Console of the Future, გამოკითხვა / განხილვა

გახსენით {საერთო თემები}{ჩამონათვალი}{ხმის მიცემა}{კითხვები}{შედარებები}
User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Console of the Future

Unread post#1 » 14 Jun 2017 00:58

>>>
საერთოდ კონსოლების ყოველთვის რთული თემა იყო თავიანთი მინუსების და პლიუსების სიმრავლის გამო, მარა რაც შეხება მქონია საერთო ჯამში მაინც ვამართლებ და მომწონს, რადგან როგორც მცირე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მანახა შეფუთვას ძალიან დიდი მნიშვნელობააქ და უშუალოდ თამაშებისთვის შექმნილი გაჯეტი თავის უნიკალურ ხასიათს ატარებს. მარა დღეს შესაძლებლობების ზრდამ ეს კონცეპტი რაღაც გაუგებარი და აზელილი გახადა. როცა თანამედროვე კონსოლთან გაქ შეხება მარტივად ხვდები რო ძალიან წამგებიანი ტრანსფორმაციის დონეზეა სიტუაცია და ზოგიერთ მნიშვნელოვან მომენტებში არც იცის სად წავიდეს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზევით ნახსენები მთავარი პლიუსის, სწორი შეფუთვის პრობლემა დადგა. რამაც ერთი კითხვა გამიჩინა - როგორი უნდა იყოს მომავლის კონსოლი? ანუ როგორ ვარიანტს ისურვებით, რა შესაძლებლობებით და პლიუსებით?
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Console of the Future

Unread post#2 » 14 Jun 2017 08:51

მე არ მაქ კონსოლების მიმართ დადებითი განწყობა, პირიქით ძალიან შეზღუდული, ნელი და მოუხერხებელი რამეა ჩემთვის. ამიტომ ცოტა განხსვავებული ხედვა მაქ მომავლის სათამაშო პლატფორმაზე.

ვარიანტი #1:
ცენტრალიზებული კომპი რომელიც სადღაც კარადაში დევს და მთელი სახლის დევაისები მაქედან იღებს powers. ანუ პროსტა Bluetooth -ით უერთდება ეკრანი, მონიტორი, ტაბლეტი, VR სათვალე და ა.შ. და შეეძლოს რამდენიმე დევაისზე გადანაწილება გამოთვლითი ძალის.

ან ამის მოდიცირებული ვარიანტი #2:
Cloud კომპიუტერი წესიერი სადაც რეალურად გეკუთვნის შენ პროგამები და თამაშები რაც იყიდე, და სოფტი ნაქირავები არაა. უკვე არსებობს ეს ტექნოლოგია სერვერები იწყობა ვირტუალური კომპებით ეგრე Microsoft Azure, Amazon AWS და დაჟე ვიდეო კარტებიც ჩართეს ეგრე წელს. და ესეც ნებისმიერ შენ დევაისს რო აწვდიდეს გამოთვლით ძალას ნებისმიერ ადგილას ინტერნეტით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Console of the Future

Unread post#3 » 14 Jun 2017 09:41

ექსკლუზივების გარეშე არაფერს არ წარმოადგენს კონსოლი. ძველი კონსოლები იმიტოა უფრო მაგრები ვიდრე ახალი რო ბევრი თამაში და ბევრი ექსკლუზივი ჰქონდა ისეთი რაც პერსონალურ კომპიუტერზე არ იყო და თუ იყო იქაც სათამაშოდ მოუხერხებელი კლავიატურის კონტროლი ჰქონდა და და ვიზუალურადაც ხშირ შემთხვევაში დაჩეხილი იყო. ორიგინალი ვერსიები კი რომელიც კონსოლებზე დარჩა უმეტესობა დღესაც საუკეთესოა ვიდრე მათი პორტები, ასე რო მომავლის კონსოლი უნდა მთავაზობდეს ძალიან ბევრ ექსკლუზივს და მგონი ნინტენდოსღა შემორჩა ეგ პოლიტიკა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Console of the Future

Unread post#4 » 15 Jun 2017 21:34

საკმაოდ ბევრი ფაქტორია და შევეცდები სწორად დავყო.

1. და ყველაზე მთავარი, კონსოლის ექსკლუზივები. ანუ თვითონ თამაშები. ყოველთვის ამას ქონდა ცენტრალური მნიშვნელობა და მომავალშიც შეუცვლელი და უმთავრესი დარჩება ჩემვის. + იმავე კონსოლის წინა თაობების თამაშებთან თავსებადობა, თუნდაც ფასიანი ქლაუდ სერვისის სახით.

2. ეკოსისტემა - OS. ყველაზე ნაკლებად ამას ვაქცევდი ყურადღებას, მარა დროთაგანმავლობაში მივხდი რო უმთავრესი მომენტია. OS უკვე იმდენად მნიშვნელოვანია რო ვინდოუსის სამომხმარებლო დონეს მაინც უნდა შეესაბამებოდეს და რაც მთავარია არ იყოს ხელოვნურად შეზღუდული, უსახური, მოუქნელი და გაუგებარი სისულელე. გაჯეტით სარგებლობის დადებითი ექსფერიანსის დაგროვებაში ალბათ 55% ეს მომენტი თამაშობს.
OS გარშემო ბეისიქ სერვისები არ უნდა იყოს ფასიანი. ანუ სეივების ქლაუდზე შენახვის, დაშეარების და სხვა ბანალური ქმედებების შესრულების პრობლემა, ნაყიდი თამაშის ონლაინში თამაშზე ცალკე გადასახადები და მსგავსი ფულის წურბელა პარაზიტობები. ანუ თუ სერვისს ექნება რაიმე ფასიანი ფუნქციონალი, აუცილებლად უნდა იყოს ლოგიკური და არა ხელოვნური შეზღუდვების გამო გამოწვეული მოთხოვნილება.
OS ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს მოწესრიგებული მოთამაშის პირადი სივრცე, და მისი კასტამიზაცია, როგორიცაა ეჩივკები, სქრინები, კომენტარები, დახურული თამაშების დამატება, შეფასებების და გამოხმაურების დაწერის საშუალება. უნდა იყოს ერთგვარი გეიმერული სოციალური ქსელივით, სადაც სტიმის პონტში, ყველა თამაშს თავისი ქომუნითი და აქტივობა ექნება.

3. ყველაფერი ნელნელა მოშორებული ქლაუდ სერვერების დახმარებით თამაშისკენ მიდის, მარა ეგეთი ცალსახა ნაღდად არაა. და ვფიქრობ რო საკაიფოთ შეილება ამ ვარიაციის გამოყენება. ამ ლოგიკით თუ დავიწყებთ, მთავარი გახდება თვითონ გაჯეტის მართვის და გამოსახულების სიტემები, ანუ ჯოისტიკი და პორტატული მონიტორი (ქლაუდიდან სტრიმის მისაღებთ). ეს უკვე საკმარისისა კონსოლის ფიზიკური ვიზუალის ჩამოსაყალიბებლად. მარა თუ ოდნავ შორს წავალთ, პორტატული სიმძლავრეების სერიოზულ ზრდას ხვა პლიუსიც მოაქ. ამ ლოგიკით ერთი კონსოლის ფარგლებში შეილება რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ექსკლუზიური თამაში გამოდიოდეს. მაგალითად პორტატული რესურსის მომხმარებელი, სტაციონარული კონსოლის რესურსის მომხმარებელი, და მხოლოდ სერვერის სიმძლავრით მომუშავე თამაშები. რაც გააჩენს მაგარ საინტერესო შესაძლებლობას - ვთქვათ ამ პორტატული ეკრანის და ჯოისტიკის კომბინაციას სურვილისამებრ უმაგრდება, პორტატული და სტაციონალური რესურსის მქონე ჰარდი, რომელიც მფლობელს ონალინის გარეშე თამაშის საშუალებას აძლევს. და მთავარი, ქლაუდ სერვისი, მათთვის ვისაც მუდმივი ინტერნეტ ქონექშენიაქ და ყველაფერთან ერთად ქლაუდის სიმძლავრეებზე გათვლილი თამაშების თამაშიც უნდა. ანუ რაც დავწერე დასახვეწია, მარა მარტივად რომ ვთქვათ კონსოლის სამომავლო კონცეფციები უფრო ამ არჩევანის მრავალფეროვნებისკენ და რაცმთავარია არჩევანის გრამატიკულად ჩამოყალიბებული და შეკრული ვარიანტებისკენ უნდა წავიდეს.

4. რათქმაუნდა ფასი. ერთი მწველელი სისტემა მაინც თუ დაემჩნა უკვე ჩავარდნაა ჩემთვის. მაგალითად არაფერში საჭირო "უფრო მძლავრი ვარიანტები", რომელიც თავიდან არ იქნება დაანონსებული და სპონტანურად უჯვავს ორიგინალის მყიდველს. ან ნინტენდოს მსგავსი, დამატებითი სულელი გაჯეტებით გამოტენვა. იდეაში თუ რამე იქნება მისი რეალური მოთხოვნილება უნდა ჩანდეს ძალიან ნათლად.

ექსკლუზიური თამაშები / კომფორტული პირადი სივრცე / ჰარდის ვარიაციები / რეალური ფასი

:bats:
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests