოსს თუ არ ჩავთვლით. ვიზუალი და მუსიკა კარგად წარმოაჩენს ცინიკურ სამყაროში არსებულ კონფლიქტებს, ტკივილს და განწყობას.

Silent Hill 1,2,3,4 - ამ სიაში თამამად დავწერ და ვიზუალურ სილამზეს თუ არა - რაც ტიპიურ ამერიკულ პატარა ქალაქში იშვიათია რო რაღაც განსხვავებული სილამაზით დაგასაჩუქროს, ინტერიერების მოწყობას და გაფორმებას, ქალაქის რეალისტურ აღქმას და სტილიზირებას ავღნიშნავ რასაც ისეთი შარმი აქვს წლები არ ამოდის მეხსიერებიდან და არ არსებობს ჰორორის მოყვარული ამის გამო SH-ს ზეგავლენაში რო არ დარჩეს. მომავალში ბიოშოკში როგორი სიყვარულითაც არის ინტერიერები მოწობილი, ასევეა SH-შიც, ყველაფერს თავისი აზრი და მნიშვნელობა რო აქვს. აი ნისლის და ატმსფერულობის ფენომენი რაც მთელ მისტიურობას იძლევა ცალკე საკითხია და როგორც ვიზუალური ისე შინაარსობრივი და ისე ლეველ დიზაინის ტექნიკური კუთხით ძალიან გრძელი საუბრების გამართვა შეიძლება :D

Gemini Rue - წყნარი და მელანქოლიური საიბერპანკი, რომელსაც Blade Runner-ის გავლენაც ეტყობა და Cowboy Bebop-ისაც, მარა სხვაგან არის, სხვა ამბავს ყვება და სხვანაირ გარემოს ქმნის. ძალიან მოქმედებს განწყობაზე სტილიც და დამუშავებაც. უკანა ფონები მგონი დიჯითალ არტია და მერე შემცირებული რეზოლუცით ან ფილტრით, მარა მთელი ატმოსფერული ღირებულება მაგას მიაქვს მგონი.

Prince of Persia SoT, WW, TT - დიდად გამორჩეული შეიძლება არაა მარა ამ სპარსულ-ბაბილონურმა სეთინგმა ძალიან კარგი შეგრძნებები დამიტოვა სამივე სერიაში. ხარისხიანად გაკეთებული გარემოა რომელიც გძირავს შიგნით და თანდათან ამ ზღაპრულ ამოუცნობ ამბებს გაზიარებს.

Journey - მხატვრულმა ღირებულებამ უმეტესად უდაბნოში მომხიბლა, ინტერიერები უკეთესებიც მინახავს და უფრო საინტერესოებიც, მარა უდაბნოში წანწალი და სიმარტოვის შეგრძნება (სხვა ფლეიერთან ერთადაც) ძალიან იშვიათი და დასამახსოვრებელია ისეა მოწყობილი ლოკაციაც და ხედებიც.

სეგას თამაშებს ცალკე ჩამოვწერ, ცალკე მოწყვეტილი ეტაპი იყო ეს ჩემთვის, სხვა აღქმით და მიდგომით:

Pocahontas და Lion King ამათ ერთად დავწერ, ორივე დისნეის მულტფილმის ატმოსფეროს აკოპირებს და ამვდროულად დიდხანს გაჩერებს ერთ ლოკაციაში, რაც თითქოს ამ გმირების სიუჟეტს უფრო აფართოებს და ახლოს მოყავს. ძალიან ლამაზი ლოკაციებია ორივეში, თან არაფერი დაიშურეს რო მულტფილმის სცენები შეექმნათ ახლიდან და იქ გამოყენებული ელემენტებიც გამოეყენებინათ.

Sonic 1,2,3, Sonic & Knuckles - პირველი და მეორე დიდი სილამაზით არ გამოირჩევა მარა ლოკაციები იმ დრისთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო, ინტერესში შეყავდი და ფაქტიურად ფრენჩაიზი სწორედ მაგან გაქაჩა გეიმფლეისთან ერთად. მესამე და Sonic & Knuckles უკვე სხვა დონე იყო, ძალიან ლამაზი ანიმაცია და პიქსელ არტი ჰქონდა, დაპაუზებულ სქრინზე დიდად არ იგრძნობა ეს ეფექტურობა და სილამაზე, მარა თამაშისას როცა ეკრანს მიაშტერდები და სწრაფ ტემპში თამაშობ როგორც საჭიროა, ეკრანზე უკვე ჩანს თუ რა ნამუშევარიცაა. ამასთან ერთად კარგად გამოუვიდათ 90-იანბის პოპულარული გარემოების ერთ სეთინგში მოქცევა და სწრაფ ატრაქციონად ქცევა: ტყეები, ჯუნგლები, მინდვრები, ქარხნები, ტექნოპარკები, ლაბორატორიები, ხომალდები და არკადები <3

Comix Zone - დაიწერა უკვე მაღლა. ძალიან უცნაური შთაბეჭდილება დამიტოვა, მაშინ კომიქსებზე მხოლოდ შორიდან ვიცოდი, მეინსტრიმ ადაპტაციებს და ზოგადად იმ დროინდელ მიდგომებს კი ახლოს ვიცნობდი. ამ თამაშში ძალიან ბევრი 90-იანებისთვის ცნობილი და პოპულარული ცნებებია გადმოტანილი და ნაჩვენები მოძრავი ცოცხალი კომიქსის სახით: სუპერგმირი, მუტანტები, შაოლინის კუნგ ფუ, დრაკონები, ლამაზი ქალი გასაჭირში. რაც დღევანდელი გადმსოახედიდან საინტერესოდ მეჩვენება, ეს არის სუპერგმირის დეკონსტრუქცია, 80-იანების ბოლოს დაწყებული მიდგომა იყო ეს რაც ამ თამაშის გამოსვლის პერიოდში აღარ იყ პოპულარული.

Streets of Rage სერიები - არც თუ ცოტა რამ გამოსულა 90-იანებში ქუჩაში ჩხუბზე და კარგი მოჩხუბარი ტიპის კრიმინალურ სინდიკატთან დაპირისპირებაზე, მარა ამ თამაშმა მოახერხა და ამდენ ფილს და თამაშს შორის ძალიან დასამახსოვრებელი რეტრო ესთეტიკა შეინარჩუნა. ფილმი შეიძლება ბევრი გამახსენდეს ამ თემას რო ახსენებენ მარა თამაში პირველი ეს მახსენდება ))

Ultimate Mortal Kombat 3 - არ ვტროლავ :D ბექგრაუნდები ძალიან შთამბეჭდავი ჰქონდა. უკეთესი ვიზუალი ნამდვილა არსებობდა იმ დროს მარა აქ რაც ჩანდა ის მომწონდა. ერთი მხრივ ნაცნობი ამერიკული გარემო, მეორე მხრივ რაღაც აზიური და თან მისტიური. აზიელებს ალბათ ეგ პირიქით ექნებოდათ იმ მიზეზით რომ მათთვის დასავლურია ყველაფერი ეგზოტიკური (თუ ითამაშებდნენ). ზოგჯერ სპეციალურად ვირჩევდი ხოლმე ლეველებს რო მენახა ხოლმე. ფაქტიურად პირველი თამაში იყო რომელსაც სერიოზულად ჩავუჯექი და ეს უცხო სამყაროს ჩვენება წარმოჩენა საინტერესოდ ჩამრჩა, ლავასთან ბრძოლა გამოქვაბულის ქვეშ, ხიდი უკან სულების მორევით, შაო კანის ხიდი რომელიც სულ მაინტერესებდა საიდან შემოდიოდა გზა და რანაირი შენობა იყო, სულების ქვაბული რაღაც ბოროტი სახის მქონე სტალაგმიტში რო ცეცხლივით მოძრაობს სულის ესენცია, ტაძრის ლეველი ორი მფრინავი ბერით <3

Contra: The Hard Corps - ფერები, ანიმაცია და სტილი აქვს კარგი. დღეში ორჯერ შემეძლო დამეხურა ხოლმე სხვადასხვა ენდინგით და ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მექნა, არ ვიცი რატო მარა ძალიან მიყვარდა ამ თამაშის ვიზუალი. ეს დემონური გარეგნობის უცხოპლანეტელებიც ძალიან კარგი იყო, ანიმე ფანტასტიკის მუღამებიც თავისას შვრებოდა ალბათ, უფრო კარგი წარმოჩენა იყო ვიდრე ფილმებში ვიცოდი ხოლმე.

თუ კიდე რამე გამახსენდა ისეთი რო ემოქმედა და გავლენა მოეხდინა დავწერ.
ლამაზები და სასიამოვნოდ რო მითამაშია ბევრია მარა ასე არ ჩამრჩენია ისინი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Beauty Contest

Unread post#6 » 10 Aug 2017 03:06

Xenoblade Chronicles'ის თამაში მინდა რაღაც სხვანაირი მუღამით. მოგზაურობა რო გინდა სადმე ქვეყანაში ეგეთ პონტში ))

Dishonored გაგრძელება ბევრად დახვეწილია. იმდენად მკაფიოდ არი გარემო წარმოჩენილი რო თბილისში სიარულისას კარნაკის ტოტოალიტარული ატმოსფეროსთან რაღაც სერიოზულ მსგავსებებს ვიჭერ და მეცინება

Pocahontas ულამაზესია, მარა ადაფტაციის პონტში არ მივაწერე იმიტო რო მაუგლის და ალადინის გამოტოვება არ მინდოდა :)
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests