Е3 2017 in General, თავისუფალი თემა

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Е3 2017 in General

Unread post#21 » 13 Jun 2017 14:08

მე მაგრად მომეწონა GOW ტრეილერი... პროსტა ლოგიკა არ მესმის კრატოსი როგორ, ან რატო უნდა იყოს ეს ტიპი. რატო არ შეილება რო სხვა მითოლოგიის ღმერთი იყოს? რეალურად ისედაც ეგრეა და ყველაფერი კარგად იქნებოდა გმირიც რო სხვა იყოს. ესე რაღაც ბუასილი გამოდის, არ მესმის რა. არადა ვიზუალიდან დაწყებული, რეჟისურა, დეტალიზაცია, ექშენი, იარაღები, ყველაფერი დამევასა.

Mount & Blade II: Bannerlord - სერიოზული შთაბეჭდილების ქვეშ დამტოვა. ეს რაღაც დასტოინი და სკრომნი ნაბოზვარი იქნება.

Beyond good and evil 2 - მხიარული და ძველს მიმსგავსებული სათავგადასავლო სტილი მომეწონა ძაან, მარა ქალაქი არა, არც რაღაც ამხელა მაშტაბები არ მოუხდა თითქოს და ნუ პრიქველი როა ეგეც დიდათ არ მხიბლავს.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Е3 2017 in General

Unread post#22 » 13 Jun 2017 15:06

ბიჭო ხო რაღაც ტექნიკურად რო შევხედო ეხლა, ჩავრთავდი, გავერთობოდი და რაც ექნებოდა ღირებული ყველაფრით მივიღებდი სიამოვნებას, მარა რაღაც არ ჯდება რა, თითქოს ვიცი უკვე ეგ ყვლაფერი და რაღაც ახალი შეფუთვის კოკაკოლასავით აღვიქვავ. ჩამოვწერ ბარემ რატო ვერ მოახდინა ეფექტი:

ზოგადად მითოლოგიიდან მითოლოგიაზე გადასვლა მაგარი საკითხში გაურკვევლობას ნიშნავს. მაგალითად როცა აკეთებ თამაშს Age of Mythology ან რამე MOBA სადაც უბრალოდ რასებად და კლასებად სვავ ღმერთებს და გმირებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მარა როცა სთორიზე აქცენტირებული თამაშია, სადაც ჯერ ცდილობ ვითომ ბერძნულ მოტივებზე ააწყო და დილეტანტურად გამოგდის ვინაიდან ეპოქები არ იცი, ხოლო მერე ამ დამთავრებულ ისტორიას ახლიდან კერავ საუკუნეებით გვიანდელ მითოლოგიაზე, რომელმაც ესთეტიური სახე უფრო გვიან შეიძინა და გვიან გამდიდრდა, მოშნი უფსკრული უნდა გქონდეს ცოდნაშიც და გემოვნებაშიც რა რო ყველაფერი აჯაფსანდალივით შეურიო და სათქვლეფი დაუდო ხალხს. დაახლოებით ისეთ შეგრძნებას მიტოვებს აი ეხლა ზევსზე რო იყოს თამაში რომელიც სკანდინავიაში წავა და იქ თორი გახდება, მერე აზტეკებთან გადავა და კეტცალკოატლს დაუძახებენ, მერე იაპონიაში რაიჯინი ერქმევა და დღეს რამე ელექტროტექნიკის მწარმოებელი იქნება.

მე პირადად ახალი პერსონაჟი ახალ სეთინგში ბევრად უფრო დამაინტერესებდა, ეს სერიალად ქცევა მაგრა გულს მირევს, შემდეგ ტრილოგიაში ინდოეთში გაუშვებენ ალბათ, მერე ჩინეთში, მერე იაპონიაში და იმოგზაურებს კრატოსი ან მაგის შთამომავლობა და დახოცავენ ღმერთებს ))

ამას გარდა კიდე Last of Us-ის კლონი უფრო დავინახე ვიდრე რამე ახალი რასაც შეიძლება God of War-თან საერთო ჰქონდეს. რაღაც კონვეიერს ემსგავსბა უკვე ერთი და იგივეს გამოყენება. ICO-ში რო დაიწყო ეს NPC-სთან ინტერაქტივი, მაგან ახალი სახე მიიღო იგივე Uncharted-ში და Last of Us-ში, აი ამათ მერე უკვე ყველა გამეორებაა ერთის და იგივის, თან მესმის რო ერთი სტუდიი ხელწერა იყოს როგორც მაგალითად ძველი Resident Evil, Fatal Frame, Souls Series, სხვადასხვა ტიპებს გეგონება ერთი და იგივე ფორმულა უდევთ და აკოპირებენ პირდაპირ.

Mount & Blade რა კარგი ჩანს, ეკუთვნოდა ამ თამაშს კარგი განახლება
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Е3 2017 in General

Unread post#23 » 13 Jun 2017 22:12

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ თვითონ დეველოპერი როგორ ახსნის გმირის თემას. თუ პროსტა სხვა მითოლოგიაზე მორგებული კრატოსია, რომელსაც ძველ სერიებთან კავშირი არააქ, ეგეც შეილება რო ატიანოს კაცმა, იმიტო რო სიუჟეტი მაინც დამოუკიდებელი ექნება (გმირი სხვაა ფაქტიურად), მარა თუ რაღაც ჩახლართეს დედის გინების მეტს ვერაფერს უსურვებ. ეხა რაიზ ოფ ტომრაიდერმა და მისმა წარმატებამ შეილება გახსნას ეს განხრა - აფსოლიტურად იგივე გმირი, მარა ალტერნატიული ამბავი. მამენტ კომიქსებშიც ეგრე არაა (რაზეც მე გული მერევა, მარა იდეაში რაღაც კონკრეტული სიუჟეტური ხაზები მაინც კარგი გამოსდით, მარა მაინც გული მერევა, მარა ეგრეა).
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Е3 2017 in General

Unread post#24 » 14 Jun 2017 08:41

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests